ასპირინი 0.5გ #10ტ (დარნიცა)
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
აცეტილსალიცილის მჟავა-დარნიცა
ტაბლეტები 0.25 გ ან 0.5 გ
სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა, 1 ტაბლეტი შეიცავს 0.25 გ ან 0.5 გ აცეტილსალიცილის მჟავას;
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, კარტოფილის სახამებელი.
გამოშვების ფორმა. ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები.
ფარმაკოლოგიური თვისებები. აცეტილსალიცილის მჟავა – არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალება, სალიცილატის წარმოებული. ამცირებს სხეულის ანთების შედეგად მომატებულ ტემპერატურას, აყუჩებს ტკივილს, ახდენს ანტითრომბოტულ და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედებას.
ჩვენებები. რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ინფექციურ-ალერგიული მიოკარდიტი, პერიკარდიტი. ციებ-ცხელების სინდრომი ინფექციურ-ანთებითი დაავადებები დროს. ტკივილის სინდრომი (სხვადასხვა წარმოშობის): თავის ტკივილი (მ.შ. დაკავშირებული ალკოჰოლის აბსტინენტურ სინდრომთან), შაკიკი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, ლუმბაგო, მიალგია, ართრალგია. როგორც ანტიაგრეგატული საშუალება (დოზები 250 მგ/დღე-ღამემდე): გულის იშემიური დაავადება, გულის იშემიური დაავადების რისკის რამოდენიმე ფაქტორის არსებობა, მიოკარდის უმტკივნეულო იშემია, არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი (მიოკარდის განმეორებითი ინფარქტის რისკის და მიოკარდის ინფარქტის შემდეგ სიკვდილიანობის შესამცირებლად), ტვინის განმეორებითი იშემია და იშემიური ინსულტი მამაკაცებში, გულის სარქველების პროთეზირება (თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა და მკურნალობა), ბალონური კორონარული ანგიოპლასტიკა და სტენტის ჩაყენება (განმეორებითი სტენოზის რიკის შემცირება და კორონარული არტერიის მეორადი დაშლის მკურნალობა), კორონარული არტერიის არაათეროსკლეროზული დაზიაენებების დროს (კავასაკის დაავადება), აორტოარტერიიტი (ტაკიასუს დაავადება), გულის სარქველების მიტრალური მანკები და მოციმციმე არითმია, მიტრალური სარქველის პროლაფსი (თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა), ფილტვის არტერიის რეციდივირებადი თრომბოემბოლიები, ფილტვის ინფარქტი, მწვავე თრომბოფლებიტი, დრესლერის სინდრომი. კლინიკურ იმუნოლოგიასა და ალერგოლოგიაში: თანდათან მზარდი დოზებით ხანგრძლივი დესენსიბილიზაციისათვის და არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მყარი ტოლერანტობის ჩამოყალიბებისათვის ავადმყოფბებში ასთმითა და “ტრიადით”, რომლებიც მწვავდება აცეტილსალიცილის მჟავის მიღების შედეგად.
უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავის და პრეპარატის კომპონენტების მიმართ. აცეტილსალიცილის მჟავა-დარნიცა უკუნაჩვენებია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დაავადების (მ.შ. წარსულში), მომატებული მჟავიანობით გასტრიტის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების, პორტალური ჰიპერტენზიის, სისხლის შედედების დარღვევების დროს; ორსულობის პირველი 3 თვე და მეძუძური დედებისათვის.
სიფრთხილე გამოყენებისას. ავადმყოფებისათვის ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონალური უკმარისობით პრეპარატის დოზა აუცილებლად უნდა შემცირდეს ან გაიზარდოს ინტერვალი მიღებებს შორის.
ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავა-დარნიცა, როგორც ყველა არასელექტიური არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატები, იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს მხოლოდ ჭამის შემდეგ, წყლის, მინერალური წლის, ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარის (უმჯობესია რძის) დაყოლებით.
აცეტილსალიცილის მჟავა-დარნიცას ხანგრძლივი გამოყენებისას უნდა გაკეთდეს სისხლისა და განავლის ანალიზები.
ბავშვებსა და მოზარდებში ჰიპერთერმიის დროს პრეპარატის მიღება სასურველია მხოლოდ სხვა ანალგეტიკ-ანტიპირეტიკების არაეფექტურობის შემთხვევაში. თუ ასეთ ავადმყოფებს პრეპარატის მიღების შედეგად გულისრევა დაეწყოთ, საეჭვოა რეიეს სინდრომი და აუცილებელია ექიმითან მიმართვა. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ალერგიული რინიტით, ცხვირის პოლიპოზით, ჭინჭრის ციებით ავადმყოფთა სამკურნალოდ.
გეგმიური ქირურგიული ჩარევების წინ აუცილებლად უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება 5-7 დღე-ღამით ადრე ოპერაციამდე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პრეპარატი აძიერებს ანტიკოაგულანტების, სულფანილშარდოვანას შაქარდამწევი წარმოებულების მოქმედებას. ამცირებს სპირონოლაქტონის, ფუროსემიდის, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედებას.
ზრდის კორტიკოსტეროიდების, მეტოტრექსანის გვერდით მოქმედებას.
კოფეინი და მეტოპროკლამიდი ზრდიან აცეტილსალიცილის მჟავის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს კუჭის ალკოჰოლდეჰიდროგენაზის ბლოკირებას, რითიც ზრდის ეთანოლის დონეს ორგანიზმში.
გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი მიიღება შინაგანად, ჭამის შემდეგ.
ციებ-ცხელებისა და ტკივილის სინდრომისას უფროსებში – 500-1000 მგ 3-4-ჯერ დღე-ღამეში. დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.
სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად – რამოდენიმე თვის განმავლობაში.
მიოკარდის ინფარქტის დროს, ასევე განმეორებითი პროფილატიკისათვის ავადმყოფებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდის ინფარქტი – 250 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
როგორც თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი - 250 მგ/დღე-ღამე ხანგრძლივად.
ტვინის სისხლმიმოქცევის დინამიური დარღვევების, ცერებრალური თრომბოემბოლიების დროს - 250 მგ/დღე-ღამე დოზის თანდათან გაზრდით 1000 მგ/დღე-ღამემდე, რეციდივების პროფილაქტიკისათვის - 250 მგ/დღე-ღამე.
ბავშვებში – 50-200 მგ 3-4-ჯერ დღე-ღამეში; ერთჯერადი დოზა 2 წლიდან ბავშვებისათვის – 100 მგ, 3 წლიდან – 150 მგ, 4 წლიდან – 200 მგ, 5 წლიდან დაწყებული – 250 მგ; დღე-ღამის დოზა – გაანგარიშებიდან 200 მგ სიცოცხლის 1 წელიწადზე.
ჭარბი დოზა. პრეპარატით მსუბუქი ფორმის ინტოქსიკაციის დროს შესაძლებელია: ღებინება, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, თავის ტკივილი. მძიმე შემთხვევებში – აზრის არევა, ტრემორი, ხუთვა, მეტაბოლური აციდოზი, კომა, კოლაფსი. შესაძლო ლეტალური დოზები: უფროსებისათვის – 10 გ-ზე მეტი, ბავშვებისათვის – 3 გ-ზე მეტი.
მკურნალობა. აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
გვერდითი ეფექტები.
ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის მიმართ აცეტილსალიცილის მჟავა-დარნიცას შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება, სხვადასხვანაირი ეგზანთემები, ეოზინოფილია, ბრონქოსპაზმი. პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს ანაფილაქტიური შოკი, ასთმა, ავადმყოფებში ბრონქიალური ასთმით აღინიშნება შეტევების გახშირება და გაძლიერება. ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ოტოტოქსიური, ნეფროტოქსიური და ჰეპატოტოქსიური ეფექტები. შინაგანად მიღებისას პრეპარატი ახდენს სპეციფიურ ულცეროგენულ მოქმედებას, იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიულ და წყლულოვან დაზიანებებს, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენებს. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ჰეპატოგენური ენცეფალოპათია. ასთმა, “ტრიადა” (ეოზინოფილური რინიტი, ცხვირის რეციდივირებადი პოლიპოზი, ჰიპერპლასტიური სინუსიტი). ასეპტიური მენინგიტის. გულის უკმარისობის სიმპტომების გაძლიერება, შეშუპებები, ღებინება, გულისრევა. თრომბოციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია.
ვარგისიანობის ვადა. 4 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
შეფუთვა. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 1 კონტურული დანაყოფებიანი შეფუთვა კოლოფში.
გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.