ტერავიტი #30ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
(THERAVIT)
SAGMEL, INC, აშშ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატი და ბეტა-კაროტინი) 5000 სე, ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 3 მგ,
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 3,4 მგ, ნიაცინი ( ნიაცინამიდი) 20 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 3 მგ,
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 9 მკგ, პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოტენატის სახით) 10 მგ, ფოლიუმის მჟავა 400 მკგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 90 მგ, ვიტამინი E (დლ-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 30 სე, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლის სახით) 400 სე, ბიოტინი 30 მკგ, რკინა (რკინის ფუმარატის სახით) 27 მგ, ფოსფორი (კალციუმის ჰიდროფოსფატის სახით) 31 მგ, იოდი (კალიუმის იოდიდის სახით) 150 მკგ, სპილენძი (სპილენძის სულფატის სახით) 2მგ, თუთია (თუთიის ოქსიდის სახით) 15 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენატი) 10 მკგ, ქრომი (ქრომის ქლორიდის სახით) 15 მკგ, მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატის სახით) 15 მკგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატის სახით) 5 მგ, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით) 100 მგ, კალციუმი (დიკალციუმის ფოსფატის სახით) 40 მგ, კალიუმი (კალიუმის ქლორიდის სახით) 7.5 მგ, ქლორი (კალიუმის ქლორიდის სახით) 7.5 მგ.
არააქტიური ინგრედიენტები:
სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი, კრემნიუმის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, საქაროზა, პოლივინილპიროლიდონი, სახამებელი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, მეტოცელი, ტრიკალციუმის ფოსფატი, ასკორბილპალმიტატი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.
ჩვენებები
ჰიპო- და ავიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; ჰიპოპარათირეოზის, რკინადეფიციტური ანემიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნერვული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა. ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება ვირუსული და ინფექციური დაავადებების მიმართ, ანტისტრესორული პოტენციალის გაზრდა, განსაკუთრებით ეკოლოგიურად არასასურველ პირობებში (მათ შორის რაიონებში მომატებული რადიაციული ფონით) მცხოვრებ პირებში; ნერვული და ფიზიკური გადაძაბვების დროს; დაბერების პროცესების შესანელებლად; საკვები პროდუქტებით მიღებული ვიტამინების დეფიციტისას.
სამკურნალო მიზნით ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში ინიშნება ინფექციური, თვალის, ნერვული სისტემის და კანის დაავადებებისას; ძვლების მოტეხილობის; ჭრილობების და წყლულების შეხორცების გაძნელებისას; ოპერაციის შემდგომ პერიოდში, დამწვრობისას ,მოყინვის დროს და ა.შ.
დოზირების რეჟიმი
ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში, პროფილაქტიკის მიზნით, 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მკურნალობის მიზნით მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები
12 წლამდე ასაკი. მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
ინიშნება სიფრთხილით შაქრიანი დიაბეტის, თირკმლების და ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს, მწვავე პანკრეატიტის, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის, ჰიპერტონული დაავადების. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმთან შეთანხმებით.
ჭარბი დოზირება
ტერავიტის რეკომენდებული დოზისა და მიღების ხანგრძლივობის დაცვის შემთხვევაში დოზის გადაჭარბების მოვლენები არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
SAGMEL, INC.