მოქსალონი 400მგ #7ტ
გააზიარე:
მოქსალონი, 400 მგ
1. სამკურნალო პროდუქტის დასახელება
მოქსალონი, 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ მოქსიფლოქსაცინს, მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის BP-ს სახით.
დამხმარე ნივთიერებები სრულად იხილეთ პუნქტში 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
აპკით შემოგარსული ტაბლეტი
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1 სამკურნალო ჩვენებები
მოქსალონი 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი გამოიყენება 18 წლის ასაკს და მეტი ასაკის პაციენტებში, ქვემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია მოქსიფილოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (იხ. პუნქტი 4.4, 4.8 და 5.1). მოქსალონი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანშეუწონილად მიიჩნევა ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ამ ინფექციების საწყისი მკურნალობისთვის, ან როდესაც არაეფექტური აღმოჩნდა.
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ადეკვატურად დიაგნოზირებული)
მწვავე ბაქტერიული სინუსიტის დროს მოქსალონი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანშეუწონილად მიიჩნევა სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ამ ინფექციების სამკურნალოდ.
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება ბრონქიტის ჩათვლით (დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში).
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების დროს მოქსალონი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანშეუწონილად მიიჩნევა სხვა ანტიბაქტერიული საშუელებების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ამ ინფექციების სამკურნალოდ.
- საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, გარდა მძიმე შემთხვევებისა.
- მსუბუქიდან ზომიერამდე ხასიათის მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება (მაგ: ქალის ზედა სასქესო გზების ინფექციები, მათ შორის სალპინგიტი და ენდომეტრიტი), რომელიც არ არის დაკავშირებული ტუბოოვარიალურ ან მენჯის ღრუს აბსცესთან.
მოქსალონის 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არ არის რეკომენდებული მსუბუქიდან და ზომიერამდე ხასიათის მენჯის ღრუს ანთებითი დაავადების მონოთერაპიაში, მაგრამ უნდა დაინიშნოს სხვა სათანადო ანტიბაქტერიულ საშუალებებთან (მაგ. ცეფალოსპორინი) კომბინაციაში, მოქსიფილოქსაცინისადმი Neisseria gonorrhoeae-ს მდგრადობის გაზრდასთან დაკავშირებით, თუ არ არის გამორიცხული Neisseria gonorrhoeae-ს მდგრადობა მოქსალონის მიმართ. (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).
მოქსალონის 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას თერაპიის კურსის დასრულებისთვის იმ პაციენტებში, რომლებშიც ინტრავენური მოქსალონით საწყისი მკურნალობისას აღინიშნა გაუმჯობესება შემდეგი ჩვენებებისთვის:
- საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
- კანის და კანის სტრუქტურების გართულებული ინფექციები
მოქსალონის 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული კანის და კანის სტრუქტურების რომელიმე ტიპის ინფექციების ან საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმის მკურნალობის დაწყებისას.
ყურადღება უნდა მიექცეს ანტიბაქტერიული საშუელებების სათანადო გამოყენების შესახებ ოფიციალურ მითითებებს.
4.2. დოზა და მიღების წესი
დოზა (მოზრდილები)
რეკომენდებული დოზაა 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერ დრეში.
თირკმლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დოზის შეცვლა არ არის საჭირო პაციენტებში მსუბუქიდან მძიმე ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან ქრონიკულ დიალიზზე მყოფ პაციენტებში ე.ი. ჰემოდიალიზი და უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი (მეტი დეტალები იხილეთ პუნქტში 5.2).
არსებობს არასაკმარისი მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი 4.3).
სხვა განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებსა და სხეულის მცირე მასის მქონე პაციენტებში დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს.
პედიატრიული პოპულაციები
მოქსალონი უკუნაჩვენებია ბავშვებში და მოზარდებში (< 18 წელი). ბავშვებში და მოზარდებში არ არის დადგენილი მოქსალონის ეფექტურობა და უსაფრთხოება (იხ. პუნქტი 4.3).
მიღების წესი
აპკით შემოგარსული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით და მისი მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად.
მიღების ხანგრძლივობა
მოქსალონის 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტებით მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს:
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება 5-10 დღე
- საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია 10 დღე
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი 7 დღე
- მსუბუქიდან ზომეირამდე ხასიათის მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება 14 დღე
მოქსალონის 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები შესწავლილი იქნა კლინიკურ ცდებში 14 დღემდე მკურნალობისთვის.
ეტაპობრივი თერაპია (ინტრავენური შეყვანა შემდგომი შიგნით მიღებით)
ეტაპობრივი თერაპიის კლინიკურ კვლევებში პაციენტთა უმეტესობა ჩართული იყო ინტრავენურიდან პერორალურ მკურნალობაზე 4 დღის განმავლობაში (საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია) ან 6 დღის განმავლობაში (კანისა და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციები). ინტრავენური და პერორალური მკურნალობის მთლიანი რეკომენდებული ხანგრძლივობა არის 7-14 დღე საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიისას და 7-21 დღე - კანისა და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციებისას.
არ არის რეკომენდებული მითითებული დოზისა (400 მგ დღე-ღამეში ერთხელ) და თითოეული ჩვენებისთვის მოცემული მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.
4.3 უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა მოქსალონის, სხვა ქინოლონების ან პუნქტ 6.1 -ში მოცემული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ორსულობა და ლაქტაცია (იხ. პუნქტი 4.6)
- 18 წლამდე ასაკის პაციენტები
- პაციენტები რომლებსაც ქინოლონებით მკურნაობასთან დაკავშირებით ანამნეზში აღენიშნებათ მყესის დაავადება/დარღვევა.
როგორც პრეკლინიკურ კვლევებში, ასევე ადამიანებში, დაფიქსირდა კარდიოელექტროფიზიოლოგიის ცვლილებები მოქსალონის შეყვანის შემდეგ, QT ინტერვალის გახანგრძლივების ფორმით. წამლის უსაფრთხოების მიზეზების გამო, მოქსალონი უკუნაჩვენებია პაციენტებში შემდეგი მდგომარეობებისას:
- თანდაყოლილი ან დადგენილი შეძენილი QT ინტერვალის გახანგრძლივება.
- ელექტროლიტების დარღვევები, განსაკუთრებით არაკორექტირებული ჰიპოკალემიის დროს;
- კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია;
- კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის უკმარისობა მარცხენა-პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაქვეითებით;
- სიმპტომური არითმია ანამნეზში;
მოქსალონის გამოყენება არ შეიძლება იმ სამკურნალო პროდუქტების პარარელურად რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (იხ. აგრეთვე პუნქტი 4.5).
შეზღუდული კლინიკური მონაცემების გამო, მოქსალონი ასევე უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (C კლასი Child-Pugh შკალის მიხედვით) და იმ პაციენტებში, რომლებსაც ტრანსამინაზების დონე > 5-ჯერ აქვთ გაზრდილი ნორმის ზედა ზღვართან მიმართებით ULN.
4. განსაკუთრებული გაფრთხილება და გამოყენების სიფრთხილის ზომები
მოქსალონით მკურნალობის უპირატესობა, განსაკუთრებით დაბალი სიმძიმის ხარისხის ინფექციების დროს, უნდა დაბალანსდეს გაფრთხილებისა და სიფრთხილის ზომების პუნქტში მოცემული ინფორმაციის მიხედვით.
მოქსალონის გამოყენებას უნდა მოერიდონ პაციენტები, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები, ქინოლონის ან ფტორქინოლონის შემცველი პროდუქტების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.8). ამ პაციენტების მკურნალობა მოქსალონით უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის არარსებობისას და სარგებელის / რისკის შეფასების შემდეგ (იხ. აგრეთვე პუნქტი 4.3).
QTc ინტერვალის გახანგრძლივება და კლინიკური მდგომარეობები, რომლებიცპოტენციურადახანგრძლივებენ QTc ინტერვალს
მოქსალონმა ზოგიერთ პაციენტში აჩვენა QTc ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამებზე (ეკგ). კლინიკური კვლევის პროგრამის შედეგად მიღებული ელექტროკარდიოგრაფიების ანალიზში, QTc გახანგრძლივება მოქსალონთან ერთად იყო 6 msec ± 26 msec, 1.4% საწყისთან შედარებით. რადგან ქალებს მამაკაცებთან შედარებით აქვთ უფრო ხანგრძლივი QTc ინტერვალი, ისინი შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QTc- ის გამახანგრძლივებელი მედიკამენტების მიმართ. ხანდაზმული პაციენტები ასევე უფრო მეტად განიცდიან იმ სამკურნალწამლო საშუალებების ზემოქმედებას, რომლებიც გავლენას ახდენენ QT ინტერვალზე.
მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ კალიუმის დონის შემცირება, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოქსალონს (იხ. აგრეთვე პუნქტები 4.3 და 4.5).
მოქსალონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიმდინარე პროარითმული მდგომარეობის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ქალები და ხანდაზმული პაციენტები), მაგალითად, მიოკარდიუმის მწვავე იშემია ან QT ინტერვალის გახანგრძლივება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი არითმიების (მათ შორის პარკუჭების ციმციმი) და გულის გაჩერების რისკის გაზრდა (იხილეთ აგრეთვე პუნქტი 4.3). QT ინტერვალის გახანგრძლივების მაგნიტუდა შეიძლება გაიზარდოს სამკურნალო პროდუქტის კონცენტრაციის მატებასთან ერთად. ამიტომ, დოზა არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულს.
თუ მოციფლოქსაცინით მკურნალობის დროს აღინიშნება გულის არითმიის ნიშნები, უნდა შეწყდეს მკურნალობა და ჩატარდეს ეკგ.
ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები
ფტორქინოლონების, მათ შორის მოქსალონის პირველი გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ჰიპერმგრძნობელობითი და ალერგიული რეაქციები. ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება პროგრესირებდეს სიცოცხლისათვის საშიშ შოკამდე, პირველივე მიღების შემდეგაც კი. მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების კლინიკური გამოვლინების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მოქსალონის მიღება და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (მაგ: შოკის მკურნალობა).
ღვიძლის მძიმე დარღვევები
მოქსალონის გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.8) დაფიქსირდა ელვისებური ჰეპატიტის შემთხვევები, რაც პოტენციურად იწვევს ღვიძლის უკმარისობას (ფატალური შემთხვევების ჩათვლით). პაციენტებს უნდა ურჩიოთ, რომ მკურნალობის გაგრძელებამდე დაუკავშირდნენ ექიმს თუ განვითარდება ელვისებური ჰეპატიტის დაავადების ნიშნები და სიმპტომები, როგორიც არის სწრაფად განვითარებადი ასთენია, რაც ასოცირდება სიყვითლესთან, მუქი შარდი, სისხლდენის ტენდენცია ან ღვიძლის ენცეფალოპათია.
ღვიძლის ფუნქციის ტესტები / კვლევები უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები.
კანის სერიოზული უარყოფითი რეაქციები
მოქსალონის მიღებისას აღინიშნა კანის სერიოზული უარყოფითი რეაქციები: (SCARs) ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN : ასევე ცნობილია როგორც ლიელის სინდრომი), სტივენს ჯონსონის სინდრომი (SJS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), რაც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური იყოს (იხ. პუნქტი 4.8). წამლის დანიშვნისას პაციენტებს უნდა ურჩიონ რომ ყურადღებით დააკვირდნენ კანის ძლიერი რეაქციების ნიშნებს და სიმპტომებს. თუ გამოვლინდება ამ რეაქციების ნიშნები და სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მოქსალონის მიღება და უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული მკურნალობა. მოქსალონის მიღებისას თუ პაციენტში განვითარდება ისეთი სერიოზული რეაქცია, როგორიცაა სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი, ამ პაციენტში თავიდან აღარ უნდა დაიწყოთ მოქსალონით მკურნალობა.
კრუნჩხვითიშეტევებისადმიმიდრეკილიპაციენტები
ცნობილია, რომ ქინოლონები კრუნჩხვებს იწვევს. სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით ან სხვა რისკ-ფაქტორების არსებობისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები ან შეამციროს კრუნჩხვითი აქტივობის ზღვარი. კრუნჩხვების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მოქსალონით მკურნალობა და მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები.
პერიფერიული ნეიროპათია
ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებისას პაციენტებში აღინიშნა სენსორული ან სენსორმოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რომელიც იწვევს პარესთეზიას, ჰიპესთეზიას, დიზესთეზიას ან სისუსტეს. მოქსალონით მკურნალობისას პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ უწყვეტი მკურნალობის დაწყებამდე აცნობონ ექიმს, თუ განვითარდება ნეიროპათიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება (იხ. პუნქტი 4.8).
ფსიქიატრიული რეაქციები
ფსიაიქტრიული რეაქციები შესაძლოა აღინიშნოს ქინოლონების, მათ შორის მოქსალონის პირველივე მიღების შემდეგაც კი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზური რეაქციები პროგრესირდა თვითმკვლელობის აზრებამდე და თვითდაზიანების ქცევამდე, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობები (იხ. პუნქტი 4.8). იმ შემთხვევაში, თუ ეს რეაქციები განვითარდება პაციენტში, უნდა შეწყდეს მოქსალონის მიიღება და დაწყებული იქნას შესაბამისი ზომები. რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა თუ მოქსალონი გამოყენებული იქნება ფსიქოზურ პაციენტებში ან ფსიქიატრიული დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებში.
ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა, მათ შორის კოლიტი
ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა (AAD) და ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კოლიტი (AAC), მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და Clostridium difficile-სთან ასოცირებული კოლიტი აღინიშნა მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკების, მათ შორის მოქსალონის გამოყენებისას და სირთულე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დიარეადან ფატალურ კოლიტამდე. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებსაც მოქსალონის გამოყენების დროს ან მის შემდეგ განუვითარდებათ ძლიერი დიარეა. თუ არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა (AAD) და ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კოლიტი (AAC), მაშინ უნდა შეწყდეს ანტიბაქტერიული საშუალებებით, მათ შორის მოქსალონით მიმდინარე მკურნალობა და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი თერაპიული ზომები. გარდა ამისა, უნდა იქნეს მიღებული ინფექციის კონტროლის შესაბამისი ზომები ტრანსმისიის რისკის შესამცირებლად. პერისტალტიკის დამთრგუნველი სამკურნალო პროდუქტები უკუნაჩვენებია პაციენტებში რომლშიც განვითარდა ძლიერი დიარეა.
პაციენტები მიასთენია გრავისით
მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში მოქსალონი გამოიყენება სიფრთხილით, რადგან სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს.
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა
ქინოლონებით და ფტორქინოლონებით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით, მაგრამ არ შემოიფარგლება აქილევსის მყესით) ზოგჯერ ორმხრივი, როგორც ადრე ასევე მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ან მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც. ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება ხანდაზმულ, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე, ორგანოს გადანერგვის მქონე პაციენტებში და იმ პირებში რომლებიც ამავდროულად ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს. აქედან გამომდინარე, უნდა მოერიდოთ მის გამოყენებას კორტიკოსტეროიდებთან ერთად.
ტენდინიტის პირველივე ნიშნების გამოვლენისას (მაგ. მტკივნეული შეშუპება, ანთება) უნდა შეწყდეს მოქსალონით მკურნალობა და გათვალისწინებული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობა. უნდა მოხდეს დაზიანებული კიდურების შესაბამისი მკურნალობა (მაგ. იმობილიზაცია).კორტიკოსტეროიდები არ მიიღება ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ხანდაზმულმა პაციენტებმა მოქსალონი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ, თუ მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ საკმარისი სითხის მიღება, რადგან გაუყწლოება თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს ზრდის.
მხედველობის დარღვევები
თუ აღინიშნება მხედველობის დარღვევა ან რაიმე გავლენა თველბზე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოკულისტს (იხ. პუნქტი 4.7 და 4.8).
დისგლიკემია
როგორც ყველა ფტორქინოლონთან, მოქსალონის გამოყენებისას აღინიშნა სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები, მათ შორის ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია. პაციენტები რომლებიც მკურნალობდნენ მოქსალონით, დისგლიკემია უმეტესად აღინიშნა დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად პერორალურად ღებულობდნენ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (მაგ., სულფონილურეა) ან ინსულინს. დიაბეტიან პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.8).
ფოტომგრძნობელობითი რეაქციების პრევენცია
ქინოლონებმა პაციენტებში აჩვენეს ფოტომგრძნობელობითი რეაქციების გამოწვევა. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ მოქსალონს აქვს უფრო დაბალი რისკი, რომ გამოიწვიოს ფოტომგრძნობელობა. მიუხედავად ამისა, პაციენტებს უნდა ურჩიოთ, რომ მოციფლოქსაცინით მკურნალობის დროს, მოერიდონ ულტრაიისფერ გამოსხივებას ან ექსტენსიურ და/ან ძლიერ მზის სინათლეს.
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტები
პაციენტებს, რომლებსაც ოჯახურ ანამნეზში აღენიშნებათ ან აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი მიდრეკილნი არიან ჰემოლიზური რეაქციებისადმი ქინოლონებით მკურნალობის დროს. ამიტომ, ამ პაციენტებში მოქსალონი გამოიყენება სიფრთხილით.
მენჯის ღრუს ანთებითი დაავადების მქონე პაციენტები
მენჯის ღრუს გართულებული ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში (მაგ. ტუბოოვარიალურან მენჯის აბსცესთან დაკავშირებული), ქალებში საჭიროდ მიიჩნევა ინტრავენური მკურნალობა, [მოქსალონი] 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტებით მკურნალობა არ არის რეკომენდებული.
მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ფტორქინოლონ-რეზისტეტნული Neisseria gonorrhoeae -ს მიერ. ამიტომ, ამ შემთხვევაში ემპირიული მოქსალონი უნდა მიიღებოდეს სხვა სათანადო ანტიბიოტიკთან ერთად (მაგ, ცეფალოსპორინი), თუ გამორიცხული არ იქნება მოქსალონ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae. თუ 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ არ მიიღწევა კლინიკური გაუმჯობესება, მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
პაციენტები განსაკუთრებული კანისა და კანის სტრუქტურების გართულებული ინფექციებით (cSSSi)
ინტრავენური მოქსალონის კლინიკური ეფექტურობა არ არის დადასტურებული ინფექციების მკურნალობისას მძიმე დამწვრობის, ფასციტების და ოსტეომიელიტიანი ინფიცირებული „დიაბეტური ტერფის“ შემთხვევაში.
აორტის ანევრიზმა და განშრევება
ეპიდემიოლოგიური კვლევებით, ფტორქინოლონების მიღების შემდეგ აღინიშნა აორტის ანევრიზმისა და განშრევების რისკის გაზრდა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
ამიტომ, ფტორქინოლონები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სარგებელის და რისკის შეფასების შემდეგ და მკურნალობის სხვა ვარიანტების გათვალისწინებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანევრიზმის დაავადების დადებითი ოჯახური ანამნეზი, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მანამდე არსებული აორტის ანევრიზმის ან / და აორტის განშრევების დიაგნოზი, ან სხვა რისკ-ფაქტორების არსებობა ან აორტის ანევრიზმისა და განშრევების წინასწარგანწყობილი მდგომარეობები (მაგ. მარფანის სინდრომი, ვასკულარული ელერს-დანლოსის სინდრომი, ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია ან ცნობილია ათეროსკლეროზი).
მუცლის, გულმკერდის ან ზურგის მოულოდნელი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებს უნდა ურჩიოთ რომ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
ხანგრძლივი, ინვალიდიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი წამლის სერიოზული უარყოფითი რეაქციები
პაციენტებში ქინოლონების და ფტორქინოლონების მიღებისას აღნიშნულია ხანგრძლივი (გრძელდება თვეები ან წლები), ინვალიდიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი წამლის სერიოზული უარყოფითი რეაქციების ძალინ მცირე შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა, ხანდახან მრავალ, სხეულის სისტემაზე (ჩონხკუნთოვანი, ნერვული, ფსიქიატრიული და შეგრძნებები) მიუხედავად მათი ასაკისა და არსებული რისკ-ფაქტორებისა. პირველი ნიშნების ან რომელიმე სერიოზული უარყოფითი რეაციის სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მოქსალონის მიღება და პაციენტმა რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
გავლენა ბიოლოგიურ ანალიზებზე
მოქსალონით მკურნალობამ შეიძლება გავლენა იქონიოს Mycobacterium spp-ს. კულტურის ანალიზზე მიკობაქტერიული ზრდის დათრგუნვით, რაც იწვევს იმ ანალიზის ცრუ უარყოფით შედეგებს რომელიც აღებულია იმ პაციენტებიდან რომლებიც იმჟამად ღებულობენ მოქსალონს.
პაციენტები მეთიცილინ რეზისტენტული ოქსოსფერი სტაფილოკოკის (MRSA) ინფექციებით
მოქსალონი არ არის რეკომენდებული მეთიცილინ რეზისტენტული ოქსოსფერი სტაფილოკოკის ინფექციების მკურნალობისთვის. მეთიცილინ რეზისტენტული ოქსოსფერი სტაფილოკოკით განპირობებული ინფექციის ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა დაიწყოთ შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებებით (იხ. პუნქტი 5.1).
პედიატრიული პოპულაციები
მოზარდ ცხოველებში ხრტილზე უარყოფოთი ზემოქმედების გამო (იხ. პუნქტი 5.3) მოქსალონის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებში (იხ. ნაწილი 4.3).
მოქსალონის აპკით შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს
ამ პრეპერატის ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), რაც არსებითად რომ ვთქვათ „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან
QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე მოქსალონის და სხვა სამკურნალო პროდუქტების დამატებითი გავლენა, რომლებმაც შეიძლება მოახდინონ QT ინტერვალის გახანგრძლივება არ არის გამორიცხული. ამან შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი არითმიების, მათ შორის პარკუჭების ციმციმის რისკის გაზრდა. ამრიგად, არ არის რეკომენდებული მოქსალონთან ერთად შემდეგი სამკურნალო პროდუქტების მიღება (იხ. აგრეთვე პუნქტი 4.3):
- ანტიარითმიული კლასი IA (მაგ: ქუინიდინი, ჰიდროქუინიდინი, დისოპირამიდი);
- ანტიარითმიული კლასი III (მაგ: ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი);
- ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ: ფენოთიაზინი, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი);
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები
- კონკრეტული ანტიმიკრობული საშუალება (მაგ: საქუინავირი, სპარფლოქსაცინი, ერიტრომიცინი IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი);
- კონკრეტული ანტიჰისტამინი (მაგ: ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი);
- სხვა პრეპარატები (ციზაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი და დიფემანილი).
მოქსალონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ისეთ მედიკამენტებს, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ კალიუმის დონე (მაგ. მარყუჟოვანი და თიაზიდური ტიპის შარდმდენები, საფაღარათო საშუალებები და ოყნა [დიდი დოზები], კორტიკოსტეროიდები, ამფოტერიცინი B) ან მედიკამენტები, რომლებიც ასოცირდებიან კლინიკურად მნიშვნელოვან ბრადიკარდიასთან.
მოქსალონის მიღებასა და ორვალენტური ან სამვალენტური კატიონის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღებებს შორის დასაცავია 6 საათიანი ინტერვალი (მაგალითად, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, დიდანოზინის ტაბლეტები, სუკრალფატი და რკინის ან თუთიის შემცველი სამკურნალო საშუალებები)
400 მგ მოქსალონის პერორალურ დოზასთან ერთად ნახშირის მიღებამ მკვეთრად შეუშალა ხელი წამლის შეწოვას და 80% -ზე მეტით შეამცირა წამლის სისტემური შეღწევადობა. ამრიგად, ამ ორი სამკურნალო პროდუქტის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (გარდა დოზის გადაჭარბების შემთხვევებისას, იხილეთ აგრეთვე პუნქტი 4.9).
ჯანმრთელ მოხალისეებში განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ, მოქსალონმა გაზარდა დიგოქსინის Cmax დაახლოებით 30% -ით, AUC– ზე ან კონცენტრაციაზე გავლენის გარეშე. არ არის საჭირო სიფრთხილის დაცვა დიგოქსინთან ერთდროული მიღებისას.
დიაბეტურ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში, პერორალური მოქსალონის გლიბენკლამიდთან ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია პლაზმაში გლიბენკლამიდის კონცენტრაციის შემცირება დაახლოებით 21 %-თ. გლიბენკლამიდის და მოქსალონის კომბინაციამ თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი და გარდამავალი ჰიპერგლიკემია. ამასთან, გლიბენკლამიდის დაფიქსირებულმა ფარმაკოკინეტიკურმა ცვლილებებმა არ გამოიწვია ფარმაკოდინამიკური პარამეტრების ცვლილებები (სისხლში გლუკოზა, ინსულინი). აქედან გამომდინარე, მოქსალონსა და გლიბენკლამიდს შორის არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.
ცვლილებები INR- ში
შემთხვევების უმრავლესობა რომელმაც აჩვენა პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების გაზრდა, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიბაქტერიულ საშუალებებს, განსაკუთრებით ფტორქინოლონებს, მაკროლიდებს, ტეტრაციკლინებს, კოტრიმოქსაზოლს და ზოგიერთ ცეფალოსპორინს. ინფექციები და ანთებითი მდგომარეობები, პაციენტის ასაკი და ზოგადი მდგომარეობა, როგორც ჩანს, წარმოადგენს რისკ ფაქტორებს. ამ პირობებში ძნელია იმის შეფასება, რამ გამოიწვია INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) დარღვევა, ინფექციამ თუ მკურნალობამ. სიფრთხილის მიზნით უფრო ხშირად უნდა მოხდეს INR-ს (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში უნდა შეიცვალოს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზა შესაბამისად.
კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა ურთიერთქმედება მოქსალონის ერთდროული მიღებისას შემდეგ პრეპარატებთან: რანიტიდინინი, პრობენეციდი, პერორალური კონტრაცეპტივები, კალციუმის დანამატები, მორფინი (პარენტერალურად), თეოფილინი, ციკლოსპორინი ან იტრაკონაზოლი.
ადამიანებში ციტოქრომ P450 ფერმენტების in vitro კვლევებმა დაადასტურა ზემოაღნიშნული. ზემოთ მოყვანილი შედეგების გათვალისწინებით, ციტოქრომ P450 ფერმენტების მეშვეობით მეტაბოლური ურთიერთქმედება ნაკლებად შესაძლებელია.
საკვებთან ურთიერთქმედება
მოქსალონს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან, მათ შორის რძის პროდუქტებთან.
4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ადამიანის ორსულობაში მოქსალონის უსაფრთხოება არ შეფასებულა. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პუნქტი 5.3). ორსულობის დროს მოქსალონის გამოყენება უკუნაჩვენებია იმის გამო, რომ ექსპერიმენტებმა გამოავლინა მოუმწიფებელი ცხოველების ზრდის პერიოდში სახსრების ხრტილების ფტორქინოლონებით დაზიანების რისკი და სახსრების დაზიანების შექცევადი შემთხვევები იმ ბავშვებში, რომლებიც ღებულობდნენ ზოგიერთ ფტორქინოლონებს. (იხ. პუნქტი 4.3).
ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები მეძუძურ ქალებში. პრეკილნიკური მონაცემები მიუთითებს, რომ მოქსალონი მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძეში. ადამიანის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, ფტორქინოლონების მიერ მოუმწიფებელი ცხოველების წონის მატარებელი ხრტილის დაზიანების ექსპერიმენტული რისკის გამო, მოქსალონით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია ძუძუთი კვება (იხ. პუნქტი 4.3).
ფერტილობა
ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებენ ფერტილობის დარღვევებზე (იხ. პუნქტი 5.3).
4.7 გავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
კვლევები არ ჩატარებულა მოქსალონის მოქმედების შესახებ ავტომობილის მართვის და გამოყენების უნარზე. თუმცა, ფტორქინოლონებმა, მოქსალონის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიონ პაციენტის მიერ ავტომანქანის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარის დარღვევა ცნს-ს რეაქციის გამო (მაგ. თავბრუსხვევა; მწვავე, გარდამავალი მხედველობის დაკარგვა, იხ. პუნქტი 4.8) ან ცნობიერების მწვავე და ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე, იხ. პუნქტი 4.8). პაციენტები უნდა დააკვირდნენ რეაქციას მოქსალონით მკურნალობისას, სანამ მანქანის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას დააპირებენ.
4.8 არასასურველი ეფექტები
მოქსალონი 400 მგ-ს (პერორალური და ეტაპობრივი თერაპია) გამოყენებისას, კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული და პოსტ მარკეტინგული ანალიზით მიღებული უარყოფითი რეაქციები, ჩამოთვლილია ქვემოთ სიხშირეების მიხედვით:
ყველა გვერდითი რეაქცია 3%-ზე ნაკლები სიხშირით შეინიშნებოდა, გარდა გულისრევისა და დიარეისა.
ყველა სიხშირის ჯგუფში არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია სიმძიმის შემცირების მიხედვით:
- ხშირი (≥ 1/100 to < 1/10)
- არახშირი (≥ 1/1,000 to < 1/100)
- შვიათი (≥ 1/10,000 to < 1/1,000)
- ძალიან იშვიათი (< 1/10,000)
- უცნობი (არსებული მონაცემებით ვერ ხდება შეფასება)
ორგანოთა სისტემის კლასი |
ხშირი |
არახშირი |
იშვიათი |
ძალიან იშვიათი |
უცნობი |
ინფექციები და ინვაზიები |
რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული სუპერინფექციები, მაგალითად, ორალური და ვაგინალური კანდიდოზი |
|
|
|
|
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ |
|
ანემია; ლეიკოპენია; ნეიტროპენია; თრომბოციტოპენია; თრომბოციტემია; ეოზინოფილია; პროთრომბინულ ი დროის გაზრდა/ საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) გაზრდა |
|
პროთრომბინის დონის გაზრდა/საერთ აშორისო ნორმალიზებული შეფარდების(სნშ) შემცირება; აგრანულოციტოზი, პანციტოპენია |
|
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
|
ალერგიული რეაქციები (იხ. პუნქტი 4.4) |
ანაფილაქსია, მათ შორის ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში შოკი (იხ. პუნქტი 4.4) ალერგიული შეშუპება/ანგიონევროტული შეშუპება (მათ შორის სიცოცხლისათვ ის პოტენციურად საშიში ხორხის შეშუპება) (იხ. პუნქტი 4.4) |
|
|
ენდოკრინილი დარღვევები |
|
|
|
ანტიდიურეზული ჰორმონის არასწორი სეკრეციის სინდრომი (SIADH) |
|
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები |
|
ჰიპერლიპიდემია |
ჰიპერგლიკემია; ჰიპერურიკემია |
ჰიპოგლიკემია ჰიპოგლიკემიური კომა |
|
ფსიქიკური დარღვევები* |
|
შფოთვის რეაქციები; ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა/ აგზნება |
ემოციური ლაბილურობა; დეპრესია (ძალიან იშვიათ შემთხვევაში,შესაძლებელია ქცევა თვითდაზიანებისადმი ტენდენციით, როგორიცაა სუიციდური აზრები ან სუიციდის მცდელობა იხ. პუნქტი 4.4) ჰალუცინაციები, დელირიუმი |
დეპერსონალიზაცია; ფსიქოზური რეაქციები (რომლებიც პოტენციურად გამოიხატება თვითდაზიანე ბისადმი ტენდენციით ქცევაში, როგორიცაა სუიციდური აზრები ან სუიციდის მცდელობა იხ. პუნქტი 4.4)
|
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
თავის ტკივილი; თავბრუსხვევა |
პარესთეზია/დიზ ესთეზია; გემოს დარღვევები (ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აგევზიის ჩათვლით); ცნობიერების დაბინდვა და დისორიენტაცია (ძირითადად უძილობა), კანკალი, თავბრუსხვევა, ძილიანობა |
ჰიპოესთეზია; ყნოსვის დარღვევები (ანოსმიის ჩათვლით); ატიპიური სიზმრები; კოორდინაციის დარღვევა (თავბრუსხვევის შედეგად სიარულის დარღვევის ან ვერტიგოს ჩათვლით); კრუნჩხვები, მათ შორის დიდი ეპილეფსიური შეტევა (იხ. პუნქტი 4.4) ყურადღების დარღვევა; მეტყველების დარღვევები; ამნეზია; პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია |
ჰიპერესთეზია |
|
დარღვევები მხედველობის მხრივ* |
|
მხედველობის დარღვევები, მათ შორის დიპლოპია და არამკვეთრი მხედველობა (განსაკუთრებით ცნს-ის რეაქციებთან დაკავშირებით, იხ. პუნქტი 4.4) |
|
მხედველობის გარდამავალი დაკარგვა (განსაკუთრებით ცნს-ის რეაქციებთან დაკავშირებით იხ. პუნქტი 4.4 და 4.7) უვეიტი და ორმხრივი მწვავე ფერადი გარსის ტრანსილუმინაცია (იხ. პუნქტი 4.4) |
|
დარღვევები სმენის ორგანოსა და წონასწორობის მხრივ* |
|
|
ხმაური ყურებში; სმენის დარღვევა, მათ შორის სიყრუე (ჩვეულებრივ შექცევადი) |
|
|
დარღვევები გულ- სისხლძარღვთა სისტემის მხრივ |
ჰიპოკალიემიით დაავადებულ პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4) |
QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. პუნქტი 4.4); გახშირებული გულისცემა, ტაქიკარდია; წინაგულების ფიბრილაცია; სტენოკარდია; |
პარკუჭოვანი ტაქიარითმია; გულის წასვლა (ცნობიერების მოულოდნელი და მოკლევადიანი დაკარგვა);
|
განუსაზღვრელი არითმიები; პარკუჭების ციმციმი (იხ. პუნქტი 4.4); გულის გაჩერება (იხ. პუნქტი 4.4) |
|
ვასკულარული დარღვევები |
|
ვაზოდილატაცია |
ჰიპერტენზია; ჰიპოტენზია |
ვასკულიტი |
|
დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ |
|
ქოშინი (ასთმური მდგომარეობების ჩათვლით) |
|
|
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
გულისრევა; პირღებინება; ტკივილები მუცლის არეში და კუჭსა და ნაწლავებთან დაკავშირებული ტკივილები; დიარეა |
მადის დაქვეითება და მიღებული საკვების მოცულობის შემცირება; ყაბზობა; დისპეფსია; მეტეორიზმი; გასტროენტერიტი ამილაზას დონის მომატება |
დისფაგია; სტომატიტი; ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, სიცოცხლისათვის საშიში გართულებები (იხ. პუნქტი 4.4) |
|
|
დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ |
ტრანსამინაზების დონის მომატება |
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (მათ შორის ლაქტატდეჰიდრ ოგენაზის დონის მატება); ბილირუბინის დონის მომატება; გამა-გლუტამილტრანს ფერაზის აქტივობის მომატება; სისხლში ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მომატება |
სიყვითლე; ჰეპატიტი (უმეტესწილად ქოლესტატიკური) |
ფულმინანტური ჰეპატიტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობის განვითარება, მათ შორის ფატალური შედეგით. (იხ. პუნქტი 4.4) |
|
დარღვევები კანისა და რბილი ქსოვილების მხრივ |
|
ქავილი; გამონაყარი; ჭინჭრის ციება; კანის სიმშრალე. |
|
კანის ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს- ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში) (იხ. პუნქტი 4.4) |
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP) |
დარღვევები ძვალ- კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
|
ართრალგია მიალგია |
ტენდინიტი (იხ. პუნქტი 4.4). კუნთების მომატებული ტონუსი კუნთებისკრუნჩხვები კუნთების სისუსტე |
მყესის გაწყვეტა (იხ. პუნქტი 4.4). ართრიტი; კუნთების რიგიდულობა; მიასთენია გრავის სიმპტომების გაძლიერება (იხ. პუნქტი 4.4). |
ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი |
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ |
|
გაუწყლოება |
თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის, სისხლის შარდოვანის აზოტის და კრეატინინის მომატება); თირკმლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4). |
|
|
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები შეყვანაზე |
|
შეუძლოდ ყოფნა (ძირითადად ასთენია ან დაღლილობა); მტკივნეული მდგომარეობები (მათ შორის, ზურგის, გულმკერდის, მენჯის არესა და კიდურების ტკივილი); ოფლიანობა |
შეშუპება |
|
|
* ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებისას აღინიშნა ხანგრძლივი (თვეების ან წლების მანძილზე), ინვალიდიზირებული და პოტენციურად შეუქცევადი წამლის სერიოზული რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ რამდენიმე, ხანდახან მრავალ, სისტემურ ორგანოთა კლასზე და შეგრძნებებზე (ისეთი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, სიარულის დარღვევა, პარესთეზიასთან დაკავშირებული ნეიროპათიები, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, ძილის დარღვევა და სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევები), ზოგიერთ შემთხვევებში მიუხედავად არსებული რისკ-ფაქტორებისა (იხ. პუნქტი 4.4)
სხვა ფტორქინოლონებით მკურნალობის შემდეგ აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი რეაქციების იშვიათი შემთხვევები, რომლებიც ასევე შეიძლება გაჩნდეს მოქსალონით მკურნალობისას: ქალაშიდა წნევის მატება (ფსევდოტუმორ ცერებრი), ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალციემია, ჰემოლიზური ანემია, ფოტომგრძნობელობითი რეაქციები (იხ. პუნქტი 4.4).
შეტყობინებებიმოსალოდნელიგვერდითირეაქციებისშესახებ
ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ შემოსული შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი საშუალებას იძლევა განხორციელდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი ფარმაცევტულ პროდუქტთან მიმართებაში. ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რექაციების შესახებ მოახსენონ Yellow Card Scheme-ს, ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან Google Play ან Apple App Store -ში მოძებნონ MHRA Yellow Card.
4.9 ჭარბიდოზირება
შემთხვევითი დოზის გადაჭარბებისას არ არის რეკომენდებული კონკრეტული საწინააღმდეგო ზომების მიღება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური თერაპია. QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს ეკგ მონიტორინგი. აქტივირებული ნახშირისა და 400 მგ დოზით მოქსალონის ერთდროულად შიგნით გამოყენებისას, სამკურნალწამლო საშუალების სისტემური ბიოშეღწევადობა 80%-ზე მეტით მცირდება. ნახშირის გამოყენება ადრეული შეწოვის დროს შეიძლება სასარგებლო იყოს მოქსალონის სისტემური ექსპოზიციის ჭარბი ზრდის პრევენციისთვის დოზის პერორალურად მირების გადაჭარბების შემთხვევაში.
5. ფარმაკოლოგიურითვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები.
ათქ კოდი: J01MA14
მოქმედებისმექანიზმი
მოქსალონს in vitro აქტიურობა გააჩნია ფართო სპექტრის გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების მიმართ.
მოქსალონის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ტოპოიზომერაზა II-ის ორივე ტიპის (დნმ-ჰირაზისა და ტოპოიზომერაზა IV-ის) ინჰიბირებით, რაც საჭიროა ბაქტერიული დნმ-ს რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიფციისთვის და აღდგენისთვის. როგორც სჩანს, C8-მეტოქსი ნახევარი ხელს უწყობს აქტივობის გაძლიერებას და რეზისტენტული გრამდადებითი ბაქტერიების სელექციის მუტანტების განვითრების შემცირებას C8-H- ნახევართან შედარებით. C-7 მდგომარეობაში დიდი მოცულობით ბიციკლოამინის შემცვლელის არსებობა ხელს უშლის აქტიურ ეფლუქსს, რომელიც დაკავშირებულია NorA ან pmrA გენებთან და შეინიშნება გარკვეულ გრამდადებით ბაქტერიებში.
ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ მოქსალონი ავლენს კონცენტრაციულად დამოკიდებულ მკვლელობის მაჩვენებელს. მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციები აღმოჩნდა, რომ მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის ფარგლებშია.
გავლენაადამიანისნაწლავისმიკროფლორაზე
მოქსალონის პერორალური მიღების შემდეგ, მოხალისეებში შეინიშნებოდა ნაწლავის მიკროფლორის შემდეგი ცვლილებები: Escherichia coli, Bacillus spp., Enterococcus spp. და Klebsiella spp. კონცენტრაციების შემცირება, ასევე Bacteroidesvulgatus, Bifidobacterium spp., Eubacterium spp. და Peptostreptococcus spp. ანაერობების შემცირება. Bacteroides fragilis-ის შემთხვევაში შეინიშნებოდა კონცენტრაციის გაზრდა. ეს ცვლილებები შექცევადი იყო ორი კვირის განმავლობაში.
რეზისტენტულობისმექანიზმი
რეზისტენტულობის მექანიზმები, რომლებიც ახდენენ პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების და ტეტრაციკლინების ინაქცტივაციას, არ არღვევენ მოქსალონის ანტიბაქტერიულ აქტივობას. რეზისტენტულობის სხვა მექანიზმებს, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (Pseudomonas aeruginosa-ს შემთხვევაში), და უკუდენის მექანიზმებს, შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მოქსალონისადმი მგრძნობელობაზე. In vitro რეზისტენტობა მოქსალონისადმი, ვითარდება ეტაპობრივად მუტაციების გზით ორივე ტიპის ტოპოიზომერაზა II-ში - დნმ- ჰირაზაში და ტოპოიზომერაზა IV-ში. მოქსალონი გრამდადებით მიკროორგანიზმებში აქტიური უკუდენის მექანიზმებისთვის სუსტი სუბსტრატია. სხვა ქინოლონებისადმი აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობის შემთხვევები. რადგან მოქსალონი აინჰიბირებს ორივე ტოპოიზომერაზას II და IV- ს მსგავსი აქტივობით ზოგიერთ გრამდადებით ბაქტერიებში, ასეთი ბაქტერიები შეიძლება მდგრადი იყოს სხვა ქინოლონების მიმართ, მაგრამ მგრძნობიარე მოქსალონისადმი.
მგრძნობელობის ზღვარი EUCAST-ის კლინიკური მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (MIC) და დისკის დიფუზიის მგრძნობელობის ზღვარი მოქსალონისათვის:
ორგანიზმი |
მგრძნობიარე |
რეზისტენტული |
Staphylococcus spp. |
≤ 0,5 მგ/ლ ≥ 24 მმ |
> 1 მგ/ლ < 21 მმ |
S. pneumoniae |
≤ 0,5 მგ/ლ ≥ 22 მმ |
> 0,5 მგ/ლ < 22 მმ |
Streptococcus ჯგუფები A, B, C, G |
≤ 0,5 მგ/ლ ≥ 18 მმ |
> 1 მგ/ლ < 15 მმ |
H. influenzae |
≤ 0,5 მგ/ლ ≥ 25 მმ |
> 0,5 მგ/ლ < 25 მმ |
M. catarrhalis |
≤ 0,5 მგ/ლ ≥ 23 მმ |
> 0,5 მგ/ლ < 23 მმ |
Enterobacteriaceae |
≤ 0,5 მგ/ლ ≥ 20 მმ |
> 1 მგ/ლ < 17 მმ |
ზღვრები, რომლებიც არ მიეკუთვნება სახეობებს* |
≤ 0,5 მგ/ლ |
> 1 მგ/ლ |
* ზღვრები, რომლებიც არ მიეკუთვნება სახეობებს, ძირითადად განისაზღვრებოდა ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მონაცემების საფუძველზე, და არ არის დამოკიდებული ცალკეული სახეობების მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (მიკ) განაწილებაზე. ისინი გამოიყენება მხოლოდ იმ სახეობებისთვის, რომლებისთვისაც არ არის მითითეული სპეციფიური ზღვარი და არ გამოიყენება იმ სახეობებისთვის, რომლებისთვისაც ჯერ კიდევ უნდა განისაზღვროს ინტერპრეტაციის კრიტერიუმები. |
მიკრობიოლოგიურიმგრძნობელობა
შეძენილი რეზისტენტულობის გავრცელება გარკვეული შტამებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული რეგიონის და დროის მიხედვით და სასურველია რეზისტენტულობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის ქონა, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროებისამებრ, გასათვალისწინებელი ექსპერტის აზრი სადაც რეზისტენტობის ადგილობრივი პრევალენტობა ისეთია, რომ გარკვეული საშუალებების გავლენა, ინფექციური გამომწვევების ზოგიერთ სახეობებზე, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
სახეობები, ჩვეულებრივ მგრძნობიარე |
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები Gardnerella vaginalis Staphylococcusaureus* (მეტიცილინი-რეზისტენტული) Streptococcusagalactiae (ჯგუფიВ) ჯგუფი Streptococcus millleri*(S.anginosus, S.constellatus და S.intermedius) Streptococcus pneumoniae* Streptococcus pyogenes* (ჯგუფი А) ჯგუფი Streptococcus viridans (S.viridans, S. mutans, S.mitis, S.sanguinis, S.salivarius, S.thermophilus) |
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები Acinetobacter baumanii Haemophilus influenzae* Haemophilus parainfluenzae * Legionella pneumophila Moraxella (Branhamella) catarrhalis* |
ანაერობული მიკროორგანიზმები Fusobacterium spp. Prevotella spp. |
„სხვა“ მიკროორგანიზმები Chlamydophila (Chlamydia) pneumonia* Chlamydiatrachomatis* Coxiella burnetii Mycoplasma genitalium Mycoplasma hominis Mycoplasma pneumoniae* |
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტულობის შეიძლება პრობლემა იყოს |
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები Enterococcus faecalis* Enterococcus faecium* Staphylococcusaureus (მეტიცილინ-რეზისტენტული)+ |
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები Enterobacter cloacae* Escherichia coli*# Klebsiella pneumoniae*# Klebsiella oxytoca Neisseria gonorrhoeae *+ Proteus mirabilis* |
ანაერობული მიკროორგანიზმები Bacteroides fragilis* Peptostreptococcus spp. * |
თანდაყოლილად რეზისტენტულიორგანიზმები |
აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები Pseudomonas aeruginosa |
* დამტკიცებულ კლინიკურ ჩვენებებში აქტივობა დამაკმაყოფილებლად გამოვლინდა მგრძნობიარე შტამების კლინიკურ კვლევებში. #ბეტა-ლაქტამაზების გაფართოებული სპექტრის პროდუცირებადი შტამები ხშირად რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ. + რეზისტენტულობა ერთ ან მეტ ქვეყანაში შეადგენს 50%-ზე მეტს |
5.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა და ბიოშეღწევადობა
პერორალური მიღების დროს მოქსალონი შეიწოვება სწრაფად და თითქმის მთლიანად. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 91%.
ფარმაკოკინეტიკა, ერთჯერადად 50-დან 800 მგ-მდე დოზის მიღებისას, ასევე 10 დღის განმავლობაში 600 მგ/დღე-ღამეში მიღებისას, ხაზოვანია. მოქსალონის 400 მგ პერორალური გზით მიღების შემდეგ სისხლში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 0.5-4 საათის განმავლობაში და შეადგენს 3.1 მგ/ლ-ს. პლაზმაში მაქსიმალური და მინიმალური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში (400 მგ ერთჯერ დღე-ღამეში) შეადგენდა 3.2 და 0.6 მგ/ლ, შესაბამიად. წონასწორულ მდგომარეობაში, ზემოქმედება დოზირების ინტერვალის ფარგლებში, დაახლოებით 30%-ით მეტია, ვიდრე პირველი დოზის შემდეგ.
განაწილება
მოქსალონი ძალიან სწრაფად ნაწილდება ექსტრავასკულარულ ნაკადში; 400 მგ მიღების შემდეგ თანაფარდობა ფართობი მრუდის ქვეშ „კონცენტრაცია – დრო“ (AUC) შეადგენს 35 მგ·სთ/ლ. განაწილების წონასწორული მოცულობა (Vss) დაახლოებით – 2 ლ/კგ. In vitro და ex vivo კვლევებში, ცილებთან მოქსალონის შეკავშირებამ შეადგინა დახლოებით 40-42%, წამალთან კონცენტრაციის დამოუკიდებლად. მოქსალონი ძირითადად უკავშირდება შრატის ალბუმინებს.
მოქსალონის 400 მგ ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, შეინიშნებოდა შემდეგი მაქსიმალური კონცენტრაციები (საშუალო გეომეტრიული):
ქსოვილი |
კონცენტრაცია |
პლაზმური თანაფარდობა |
პლაზმა |
3.1 მგ/ლ |
- |
ნერწყვი |
3.6 მგ/ლ |
0.75 - 1.3 |
კანის ბუშტუკის სითხე |
1.61 მგ/ლ |
1.71 |
ბრონქების ლორწოვანი |
5.4 მგ/კგ |
1.7 - 2.1 |
ალვეოლარული მაკროფაგები |
56.7 მგ/კგ |
18.6 - 70.0 |
ეპითელიური ფენილის სითხე |
20.7 მგ/ლ |
5 - 7 |
ზედა ყბის წიაღები |
7.5 მგ/კგ |
2.0 |
ეთმოიდური წიაღები |
8.2 მგ/კგ |
2.1 |
ცხვირის პოლიპები |
9.1 მგ/კგ |
2.6 |
ინტერსტიციული სითხე |
1.02 მგ/ლ |
0.8 - 1.42,3 |
ქალის სასქესო ორგანოები* |
10.24 მგ/კგ |
1.724 |
* ინტრავენური ერთჯერადი შეყვანა 400 მგ
1 მიღებიდან 10 საათის შემდეგ
2 დაუკავშირებელი კონცენტრაცია
3 კონცენტრაცია 3-36 საათის შემდეგ
4 ინფუზიის ბოლოს
ბიოტრანსფორმაცია
ბიოტრანსფორმაციის მე-2 ფაზის გავლის შემდეგ მოქსალონი გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმლებისა და ნაღვლის/ფეკალიების მეშვეობით, როგორც უცვლელი სახით, ისევე არააქტიური სულფონაერთების (М1) და გლუკურონიდების (М2) სახით. М1 და М2 ერთადერთი მეტაბილიტია რომელიც აქტუალურია ადამიანებში და მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.
In vitro კვლევების და ფაზა I-ის კლინიკური კვლევების დროს არ შეინიშნებოდა მეტაბოლური ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ციტოქრომი Р450-ის სისტემის ფერმენტების მონაწილეობით ბიოტრანსფორმაციის I ფაზას განიცდიან. ჟანგვითი მეტაბოლიზმის ნიშნები არ შეიმჩნევა.
გამოყოფა
მოქსალონის პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 12 საათს შეადგენს. 400 მგ დოზის მიღების შემდეგ საშუალო ზოგადი კლირენსი 179-დან 246-მდე მლ/წთ-ს შეადგენს. თირკმლის კლირენსი დაახლოებით 24-53 მლ/წთ შეადგენს, რაც გულისხმობს სამკურნალო საშუალების ნაწილობრივ მილაკოვან რეაბსორბციას თირკმლებში.
400 მგ დოზის მიღების შემდეგ შარდთან (სამკურნალო საშუალების დაახლოებით 19% – უცვლელი სახით, დაახლოებით 2,5% – М1 და დაახლოებით 14% – М2) და განავალთან (სამკურნალო საშუალების დაახლოებით 25% – უცვლელი სახით, დაახლოებით 36% – М1 და გამოდევნის არარსებობა М2-ის სახით) ერთად გამოყოფამ, მთლიანობაში, დაახლოებით 96% შეადგინა.
მოქსალონის რანიტიდინთან ან პრობენეციდთან ერთად მიღება არ ცვლის სამკურნალო საშუალების თირკმლის კლირენსს.
ხანდაზმული პაციენტები და სხეულის მცირე მასის მქონე პაციენტები
სხეულის მცირე მასის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებში (კერძოდ, ქალებში) და ხანდაზმული ასაკის მოხალისეებში სისხლის პლაზმაში უფრო მაღალი კონცენტრაცია შეინიშნებოდა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იმ პაციენტების ჩათვლით, რომელთა კრეატინინის კლირენსი არის >20 მლ/წთ./1,73 კვ.მ) მოქსალონის ფარმაკოკინეტიკის არსებითი ცვლილებები არ გამოვლენილა. М2 მეტაბოლიტის (გლუკურონიდის) კონცენტრაცია თირკმლის ფუნქციის შემცირებისას იზრდება 2,5-ჯერ (როდესაც კრეატინინის კლირენსი არის
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ფარმაკოკინეტიკის კვლევები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (A, B კლასი Child- Pugh კლასიფიკაციის მიხედვით) არ იძლევა საშუალებას გაკეთდეს საბოლოო დასკვნები ცვლილებების შესახებ ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებისას. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა დაკავშირებული იყო სისხლის პლაზმაში M1-ის უფრო მაღალ კონცენტრაციასთან, იმ დროს, როდესაც სამკურნალო საშუალების აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია ჯანსაღი მოხალისეების კონცენტრაციის შესადარი იყო. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, მოქსალონის კლინიკური გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.
5.3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
თაგვებსა და მაიმუნებში შეინიშნებოდა ზემოქმედება სისხლის მიმოქცევის სისტემაზე (ერითროციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის უმნიშვნელო შემცირება). ისევე, როგორც სხვა ქინოლონების შემთხვევაში, ჰეპატოტოქსიკურობა (ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა და ვაკუოლური დეგენერაცია) შეინიშნებოდა თაგვებში, მაიმუნებში და ძაღლებში. მაიმუნებს აღენიშნებოდათ ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ტოქსიკური დაზიანება (კრუნჩხვები). ეს ეფექტები გამოვლინდა მხოლოდ მოქსალონის მაღალი დოზების შეყვანის შემდეგ ან ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.
მოქსალონი, ისევე, როგორც სხვა ქინოლონები, იყო გენოტოქსიკური in vitro კვლევებში, როგორც ბაქტერიულ, ასევე ძუძუმწოვრების უჯრედებზე. რადგან ეს ეფექტები შეიძლება აიხსნას ჰირაზასთან ურთიერთქმედებით ბაქტერიულ უჯრედში, ხოლო უფრო მაღალი კონცენტრაციების შემთხვევაში - ტოპოიზომერაზა II-თან ურთიერთქმედებით ძუძუმწოვართა უჯრედებში, შესაძლებელია გენოტოქსიკურობის ზღვრული კონცენტრაციის დადგენა. In vivo კვლევებში გენოტოქსიკურობის არანაირი ნიშნები არ აღმოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენებოდა მოქსალონის ძალიან მაღალი დოზები. აქედან გამომდინარე, თერაპიულ დოზაში ადამიანისთვის საკმარისი მარაგის უზრუნველყოფა ხდება. ვირთხებზე ჩატარებული კვლევის დროს მოქსალონი არ ახდენდა სიმსივნის ზრდის ხელშემწყობ კანცეროგენულ ეფექტს.
ბევრი ქინოლონი ფოტორეაქტიულია და შეუძლია ფოტოტოქსიკური, ფოტომუტაგენური და ფოტოკარცინოგენური ეფექტების ინდუცირება. ამავდროულად, in vitro და in vivo კვლევების კომპლექსურ პროგრამაში დამტკიცდა, რომ მოქსალონის არ გააჩნია ფოტოტოქსიკური და ფოტოკარცინოგენური თვისებები. იგივე პირობებში, სხვა ქინოლონები აღნიშნული ეფექტების ინდუცირებას ახდენენ.
მაღალი კონცენტრაციით, მოქსალონი თრგუნავს კალიუმის ნაკადის დაყოვნებული გამოსწორების სწრაფ კომპონენტს და შეუძლია გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. ძაღლებზე ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ კვლევებში ≥ 90 მგ/კგ დოზის შინაგანად გამოყენებამ, რომლის შემთხვევაში პლაზმური კონცენტრაციები ≥16 მგ/ლ აღწევს, გამოიწვია QT ინტერვალის გახანგრძლივება, მაგრამ სხვა ცვლილებები, კერძოდ, არითმიების გაჩენა არ შეინიშნებოდა. მხოლოდ ძალიან მაღალი კუმულაციური დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ, რომლებიც 50-ჯერ (> 300 მკ/კგ) აღემატება ადამიანის თერაპიულ დოზას, რომლის შემთხვევაში პლაზმური კონცენტრაციები ≥ 200 მგ/ლ აღწევს (თერაპიული დონის 40-ზე მეტჯერ გადაჭარბება), შეინიშნებოდა შექცევადი ვენტრიკულარული არითმიები ლეტალური შედეგის გარეშე.
როგორც ცნობილია, ქინოლინები სქესობრივად მოუმწიფებელ ცხოველებში იწვევენ ძირითადი დიარტროდიალური სასახსრე ხრტილის დაზიანებებს. შიგნით მისაღები მოქსალონის მინიმალური დოზა, რომელიც სქესობრივად მოუმწიფებელ ძაღლებში სახსრების ტოქსიკურობას იწვევს, ოთხჯერ აღემატებოდა 400 მგ (დასაშვებია 50 კგ სხეულის მასაზე) მაქსიმალურად რეკომენდებულ თერაპიულ დოზას მგ/კგ საფუძველზე, პლაზმური კონცენტრაციით ორ-სამჯერ მეტი, ვიდრე მაქსიმალური თერაპიული დოზა. ვირთხებსა და მაიმუნებზე ჩატარებული ტოქსიკურობის კვლევებში (განმეორებითი დოზების მიღების ხანგრძლივობა ექვს თვეს აღწევდა) არ იქნა აღმოჩენილი ოკულო-ტოქსიკურობის არანაირი ნიშნები. ძაღლებში, მაღალი პერორალური დოზები (≥ 60 მგ/კგ) იწვევდა პლაზმურ კონცენტრაციებს ≥ 20 მგ/ლ და ცვლილებებს ელექტრორეტინოგრამაში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ბადურის ატროფიას.
ვირთხების, კურდღლებისა და მაიმუნების რეპროდუქციულ ფუნქციაზე მოქსალონის ზემოქმედების შესწავლის დროს, მიღებულ იქნა მონაცემები პლაცენტაში მოქსალონის შეღწევის შესაძლებლობის თაობაზე. ვირთხებზე (მოქსალონის შიგნით მიღებისას და ინტრავენურად შეყვანისას) და მაიმუნებზე (მოქსალონის შიგნით მიღენისას) ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა მოქსალონის ტერატოგენური მოქმედება და მისი ზეგავლენა ფერტილობაზე. ხერხემლის ან ნეკნის მალფორმაციის განვითარების სიხშირის მცირე ზრდა შეინიშნებოდა კურდღლების ნაყოფში, მაგრამ მხოლოდ (20 მგ/კგ ინტრავენური) დოზის შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია დედის ორგანიზმზე ძლიერი ტოქსიკური მოქმედებით. თერაპიული დოზირებით მოქსალონის გამოყენებისას მაიმუნებში და კურდღლებში გამოვლენილია მუცლის მოწყვეტის შემთხვევათა ზრდა. ვირთხებში შეინიშნებოდა ნაყოფის წონის შემცირება, მუცლის მოწყვეტის რაოდენობათა ზრდა, ორსულობის პერიოდის ხანგრძლივობის მცირე ზრდა და ორივე სქესის შთამომავლობაში სპონტანური აქტივობის რიცხვის ზრდა მოქსალონის გამოყენებისას, რომლის დოზირება 63-ჯერ აღემატებოდა რეკომენდებულ დოზას.
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
სიმინდის სახამებელი
მიკროკრისტალური ცელულოზა
(ავიცელი-PH 101)
პოლივინილპიროლიდონი
მაგნიუმის სტეარატი
გასუფთავებული ტალკი
კოლოიდური უწყლო სილიციუმი
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი
გარსის მასალა:
HPMC E 15 LV
ტიტანის დიოქსიდი
გასუფთავებული ტაკლი
D & C ყვითელი # 10 საღებავი
6.2 შეუთავსებლობა
არ არის მოცემული
6.3 ვარგისიანობის ვადა
3 წელი
6.4 შენახვა
შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე
მოარიდეთ სინათლეს და ნესტს
ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
6.6 კონტეინერის აღწერა და შიგთავსი
7 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერზე & 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
6.7 განკარგვის და მოხმარების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები
გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
6.8 სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
DRUG INTERNATIONAL LTD
მისამართი: 252, ტონგის სამრეწველო ზონა, გაზიპური, ბანგლადეში
10. ტექსტის გადახედვის თარიღი
2020 წლის ივლისი