როვისტა 10მგ#30ტ

როვისტა 10მგ#30ტ

15.23 ლარი
ქვეყანა: პაკისტანი
მწარმოებელი: გეთზ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: როზუვასტატინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 96399
გააზიარე:

როვისტა

(როზუვასატინი)

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

5მგ, 10მგ, 20მგ

აღწერილობა

როვისტა™ (როზუვასტატინი), სინთეზური ჰიპოლიპიდემიური საშუალება, არის 3–ჰიდროქსი–3–მეთილგლუტარილ–კოენზიმ A (HMG-CoA) რედუქტაზას ინჰიბიტორი. კალციუმის როზუვასტატინი არის ბის[(E)–7–[4–(4–ფლუოროფენილ)–6–იზოპროპილ–2–[მეთილ(მეთილსულფონილ)ამინო] პირიმიდინ–5–ილ](3R, 5S)-3,5-დიჰიდროქსიჰეპტ-6-კარბოქსილის მჟავა] კალციუმის მარილი. კალციუმის როზუვასტატინის ემპირიული ფორმულაა (C22H27FN3O6S)2Ca. მისი სტრუქტურული ფორმულაა:

 
   

კალციუმის როზუვასტატინი

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

როვისტა (როზუვასტატინი) მიიღება ორალურად:

  1. როვისტა ტაბლეტები 5მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

როზუვასტატინი....5მგ

(კალციუმის მარილის სახით)

  1. როვისტა ტაბლეტები 10მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

როზუვასტატინი....10მგ

(კალციუმის მარილის სახით)

  1. როვისტა ტაბლეტები 20მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

როზუვასტატინი....20მგ

(კალციუმის მარილის სახით)

კლინიკური ფარმაკოლოგია

მოქმედების მექანიზმი

როზუვასტატინი არის სელექციური და კონკურენტული ინჰიბიტორი, ფერმენტი, რომელიც 3-ჰიდროქსი-3-მეთილ2 გლუტარილ-კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, რომელიც ქოლესტერინის წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედების ძირითად ადგილს წარმოადგენს ღვიძლი, შედარებით დიდი ორგანო ქოლესტერინის შესამცირებლად.

in vivo და in vitro კვლევებში, როზუვასტატინი თავის ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელ ეფექტს ახორციელებს ორი გზით. პირველი, ზრდის ღვიძლის LDL რეცეპტორების რაოდენობას უჯრედების ზედაპირზე, რათა გაზარდოს LDL-ის მიტაცება და კატაბოლიზმი. მეორე, როზუვასტატინი აინჰიბირებს ღვიძლში VLDL-ის სინთეზს, რის შედეგადაც ამცირებს VLDL-ის და LDL-ის საერთო რაოდენობას.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს.

განაწილება

როზუვასტატინს ძირითადად შთანთქავს ღვიძლი, რომელიც ქოლესტერინის სინთეზის და LDL-C-ის კლირენსის ძირითადი ადგილია. მყარი მდგომარეობისას როზუვასტატინის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134 ლ-ს. როზუვასტატინის 88% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. ეს კავშირი შექცევადია და არ არის დამოკიდებული პლაზმაში კონცენტრაციაზე.

მეტაბოლიზმი

როზუვასტატინი არ მეტაბოლიზდება სრულად (დაახლოებით 10%). ძირითადი მეტაბოლიტია N–დისმეთილი (როზუვასტატინზე 50%–ით კალებად აქტიური), რომელიც წარმოიქმნება ციტოქრომ P450 2C9–ით, და ლაქტონური მეტაბოლიტები (კლინიკურად არააქტიური). მოცირკულირე HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის აქტივობის 90%–ზე მეტი უზრუნველყოფილია როზუვასტატინით.

გამოყოფა

ორალურად მიღების შემდეგ, როზუვასტატინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ფეკალიებთან (90%) ერთად და დაახლოებით 5% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. როსუვასტატინის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის (t1/2) პერიოდი დაახლოებით შეადგენს 19 საათს. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება მაღალი დოზების მიღებისას.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობა

სუბიექტებს, თირკმლის სხვადასხვა დარღვევებით, თირკმლის მსუბუქი და საშუალო დაავადებებით, აღენიშნებათ პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციაზე მცირე გავლენა. თუმცა, მწვავე დარღვევების (კრეატინინის კლირენსი<30მლ/წთ) მქონე სუბიექტებში პლაზმაში კონცენტრაცია 3–ჯერ მაღალი იყო ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

ქრონიკულ ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში როზუვასტატინის პლაზმაში კონცენტრაციის მყარი მდომარეობა დაახლოებით 50%–ით მაღალი იყო ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში, რომლებსაქ აქვთ ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადებები, როზუვასტატინის პლაზმაში კონცენტრაცია გაზრდილი იყო შესაბამისად. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჩაილდ–პიუს A დაავადებები, Cmax და AUC, შესაბამისად, მომატებული იყო 60% და 5%–ით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჩაილდ–პიუს B დაავადებები, Cmax და AUC, შესაბამისად, მომატებული იყო 100% და 21%–ით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

ციკლოსპორინი:

როზურვასტატინის და ციკლოსპორინის ერთად მიღებისას როზურვასტატინის Cmax და AUC, შესაბამისად, 11 და 7–ჯერ გაიზარდა, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

გემფიბროზილი:

ჯანმრთელ მოხალისეებში, როზურვასტატინის ერთჯერადი დოზის და გემფიბროზილის ერთდროულად მიღების შედეგად როზურვასტატინის საშუალო Cmax და საშუალო AUC, შესაბამისად, 2,2–ჯერ და 1,9–ჯერ გაიზარდა.

ანტაციდური საშუალებები:

ანტაციდების (ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის კომბინაცია) და როზურვასტატინის (40მგ) ერთდროული მიღების შედეგად, როზურვასტატინის პლაზმში კონცენტრაცია მცირდება დაახლოებით 50%–ით.

ერიტრომიცინი:

როზუვასტატინის და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენება იწვევს როზურვასტატინის AUC–ს 20%–ით და Cmax–ის 30%–ით შემცირებას.

თერაპიული ჩვენებები

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა

მოზრდილებში, მოზარდებში და 6 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპი, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემია (IIბ ტიპი), დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტა და სხვა არაფარმაკოლოგიური მკურნალობა (მაგალითად, ვარჯიში, წონის შემცირება) საკმარისი არ არის.

მოზრდილები, მოზარდები და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემით, როგორც დამატება დიეტაზე და სხვა ჰიპოლიპიდემიურ საშუალებებზე (მაგალითად, დსლპ აფერეზი) ან თუ ასეთი მკურნალობა შეუსაბამოა.

კარდიოვასკულური მოვლენების პრევენცია

ძირითადი კარდიოვასკულური მოვლენების პრევენცია, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პირველი კარდიოვასკულური მოვლენების განვითარების მაღალი რისკი, როგორც სხვა რისკ ფაქტორების კორექციის დამატება.

დოზირება და მიღების წესი

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ქოლესტერინის შემამცირებელ სტანდარტულ დიეტაზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის დროსაც. დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, თერაპიის მიზნისა და პაციენტის პასუხის მიხედვით, მიმდინარე გაიდლაინების კონსენსუსის მიხედვით.

როსუვასტატინი შეიძლება დაინიშნოს დღის ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა:

რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ ან 10 მგ პერორალურად, ერთხელ დღეში, პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ აქვთ მირებული სტსტინები, ისე პაციენტებში, რომლებიც გადმოყვანილნი არიან სხვა HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებიდან. საწყისი დოზის არჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდუალური პაციენტის ქოლესტერინის დონე და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მომავალი რისკი, ასევე გვერდითი რეაქციების პოტენციური რისკი. საჭიროების შემთხვევაში დოზის კორექცია შემდგომ დონემდე შესაძლებელია 4 კვირის შემდეგ. 40 მგ დოზით გვერდითი რეაქციების შეტყობინებების გაზრდის ფონზე, უფრო დაბალ დოზებთან შედარებით, საბოლოო ტიტრაცია მაქსიმალურ 40მგ დოზამდე უნდა განიხილლოთ მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე ჰიპერქოლესტერინემია გულ-სისხლძარღვთა რისკის მაღალი დონით (კერძოდ, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია), რომლებმაც ვერ მიაღწიეს თავიანთი მკურნალობის მიზანს 20მგ-ით და რომელთაც ჩაუტარდებათ გეგმიური მეთვალყურეობა. 40მგ საწყისი დოზის მიღებისას, რეკომენდებულია სპეციალისტის მეთვალყურეობა.

კარდიოვასკულური მოვლენების პრევენცია:

გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის შემცირების კვლევაში, გამოყენებული დოზა იყო 20მგ დღეში.

სპეციალური პოპულაციები

პედიატრიული პოპულაცია:

პედიატრიაში გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სპეციალისტის მიერ.

ბავშვები და 6–17 წლის ასაკის მოზარდები:

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

ბავშვები და მოზარდები 6-დან 17 წლამდე

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

ბავშვებში და მოზარდებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 5მგ დღეში.

• 6-დან 9 წლამდე ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, ჩვეულებრივი დოზაა 5მგ-10მგ პერორალურად, დღეში ერთხელ. 10მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ პოპულაციაში შესწავლილი არ არის.

• 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, ჩვეულებრივი დოზაა 5მგ-20მგ პერორალურად, დღეში ერთხელ. 20მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ პოპულაციაში შესწავლილი არ არის.

პედიატრიულ პაციენტებში, ტიტრაცია უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური პასუხისა და ტოლერანტობის შესაბამისად, პედიატრიული მკურნალობის რეკომენდაციების მიხედვით. როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე ბავშვები და მოზარდები უნდა იმყოფებოდნენ ქოლესტერინის შემამცირებელ სტანდარტულ დიეტაზე; ეს დიეტა უნდა გაგრძელდეს როსუვასტატინით მკურნალობის დროს

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია

6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, რეკომენდებული მაქსიმალური დოზაა 20მგ ერთხელ დღეში.

საწყისი დოზაა 5მგ-10მგ ერთხელ დღეში, ასაკის, წონის და სტატინის წინამორბედი მიღების მიხედვით.

პედიატრიულ პაციენტებში, მაქსიმალურ, 20მგ დღეში ერხელ დოზამდე, ტიტრაცია უნდა მოხდეს ინდივიდუალური რეაქციის და ამტანობის მიხედვით, პედიატრიული მკურნალობის რეკომენდაციების შესაბამისად.

როსუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე ბავშვები და მოზარდები უნდა გადაიყვანონ ქოლესტერინის შემამცირებელ სტანდარტულ დიეტაზე; ეს დიეტა უნდა გაგრძელდეს როსუვასტატინის მკურნალობის დროსაც.

ამ პოპულაციაში 20მგ-ზე მაღალი დოზის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. 40მგ ტაბლეტი არ არის შესაფერისი პედიატრიულ პაციენტებში გამოსაყენებლად.

6 წლამდეასაკის ბავშვები

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი.. ამიტომ,

როსუვასტატინი არ არის რეკომენდებული 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

გამოყენება ხანდაზმულებში

70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდირებულია საწყისი დოზა 5მგ. დოზის სხვა კორექცია

ასაკთან მიმართებაში საჭირო არ არის.

დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ) მქონე პაციენტებში, რეკომენდებული საწყისი დოზაა 5მგ.

პაციენტებში თირკმლის საშუალო უკმარისობით, 40მგ დოზა უკუნაჩვენებია.

როსუვასტატინის გამოყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია ყველა დოზსთვის.

დოზირება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

როსუვასტატინის სისტემური ზემოქმედების ზრდა პაციენტებში, ჩაილდ-პიუს სკალით 7 ან ნაკლებით, არ დაფიქსირებულა, თუმცა სისტემური ექსპოზიციის ზრდა გამოვლინდა სუბიექტებში, ჩაილდ-პიუს 8 და 9 ქულიანი შეფასებით. ასეთ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის შეფასების გათვალისწინება. სუბიექტებში, ჩაილდ-პიუს 9 ქულაზე მეტი შეფასებით, გამოცდილება არ არსებობს. როსუვასტატინი უკუნაჩვენებია ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში.

რასა

აზიურ სუბიექტებში შეიმჩნეოდა სისტემური ექსპოზიციის ზრდა. აზიური წარმოშობის პაციენტებისთვის. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს. ამ პაციენტებში 40მგ დოზა უკუნაჩვენებია.

გენეტიკური პოლიმორფიზმი

ცნობილია გენეტიკური პოლიმორფიზმის სპეციფიკური ტიპები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის ექსპოზიციის ზრდა. პაციენტებისთვის, რომლებშიც ცნობილია, რომ აქვთ ასეთი სპეციფიკური

პოლიმორფიზმის ტიპები, რეკომენდებულია როზუვასტატინის უფრო დაბალი დღიური დოზა.

დოზირება პაციენტებში, მიოპათიის მიმართ წინასწგანმწყობი ფაქტორებით

პაციენტებში, მიოპათიის მიმართ წინასწგანმწყობი ფაქტორებით, რეკომენდებული საწყისი დოზაა 5მგ.

ზოგიერთ ასეთ პაციენტში 40მგ დოზა უკუნაჩვენებია.

გვერდითი ეფექტები

ზოგადად, როზუვასტატინი კარგად აიტანება. გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, მსუბუქი და დროებითია.

ხშირი:

შაქრიანი დიაბეტი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შეკრულობა, გულისრევა, მუცლის ღრუს ტკივილი, მიალგია, ასთენია.

ნაკლებად ხშირი:

ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

იშვიათი:

პანკრეატიტი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანგიოედემის ჩათვლით, მიოპათია, რაბდომიოლიზი, ართრალგია, ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება.

ლაბორატორიული ანომალიები:

პროტეინურია გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც როზუვასტატინით მკურნალობდნენ. ეს გამოვლინება უფრო ხშირი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 40მგ როზუვასტატინს, როზუვასტატინის დაბალ დოზებთან შედარებით.

სხვა ანომალიურ ლაბორატორიულ მაჩვენებლებში აღინიშნა კრეატინინის ფოსფორკინაზას მომატებული მაჩვენებელი, ტრანსამინაზების დოზა–დამოკიდებული გაზრდა, ჰოპერგლიკემია, გლუტამილ ტრანსპეპტიდაზას, ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის და თირეოიდული ფუნქციის ანომალიები.

უკუჩვენებები

როზუვასტატინი უკუნაჩვენებია:

– პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა როზუვასტატინის ან სხვა რომელიმე შემავსებლის მიმართ.

– პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის აქტიური დაავადებები, შრატში ტრანსამინაზების აუხსნელი, მუდმივი მომატება და შრატში რომელიმე ტრანსამინაზას ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) 3–ჯერ მაღალი მაჩვენებელი.

– თირკმლის მწვავე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი<30მლ/წთ) მქონე პაციენტებში.

– პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიოპათია.

– პაციენტებში, რომლებიც დამატებით იღებენ ციკლოსპორინს.

– ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იღებენ შესაბამის ჩასახვის საწინააღმდეგო ზომებს.

– პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპ ლაქტოზას დეფიციტი ან გლუკოზა–გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

სიფრთხილის ზომები

– სტატინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს ჰიპოთირეოზის კონტროლი.

– სტატინები სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიოპათიის და რაბდომიოლიზის წინასწარ განსაზღვრული რისკ ფაქტორები. პაციენტებს უნდა ურჩიონ, შეატყობინონ აუხსნელი კუნთების ტკივილის, მგრძნობელობის, ან სისუსტის შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ თან სდევს გაღიზიანება და ცხელება.

– სიფრთხილიდ გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალკოჰოლს მნიშვნელოვანი რაოდენობით და/ან ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადება. რეკომენდებულია, პერიოდულად ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან ან დოზის გაზრდიდან 12 კვირის შემდეგ.

– სიფრთხილეა საჭირო, როზუვასტატინის ისეთ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ენდოგენური სტეროიდული ჰორმონების დონე ან აქტივობა, როგორიცაა კეტოკონაზოლი, სპირონოლაქტონი და ციმეტიდინი.

– როზუვასტატინით თერაპია დროებით უნდა შეწყდეს ზოგიერთ პაციენტში, რომელის მწვავე, სერიოზული მდგომარეობა მიუთითებს მიოპათიაზე ან წინასწარ განსაზღვრულ თირკმლის უკმარისობაზე, რაბდომიოლიზი მეორეხარისხოვანია.

– დოზის შემცირება უნდა განიხილონ პაციენტებში, რომლებიც გადიან როზუვასტატინით თერაპიას და რეგულარულ შარდის ანალიზში აღენიშნებათ აუხსნელი მუდმივი პროტეინურია და/ან ჰემატურია.

– სიფრთხილეა საჭირო როზუვასტატინის და პროტეაზას ინჰიბიტორის და რიტონავირის კომბინაციის ერთდროული გამოყენებისას.

– როზუვასტატინის ხანგრძლივი თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, წარმოდგენილი თავისებურებები შეიძლება მოიცავდეს, ქოშინს, არაპროდუქტიულ ხველას და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუარესებას (დაღლილობა, წონაში კლება და ცხელება). სასურველია, რომ თერაპია აღარ გაგრძელდეს.

– პაციენტებში, რომლებსაც უზმოზე სისიხლში გლუკოზის დონე აქვთ 5,6–6,9 მმოლ/ლ, როზუვასტატინით მკურნალობა ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

როზუვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოს მიოპათიის განვითარების რისკის გაზრდა, შემდეგ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას:

– ანტიბაქტერიული საშუალებები (მაგალითად, დაპტომიცინი)

– ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, დარუნავირი, ფოსამპრენავირი, ინდინავირი, რიტონავირი, საქვინავირი, ნელფინავირი)

– კოლხიცინი

– ფიბრატები.

– ნიკოტინის მჟავა.

– როზუვასტატინის და ერითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის შემცირება.

– როზუვასტატინის ტიპრანავირთან და ელტრომბოპაგთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატება.

– როზუვასტატინის ოესტროგენთან და პროგესტერონთან ერთად გამოყენება, შესაბამისად, ზრდის პლაზმაში ეთინილესტრადიოლის და ნოგრესტრელის დონეს.

– როზუვასტატინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამყენება მნიშვნელოვნად ზრდის როზუვასტატინის მოქმედებას. ამიტომ, ასეთ პაციენტებში თერაპია შემცირდეს 5მგ–მდე, დღეში ერთხელ.

– გემფიბროზილი მნიშვნელოვნად ზრდის როზუვასტატინის მოქმედებას. ამიტომ, საჭიროა როზუვასტატინის და გემფიბროზილის კომბინირებული თერაპიის თავიდან აცილება. მიღების შემთხვევაში როზუვასტატინის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10მგ–ს, დღეში ერთხელ.

– იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კუმარინულ ანტიკოაგულანტებს და როზუვასტატინს, როზუვასტატინის მიღების დაწყებამდე და თერაპიის მიმდინარეობის საწყის ეტაპზე, საკმაოდ ხშირად უნდა მოხდეს INR–ის განსაზღვრა, იმაში დასარწმუნებლად, რომ არ ვლინდება INR–ის მნიშვნელოვანი ცვლილებები.

– როზუვასტატინის და ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანაციდური სუსპენზიების ერთდროული მიღება იწვევს, როზუვასტატინის პლაზმაში კონცენტრაციის, დაახლოებით, 50%–ით შემცირებას. ანტაციდური საშუალებების მიღება უნდა მოხდეს როზუვასტატინის მიღებიდან, სულ მცირე 2 საათის შემდეგ.

– ჩონჩხის კუნთებზე გავლენის რისკი შეიძლება გაიზარდოს როზუვასტატინის და ნიაცინის კომბინირებული გამოყენებისას, უნდა განიხილონ როზუვასტატინის დოზის შემცირება.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმპტომები და მკურნალობა:

როზუვასტატინის ჭარბი დოზირების შემთხევევში კონკრეტული მკურნალობა არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტების სიმპტომური მკურნალობა და შესაბამისი დამხმარე ზომების მიღება. ჰემოდიალიზის სარგებელი ნაკლებსავარაუდოა.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

დაიცავით მზის სინათლისგან და ნესტისგან.

ვარგისობის ვადა ეხება შესაბამისი, საჭირო პირობებების დაცვით შენახულ პროდუქტს.

შეფუთვა

როვისტა (როზუვასტატინი) 5მგ წარმოდგენილია 10 და 30 ტაბლეტიან ალუ–ალუ ბლისტერში.

როვისტა (როზუვასტატინი) 10მგ წარმოდგენილია 10 და 30 ტაბლეტიან ალუ–ალუ ბლისტერში.

როვისტა (როზუვასტატინი) 20მგ წარმოდგენილია 10 და 30 ტაბლეტიან ალუ–ალუ ბლისტერში.

inaxeba bavSvebisTvis miuwvdomel adgilze

იყიდება მხოლოდ რეგისტრირებული, პრაქტიკოსი ექიმის დანიშნულებით.

gTxovT, gamoyenebamde waikiTxoT yuradRebiT.

es furceli-CanarTi drogamoSvebiT mudmivad axldeba

mwarmoebeli

GETZ PHARMA (PVT) LIMITED,

29-30, Sector-27,

Korangi Industrial Area,

Karachi, Pakistan

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით