ფოლიდინი+ #90ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფოლიდინი +
საკვები დანამატი
შემადგენლობა
საკვები ნივთიერებები თითოეულ ტაბლეტზე % NRV*
ვიტამინი D3 10 μg (200%*)
ვიტამინი B12 4 μg (160%*)
ფოლიუმის მჟავა 400 μg (200%*)
იოდი 100 μg (67%*)
* NRV - საკვები ნივთიერების საკონტროლო მნიშვნელობა #1169/2011 (EU) რეგულაციის თანახმად.
არ შეიცავს ლაქტოზას, ფრუქტოზას, გლუტენს, საღებავებს, არომატიზატორებს და ნანომასალებს.
თვისებები
ფოლიდინ + უმთავრესად რეკომენდებულია ქალებისათვის ორსულობის წინ, ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. ცხოვრების ამ ეტაპზე, B9 ვიტამინის (ფოლიუმის მჟავას), იოდის, ვიტამინ B12-ის და ვიტამინ D3-ის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების მიქცევაა საჭირო მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვების რეჟიმზე, ისევე როგორც ცხოვრების ჯანსაღ წესზე. თუმცა, ყოველთვის ადვილი არ არის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ფოლიუმის მჟავისა და იოდზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მხოლოდ საკვებით.
ფოლიდინ + -ის გამოყენება უზრუნველყოფს დედასა და ბავშვს ამ ნაერთების დაბალანსებული მიღებით.
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) - „ორსულობის ვიტამინი, “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. იგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს უჯრედის დაყოფის პროცესში და ორსულობისას - ქსოვილის ზრდაში. შესაბამისად, ის ასევე განსაკუთრებულ როლს ასრულებს სიცოცხლის ჩამოყალიბებაში და ორსულობის დასაწყისიდანვე საკმარის რაოდენობით უნდა მიეწოდებოდეს ორგანიზმს. ამიტომაც, რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავის საკვები დანამატის სახით მიღება ორსულობის დაგეგმვისთანავე.
ფოლიუმის მჟავის მიღების სხვა უპირატესობებია: აქტიური მონაწილეობა იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში, სისხლის ჰომოცისტეინის დონის ბალანსის გაუმჯობესება, დაღლილობის შემცირება.
წყაროები: ფოთლოვანი ბოსტნეული (როგორიცაა ისპანახი, ბროკოლი და სალათის ფურცელი), პომიდორი, მარცვლეული, საფუარი, კვერცხი და თხილი.
ვიტამინი B12 – “დამხმარე ვიტამინი”
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემასა და სისხლწარმოქმნაში. უფრო მეტიც, ეს ვიტამინი მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისა და ენერგორესურსების რეგულაციისათვის. ფოლიუმის მჟავას მისი ფუნქციის შესრულება ვიტამინ B12-ის გარეშე არ შეუძლია. შესაბამისად, ვიტამინ B12-ის სათანადო დონე ისეთივე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ფოლიუმის მჟავით უზრუნველყოფა.
წყაროები: ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები.
ვიტამინი D3 – „მზის ნათების ვიტამინი“
სხვა ვიტამინებისაგან განსხვავებით, ვიტამინი D ორგანიზმის მიერ წარმოიქმნება მზის სხივების მოქმედებით; აღსანიშნავია, რომ რეალურად იგი მოქმედებს როგორც ჰორმონი. ვიტამინი D უმნიშვნელოვანესია ძვლების სიმტკიცისთვის, მისი ხელშეწყობით ხდება საკვებიდან კალციუმისა და ფოსფორის ათვისება. D ვიტამინი ასევე მონაწილეობს უჯრედული დაყოფის პროცესში და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
წყაროები: უმთავრესად თვითწარმოება ორგანიზმის მიერ; ვირთევზას ღვიძლის ზეთი და თევზი.
იოდი - მინერალი
იოდი სასიცოცხლო მინერალია, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჩამოსაყალიბებლად. ეს ჰორმონები აკონტროლებენ ყველა ორგანოს ზრდასა და განვითარებას, ნერვულ სისტემას, ტვინს, კუნთებს და ჩონჩხს. უფრო მეტიც, იოდი არის უმნიშვნელოვანესი საკვები დანამატი ჯანსაღი კანის და დაბალანსებული ენერგორესურსების შესანარჩუნებლად.
წყაროები: ზღვის თევზი, მოლუსკები, ნაკლებად კვერცხი და რძის პროდუქტები.
გაფრთხილება
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევის მქონე ქალებმა ფოლიდინ+-ის მიღებამდე რეკომენდებულია მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის.
მიღების წესი და დოზირება
ფოლიდინ+ ხელს უწყობს ფოლიუმის მჟავასა და იოდზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ორსულობისა და ლაქტაციის წინ და მის განმავლობაში. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ახალშობილები სრულად დამოკიდებულნი არიან დედის რძეში არსებულ საკვებ ნივთიერებებზე, ამიტომ ფოლიდინ+-ის მიღება ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდე უნდა გაგრძელდეს.
ტაბლეტები იყრება დასაწკაპუნებელი დისპენსერის მეშვეობით, საიდანაც ერთ დაჭერაზე ვარდება ერთი ტაბლეტი.
რეკომენდებული დოზირებაა ერთი ტაბლეტი დღეში, წყლის დიდ რაოდენობასთან ერთად. არ გადააჭარბოთ დღიურ ნორმას.
შენიშვნა
საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების რეჟიმსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
შენახვის წესი
შეინახეთ მშრალ ადგილას (არ შეინახოთ აბაზანაში ან მაცივარში!), არაუმეტეს 250 C-ზე და მზის სხივებისაგან მოშორებით.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
FOLIPHAM GmbH
რეგენსბურგერის ქ. 28 C, D – 10777 ბერლინი, გერმანია