უნიფლორა #30ტ

უნიფლორა #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 95488
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

UniFlora   - უნიფლორა 

გამოშვების ფორმა : კაფსულა N30
კლინიკო-ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები

!!  მაღალი  კონცენტრაციის მაღალ აქტივობის მქონე, პრობიოტიკული მიკროორგანიზმების  შემცველი ფორმულა  - მიიღება დღეში მხოლოდ 1 კაფსულა .

 უნიფლორა  შემადგენლობა:

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის და ფუნქციონირების დარღვევას იწვევს  სხვადასხვა ფაქტორები: ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღება (ანტიბიოტიკები, საფაღარათო საშუალებები, ქიმიოთერაპია); არაბალანსირებული კვება , სხვადასხვა ნივთიერებებით ინტოქსიკაცია.  

უნიფლორა შეიცავს ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიებს მრავალფეროვან   მაღალ  კონცენტრაციას.
უნიფლორა ახდენს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას: ინარჩუნებს და არეგულირებს ნაწლავური მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას (მიკრობიოცენოზი) და უზრუნველყოფს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. უნიფლორას თერაპიულ ეფექტს განსაზღვრავს ცოცხალი ბიფიდო -  და ლაქტობაქტერიები, რომელთაც გააჩნიათ ანტაგონისტური მოქმედება ნაწლავში არსებული პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ. უნიფლორას შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები ახდენენ  რძემჟავას და მცირე რაოდენობით ძმარმჟავას და პროპილენმჟავას პროდუქცირებას. ნაწლავში წარმოქმნილი მჟავა გარემო არახელსაყრელ პირობებს ქმნის პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებისათვის. რძემჟავა ბაქტერიები მონაწილეობს მონოსაქარიდების შეწოვაში, ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში, ახდენს ნაწლავის კედლის ეპითელიუმის უჯრედების მემბრანების სტაბილიზირებას, არეგულირებს ელექტროლიტების შეწოვას და ვიტამინების სინთეზს (ვიტამინები B1, B2, B6, B12, K, E, PP , ბიოტინი), ქმნის ხელსაყრელ პირობებს რკინის, კალციუმის და ვიტამინ D-ს შესაწოვად .

უნიფლორა  შეიცავს  Saccharomyces boulardii -ს . ის  წარმოადგენს არაპათოგენურ საფუარის სოკოს და  ავლენს ანტიტოქსიურ და ანტიმიკრობულ მოქმედებას , რაც გამოიხატება განსაკუთრებით Clostridium difficil-ს ტოქსინებზე მოქმედებით , დამშლელი პროტეაზების გამომუშავების გზით და ენტეროციტებში ც- ამფ - ის  წარმოქმნის დათრგუნვით. იგი წვრილ ნაწლავში ზრდის დისაქარიდაზების აქტივობას და აუმჯობესებს შეწოვის პროცესებს კედლისმიერი შეწოვის აღდგენისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტროფიკის გაუმჯობესების გზით. ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს IgA-ს და სხვა იმუნოგლობულინების  კონცენტრაციას  სეკრეტორული კომპონენტების სინთეზის მომატების გზით. Saccharomyces boulardii რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მიმართ და ეფექტურად გამოიყენება მათთან ერთად კომბინაციაში. იგი ავლენს მდგრადობას კუჭის მჟავა გარემოსადმი, ნაწლავში მოხვედრისას სწრაფად მრავლდება და აღწევს მაღალ კონცენტრაციას, რაც ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. Saccharomyces boulardii არ აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და მეზენტერალურ ლიმფურ კვანძებში. მნიშვნელოვანია, რომ იგი არ ახდენს კოლონიზაციას და პრეპარატის მიღებიდან 3-5 დღის შემდეგ ბუნებრივი გზით გამოიყოფა. უნიფლორას  გამოყენება აუმჯობესებს ცილების მონელებას, ბიფიდობაქტერიების ფოსფოპროტეინფოსფატაზა მონაწილეობს რძის კაზეინის მეტაბოლიზმში.

ჩვენებები:
· ნაწლავური დისბიოზი ( ნაწლავური დისბაქტერიოზი), მათ შორის ანტიბიოტიკების,სულფანილამიდების და  ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღების შედეგად განვითარებული  ნებისმიერი ეტიოლოგიის დიარეა და მისი პროფილაქტიკა
· სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული კოლიტი, მათ შორის არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება;
· გადატანილი მწვავე ნაწლავური ინფექციები;
· ქრონიკული ენტეროკოლიტი; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
· მოგზაურთა დიარეა, მწვავე დიარეა;
· შეკრულობა, მეტეორიზმი;
· პირის ღრუს და ნაწლავების მიკოზები;
· ატოპიური დაავადებები (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, ალერგიული რინოკონიუქტივიტი);
· ალერგიული პროცესები (მათ შორის ალიმენტარული ალერგია), ალერგოზები;
· კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ფურუნკულოზი, ფერიმჭამელა);
მიღების წესი და დოზირება:
- მოზრდილები - 1 კაფსულა  1 დღეში , 10 - 30დღე 
- ბავშვები 6 წლის ასაკიდან -  1 კაფსულა  -1 ჯერ დღეში ჭამის დროს 7-10დღე
- ბავშვები 2 - დან 6 წლამდე  ½ კაფსულა  1ჯერ დღეში ჭამის დროს , 5  დღე

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა უნიფლორას  შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტები: შესაძლოა ინდივიდუალური აუტანლობის რეაქციები.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების ფორმა: უნიფლორა  №30. კაფსულა მაღალი ხარისხის განთავსებული ბლისტერზე N10  
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ფლაკონზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები: შეინახეთ სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს  22 0C  ტემპერატურაზე.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი ქარხანა :ჰონორ ფარმა  

მწარმოებელი ქვეყანა : თურქეთი