ბილომატი 80მგ #30კაფს
გააზიარე:
ბილომატი 80მგ 30 კაფსულა
საკვები დანამატი
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: გინკგო ბილობას ფოთლის სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი 80 მგ (Ginkgo bilobae folii extr. sicc. standardisatum, მინ. 24% გინკგოს ფლავონოიდური გლიკოზიდები და მინ. 6% ტერპენი).
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი შეიცავს სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტს (ფლავონოიდური ჰეტეროზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები), რომლებიც გავლენას ახდენს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე, მიკროცირკულაციასა და მსხვილი სისხლძარღვების ვაზომოტორულ რეაქციაზე. მათ მოქმედებას გააჩნია სისხლძარღვების გამფართოებელი მოქმედება, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და ზრდის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიდინებას თავის ტვინისაკენ. აწესრიგებს მეტაბოლურ პროცესებს, ქსოვილებზე ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას; ახდენს კოგნიტიური უნარების გაუმჯობესებასა და გაუარესების პრევენციას; ახასიათებს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, როგორც თავის ტვინის, ისე პერიფერიულ დონეზე.
ჩვენებები
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და თავისტვინის ფუნქციის დარღვევები:
- ყურადღების და/ან მეხსიერების დარღვევა;
- ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება;
- შფოთვის, შიშის შეგრძნება;
- თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა;
- კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადია, შემდეგი გამოვლინებებით: სიცივის შეგრძნება, ჩხვლეტა, დაბუჟება, ტკივილი სიარულის დროს;
- ხანდაზმულობით გამოწვეული ყვითელი ხალის დეგენერაცია;
- დიაბეტური რეტინოპათია;
- დიაბეტური პოლინეიროპათია.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები: 1 კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამის დროს.
რეკომენდებულია უწყვეტი გამოყენება 3 თვის განმავლობაში.
უკუჩვენებები
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- 18 წლამდე ასაკის პირები;
- შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ინტრაკრანიალური ჰემორაგიის მომატებული რისკი;
- სისხლის შედედების დაქვეითება;
- ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
განსაკუთრებული მითითებები
გინკგო ბილობას შეუძლია გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო, აუცილებელია სიფრთხილე ანტიკოაგულანტული პრეპარატების მიღებისას.
გარკვეულ შემთხვევებში, მან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები, თავის ტკივილი და კანის ალერგიული რეაქციები. პირებმა, რომლებსაც უტარდებათ გარკვეული თერაპია, გინკგოს პროდუქტის გამოყენებამდე უნდა მიმართონ კონსულტაციისთვის ექიმს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატები არ ცვლის დაბალანსებულ კვებას.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი. (ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი დაბეჭდილია შეფუთვაზე).
გამოშვების ფორმა
N30 კაფსულა.
მწარმოებელი
PHARMANOVA, სერბეთი.