ცაინფ-ვიტამინი D3 2000 სე#90კ

ცაინფ-ვიტამინი D3 2000 სე#90კ

50.20 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ცაინფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქოლეკალციფეროლი(ვიტ.D3)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 95819
გააზიარე:

ცაინფარმა - ვიტამინი D3 2000 სე , #90 კაფსულა , საკვები დანამატი

1 კაფსულა შეიცავს ლანოლინისგან მიღებულ ბუნებრივ ვიტამინ D3-ს 50 მკგ(2000 სე) (1000%).

D ვიტამინი აუცილებელია შემდეგი მდგომარეობების დროს 1 :

  • ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის ჯანმრთელობა;
  • დენტალური ჯანმრთელობა, ასევე თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობა;
  • იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება, ნერვული ქსოვილის ზრდა-განვითარება;
  • ნეიროტრანსმიტერების სინთეზი თავის ტვინში, ქალისა და კაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
  • გულსისხლძარღვთა, ინფექციური, აუტოიმუნური დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკის შემცირება.

შემადგენლობა : ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3), მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა(კაფსულა).

მიღების წესი : რეკომენდებულია 1 კაფსულა ყოველდღიურად,დაუღეჭავად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად კვებისდროს. უმჯობესია ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად.

გაფრთხილება : საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული სადღეღამისო დოზაზე მეტის მიღება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აქვს მიკრობიოლოგიური , მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები .

წარმოადგენს 100%- ით ბუნებრივ პროდუქტს .

არ შეიცავს

  • მაგნიუმის სტეარატს
  • ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს
  • კონსერვანტებს
  • გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

შენახვის პირობები : ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი : ZeinPharma Germany GmbH. გერმანია.

1, Michael F. Holick et al. Evaluation, Treatment, and Prevention of Vitamin D Deficiency: an Endocrine Society Clinical Practice Guideline. J Clin Endocrinol Metab, July 2011.