ფესტამ გელი 2.5% 30გ ტუბ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფესტამი® გელი
კეტოპროფენი BP 2.5 %
შემადგენლობა:
ფესტამი® გელი: გელის ყოველი გრამი შეიცავს კეტოპროფენი BP 25 მგ-ს.
არააქტიური ნივთიერებები: კარბოპოლი NF 980, ტრიეთანოლამინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ეთანოლი (96%), ლავანდას ეთერზეთი, ნეროლის ეთერზეთი და გასუფთავებული წყალი.
ათქ კოდი: M02AA10
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
თვისებები: კარგად ცნობილია კეტოპროფენის აღსანიშნავი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილის ანტაგონისტური მოქმედება, ამ თვალსაზრისით არის ყველაზე ეფექტური ნაერთი სინთეზურ არასტეროიდულ პრეპარატებს შორის. იგი არის ფესტამი® გელის აქტიური ნივთიერება, რაც იძლევა სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების მტკივნეული, ანთებითი ან ტრავმული დაზიანებების ადგილობრივად პერკუტანული გზით მკურნალობის საშუალებას.
იგი აგრეთვე ხელს უწყობს ჩვეულებრივი გზით სათანადო მკურნალობით კანის, ვენების, ლიმფური სისხლძარღვების, ლიმფური ჯირკვლების ანთებითი პროცესების სწრაფ გაუმჯობესებას.
სათანადო დამხმარე ნივთიერება უზრუნველყოფს წამლის კანს შიდა შეღწევას სისტემური-მსგავსი გვერდითი მოვლენების პროვოცირების გარეშე; მისი ამტანობა შესანიშნავია ძალინ მგრძნობიარე კანზე დატანის შემთხვევაშიც კი.
ჩვენებები:
სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების (ართრიტი, პერიართრიტი, ართროსინოვიტი, ტენდინიტი, ტენოსინოვიტი, ბურსიტი, კონტუზიები, დაჭიმულობა, ღრძობა, მუხლის მენისკის დაზიანებები, კისერმრუდობა, ლუმბაგო) მტკივნეული, ანთებითი ან ტრავმული დაზიანებები, ფლებიტი, პერიფლებიტი, ლიმფოანგიტი, ზედაპირული ლიმფოანგიტი. ერითემა და კანქვეშა ანთებითი პროცესები.
დოზა და მიღების წესი:
გელი (3-5 სმ ან მეტი, დამოკიდებულია განფენილობაზე) დაიტანეთ კანზე დღეში ერთჯერ-ორჯერ, შეწოვის ხელშეწყობის მიზნით შეიზილეთ ნაზად (ერთი მიმართულებით).
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულ და მეძუძურ ქალებში იგი გამოიყენება მხოლოდ რეალური საჭიროებისას და სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
გვერდითი მოვლენები:
ფესტამი® გელის ჭარბი დოზირებისას არ აღნიშნულა საყურადღებო გვერდითი მოვლენები.
უკუჩვენებები:
პროდუქტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა.
გაფრთხილება:
პროდუქტების ადგილობრივად ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობითი პნევმონია. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და დაიწყოთ სათანადო მკურნალობა.
წამალთშორისი ურთიერთქმედება:
ფესტამი® გელის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ არის აღნიშნული. ამასთან, მიზანშეწონილია კუმარინის ნივთიერებებით მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების მონიტორინგი.
შეუთავსებლობა:
არ არის ცნობილი სხვა წამლებთან შეუთავსებლობა
შენახვა:
შეინახეთ მშრალ ადგილას 15-300C ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს და შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
ფესტამი® გელი: ყოველ ლამინირებულ ტუბში არის 30 გ გელი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
PACIFIC PHARMACEUTICALS LTD-ს მიერ
კანჩპური, ნარაიანგონჯი, ბანგლადეში