ორასეპტი 1.4% 177მლ აეროზოლი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სავაჭრო დასახელება
ორასეპტი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ფენოლი (Phenol)
სამკურნალწამლო ფორმა
სპრეი
აღწერილობა
გამჭვირვალე, წითელი სითხე, ალუბლის / ფენოლის სუნით
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები: ფენოლი 1.4% (14მგ/მლ)
არააქტიური ინგრედიენტები: გლიცეროლი, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი, საღებავი FD&C წითელი #40 (E129), გასუფთავებული წყალი.
გამოყენების ჩვენებები
ხანგრძლივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალება:
• პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (ანგინა, ფარინგიტი, ქრონიკული ტონზილიტი, სტომატიტი, გინგივიტი, პაროდონტიტი და სხვ.);
• პირის ღრუსა და ხახაში მანიპულაციებისა და ოპერაციების ჩატარების შემდეგ, სტომატოლოგიური ოპერაციების შემდეგ.
• კბილის პროთეზების ან ორთოდონტული მოწყობილობების გამოყენების დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზები
შესხურება უნდა მოხდეს პირის ღრუში ან/და ხახაში, ანთებით უბანზე, შეიძლება სითხის გადაყლაპვაც.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება 3-ჯერ დღეში, უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: 3-5 შესხურება ყოველ 2-4 საათში.
უკუჩვენებები
ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.
ღვიძლის და თირკმელების სერიოზული დაზიანებები.
პრეპარატის ინგრედიენტებზე ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.
ანთებითი დაავადებები ლორწოვანი გარსების გავრცელებული დაზიანებით, პრეპარატის შეწოვის გაძლიერებასთან და სისტემური ტოქსიკური ზემოქმედების რისკის გაზრდასთან დაკავშირებით. ფენოლის გამოყენება სპრეის სახით არ არის რეკომენდებული ავადმყოფებში ყიის ანთებით.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
თუ ყელის ძლიერი ტკივილი გრძელდება 2 დღეზე მეტხანს და ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, გამონაყარი, გულისრევა, ღებინება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. თუ პრეპარატის გამოყენების ფონზე დაავადების სიმპტომები არ ქრება 7 ან მეტი დღის განმავლობაში ან ახლავს სხეულის მომატებული ტემპერატურა 3 დღეზე მეტხანს, ან ახლავს გამონაყარი ან თავის მუდმივი ტკივილი, ასევე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
რეკომენდებული არ არის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეფუთვა
ფლაკონში 177მლ.
გაცემის რეჟიმი
ურეცეპტოდ
განმცხდაებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი
ბაიერ კონსუმერ კერ აგ, შევეიცარია
ფამარ ს.ა., 63 აქ. დიმიტრიუს ქ. 17456 ალიმოს, ათენი, საბერძნეთი.