ცაინფარმა - ბუნებრივი ბეტა კაროტინი 15 მგ, #90 რბილი კაფსულა

ცაინფარმა - ბუნებრივი ბეტა კაროტინი 15 მგ, #90 რბილი კაფსულა

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბეტა კაროტინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 95802
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ცაინფარმა - ბუნებრივი ბეტა კაროტინი 15 მგ, #90 რბილი კაფსულა, საკვები დანამატი

A ვიტამინის ბუნებრივი წყარო. სუფთა სუბსტანციები.

შემადგენლობა: ბეტა კაროტინი A ვიტამინის პრეკურსორი, 15 მგ  ერთი კაფსულა შეესაბამება 2.5 მგ A ვიტამინს, სოიოს ზეთი, ჟელატინი (კაფსულა), დამატენიანებელი ნივთიერება გლიცერინი, გაწმენდილი წყალი, ბუნებრივი ფერი კარამელი.
A ვიტამინის დიდი დოზებით მიღება იწვევს ინტოქსიკაციას, ხოლო ბეტა კაროტინს არ შეუძლია A ვიტამინით ინტოქსიკაციის გამოწვევა, რადგან ბეტა კაროტინის მხოლოდ ის რაოდენობა გარდაიქმნება A ვიტამინად, რაც ორგანიზმს ესაჭიროება.

ბეტა კაროტინის სასარგებლო ეფექტები:

  • წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს ადამიანის ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც ქრონიკული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს;
  • სასარგებლოა თავის ტვინისთვის, ფილტვებისთვის, კანისთვის და თვალისთვის, ამაღლებს იმუნიტეტს;
  • იცავს კანს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით (UVB) გამოწვეული დამწვრობისგან.

გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:

  • A ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სამედიცინო მდგომარეობები: მხედველობის დაქვეითება, ღამის სიბრმავე, ქსეროფთალმია, კანის სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი, უნაყოფობა, დაგვიანებული ზრდა-განვითარება ბავშვებში, რესპირაციული ინფექციები.
  • სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა დროსაც დაქვეითებულია ბეტა კაროტინის შეწოვა: ქრონიკული დიარეა, ცელიაკია, კისტური ფიბროზი, ქრ. პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები, ნაღვლის სადინარის დახშობა, თუთიის ან რკინის დეფიციტი, ბარიატრიული ოპერაცია, ალკოჰოლური დაავადება, ნაწლავების ან პანკრეასის ქირურგიული ოპერაციები.

მიღებისწესი: რეკომენდებულია დღეში 1 კაფსულა საკვებთან და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. დაღეჭვა არ შეიძლება. ინიშნება 4-9 წ 1 კაფს. 2 დღეში ერთხელ, 10 წლიდან 1 კაფს. დღეში ერთხელ. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვისპირობები: შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას.

აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატებიწარმოადგენს ბუნებრივ პროდუქტს.

არ შეიცავს

  •   მაგნიუმის სტეარატს
  •   ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს
  •   კონსერვანტებს
  •   გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

შენახვის პირობები: ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელიZeinPharma Germany GmbH. გერმანია.