ბუტადიონი მალამო 20გ ტუბ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ანტითრომბოზული და სხვა პრეპ., არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ფენილბუტაზონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 96
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბუტადიონი მალამო, 5%
წამლის ფორმა: მალამო
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები: 1 გ მალამო შეიცავს 50.0 მგ ფენილბუტაზონს.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლისორბატი 60, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, გლიცერინი (85%-ანი), პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მალამო ბუტადიონი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ჯგუფს განეკუთვნება.
ჩვენებები:
მალამოს გამოიყენება შეიძლება კანის სხვადასხვა წარმოშობის ანთებების დროს; მექანიკური, ქიმიური ზემოქმედება, I და II ხარისხისა და მცირე მოცულობის დამწვრობები, მზით გამოწვეული დამწვრობები, კანის გაღიზიანება ვენაში ან კუნთებში ნანემსრების ადგილებში; ზედაპირული ვენების ანთებები; ტრავმატული შესიება, კანქვეშა სისხლჩაქცევები; კუნთებისა და მყესების დაჭიმვა და რევმატიული სახსრების ტკივილის ადგილობრივი მკურნალობა. პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის. მალამო დიდხანს არ გამოიყენოთ, იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე დღის განმავლობაში ნიშნები არ შემცირდა, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები:
- ბრონქიალური ასთმის ან ალერგიული რეაქციის (ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება) შეტევის წარმოქმნისას წარსულში ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების შემდეგ.
- კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა.
- პრეპარატის გამოყენება დახურული სახვევის ქვეშ.
- პრეპარატის გამოყენება თვალებზე, თვალის გარშემო, ლორწოვან გარსებზე, ძვლების ღია მოტეხილობებზე, ღია ჭრილობებზე.
- ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების მკურნალობა, რომლებიც სტეროიდებით თერაპიაზე რეაგირებენ.
- ერთობლივი გამოყენება ფენილბუტაზონის შემცველ სხვა პრეპარატებთან.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენებას უნდა მოერიდოთ.
14 წელზე უმცროსი ბავშვებისათვის პრეპარატი უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
თუ თქვენ ორსულად ხართ, ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მალამოსთან ერთად, რეგულარულად ან დროებით, სხვა პრეპარატების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.
მალამოს ხანგრძლივად გამოყენებისას, წარმოიქმნება ორგანიზმში ფენილბუტაზონის დიდი დოზით შეწოვის რისკი და ამ შემთხვევაში აუცილებელია საერთო მოქმედების და სხვა პრეპარატებთან ერთობლივი მოქმედების გათვალისწინება.
მიღების წესი და დოზირება:
უფროსებში და 14 წელზე უფროს ბავშვებში: მალამო უნდა წაისვას კანის დაზიანებულ მონაკვეთზე თხელ ფენად შეზელვის გარეშე 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზა შესაძლოა გამოვლინდეს მალამოს კანის დიდ მონაკვეთზე წასმისას, ან პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას.
ჭარბი დოზირება შესაძლოა გამოვლინდეს ადგილობრივი ან სისტემური ნიშნებით, ორგანიზმის მიერ პრეპარატის შეწოვილი რაოდენობის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები:
როგორც სხვა პრეპარატებს, გვერდითი ეფექტები მალამო ბუტადიონსაც შეიძლება გააჩნდეს.
ადგილობრივი გვერდითი მოქმედება:
ზოგჯერ გვხვდება კანის ალერგიული და არაალერგიული ანთება, მალამოს შემცველობაში შემავალი მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის (სხვა ფართოდ ცნობილი სახელწოდებით: პარაბენი) გამო, ამ ინგრედიენტის მიმართ მგრძნობიარე პირებში, მაგრამ მალამოს სხვა ინგრედიენტებსაც შეუძლიათ მსგავსი რეაქციები გამოიწვიონ.
ზოგადი სისტემური გვერდითი მოქმედება:
ფენილბუტაზონმა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სისხლის ორგანოების მხრივ, და ასევე შეუძლია ზოგადი ალერგიული რეაქციის გამოწვევა.
ყველა წამლის მიმართ შეიძლება ჩამოყალიბდეს ალერგიული რეაქცია, ამიტომ, შემდეგი ნიშნების გამოვლინებისას (კანზე გამონაყარი მთელ სხეულზე, შეშუპებები, ბრონქების შევიწროვება და ა.შ.) საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, საწყის შეფუთვაში, 8-150C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.
გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი და მისი მისამართი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით