კარბამაზეპინი სლავია200მგ#50ტ(რუმ)
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ:
ინფორმაცია პაციენტებისათვის
კარბამაზეპინი სლავია 200 მგ ტაბლეტები
კარბამაზეპინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღების წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასაც აღენიშნებთ მსგავსი სიმპტომები.
- თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
- რას წარმოადგენს კარბამაზეპინი სლავია და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია კარბამაზეპინი სლავიას გამოყენებამდე
- კარბამაზეპინი სლავიას მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები
- კარბამაზეპინი სლავიას შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
1. რას წარმოადგენს კარბამაზეპინი სლავია და რისთვის გამოიყენება
კარბამაზპინი სლავია მიეკუთვნება ანტიეპილეფსიური (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) მედიკამენტების ჯგუფს. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ზოგიერთ სახის ტკივილის გაყუჩების და გარკვეული დისპოზიციური მდგომარეობების გაკონტროლების მიზნით.
კარბამაზეპინი სლავია გამოიყენება:
- გარკვეული ტიპის კრუნჩხვების სამკურნალოდ (ეპილეფსიური);
- სახის მტკივნეული მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა ,,ტრიგემინალური ნევრალგია’’
- განწყობის მძიმე დარღვევების გასაკონტროლებლად, რომლის დროსაც არ ვლინდება პასუხი სხვა მედიკამენტებზე
2. ინფორმაცია კარბამაზეპინი სლავიას გამოყენებამდე.
კარბამაზეპინი სლავიას გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სრული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ.
ჩინური ან ტაილანდური წარმოშობის პაციენტებში კანის სერიოზული რეაქციების რისკის წინასწარი შეფასება, რომლებიც დაკავშირებულია კარმაბაზეინთან ან ქიმიურად დაკავშირებულ ნაერთებთან, შესაძლებელია ამ პაციენტებისგან აღებული სისხლის ნიმუშების ანალიზით. ექიმმა უნდა მოგცეთ რჩევა, აუცილებელია თუ არა სისხლის ანალიზის ჩატარება კარბამაზეპინა სლავიას მიღებამდე.
არ მიიღოთ კარბამაზეპინი სლავია თუ:
- თუ ხართ ალერგიული კარბამაზეპინის მიმართ, მსგავსი მედიკამენტების, როგორიცაა ოქსკარბაზეპინი ან სხვა მონათესავე ნივთიერებების მიმართ, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესიულები (აპიტრიპტილინი ან იმიპრამინი). თუ ხართ ალერგიული კარბამაცეპინის მიმართ, მაშინ არსებობს 25% რისკი, რომ ასევე ხართ ალერგიული ოქსკარბაზეპინის მიმართაც;
- თუ ხართ ალერგიული ამ სამედიცინო პროდუქტში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6). ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები მოიცავენ მოვლენებს, როგორიცაა სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება (ანგიოოდემა), სუნთქვის პრობლემები, სურდო, კანის ქავილი, კანზე ბუშტუკების გაჩენა ან კანის აქერცვლა;
- თუ გაქვთ ნებისმიერი სახის გულის დაავადება;
- თუ წარსულში გქონდათ ძვლის ტვინის ჰემატოგენეზის პრობლემები;
- თუ გაქვთ სისხლის დარღვევები, როგორიცაა პორფირია;
- თუ იღებთ ან მიიღეთ ბოლო 14 დღის განმავლობაში სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიდეპრესიული პრეპარატების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ მონოამინო- ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs).
თუ ამ მდგომარეობებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს კარბამაზეპინი სლავიას გამოყენებამდე. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ალერგიული უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის.
გაფრთხილებები და მითითებები უსაფრთხოების შესახებ
კარბამაზეპინი სლავიას გამოყენებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
პაციენტების მცირე ნაწილს, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით, როგორიცაა კარბამაზეპინი გამოვლინდა თვით დაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. თუ შენიშნავთ მსგავს ფიქრებს, უნდა მიმართოთ თქვენ ექიმს დაუყონებლივ.
კარბამაზეპინის გამოყენებისას დაფიქსირდა სერიოზული კანის გართულებები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ხშირად ეს მდგომარეობები ვლინდებიან პირის, ყელის, ცხვირის, გენიტალიების და კონიუნქტივიტის (თვალების შეშუპება ან სიწითლე) წყლულების სახით. ამ წყლულებს ხშირად წინ უძღვის გაციების სიმპტომები, როგორიცაა: ცხელება, თავის ტკივილი ან სხეულის ტკივილი. ზოგჯერ მთელი სხეულის ზედაპირზე ჩნდება პუსტულები კანის შემდგომი აქერცვლით. ამ გვერდითი რეაქციების გამოვლენის უდიდესი რისკი არის მკურნალობის პირველ თვეებში, და ასევე პაციენტებში, რომლებიც არიან აზიური წარმოშობის (ჩინელები ან ტაილანდელები). მეორე შემთხვევაში, რისკის წინასწარ განსაზღვრა შესაძლებელია სისხლის ანალიზით.
ექიმმა უნდა გირჩიოთ საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზის ჩატარება კარბამაზეპინი სლავიას მიღებამდე.
თუ შენიშნავთ გამონაყარს ან კანის სხვა ეფექტებს, უნდა შეწყვიტოთ კარბამაზეპინი სლავიას გამოყენება და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.
თუ კარბამაზეპინი სლავიით მკურნალობის დროს გამოვლინდება თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაბალი წნევა, დაბნეულობა - არსებობს დაცემის რისკი.
ასევე თქვენ უნდა დაუსვათ თქვენს თავს შემდეგი კითხვები კარბამაზეპინი სლავიას მიღებამდე. თუ კითხვებზე პასუხი არის დადებითი, მაშინ უნდა განიხილოთ მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან, რადგან შესალოა კარბამაზეპინი სლავია არ იყოს თქვენთვის რეკომენდებული მედიკამენტი.
- ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას?
- კვებავთ ჩვილს ძუძუთი?
- გახასიათებთ ეპილეფსია შერეული ტიპის კრუნჩვებით, რომლებიც მოიცავენ აბსენსის მდგომარეობასაც?
- გაქვთ რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება?
- ხართ ალერგიული ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტების მიმართ, როგორიცაა ფენიტოინი, პრიმიდონი ან ფენობარბიტალი?
- გაქვთ ღვიძლის პრობლემები?
- გაქვთ თირკმელების პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია სისხლში ნატრიუმის დაბალი დონით, ან გაქვთ თირკმლის პრობლემები და იღებთ სისხლში ნატრიუმის დონის დამაქვეითებელ სამკურნალო მედიკამენტებს (დიურეზულებს, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი, ფუროსემიდი)?
- ხართ ხანდაზმული?
- გაქვთ თვალის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომა (თვალის შიდა წნევის გაზრდა) ან შარდის შეკავების გართულება?
ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს მრავალჯერ სისხლის ანალიზის ჩატარება კარბამაზეპინი სლავიას გამოყენების დაწყებამდე და ასევე მკურნალობის პერიოდშიც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამან არ უნდა შეგაშფოთოთ.
კარბამაზეპინი სლავიას ორსულობის დროს გამოყენებისას არსებობს ნაყოფის დაზიანების რისკი. ნაყოფიერების ასაკში მყოფმა ქალებმა უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები კარბამაზეპინი სლავიათი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ პერიოდში (იხ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).
კარბამაზეპინი სლავიას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აქტიურად იღებთ ან წარსულში იღებდით ან აპირებთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებას.
კარბამაზეინის მოქმედების მექანიზმმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტებზე ან საკვებზე, რომელსაც თქვენ იღებთ. მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ ექიმს თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან საკვებ დანამატებს. შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების დოზირების ცვლილება თუკი აღინიშნება ურთიერთქმედებები მათი ერთდროულად გამოყენებისას.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე მიიღეთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას, განსაკუთრებით თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
- ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს (აბები, სტიკერები, ინექცია ან იმპლანტანტები). კარმაბაზეპინი სლავია ზეგავლენას ახდენს ამ კონტრაცეპტივების მოქმედებაზე და შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა. ასევე შესაძლოა აღინიშნოს ამ კონტრაცეპტული საშუალებების ეფექტის დასუსტება და გამოვლინდეს დაორსულების რისკი. ექიმი მოგცემთ რჩევებს ამ საკითხებთან დაკავშირებით და შესაძლოა გამოიყენოთ სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები. ქალმა პაციენტებმა, რომლებიც არიან ნაყოფიერების ასაკში უნდა გამოიყენონ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები მკურნალობის პერიოდში და მისი შეწყვეტიდან 28 დღის განმავლობაში;
- ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (TSH: თიროიდის მასტიმულირებელი ჰორმონი). კარმაბაზეპინი ახდენს TSH -ს ეფექტის შემცირებას.
- შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალო საშუალებები;
- კორტიკოსტეროიდები (ან ,,სტეროიდები“). შესაძლოა იღებდეთ მედიკამენტებს ისეთი ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა ასთმა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კუნთების ან სახსრების ტკივილი;
- სისხლის შედედების საწინააღმდეგო ანტიკოაგულანტები;
- ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი), ბაქტერიული ინფექციების, მათ შორის კანის ან ტუბერკულოზის სამკურნალოდ;
- სოკოს საწინააღმდეგი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მიკოზური ინფექციების (სოკოს) სამკურნალოდ;
- ანალგეზური საშუალებები, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, დექსტროპროპოქსიფენს, ტრამადოლს, მეტადონს ან ბუპრენორფინს;
- სხვა ეპილეფსიის სამკურნალო საშალებები (მაგ. ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი, ბრივარაცეტამი);
- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები ან გულის სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალებები;
- ანტიჰისტამინები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მტვერზე ალერგიის სამკურნალოდ, თივის ცხელება, ქავილი და ა.შ.);
- დიურეზულები (წამლები, რომლებიც არიან ,,შარდმდენები“);
- ციმეტიდინი ან ომეპრაზოლი (კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალებები);
- იზოტრეტინოინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ);
- მეტოკლოპრამიდი ან აპრეპიტანტი (გულისრევისა და ღებინების სამკურნალო საშუალებები);
- აცეტაზოლამიდი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ - თვალში წნევის მომატება);
- დანაზოლი ან გესტრინონი (ენდომეტრიოზის დროს გამოყენებული მედიკამენტები);
- თეოფილინი ან ამინოფილინი (ასთმის სამკურნალო საშუალებები);
- ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი ან სიროლიმუსი (იმუნოსუპრესიული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ორგანოების გადანერგვის შემდეგ და ზოგჯერ გამოიყენება ართრიტის ან ფსორიაზის დროს);
- შიზოფრენიის სამკურნალო საშუალებები (მაგ. პალიპერიდონი, არიპიპრაზოლი);
- ანტინეოპლაზური საშუალებები (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, ციკლოფოსფამიდი, ლაპტანიბი);
- მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. მეფლოქინი);
- აივ-ის საწინააღმდეგო პრეპარატები;
- ლევოთიროქსინი (ჰიპერთირეოზის სამკურნალო საშუალება);
- ტადალაფილი (იმპოტენციის სამკურნალო საშუალება);
- ალბენდაზოლი (პარაზიტული ინფექციების სამკურნალო საშუალება);
- ბუპროპიონი (გამოიყენება მოწევის საწინააღმდეგო თერაპიაში);
- წმინდა იოანეს ვორტი (კრაზანას პრეპარატები);
- მედიკამენტები ან საკვები დანამატები B3 ვიტამინით (ნიკოტინამიდი).
კარბამაზეპინი სლავიას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ მიიღოთ ალკოჰოლი კარბამაზეპინი სლავიასთან მკურნალობის დროს. მკურნალობის დროს მიღებულმა ალკოჰოლმა შესაძლოა ჩვეულებრივზე მეტად იმოქმედოს თქვენზე. არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი და არ მიირთვათ გრეიფრუტი, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი რეაქციების რისკი კარბამაზეპინი სლავიათი მკურნალობის დროს.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობა
თქვენი ექიმი განიხილავს კარბამაზეპინი სლავიას ორსულობის დროს გამოყენების პოტენციურ რისკ-სარგებელს, რადგან მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ან ანომალიები. უნდა მიმართოთ ექიმს ეპილეფსიის მკურნალობის შესახებ რჩევისთვის თუ აპირებთ დაორსულებას. თუ ორსულობა დადგინდება კარბამაზეპინი სლავიათი მკურნალობის პერიოდში უნდა აცნობოთ სასწრაფოდ ექიმს ამის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ეპილეფსია იყოს კონტროლირებადი, მაგრამ სხვა ანტიეპილეფსიური პრეპარატების მსგავსად, არსებობს ნაყოფის დაზიანების რისკი. დარწმუნდით, რომ კარგად გესმით კარბამაზეპინი სლავიას ტაბლეტების გამოყენების რისკები და სარგებელი.
კარბამაზეპინი სლავიამ შეიძლება გამოიწვიოს რთული თანდაყოლილი დეფექტები. თუ ორსულობის დროს ღებულობთ კარბამაზეპინ სლავიას, თქვენს ბავშვს აღენიშნება თანდაყოლილი დეფექტების 3-ჯერ მეტი ალბათობა იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს. აღინიშნა რთული თანდაყოლილი დეფექტები, მათ შორის ნერვული მილის დეფექტები (ხერხემლის დონეზე გახსნა), სახის თანდაყოლილი დეფექტი, როგორიცაა ტუჩისა და სასის ნაპრალი, თავის თანდაყოლილი დეფექტი, გულის დეფექტები, პენისის თანდაყოლილი დეფექტი, რომელიც მოიცავს ღია შარდსადენს (ჰიპოსპადია), ასევე თითების დეფექტები. ნაყოფის მონიტორინგი უნდა მოხდეს, თუ ორსულობისას იღებდით კარბამაზეპინა სლავიას.
ნეიროგანვითარების (ტვინის განვითარება) პრობლემები დაფიქსირდა იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იყენებდნენ კარბამაზეპინ სლავიას. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კარბამაზეპინი უარყოფითად მოქმედებს იმ ბავშვების ნეიროგანვითარებაზე, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იღებდნენ პრეპარატს, ხოლო სხვა კვლევებმა ასეთი ეფექტი არ გამოავლინა. არ არის გამორიცხული ნეიროგანვითარებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა.
ლაქტაცია
დედებს, რომლებიც გადიან კარბამაზეპინ სლავიას აქტიურ მკურნალობას, შეუძლიათ ძუძუთი კვებონ თავიანთი ჩვილი, მაგრამ უნდა აცნობონ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ შეამჩნევენ, რომ ბავშვს აქვს ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა ზედმეტი ძილიანობა, კანის რეაქცია ან კანისა და თვალების გაყვითლება, შარდის მუქი ფერი ან განავლის ფერის შეცვლა.
ფერტილობა
თუ თქვენ ხართ ნაყოფიერების ასაკში და არ გეგმავთ დაორსულებას, კარბამაზეპინი სლავიათი მკურნალობის დროს უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები. კარბამაზეპინ სლავიას შეუძლია გავლენა მოახდინოს ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოქმედების მექანიზმზე, როგორიცაა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რაც ამცირებს მათ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტს. მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს, რომელიც თქვენთან ერთად დაადგენს კონტრაცეფციის ყველაზე მიზანშეწონილ მეთოდს კარბამაზეპინი სლავიის მიღებისას. კარბამაზეპინი სლავიათი მკურნალობის დასრულების შემდეგ უნდა გააგრძელოთ ეფექტური კონტრაცეპტული საშუალების გამოყენება კარბამაზეპინით მკურნალობის შეწყვეტიდან კიდევ ორი კვირის განმავლობაში. მენსტრუალური პერიოდის დარღვევა შეიძლება აღინიშნოს ქალებში, რომლებიც იღებენ ჰორმონალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს (კონტრაცეპტივებს) და კარბამაზეპინ სლავიას.
თუ თქვენ ხართ ნაყოფიერების ასაკში და გეგმავთ დაორსულებას, ესაუბრეთ თქვენს ექიმს კონტრაცეფციის შეწყვეტამდე და დაორსულებამდე სხვა სათანადო მკურნალობაზე გადასვლის შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე კარბამაზეპინის ზემოქმედება.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, სანამ არ განიხილავთ ამის შესახებ თქვენს ექიმთან. მკურნალობის შეწყვეტამ ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, რომლებიც შეიძლება საშიში იყოს თქვენთვის და თქვენი არ დაბადებული ბავშვისთვის. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი მკურნალობის შეცვლა.
თუ ორსულობის დროს იღებთ კარბამაზეპინ სლავიას, თქვენი ბავშვი ასევე ექვემდებარება სისხლდენის რისკს დაბადებისთანავე. თქვენს ექიმს შეუძლია მოგცეთ თქვენ და თქვენს პატარას სამკურნალო საშუალება ამის თავიდან ასაცილებლად.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
კარმაბაზეპინ სლავიამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა ან დაბინდული მხედველობა, მხედველობის გაორება ან კუნთების კოორდინაციის ნაკლებობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. თუ თქვენ გახასიათებთ რომელიმე ეს მოვლენა ან თუ თქვენი მხედველობა დაქვეითებულია, არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ შეასრულოთ სამუშაოები მექანიზმებთან.
3. კარბამაზეპინი სლავიას მიღების წესი
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველთვის ზუსტად ექიმის, ფარმაცევტის ან სამედიცინო პერსონალის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
ექიმი გეტყვით თუ კარბამაზეპინი სლავიას რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და როდის უნდა მიიღოთ ისინი.ყოველთვის ყურადღებით მიჰყევით მის მითითებებს.მნიშვნელოვანია ტაბლეტების სწორ დროს მიღება.თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.გააგრძელეთ ტაბლეტების მიღება იმდენ ხანს, როგორც დაგინიშნათ ექიმმა თუ არ ვლინდება რაიმე სახის პრობლემები.სხვა შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
თქვენი ექიმი ჩვეულებრივ დაიწყებს თქვენს მკურნალობას კარბამაზეპინი სლავიას საკმაოდ დაბალი დოზით, რომელიც შემდეგ შეიძლება გაიზარდოს თქვენი მდგომარეობის შესაბამისად. საჭირო დოზა განსხვავდება პაციენტიდან პაციენტში. შეგიძლიათ მიიღოთ კარბამაზეპინი სლავიას ტაბლეტები ჭამის დროს, მის შემდეგ ან კვებებს შორის. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით. ჩვეულებრივ რეკომენდებულია ერთი დოზის მიღება დღეში ორჯერ ან სამჯერ.
დოზირება
ეპილეფსიის მკურნალობა
: 800-დან 1200 მგ-მდე დღეში, თუმცა შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზების გამოყენებაც. თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
ბავშვები
5-დან 10 წლამდე: 400-600 მგ, დღეში.
10-დან 15 წლამდე: 600-დან 1000 მგ-მდე დღეში.
კარბამაზეპინი სლავიას ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ტრიგემინალური ნევრალგიის მკურნალობა: ჩვეულებრივი დოზა 600-800 მგ დღეში. მაქსიმალური დოზაა 1200 მგ დღეში. თუ ხართ ხანდაზმული, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზა.
განწყობის ცვლილებების მკურნალობა, ჩვეულებრივი დოზაა: 400-600 მგ დღეში.
თუ შემთხვევით მიიღეთ კარბამაზეპინი სლავიას ზედმეტი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ ტაბლეტების ზედმეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება. თან წაიღეთ მედიკამენტის შეფუთვა, რათა აუხსნათ ექიმს, თუ რა მედიკამენტი გაქვთ მიღებული.
თუ დაგავიწყდათ კარბამაზეპინი სლავიას დოზის მიღება
თუ გამოტოვეთ რეკომენდებული დოზირება, უნდა მიიღოთ ის რაც შეიძლება სწაფად როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, მაშინ უნდა გამოტოვოთ ეს დოზა და განაგრძოთ შემდეგი დოზის მიღება ჩვეულებრივ განრიგის მიხედვით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, კარბამაზეპინ სლავიამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ზოგიერთ გვერდითი ეფექტები შესაძლოა იყოს ძალიან სერიოზული სახის.
უნდა შეწყვიტოთ კარბამაზეპინი სლავიას გამოყენება და მიმართოთ სასწაფოდ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი:
- კანის მძიმე რეაქციები: ეგზემა, სიწითლე, ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებზე ან პირზე, აქერცვლა, რომელსაც თან ახლავს ცხელება (ეს რეაქციები შეიძლება უფრო ხშირი იყოს ჩინური ან ტაილანდური წარმოშობის პაციენტებში);
- აფთოზური წყლულები, სისხლჩაქცევები ან აუხსნელი სისხლდენა;
- ყელის ტკივილი, ცხელება ან ორივე ერთად;
- კანის ან თვალების გუგების სიყვითლე,
- ტერფების, წვივების ან ფეხების შეშუპება;
- ნერვული მდგომარეობის ან დაბნეულობის ნებისმიერი ნიშანი;
- კუნთების ან სახსრების ტკივილი, გამონაყარი ცხვირზე და ლოყებზე, სუნთქვის პრობლემები (ეს შეიძლება იყოს წითელი მგლურას გამოვლინება, იშვიათი გვერდითი რეაქცია);
- ცხელება, ეგზემა, სახსრების ტკივილი, სისხლისა და ღვიძლის პათოლოგიური ტესტები (ეს შეიძლება იყოს სისტემური იმუნოლოგიური დარღვევის ნიშნები);
- ბრონქოსპაზმი ხიხინითა და ხველებით, სუნთქვის პრობლემებით, სისუსტე, ეგზემა ან სახის შეშუპება (ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები);
- ტკივილი მუცლის არეში;
- წაქცევა თავბრუსხვევის, ძილიანობის, დაბალი წნევის, დეზორიენტაციის გამო.
სხვა მოხსენებული გვერდითი რეაქციები
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში):
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია - მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ინფექციების გაჩენას);
- თავბრუსხვევა, დაღლილობა;
- მოძრაობის კოორდინაციის უუნარობა, წონასწორობის დაკარგვა;
- გულისრევა, ღებინება;
- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის რაოდენობის ცვლილება შრატში (ჩვეულებრივ სხვა სიმპტომების გარეშე);
- კანის რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- მიდრეკილება კანის სისხლჩაქცევების ან სისხლდენის განვითარების მიმართ;
- სითხის შეკავება (შეშუპება);
- წონის მომატება;
- სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა;
- თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა (მაგალითად, ორმაგი ხედვა, ბუნდოვანი ხედვა);
- პირის სიმშრალე.
არახშირი (შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- უნებლიე მოძრაობები (ტიკები, ტრემორი);
- თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობები;
- დიარეა, ყაბზობა.
იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- ლიმფური კვანძების დაზიანება;
- სისტემური ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ცხელება, კანის გამონაყარი, სახსრების ტკივილი, თირკმელების და სხვა ორგანოების დარღვევები;
- ფოლიუმის მჟავას დეფიციტი;
- მადის დაქვეითება;
- ღვიძლის პრობლემები (სიყვითლის ჩათვლით);
- ჰალუცინაციები, დეპრესია, მოუსვენრობა, აგრესიული ქცევა, აგზნება, დაბნეულობა;
- მეტყველების გართულება;
- დაბუჟება ან ჩხვლეტა ხელისგულებსა და ძირებში, კუნთების სისუსტე;
- არტერიული წნევის მომატება (გამოიხატება როგორც თავბრუსხვევა, დაღლილობა, ნერვიულობა, სიწითლე, თავის ტკივილი) ან არტერიული წნევის დაქვეითება (ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულისრევა ან თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, ბუნდოვანი მხედველობა);
- ცვლილებები გულისცემაში;
- კუჭის ტკივილები;
- სისტემური წითელი მგლურას გამოვლინებები (წითელი ლაქები, განსაკუთრებით სახეზე, რომელსაც თან ახლავს დაღლილობა, ცხელება, გულისრევა, მადის დაკარგვა).
ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10000 პაციენტიდან 1 -ზე ნაკლებში):
- ჰემატოლოგიური ცვლილებები (მაგალითად, ანემია);
- კანის მძიმე ფორმის გამონაყარი, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (შეიძლება ხშირი იყოს ჩინური ან ტაილანდური წარმოშობის პაციენტებში);
- პორფირია (ჰემოგლობინის მეტაბოლიზმის დარღვევა);
- მენინგიტი;
- მკერდის შეშუპება, რძის არაადეკვატური სეკრეცია - როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში;
- ოსტეომალაცია (გამოიხატება ტკივილით სიარულის დროს და ქვედა კიდურების გრძელი ძვლების გამრუდებით), ოსტეოპოროზი;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტების ნორმიდან გადახრა;
- სისხლში ცხიმების დონის მომატება (მათ შორის HDL-ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები);
- გემოვნების ცვლილებები;
- კონიუნქტივიტი, კატარაქტა, გლაუკომა;
- სმენის დარღვევები;
- გულისა და სისხლძარღვების პრობლემები, ღრმა ვენების თრომბოზის ჩათვლით (გამოიხატება მგრძნობელობით, ტკივილით, ანთებით, ადგილობრივი სიცხეებით, კანის პიგმენტაცია, გამოკვეთილი ზედაპირული ვენები);
- სუნთქვის ან ფილტვის პრობლემები;
- ენისა და პირის ღრუს ანთება;
- ღვიძლის უკმარისობა;
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, კანის პიგმენტაციის ცვლილებები, აკნე, თმის ცვენა, ჭარბი ოფლიანობა;
- სახის და სხეულის თმის ჭარბი ზრდა;
- კუნთების ტკივილი ან სპაზმი;
- თირკმელების უკმარისობა, შარდში სისხლის წვეთები, შარდვის მოთხოვნილების მომატება ან შემცირება ან შარდვის გაძნელება;
- სექსუალური დისფუნქციები (იმპოტენცია ან დაბალი ლიბიდო).
უცნობია სიხშირე (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
- ადამიანის ჰერპესის ვირუსით ინფექციის რეაქტივაცია (სერიოზულია, თუ იმუნური სისტემა დაქვეითებულია);
- დიარეა, მუცლის ტკივილი და ცხელება (ნაწლავის ანთების ნიშნები)
- ძილიანობა;
- მეხსიერების დარღვევები;
- ფრჩხილების სრული დაკარგვა;
- მოტეხილობები;
- ძვლის სიმკვრივის შემცირება;
- კანის მძიმე რეაქციები, რომელსაც თან ახლავს ცუდად ყოფნის შეგრძნება და სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები.
ნუ შეგაშფოთებთ ამ ეფექტების ჩამონათვალი. პაციენტების უმეტესობა გადის მკურნალობას კარბამაზეპინი სლავიას ტაბლეტებით პრობლემების გარეშე.
თუ ნებისმიერი სიმპტომი მიიღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ შენიშნავთ ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ის დაგინიშნათ თქვენ ალტერნატიულ მკურნალობას.
აღწერილია ძვლის მხრივ დარღვევები, მათ შორის ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი (ძვლის გათხელება) და მოტეხილობები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ხანგრძლივ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზის ისტორია ან თუ იღებთ სტეროიდებს.
გვერდითი რეაქციების შეტყობინება
თუ გამოვლინდება რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ არასასურველ მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. ასევე, თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი რეაქციების შესახებ რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების ეროვნულ სააგენტოში, ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით, ვებ-გვერდზე http://www.anm.ro/.
ამ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაში.
რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტის ეროვნული სააგენტო,
ავიატორ სანატეშკუს ქ. 48, სექტორი 1
ბუქარესტი 011478-RO,
ტელეფონი: +4 0757 1 17 259,
ფაქსი: +4 0213 163 497,
ელ. ფოსტა: [email protected]
5. კარბამაზეპინი სლავიას შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 0C ტემპერატურის პირობებში, ორიგინალ შეფუთვაში.
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ,,EXP“ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ ეს მედიკამენტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს კარბამაზეპინი სლავია
- აქტიური ნივთიერება არის კარბამაზეპინი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ კარბამაზეპინს.
- დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K30, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიფიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა.
კარბამაზეპინი სლავიას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
თეთრიდან მოთეთრო მრგვალი ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, ერთგვაროვანი გარეგნობის და 9 მმ დიამეტრით.
2 PVC/AI ბლისტერული გამჭვირვალე შეფუთვა თითოეული 10 ტაბლეტით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
5 PVC/AI ბლისტერული გამჭვირვალე შეფუთვა თითოეული 10 ტაბლეტით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ლიცენზიის ფლობელი და მწარმოებელი
ს.ც. სლავია ფარმ ს.რ.ლ.
B - დულ თეოდორ პალადი 44 C,
032266, ბუქარესტი, რუმინეთი
წინამდებარე ინსტრუქციის გადამოწმების თარიღია 2022 წლის მარტი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.










