ჰალიბუტი 30გ მალამო

ჰალიბუტი 30გ მალამო

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: თუთია+ბენტოლიტური თიხა ასკანის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 95938
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ჰალიბუტი 15მგ/გ მალამო

თუთიის ოქსიდი

 

აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენებისდაწყებამდესრულადდაყურადღებითგაეცანითწინამდებარეფურცელ-ჩანართს,რადგანაცისშეიცავს თქვენთვისმნიშვნელოვანინფორმაციას.

–        შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია თქვენ ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

–        თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

–        თუ აღგენიშნებათ ნებიმიერი გვერითი ეფექტი ან შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.  იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარეფურცელი-ჩანართიშეიცავსშემდეგინფორმაციას:

  1. რას წარმოადგენს ჰალიბუტი რისთვის გამოიყენება
  2. რისი ცოდნაა საჭირო ჰალიბუტის გამოყენებამდე
  3. როგორ გამოიყენება ჰალიბუტი
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. როგორ უნდა იქნას შენახული ჰალიბუტი
  6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  1. 1.    რასწარმოადგენსჰალიბუტი დარისთვისგამოიყენება

ჰალიბუტი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება კანის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს. ჭრილობის სამკურნალო დამხმარე საშუალებები.

მალამოს თითოეული გრამი შეიცავს 150 მგ თუთიის ოქსიდს.

ჰალიბუტი, მისი შემადგენლობის ხასიათიდან გამომდინარე, არის სამკურნალო საშუალება, რომელსაც აქვს ქსოვილის შესანიშნავი აღმდგენი მოქმედება. გარდა ამისა, მას, ასევე, აქვს დიდი დამცავი, დამამშვიდებელი, შემკვრელი და ანტისეპტიკური მოქმედება, თუთიის ოქსიდის არსებობის გამო.

დამამშვიდებელი, აღმდგენი და რეგენერაციული მოქმედების გამო, ჰალიბუტი ნაჩვენებია საფენის დერმიტიტის (საფენის გამონაყარის), პირველი ხარისხის დამწვრობის და ზედაპირული ჭრილობის სამკურნალოდ.

  1. 2.    რისიცოდნაასაჭიროჰალიბუტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ჰალიბუტი:

–        თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) თუთიის ოქსიდის  ან ამ პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (მოცემული მე-6 პარაგრაფში).

განსაკუთრებული სიფრთხილე ჰალიბუტის გამოყენებისას

–        როდესაც ეს პროდუქტი გამოიყენება დიდ ზედაპირზე, ოკლუზიური სახვევის ქვეშ ან სქელ ფენად.

–         მგრძნობიარე ან დამწვარი კანზე.

–         ლორწოვან გარსებზე.

–        ახალშობილთა ან ჩვილთა კანზე, ზედაპირი/წონის თანაფარდობის გამო, ასევე სპონტანური ოკლუზიის ეფექტის გამო კანის ნაკეცებისა და დუნდულების არეში.

სხვა სამკუნალო საშუალებები და ჰალიბუტი

აცნობეთ თქვენს  ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებსაც.

ცნობილი არ არის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.

ჰალიბუტის გამოყენება არ შეიძლება დაჟანგვის თვისებების მქონე ანტისეპტიკურ საშუალებებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვებ

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ვინაიდან, ჰალიბუტი შეიცავს A ვიტამინს, ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვ და მექანიზმების გამოყენება

ჰალიბუტს არ აქვს გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰალიბუტის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების შესახებ

ჰალიბუტი შეიცავს ბუტილჰიდროქსიანიზოლს (E320) და ბუტილჰიდროქსიტოლოუენს (E321), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი) ან თვალების და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

ჰალიბუტი შეიცავს პარაბენებს (მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული).

  1. 3.    როგორგამოიყენება ჰალიბუტი

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კანის გაღიზიანების შემთხვევაში, სადაც კანი ინტაქტურია (ხელუხლებელია), წაისვით საკმარისი რაოდენობით მალამო დაზიანებული ადგილის დასაფარად და მალამო ნაზად შეიზილეთ. აღნიშნული მდგომარეობა მოიცავს საფენის დერმატიტს (საფენის გამონაყარი) და მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებით გამოწვეულ გაღიზიანებას. წაისვით მალამო დღეში რამდენჯერმე.

ზედაპირული ჭრილობები შეიძლება დაიფაროს სახვევით ან დოლბანდით, რომლზეც წასმული იქნება მალამო. სახვევი შეცვალეთ ყოველდღიურად.

თუ გამოიყენეთჰალიბუტი საჭიროზე მეტირაოდენობით

გამოყენების წესის გათვალისწინებით, ინტოქსიკაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუ დაავიწყდათ ჰალიბუტისგამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი ოდენობა, დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ ჰალიბუტისგამოყენება

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კოთხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. 4.    შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

ჰალიბუტი ძალიან კარგად გადაიტანება ამასთან, შეიძლება აღინიშნოს ისეთი ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა:

–        კონტაქტური დერმატიტი;

–        თვალებისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება;

–        ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული).

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ აცნობოთ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით, ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

INFARMED, I.P. (ინფარმედ ი.პ)

Direção de Gestão do Risco de Medicamentos (მედიკამენტების რისკის მართვის დირექტორატი)

Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53 (ლისაბონის ჯანმრთელობის პარკი, ბრაზილიის გამზ. 53)

1749-004 ლისაბონი-პორტუგალია

ტელეფონი: +351 21 798 73 73

პროდუქტის ხაზი: 800222444 (უფასო)

ინტერნეტ – გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

ელ.ფოსტა: [email protected]

  1. 5.    როგორ უნდა იქნას შენახული ჰალიბუტი

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ეს პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  1. 6.    შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ჰალიბუტი

–        მოქმედი ნივთიერებაა თუთიის ოქსიდი.

–        სხვა დამხმარე ნივთიერებებია: რეტინილ პალმიტატი, ქოლეკალციფეროლი, დრაგოსანი (სორბიტანის იზოსტეარატი + ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი + ცერესინი + ფუტკრის ცვილი), მზესუმზირის ზეთი, თხევადი პარაფინი, ტალკი, მაკროგოლგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი, ბუტილჰიდროქსიანიზოლი (E320), გაწმენდილი წყალი, მაგნიუმის სულფატის ჰეპტაჰიდრატი, თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალიზებადი), გლიცერინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E321) და თევზის ქონი.

ჰალიბუტისგარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ჰალიბუტი არის თეთრი ფერის მალამო, ნაღებისებრი კონსისტენციით,  რომელიც მოცემულია 20, 30, 50 და 100 გ-იან თეთრ პოლიმერულ ფოლგის ტუბებში.

გარდა ამისა, შეფუთვის ზომები 20 და 30 გ შეფუთულია ალუმინის ტუბებშიც.

საავადმყოფოს შეფუთვა მოცემულია 30 გ-იან 50 ალუმინის ტუბებში.

შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგზე ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგზე ლიცენზიის მფლობელი

MEDINFAR CONSUMER HEALTH — PRODUTOS FARMACÊUTICOS, LDA. (მედინფარ კონსიუმერ ჰელსი - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ლდა)

Rua Henrique Paiva Couceiro, N° 27 (ჰერნრიკე პაივა კოუჩეიროს ქ. #27)

Venda Nova, 2700-451 Amadora - Portugal (ვენდა ნოვა, 2700-451 ამადორა - პორტუგალია)

მწარმოებელი

FARMALABOR - PRODUTOS FARMACÊUTICOS, S.A. (ფარმალაბოურ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.)

Zona Industrial de Condeixa-a-Nova (კონდიექსა-ა-ნოვას ინდუსტრიული ზონა)

3150-194 Condeixa-a-Nova — Portugal (3150-194 კონდიექსა-ა-ნოვა, პორტუგალია)

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა: 04/2018

როგორ გამოვიყენო

ბავშვის დუნდულები

–        საფენის გამოცვლისას წაუსვით ჰალიბუტის სქელი ფენა, რათა შექმნათ დამცავი ბარიერი ბავშვის კანს, შარდსა და ფეკალიებს შორის

–        საფენის გამონაყარის შემთხვევაში, რაც შეიძლება ხშირად ცვალეთ საფენი და საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ წაუსვით ჰალიბუტი ბავშვის კანზე.

კანის დაზიანების მკურნალობა

–        ჭრილობების დროს, კანზე წასმანდე წაუსვით ჰალიბუტი სახვევზე ან დობანდზე

–        კანის სხვა დაზიანებების შემთხვევაში, როგორიცაა პირველი ხარისხის დამწვრობა, წაისვით ჰალიბუტი პირდაპირ კანზე.

ჰალიბუტი უზრუნველყოფს პროფილაქტიკას და მკურნალობას.