ნუტრილაკი რძე - პრემიუმი 2 (6-12 თვე)

ნუტრილაკი რძე - პრემიუმი 2 (6-12 თვე)

33.80 ლარი
კატეგორია: რძის ნაზავი
კოდი: 95879
გააზიარე:

ნუტრილაკი პრემიუმი 2 (PROBRAIN) (6-12 თვე), 300გრ. 4600490621370

ნუტრილაკი პრემიუმი 2 - განკუთვნილია 6-დან 12 თვემდე პატარების ძირითადი კვებისთვის. ნუტრილაკის Probrain ხაზი სრულფასოვანი შემადგენლობის ადაპტირებული ნარევია, ომეგა-3-ის (DHA) max* მაქსიმალური შემცველობით. უზრუნველყოფს თავის ტვინის სრულფასოვან განვითარებას, იმუნიტეტის გაძლიერებას, კომფორტულ მონელებას. დამზადებულია ნატურალური რძის ცხიმით. არ შეიცავს პალმის და რაფსის ზეთს!

Nutrilak Premium 2 მშრალი რძიანი ადაპტირებული მომდევნო ნარევი 6 თვიდან შერეულ და ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის.

ყურადღება! დედის რძე თქვენი ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია! ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

Nutrilak Premium 2 - სრულყოფილი ინტელექტუალური განვითარების, იმუნური სისტემის და კომფორტული მონელების ფორმირებისთვის. არ შეიცავს პალმის და რაფსის ზეთს! არ შეიცავს გმო-ს!

ინგრედიენტები: მშრალი დემინერალიზებული რძის შრატი, მალტოდექსტრინი, მცენ. ცხიმები (მაღალოლეინური მზესუმზირა, სოიო, ქოქოსი), მშრალი ნატურალური რძე, მშრალი ცხიმგაცლილი რძე, რძის შრატის ცილების კონცენტრატი, მინერ. ნივთიერ. (კალციუმის კარბონატი, კალიუმის ციტრატი, კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის, მაგნიუმის, მანგანუმის და კალიუმის ქლორიდი, რკინის (II), თუთიის და სპილენძის
სულფატი, კალიუმის იოდიდი, ნატრიუმის სელენიტი), რძის ცხიმი, თევზის ცხიმი
(დოკოზაჰექსაენის მჟავის წყარო DHA), ვიტამინები (C, E, PP, B5, B2, A, B6, B1, B9, K1,
D-ბიოტინი, D3, B12, B4), ოლიგოსაქარიდი 2’- ფუკოზილლაქტოზა, ინოზიტი, ტაურინი,
ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), ნუკლეოტიდები (ციტიდინ-5’-და ადენოზინ-5’-
მონოფოსფორმჟავა, ურიდინ 5- გუანოზინ-5 და ინოზინ-5-მონოფოსფატ დინატრიუმის
მარილი), L-კარნიტინი, ანტიდამჟანგავი (L-ასკორბილპალმიტატი). Mortierella Alpina-ს
ცხიმი (არაქიდონის მჟავის წყარო ARA), ლუტეინი. არ შეიცავს გმო-ს!

კვებითი ღირებულება 100 გ პროდუქტში: ცილა 9.5 გ, ცხიმი 22 გ. მ.შ. ნაჯერი ცხიმები 8.7 გ,
ნახშირწყლები 62.1 გ, მ. შ. შაქრები 39.72 გ, დამატებული შაქარი 0, მარილი 0.16 გ. ენერგეტ.
ღირებულება 485 კკალ. დეტალური ინფორმაცია იხ. შეფუთვაზე.

მომზადების და გამოყენების ინსტრუქცია: ადუღებულ და 40-45°C-მდე გაგრილებულ
წყლიან ბოთლში ჩაყარეთ ნარევი საზომი კოვზით (ყოველ 30 გრ. წყალში - 1 მზომი კოვზი ნუტრილაკი) და შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე. მოამზადეთ უშუალოდ კვების წინ. ნუ გამოიყენებთ ნარჩენს შემდეგი კვებისთვის. არევის მოცულობას და რაოდენობას განსაზღვრავს ექიმი ბავშვის ინდივიდუალური
მდგომარეობიდან გამომდინარე.

შენახვის პირობები: კოლოფი გახსნამდე შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას 0-25°C და
არაუმეტეს 75% ჰაერის ტენ. პირობებში. გახსნილი კოლოფი გამოიყენეთ 3 კვირა.

დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
წონა: 300 გრ.
მწარმოებელი დსს “ინფაპრიმი”. იმპორტიორი საქართველოში შპს “ნატურლენდი”. თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ.N 3