გერბერი-რძიანი ფაფა ვაშლი/ჟოლო 180გრ
გააზიარე:
გერბერის დამატებითი კვების პროდუქტი. მშრალი რძიანი სწრაფადხსნადი ფაფა, გამდიდრებული პრობიოტიკული კულტურებით: „მშრალი რძიანი სწრაფადხსნადი მულტიმარცვლოვანი ფაფა ვაშლით და ჟოლოთი, ბიფიდობაქტერიებით, გამდიდრებული მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინით C, შაქრის დამატების გარეშე“. ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის“. 6 თვიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. წონა ნეტო 180 გ. სურსათი დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტების, ხელოვნური საღებავებისა და კონსერვანტების გამოყენების გარეშე. შაქრის1 და პალმის ზეთის დამატების გარეშე. მნიშვნელოვანი შენიშვნა! იდეალურ საკვებს ჩვილი ბავშვისათვის წარმოადგენს დედის რძე. ჯანმო რეკომენდაციას უწევს ექსკლუზიურ ბუნებრივ კვებას პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდგომ დამატებითი კვების შემოღებას დედის რძით კვების გაგრძელების ფონზე 2 წლამდე და მეტხანს. კომპანია ნესტლე მხარს უჭერს ამ რეკომენდაციას. ამ ფაფის ბავშვის რაციონში შეყვანის დროსთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან. ასაკობრივი შეზღუდვები მითითებულია შეფუთვაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინგრედიენტები: ფქვილი (ხორბლის (შეიცავს გლუტენს), შვრიის (შეიცავს გლუტენს), ბრინჯის, სიმინდის), მშრალი ცხიმგაცლილი რძე, რაფსის დაბალერუკული ზეთი, მზესუმზირის მაღალოლეინური ზეთი, მზესუმზირის ზეთი, ვაშლის ფანტელები, ჟოლოს ფანტელები, კალციუმის კარბონატი, მარილი, ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა), რკინის (II) ფუმარატი), ბიფიდობაქტერიები არა ნაკლებ 1x106 კწე/გ, ანტიმჟანგავები (ალფა-ტოკოფეროლი (შეიცავს სოიოს), L-ასკორბილპალმიტატი). სურსათი შეფუთულია მოდიფიცირებულ ატმოსფეროში აზოტით. კვებითი ღირებულება 100გ მზა სურსათში წყლით განზავებისას: ენერგეტიკული ღირებულება 100 კკალ/420 კჯ; ცხიმები 2, 5 გ; მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 0, 277 გ; ცილები 3, 2 გ; ნახშირწყლები 16, 2გ; მათ შორის საქაროზა*** 0გ, მათ შორის შაქრები 4, 391 გ; მარილი 103, 75 მგ; ნატრიუმი 41, 5მგ; კალციუმი 99, 2 მგ; ვიტამინი C 13, 8 მგ; რკინა 1, 7 მგ. *ქიმიური ანალიზის შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს ცხრილში მოცემული მნიშვნელობებისგან, რაც ჩვეულებრივია ბუნებრივი ნედლეულის პროდუქტებისთვის. ***დამატებული. ჩვენმა ექსპერტებმა იციან, რომ დამატებითი კვების დაწყება განსაკუთრებული მოვლენაა თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის. გინდათ, რომ თქვენმა პატარამ მხოლოდ საუკეთესო გასინჯოს. ჩვენც იგივე გვსურს! სწორედ ამიტომ, Gerber®-ის ფაფები შეიცავს სასარგებლო ინგრედიენტებს ბავშვის ჯანსაღი ზრდისთვის. ჩვენ ვამატებთ Gerber®-ის ფაფებში რკინას, რადგან ეს ელემენტი აუცილებელია რკინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის და სრულფასოვანი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. სასარგებლო ინფორმაცია: მარტივი სუფთა რეცეპტურა: 3 არავითარი დამატებული შაქარი1 ; 3 არავითარი პალმის ზეთი; 3 არავითარი ხელოვნური საღებავები, კონსერვანტები და არომატიზატორები; 3 არავითარი გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტები. 1 დამატებული საქაროზის გარეშე; სურსათი შეიცავს ბუნებრივი (ნატურალური) წარმოშობის შაქრებს. მომზადების წესი: 1. დაიბანეთ ხელები და აიღეთ სუფთა ჭურჭელი. 2. ადუღეთ სასმელი წყალი 5 წუთის განმავლობაში და გააგრილეთ 400 C ტემპერატურამდე. დაასხით სუფთა თეფშზე 150 მლ წყალი. 3. ჩაყარეთ თანდათანობით წყლიან თეფშში 45 გრ (8-9 სუფრის კოვზი) მშრალი ფაფა, განუწყვეტლივ ურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. არ ხარშოთ! კვებეთ ბავშვი სუფთა კოვზით. ფაფა საჭიროა მომზადდეს უშუალოდ ყოველი კვების წინ. არ შეინახოთ კვების შემდეგ დარჩენილი განზავებული ფაფა. ჩვენ გირჩევთ, ბავშვს მისცეთ ფაფა მჯდომარე მდებარეობაში, მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი პროდუქტის შემოღება დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და თანდათან გაზარდეთ ულუფა საჭირო მოცულობამდე. მწარმოებელი: შპს „ნესტლე როსია“ 115054, რუსეთი, ქ. მოსკოვი, პაველეცკის მოედანი. სახლი 2. შენობა 1 (ფილიალი ქ. ვოლოგდაში: 160010, რუსეთი, ქ. ვოლოგდა მიხაილ პოპოვიჩის ქუჩა, სახლი 4ა). იმპორტიორი საქართველოში: შპს „ნესტლე საქართველო“. ჭავჭავაძის გამზ. 34, მე-8 სართ. თბილისი. შენახვის პირობები: დახურული კოლოფი შეინახეთ მშრალ ადგილას, არა უმეტეს 250 C ტემპერატურისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის არა უმეტეს 75%-ის პირობებში. გახსნილი კოლოფი მჭიდროდ დახურეთ. გახსნის შემდეგ კოლოფი შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში. დამზადების თარიღი, უმჯობესია გამოყენებული იქნას -მდე და პარტიის ნომერი, მითითებულია შეფუთვის ძირზე. ® სავაჭრო ნიშნების მფლობელი: SOCIÉTÉ DES PRODUITS NESTLÉ S. A. (შვეიცარია)










