პარადოქს ომეგა მამს+DHA#30კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პარადოქს® ომეგამამს+ DHA - კაფსულები N30
გამოყენების ინსტრუქცია
აღწერილობა & და თვისებები:
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
ბუნებრივად სტაბილური, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების
(EPA DHA DPA) მაღალი შემცველობით.
3 საკვანძო ინგრედიენტი:
DHA + ვიტამინი D3 + ფოლიუმის მჟავა.
√ მხოლოდ ერთი კაფსულა დღეში!
ნატურალური, დაცული და ეფექტური გზა
მთელი ოჯახისათვის სიცოცხლის საწყის ეტაპზე!
ხელს უწყობს ნაყოფის თავის ტვინის, მხედველობის კოგნიტური ფუნქციისა და იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალურ განვითარებას.
დაცულია ძლიერი ანტიოქსიდანტებით ნატურალური პოლი ფენოლებისგან, არ შეიცავს დანამატებს ან კონცენტრატებს.
საუკეთესო ეფექტი მიიღწევა რეკომენდებული,
დღიური დოზის ყოველდღიური მიღებით.
PARAD0X® - პარადოქსი®
ახალი თაობის ომეგა დანამატი!!!
განსხვავებული ომეგას ზეთი!
• 100 % სუფთა & 100 % ნატურალური
• ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა
• ომეგა ზეთის მდგრადი წყარო
• მეცნიერულად დადასტურებული სტაბილურობა
• შეიცავს ძლიერ, პოლიფენოლის ანტიოქსიდანტებს
• ყოველგვარი დანამატებისა და კონცენტრატების გარეშე
• სწრაფი შეღწევადობა
• თევზის გემოს გარეშე
პარადოქს მამს+ DHA - ახალი და უნიკალური ფორმულა, რომელიც აერთიანებს ნატურალურ DHA, ტრი–გლიცერიდის ფორმით ფოლიუმის მჟავასთან და ვიტამინ D3-თან ერთად.
კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ თანამედროვე ადამიანის ტვინი ყველაზე აგრესიულად DHA მარაგს იქმნის ორსულობის შუა პერიოდიდან მოყოლებული 2 წლის ასაკამდე.
ძუძუთი კვების პერიოდის ხანგრძლივობა და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დონე (ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები) დაკავშირებულია ბავშვის IQ-თან. დადასტურებულია, რომ მეძუძურმა დედებმა აუცილებელია მიიღონ DHA-თი მდიდარი საკვები ან არასრულყოფილი კვების პირობებში შეივსონ მოთხოვნილება ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებზე.
მოგეხსენებათ, რომ ბავშვის კოგნიტური ფუნქციები განსაზღვრავს ახალშობილის ტემპერამენტს, ასევე ქცევით და ემოციურ პრობლემებს და შესაბამისად ძუძუთი სრულფასოვანი კვება, რომელიც გამდიდრებულია DHA-თი უმნიშვნელოვანესია დედა–შვილის ჯაჭვში 5,5 ასაკამდე.
ფოლიუმის მჟავა საკვანძო წინაპირობაა ჩასახვამდე და ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში, ვინაიდან ის აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებისთვის. გარდა ამისა ფოლიუმის მჟავა ორსულობის განმავლობაში ხელს უწყობს დედის ქსოვილის ნორმალურ ზრდას.
ფოლატი (ვიტამინი B-9) არის უმნიშვნელოვანესი საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია დნკ–ს რეპლიკაციისათვისა და აგრეთვე, როგორც სუბსტრატი ფერმენტული რეაქციებისათვის. ეს ფერმენტული რეაქციები ჩართულია ამინომჟავების სინთეზსა და ვიტამინების ცვლაში. ფოლიუმის მჟავა ჩართულია ნაყოფის ზრდა–განვითარების პროცესშიც ამიტომ მასზე მოთხოვნა ორსულობის პერიოდში გაზრდილია.
გარანტირებული რომ იყოს ორსულობის პერიოდში ქალებში ფოლიუმის მჟავის ადეკვატური მარაგი აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი (NIH) და მედიცინის ინსტიტუტი (IOM) გასცემენ რეკომენდაციას ორსულმა ქალებმა ყოველ დღე მიიღონ 600 მკგ ფოლიუმის მჟავა მთელი ორსულობის პერიოდში.
თუმცა რადგან ორსულობის თითქმის ნახევარი არის დაუგეგმავი, ექსპერტები იძლევიან რეკომენდაციას, ყველა ქალმა რეპროდუქციულ პერიოდში ყოველდღიურად მიიღოს 400 მკგ. ფოლიუმის მჟავა, რომ შემცირდეს ხერხემლის გაორებისა და ანენცეფალიის განვითარების რისკი. ეს ორი ყველაზე ხშირი და
სერიოზული დეფექტი, რომელიც ყალიბდება ჩასახვიდან პირველი 2–3 კვირის პერიოდში. სწორედ იმ დროს, როცა ქალების უმრავლესობამ არც კი იცის, რომ არის ორსულად. გაცემული რეკომენდაციების შესრულება დაბლა სწევს დეფექტების განვითარების რისკს 72–100 %–ით.
კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევებით დამატებით გამოვლინდა, რომ ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ამცირებს ანემიების განვითარების
რისკს, ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის და აბორტების რისკს,
ნაადრევ მშობიარობას, გულის მანკის განვითარებას.
ვიტამინი D3 ხელს უწყობს სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას, შეწოვას/გამოყენებას და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი D3 თამაშობს მნიშვნელოვან როლს ტვინის განვითარებისა და ფუნქციონირების მექანიზმებში, რაც მოიცავს ნერვულ დიფერენციაციას, აქსონურ კავშირებს, დოფამინერგული სისტემის ჩამოყალიბებას, იმუნურ რეგულაციასა და გენების ტრანსკრიპციის კონტროლს.
ვიტამინი D3 თამაშობს გადამწყვეტ როლს ნაყოფის იმუნური სისტემის განვითარებაში, ნაყოფის მომწიფებასა და წონის ჩამოყალიბებაში.
ინოვაცია / ხარისხი
პარადოქსის ყველა პროდუქტში ომეგა-3 მოლეკულები დაცულია დამჟანგავი სტრესებისაგან.
განსხვავებით ბაზარზე არსებული ნებისმიერი თევზის ზეთის (ომეგა-3 საკვები დანამატების) მწარმოებლების პროდუქტებისგან.
პარადოქსის პროდუქტებში მყიფე ომეგა ცხიმოვანი მჟავების ექსტრა დაცულობა გარანტირებულია. ამიტომ ისინი გაცილებით სტაბილურია, შესაბამისად პარადოქსი არის ყველაზე ახალი, დაუშლელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყარო.
გაზრდილიბიო-შეღწევადობა
თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3-ის ბიო შეღწევადობა ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.
საკვანძო სარგებელი:
√ ტვინის ჯანმრთელობა
√ კოგნიტური ფუნქციების განვითარება.
√ მხედველობის განვითარება.
√ იმუნური სისტემა
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.
უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სპეციალური მითითებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ორსულობის დროს, ნებისმიერი მინერალების ან ვიტამინინების დანამატების მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
აქტიური ინგრედიენტები / რაოდენობა, რეკომენდებული დღიური დოზის შესაბამისად:
ომეგა-3 ღრმა-წყლოვანი ზღვის თევზის ზეთი (Pure1050 TG), სუფთა ზეითუნის ზეთი, აეროსილი 300, ქოლეკალციფეროლი, ფოლიუმის მჟავა.
საკვები ღირებულება |
1 (ერთი) კაფსულა |
ომეგა-3 |
427 მგ* |
დჰა (DHA) |
300 მგ* |
ეპა (EPA) |
67 მგ* |
ფოლიუმის მჟავა |
600 მკგ (μg) |
ვიტამინი D |
1000 ს/ე* |
რეკომენდებული დღიური დოზა:
1 კაფსულა პერორალური მიღებისთვის.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ,, 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.
პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.
მწარმოებელი - Paradox Omega Oils Ltd, Northern Ireland, UK
Paradox Omega Oils Ltd
Belfast BT4 2AG,
Northern Ireland, UK