უნისედი #30კაფს
გააზიარე:
Unised - უნისედი
მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება,მაგნიუმის შემცველობით
შემადგენლობა :
ბერგამოტი - 50მგ
სვია (Humulus lupulus) -100მგ
პასიფლორა (Passiflora incarnata ) -300მგ
ვალერიანის ექსტრაქტი (Valeriana officinalis) - 300მგ
მაგნიუმი (Magnesium) -250მგ
უნისედი შეიცავს სედაციური ეფექტის მქონე ინგრედიენტების ყველაზე მაღალ კონცენტრაციას .
საშუალო წონის ადამიანის დღიური თერაპიული დოზა სედაციისთვის შეადგენს 1 ტაბლეტს.
პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავანოიდ – ვიტექსინს, ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის აღდგენას, ამცირებს შფოთვას და ნევროზულ მდგომარეობას, ახდენს სპაზმოლიზურ ეფექტს გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას .
მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ელემენტია, რომელიც არსებობს ყველა უჯრედში ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობის დროს. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით მაგნიუმი წარმოადგენს კათიონს ,უპირატესად უჯრედშიდა ლოკალიზაციით. მაგნიუმის იონები ამცირებს ნეირონების აგზნებადობას, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, ანელებენ ნერვ-კუნთოვან გადაცემას . მაგნიუმის დეფიციტს თან ახლავს გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები,კუნთების სისუსტე, ტრემორი, ტეტანია, რეფლექტორული აგზნებადობის მომატება, , გულის რითმის დარღვევა ექსტრასისტოლიებით და ტაქიკარდიით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა დიარეით. მაგნიუმის დეფიციტი შესაძლოა იყოს პირველადი, მაგნიუმის მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევის გამო და მეორადი, მაგნიუმის არასაკმარისი მიღების , გასტროინტესტინალური შეწოვის დარღვევის, თირკმელებით ჭარბი გამოყოფის ან მაგნიუმზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების (ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის გაზრდა, სტრესი, ორსულობა) გამო.
სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ტკივილს, კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობას, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი.
კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას. დამამშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილურია.
ბერგამოტი ხსნის გადაღლილობას, ნერვულ დაძაბულობას,სტრესს
ჩვენებები
- მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;
- ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები,ჰიპერტენზიის საწყისი სტადია სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით;
- ემოციური დაძაბულობა ;
- კონცენტრაციის დაქვეითება;
- ძილის მოშლა;
- ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- კლიმაქტერული სინდრომი;
- “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
- ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია)
დოზირება : მოზრდილებში, 16 წლის ასაკიდან - 1 კაფსულა X 1 დღეში
გამოშვების ფორმა :კაფსულა N30 ,
მწარმოებელი : Honor Pharma ,თურქეთი
ინახება მშრალ ადგილას ,ოთახის ტემპერატურაზე .
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში Uni Group