ამარილი 4მგ #30ტ(თურქ)
გააზიარე:
ამარილი 4 მგ ტაბლეტი
მიიღება ორალური (პირის)გზით.
- მოქმედი ნივთიერება: გლიმეპირიდი
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონ 25000, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და მღებავი ნივთიერების სახით ინდიგო კარმინის ალუმინის ლაქი (E 132).
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
- რა არის და რისთვის გამოიყენება ამარილი?
- ამარილის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- როგორ გამოიყენება ამარილი?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
- ამრილის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ამარილი?
ამარილი სისხლში შაქრის აქტიურად დამაქვეითებელი ორალური(პირის) გზით მისაღები წამალია. ამარილი სისხლში შაქრის დამაქვეთებელი სულფონილშარდოვანას სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის.
ამარილის ეფექტი პანკრეასში გამომუშავებული ინსულინის რაოდენობის გაზრდით ვლინდება. შემდეგ კი ინსულინი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს.
ამარილი მოქმედი ნივთიერების სახით გლიმეპირიდს შეიცავს. 1 ტაბლეტში არის 4 მგ მოქმედი ნივთიერება. არსებობს ამარილის 1 მგ, 2 მგ და 3 მგ მოქმედ ნითიერება გლიმეპირიდის შემცველი დოზებიც. ყველა დოზის ფორმა 30 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის შეფუთვაშია წარმოდგენილი.
ამარილი გამოიყენება ინსულინ-დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 2 დიაბეტის) დროს, როცა დიეტით, ვარჯიშით და წონის დაკლებით სისხლში შაქრის დონე ვერ კონტროლდება.
2. ამარილის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ამარილი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ:
- გლიმეპირიდის ანდა სხვა სულფონილშარდოვანას (გლიბენკლამიდის მსგავსი სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი წამლები) ანდა სულფონამიდების (სულფამეტოქსაზოლის მსგავსი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო წამლები) ანდა ამ წამლის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებები) ალერგია გაქვთ,
- ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი1 ) გაქვთ,
- შაქრიან დიაბეტთან დაკაშირებით კეტოაციდოზის სახელით ცნობილი მდგომარეობა გაქვთ (აღნიშნული მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტის გართულებაა, ამ დროს სისხლში მჟავიანობის დონე მატულობს და კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს: სისუსტე, ავად ყოფნის შეგრძნება, გულისრევა, ხშირი შარდვა და კუნთების დაჭიმულობა),
- დიაბეტურ კომაში ხართ,
- მძიმე თირკიმლების უკმარისობა გაქვთ,
- მძიმე ღვიძლის უკმარისობა გაქვთ,
თუ, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს წამალი არ მიიღოთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ამარილის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
ამარილი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
თუ;
- უბედური შემთხვევა, ცხელებით მიმდინარე დაავადება ანდა სტრესის განმაპირობებელი მდგომარეობა ახლო პერიოდში გადაიტანეთ ანდა ჯერ კიდევ გამოჯანმრთელებული არა ხართ, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის სქემაში ცვლილების შეტანა, ამიტომ თქვენს ექიმს მიმართეთ.
- მძიმე თირკმლის ანდა ღვიძლის დაავადება გაქვთ,
ამარილის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
- თუ, გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას სახელით ცნობილი ფერმენტის უკამრისობა გაქვთ(ასეთ მდგომარეობაში სისხლში ჰემოგლობინის დონე შეიძლება დაეცეს, სისხლის წითელი უჯრედები შეიძლება დაიშალოს და ჰემოლიზური ანემია განვითარდეს.
- ამარილის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების და და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არასაკამრისია, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
სისხლში შაქრის დაბალ დონესთან (ჰიპოგლიკემიასთან) დაკაშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ამარილის მიღების დროს შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება(ჰიპოგლიკემია). სისხლში შაქრის დაბალი დონის(ჰიპოგლიკემიის) შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
ქვემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) რისკი შეიძლება გაზარდოს:
- არასაკამრისი კვება, კვების ჯერის არარეგულარული ინტერვალები, გამოტოვებული ანდა დაგვიანებული კვების ჯერი, გარკვეული პერიოდი მშიერი ყოფნა,
- დიეტაში ცვლილებების შეტანა,
- საჭიროზე მეტი დოზით ამარილის მიღება,
- თირკმლის ფუნქციების დარღვევა,
- ღვიძლის ფუნქციების სერიოზული დარღვევა,
- შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებთან დაკაშირებული დარღვევების (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის და თირკმლეზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები) არსებობა,
- ალკოჰოლის მოხმარება(განსაუთრებით, კვების ჯერის გამოტოვებისას),
- ზოგიერთი განსაზღვრული წამლის ამარილთან ერთად მიღება( იხილეთ ნაწილი- ,,სხვა წამლებთან ერთად ურთიერთქმედება’’),
- ფიზიკური ვარჯიშის მომატება, არასაკამრისი კვება ანდა ნორმაზე უფრო ნაკლები რაოდეობით ნახშირწყლების მიღება,
სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები:
- მოჭარბებული შიმშილის გრძნობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სიზარმაცე, ძილიანობა, ძილის დარღვევები, მოუსვენრობა, აგრესიულობა, კონცენტრაციის დარღვევა, ყურადღების და რეაგირების დარღვევა, დათრგუნული გუნება-განწყობა (დეპრესია), ცნობიერების არევა (კონფუზია), მეტყველების და მხედველობის დარღვევები, მოუხერხებლობა, თვითკონტროლის დაკარგვა, ნაწილობრივი დამბლა, მგრძნობელობის დარღვევა, თავბრუსხვევა, სასოწარკვეთა.
შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიც გამოვლინდეს:
- ოფლიანობა, ნამიანი კანი, მღელვარე მდგომარეობა, გულის ცემის სიხშირის მომატება, გულის ფრიალი, სისხლის არტერიული წნევის მომატება, მკერდის არეში ძლიერი ტკივილი, რომელიც ვრცელდება სხეულის მეზობელ მიდამოებში(გულის ანგინა-სტენოკარდია, კარდიალური არითმია), გულის ცემის სიხშირის დარღვევა.
თუ, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება გაგრძლდება, შეიძლება გამოვლინდებს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები:
- ფსიქიკური აშლილობა(დელირიუმი), კრუნჩხვების განვითარება(კონვულსია), თვითკონტროლის დაკარგვა, ზედაპირული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, გულის ცემის სიხშირის დაცემა, შეიძლება გამოვლინდეს ცნობიერების დაკარგვა. სისხლში შაქრის დონის სერიოზული დაცემისას შეიძლება დამბლის მსგავსი კლინიკური სურათი გამოვლინდეს.
ჰიპოგლიკემიის მკურნალობა
შემთხვევათა უმრავლესობაში სისხლში შაქრის დონის დაქვეითებასთან დაკავსირებული ნიშნები შაქრიანი საკვების ანდა სასმელის მიღებისას(ნატეხი შაქარი, შაქრიანი ხილის წვენი, შქრიანი ჩაის მსგავსი) სწრაფად ალაგდება.
ამიტომ, ყოველთვის თან იქონიეთ შაქრიანი საკვები(ნატეხი შაქარი). ხელოვნური დამატკობელები ეფექტური არ არის.
თუ შაქრის მიღების შემდეგ სიმპტომები შენარჩუნდება ანდა განმეორდება, ექიმს აცნობეთ ანდა საავადმყოფოს მიმართეთ.
ლაბორატორიული გამოკვლევები
სისხლსა და შარდში შაქრის დონე რეგულარულად გააკონტროლეთ.
გარდა ამისა, ექიმი რეგულარულად სისხლის საერთო ანალიზის და ასევე ღვიძლის ფუნქციური სინჯების შემოწმების მიზნით გარკვეულ ანალიზებს მოითხოვს.
თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ამარილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ალკოჰოლის მიღება ამარილის სისხლში შაქრის დამაქვეითებელ ეფექტს შიეძლება გაზრდის და შეიძლება შეამცირებს.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ამარილი ორსულობის დროს არ გამოყენოთ.
თუ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ექიმს აცნობეთ.
ორსულობის დროს სისხლში შაქრის დონის გამოვლენილმა ანორმალობამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის თანდაყოლილი ანომალია ანდა მშიობიარობამდე (დაბადებამდე) ანდა მშობიარობის შემდგომი სიკვდილის რისკის მატება. ამიტომ, ორსულობის პერიოდში სისხლში შაქრის დონე რეგულარულად და ხშირად აკონტროლეთ. სისხლში შაქრის დონესთან დაკაშირებული პრობლემების გამოვლენისას, ექიმმა შეიძლება ინსულინის მიღება გირჩიოთ.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ამარილი შეიძლება დედის რძეში გადავიდეს.ძუძუთი კვების დროს ამარილი არ გამოიყენოთ.
ნებისმიერი წამლის მიღებამდე ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
სისხლში შაქრის დაბალი(ჰიპოგლიკემია) ანდა მაღალი დონის(ჰიპერგლიკემია) შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს კონცენტრაციის და რეაქციის დარღვევები ანდა აღნიშნულის შედეგად შეილძება გამოვლინდეს მხედველობის პრობლემები. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩამოთვლილმა პრობლემებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვას ანდა საკუთარ თავს.(მაგ. ავტომობილისა და მექანიზმების მართვის დროს).
თუ;
- სისხლში შაქრის დონე ხშირად გიქვეითდებათ,
- საკუთარ თავში სისხლში შაქრის დონის დაქვეითების მაჩვენებელ ნიშნებს ვერ ამჩნევთ ანდა ეს ნიშნები თქვენთან არ ვლინდება, ავტომობილისა და მექანიზმების მართვის საკითხის გადაწყვეტისთვის ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.
ამარილის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
ამარილი დამხმარე ნივთიერების სახით ლაქტოზას შეიცავს. თუ ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ ტოლერანტობა(ამტანობა) არ გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე ექიმს დაუკავშირდით.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ქვემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა ამარილის სისხლში შაქრის დამაქვეითებელი ეფექტი შეიძლება გაზარდოს, შედეგად კი სისხლში შაქრის დაქვეითების(ჰიპოგლიკემიის) რისკი მატულობს:
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა წამლები(ინსულინის ანდა მეტფორმნის მსგავსი)
- ტკივილის და ანთებითი პროცესის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ფენილბუტაზონი, აზოპოროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი და ასპირინის მსგავსი წამლები)
- საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ხანგრძლივი მოქმედების სულფონამიდები)
- ბაქტერიული ანდა სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი, ფლუკონაზოლი, მიკონაზოლი, ქინოლონლარი, კლარიტრომიცინი)
- სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლები (ვარფარინის მსგავსი კუმარინის წარმოებულები)
- კუნთოვანი ქსოვილი განვითარების დამხამრე წამლები(ანაბოლური პრეპარატები)
- მამაკაცის სქესობრივი ჰომრმონის ჩანაცვლებითი თერაპიის დროს გამოყენებულ წამლები
- დეპრსიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები(ფლუოქსეტინი, მაო-ს ინჰიბიტორები)
- ქოლესტერინის მაღალი დონის დამაქვეითებელი წამლები(ფიბრატები)
- მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები)
- პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ალოპურინოლი, პრობენესიდი,სულფინპირაზონი)
- სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ციკლოფოსფამიდი, იფოსფამიდი, ტროფოსფამიდი)
- წონის დასაკლებად გამოყენებული წამლები (ფენფლურამინი)
- სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად გამოყენებული წამლები, ინტრავენური გზით მაღალი დოზით გამოყენებისას (პენტოქსიფილინი)
- სეზონური ალერგიის (თივის ცხელების) და მსგავსი ალერგიული მდგომარეობის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ტრიტოკუალინი)
- მაღალი არტერიული წნევის, პროსტატის პრობლემების და გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული სიმპატომიმეტიკების სახელით ცნობილი წამლები
ქვემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა ამარილის სისხლში შაქრის დამაქვეითებელი ეფექტი შეიძლება შემციროს, შედეგად კი სისხლში შაქრის დონის მომატების (ჰიპერგლიკემიის) რისკი მატულობს:
- ქალის სასქესო ჰორმონების შემცველი წამლები (ესტროგენები, პროგესტოგენები)
- მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული შარდმდენები (თიაზიდური დიურეტიკები)
- ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი წამლები (ლევოთიროქსინის მსგავსი)
- ალერგიის და ანთების მკურნალობისას გამოყენებული წამლები (გლუკოკორტიკოიდები)
- სერიოზული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ქლორპრომაზინი და სხვა ფენოთიაზინის წარმოებულები)
- გულის ცემის სიხშირის მომატების ანდა ასთმის, ცხვირის გაჭედვის, ხველის და გაცივების სამკურნალოდ, წონის დაკლების სამკურნალოდ ანდა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს გამოყენებული წამლები (ადრენალინი და სიმპატომიმეტიკები)
- ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ნიკოტინის მჟავა)
- ყაბზობის სამკურნალოდ გამოყენებული ხანგრძლივი მოქმედების წამლები (საფაღარათო საშუალებები)
- ეპილეფსიური კრუნჩხვების თავიდან აცილებისთვის გამოყენებული წამლები (ფენიტოინი)
- ნერვული და ძილის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ბარბიტურატები)
- თვალის შიგა წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (აცეტაზოლამიდი)
- მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ ანდა სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად გამოყენებული წამლები(დიაზოქსიდი)
- ტუბერკულოზის მსგავსი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (რიფამპიცინი)
- სისხლში შაქრის დონის სერიოზული დაცემის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (გლუკაგონი)
ქვემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს ამარილის, როგორც სისხლში შაქრის დამაქვეითებელი ეფექტის შემცირება, ასევე და მომატებაც:
- კუჭის წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (H2 ანტაგონისტები)
- მაღალი არტერიული წნევის ანდა გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-ბლოკერები, კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზერპინის მსგავსი წამლები. ამ წამლებმა სისხლში შაქრის დონის დაცემის (ჰიპოგლიკემიის) ნიშნების მასკირება შეიძლება გამოიწვიოს. ამ წამლების მიღების დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
ამარილმა ქვემოთ ჩამოთვლილი წამლების ეფექტი შეიძლება შეამციროს ანდა გაზარდოს:
- სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლები(ვარფარინის მსგავსი კუმარინის წარმოებულები)
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორგამოიყენებაამარილი?
სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები:
ამარილი, ყოველთვის ექიმის მითითების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ამარილის დოზა დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნილებაზე, პირობებზე, სისხლსა და შარდში შაქრის დონის მაჩვენებლებზე, ეს ყველაფერი ექიმის მიერ შეფასდება და განისაზღვრება. ექიმის მიერ რეცეპტის სახით გამოწერილი დოზის გარდა ზედმეტი ტაბლეტი არ მიიღოთ.
- ამარილის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა: 1 მგ 1 ჯერ დღეში.
- თუ, საჭირო იქნება, ექიმი დოზას 1-2 კვირიანი მკურნალობის პერიოდის შემდეგ შეიძლება გაზრდის.
- ამარილის რეკომენდირებული მაქსიმალური დღიური დოზაა: 8 მგ.
- თუ, ამარილის რეკომენდირებული ყველაზე მაღალი დოზით სისხლში შაქრის კონტროლის უზრუნვეყოფა ვერ ხერხდება, მკურნალობა შეიძლება დაწყებული იქნას გლიმეპირიდი და მეტფორმინის ანდა გლიმეპირიდი და ინსულინის კომბინაციით. ასეთ მდგომარეობაში ექიმი თქვენთვის შესაბამის გლიმეპირიდის, მეტფორმინის ანდა ინსულიის დოზას ინდივიდუალურად დაადგენს.
- თუ, თქვენი სხეულის წონა ანდა ცხოვრების წესი შეიცვლება ანდა სტრესის განმაპირობებელი მდგომარეობა შეიქმნება, აღნიშნულმა ამარილის დოზის ცვლილების საჭიროება შეიძლება მოითხოვოს, ამიტომ, ყველა აღნიშნული მდგომარეობა ექიმს აცნობეთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
- ამარილი მიიღება პირის გზით.
- ეს წამალი დღის პირველი ჯერის(ძირითადად საუზმის)დაწყებამდე ანდა საუზმის დროს პირის გზით მიიღება. თუ, არ გისაზუმიათ, წამალი ექიმის მიერ რეცეპტში აღნიშნულ დროზე უნდა მიიღოთ. ამარილის მიღების დროს მნიშვენლოვანია, რომ კვების ჯერი არ გამოტოვოთ.
- ტაბლეტები სულ ცოტა ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად მთლიანად გადაყლაპეთ. ტაბლეტები არ დაფხვნათ ანდა არ დაღეჭოთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ამარილის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში დოზის რეგულაციის საჭიროებას ექიმი გადაწყვეტს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
თირკმლების მძიმე უკმარისობის ანდა ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
თუ ფიქრობთ, რომ ამარილის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ ამარილის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ ამარილის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ ამარილის საჭირო დოზაზე მეტი დოზა მიიღეთ,არსებობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების(ჰიპოგლიკემიის) საშიშროება. სისხლში შაქრის დონის დაქვეითება შეიძლება 12-72 საათის განმავლობაში გამოვლინდეს. ჰიპოგლიკემიის ნიშნებთან დაკაშირებით ინფორმაცია იხილეთ ზემოთ მოცემულ ნაწილ -2-,, სისხლში შაქრის დაბალ დონესთან (ჰიპოგლიკემიასთან) დაკაშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია’’. თუ, საჭირო დოზაზე მეტი ამარილი გამოიყენეთ, ჰიპოგლიკემიის ნიშნები შეიძლება მომდევნო 24 საათის განმავლობაში არ გამოვლინდეს. ჰიპოგლიკემის ხშირად თან ახლავს:მოუსვენრობა, კანკალი, მხედველობის დარღვევები, კოორდინაციის პრობლემები, უძილობა, კომა და კრუნჩხვები.
ამიტომ, ასეთ მდგომარეობაში საჭიროა შაქრის საკმარისი რაოდენობით მიღება(მაგ.ნატეხი შაქარი, ტკბილი ხილის წვენი, დამტკბარი ჩაის მსგავსი) და სასწრაფოდ ექიმთან კონტაქტის დამყარება. ბავშვებთან მიმართებაში წამლის შემთხვევით მიღების დროს ჰიპოგლიკემიის მკურნალობის დროს სიფრთხილეა საჭირო საშიში ჰიპერგლიკემიის თავიდან აცილებისთვის, ამიტომ მიცემული შაქრის რაოდენობა უნდა ვაკონტროლოთ. ცნობიერების დაკარგვის შემთხვევაში ავადმყოფებს საკვები ანდა სასმელი არ უნდა მივცეთ.
ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდეს, ამიტომ საჭიროა ავადმყოფის მკაცრი კონტროლი მანამ, სანამ საშიშროება არ გაივლის. პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება საჭირო გახდეს საავადმყოფოსთვის მიმართვა. ექიმს აჩვენეთ ტაბლეტის კოლოფი და მიაწოდეთ ინფორმაცია მიღებული ტაბლეტების ანდა დარჩენილი ტაბლეტების რაოდენობის შესახებ.
სერიოზული ჰიპოგლიკემიის შემთვევებში შეიძლება განვითარდეს ცნობიერების დაკარგვა და მძიმე ნევროლოგიური უკამრისობა, ეს მდგომარეობა მიღებულია, როგორც სასწრაფო მდგომარეობა და საავადმყოფოში მიმართვისთანავე საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა. ავადმყოფს ყოველთვის თან უნდა ახლდეს პიროვნება, რომელიც სასწრაფო მდგომარეობის შემთვევაში ექიმს გამოიძახებს.
თუ ამარილის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
ამარილით მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:
თუ, ამარილით მკურნალობას შეაჩერებთ ანდა შეწყვეტთ, იცოდეთ, რომ შაქრის დონის დამაქვეითებელ ეფექტს ვერ მიიღებთ და დაავადება კვლავ დამძიმდება.
თქვენი ექიმის მითითების გარეშე, ამარილის მიღება არ შეწყვიტოთ.
ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვების არსებობის შემთვევაში თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ამარილში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ:
- ალერგიული რეაქციები (უხშირესად თან ახლავს გამონაყარი კანზე, სისხლძარღვების ჩირქოვანი ანთება). ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება, სისხლის არტერიული წნევის დაცემის მსგავსი სერიოზული რეაქციების განვითარება, რომელიც ზოგჯერ შოკის მდგომარეობამდე მძიმდება.
- ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, კანის და თვალების გაყვითლება(სიყვითლე), ნაღვლის დინების შეფერხება (ქოლესტაზი), ღვიძლის ჩირქოვანი ანთება (ჰეპატიტი) ანდა ღვიძლის უკმარისობაც.
- კანის ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა), რომელიც ქავილის, გამონაყარის, ჭინჭრის ციების და მზის მიმართ მგრძნობელობის მომატების სახით შეიძლება გამოვლინდეს. მსუბუქი ალერგიული რეაქციები შეიძლება გართულდეს და გადაიზარდოს სინთქვის პრობლემებში, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპებაში.
- სერიოზული ჰიპოგლიკემია. შეიძლება გამოვლინდეს ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვების შეტევები ანდა კომა.
ავადმყოფთა ზოგიერთ ჯგუფში ამარილის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
იშვიათი გვერითი ეფექტები(1000 ავადმყოფიდან
- სისხლში შაქრის ნორმაზე უფრო დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)(იხილეთ ნაწილი-2- ამარილის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება)
- სისხლის უჯრედების რაოდენობის დაცემა:
- თრომბოციტების(სისხლჩაქცევების და დალურჯების რისკს ზრდის)
- სისხლის თეთრი უჯრედების (ინფექციის რისკს ზრდის)
- სისხლის წითელი უჯრედების(კანის ფერის ცვლილება, გაფერკმრთალება, სისუტე და სუნთქვის შეჩერების მსგავსი ნიშნების განვითარება)
ეს პრობლემები ამარილის მიღების შეჩერებისას ალაგდება.
ძალიან იშვიათი გვერითი ეფექტები(10.000 ავადმყოფიდან
- ალერგიული რეაქციები(უხშირესად თან ახლავს გამონაყარი კანზე, სისხლძარღვების ჩირქოვანი ანთება).ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება, სისხლის არტერიული წნევის დაცემის მსგავსი სერიოზული რეაქციების განვითარება, რომელიც ზოგჯერ შოკის მდგომარეობამდე მძიმდება. თუ, ამ ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, სასწრაფო ექიმს მიმართეთ.
- ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, კანის და თვალების გაყვითლება(სიყვითლე), ნაღვლის დინების შეფერხება (ქოლესტაზი), ღვიძლის ჩირქოვანი ანთება (ჰეპატიტი) ანდა ღვიძლის უკმარისობაც. თუ, ამ ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, სასწრაფო ექიმს მიმართეთ.
- ავად ყოფნის შეგრძნება ანდა ავად ყოფნა, დიარეა, მაძღრობის ანდა შებერილობის შეგრძნება, მუცლის ტკივილი.
- სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (სისხლის ანალიზით ვლინდება)
სხვა გვერდითი ეფექტები:
- კანის ალერგია(მომატებული მგრძნობელობა), ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და მზის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. მსუბუქი ალერგიული შეიძლება გართულდეს და გადაიზარდოს სუნთქვის პრობლემებში, ჩასუნთქვის, ყლაპვის გაძნელებაში, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპებაში, ამიტომ მსგავსი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს გამოვლინების შემთხვევაში, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.
- სულფონილშარდოვანას, სულფონამიდების ანდა მათთან დაკავშირებული წამლების მიღებისას ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს.
- ამარილით მკურნალობის დასწყისში მხედველობასთნ დაკაშირებული პრობლემები შეიძლება განვითარდეს. ამის მიზეზია სისხლში შაქრის დონის ცვლილებები და მოკლე დროში ალაგდება.
- ღვიძლის ფერმენტების მომატება
- ძლიერი უჩვეულო სისხლხდენა ანდა კანქვეშა დალურჯებები (სისხლჩაქცევები)
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
- 5. ამარილის შენახვა
ამარილი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
კოლოფის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ამარილი არ გამოიყენოთ.
ლიცენზიის მფლობელი:შპს. სანოფი საღლიქ ურუნლერი
ბუიუქდერეს ქ. N:193. ლევენთი. 34394. შიშლი-სტამბული
ტელ: 0 212 339 10 00; ფაქსი: 0 212 339 10 89
წარმოების ადგილი:
სს. სანოფი ილაჩ სან ვე თიჯ
ბუიუქქარიშთირან 39780, ლულებურგაზი ქირქლარელი
თარჯიმანი ნაილა იდნოევი