დიაქეარ ელექტროლიტი6.5გ#12პაკ

დიაქეარ ელექტროლიტი6.5გ#12პაკ

48.00 ლარი
ქვეყანა: ირლანდია
მწარმოებელი: სი ეფ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაქტობაცილუს რამნოზუსი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 95070
გააზიარე:

დიაქეარ 6,5 გრ N12 პაკეტი

 

გამოყენებისი ნსტრუქცია

 

სავაჭრო დასახელება:

DiaCare - დიაქეარი

პერორალური ელექტროლიტური ფხვნილი

ხსნარის მოსამზადებლად ბავშვებისა და დიდებისთვის.

ჰიდრატაცია & კარგი ბაქტერია

Lactobacillus Rhamnosus GG(DSM 21 690).

ნაცვლად ორი სხვადასხვა პროდუქტისა ,,დიაქეარი“ ერთად შეიცავს დიარეისა და

გაუწყლოვნების მკურნალობისთვის აუცილებელ ნაწლავურ ფლორასა და ელექტროლიტებს.

DiaCare დიაქეარი

•  ამცირებს დეჰიდრატაციის რისკს

•  აღადგენს ელექტროლიტების ბალანსს

•  ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას

•  აღადგენს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას

•  უზრუნველყოფს პრობიოტიკის წყაროს - Lactobacillus Rhamnosus GG

•  აღადგენს კუჭის pH მჟავას

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 

რეჰიდრატაციული პერორალური თერაპია, ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი

საშუალება, გამოიყენება ენერგეტიკული და ელექტროლიტური ბალანსის კორეგირებისათვის.

პროდუქტის აღწერილობა:

DiaCare დიაქეარი არის გლუკოზის ელექტროლიტის, მინერალებისა და

პრობიოტიკის (Lactobacillus Rhamnosus GG) ბოჭკოების მეცნიერულად დაბალანსებული ნაზავი.

შეიცავს მაგნიუმს, რომელიც ხელს უწყობს ელექტროლიტების ბალანსს.

ნახშირწყლების ელექტროლიტური ხსნარი აძლიერებს წყლის შეწოვას.

შეიცავს ქლორიდს, რომელიც კუჭში მარილმჟავას წარმოქმნით ხელს უწყობს ნორმალურ მონელებას.

ჰიდროქლორინის მჟავა არის ძირითადი ფერმენტი კუჭში, რომელიც პასუხისმგებელია საკვების მონელების დაწყებაზე

იმისთვის, რომ პარიეტალური უჯრედების მიერ გამომუშავდეს HCl, მათ უნდა ჰქონდეთ ქლორიდის წყარო - ნატრიუმის ქლორიდი და კალიუმის ქლორიდი.

ჩვენებები:

•  დიარეა

•  მუდმივი ღებინება

•  ცხელება, რომელსაც თან ახლავს ინტენსიური ოფლიანობა

•  ზოგადი დატენიანება

•  სპორტისა და ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ

•  მოგზაურობა და ცხელი კლიმატი

შემადგენლობა:

თითოეული პაკეტი შედგება 2 კამერისგან.

დიაქეარის უნიკალური ორკამერიანი პაკეტი იძლევა ორ დამოუკიდებელ სარგებელს:

A. შეიცავს პრობიოტიკს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მდგომარეობის სწრაფად აღდგენას.

B. შეიცავს ელექტროლიტებს, რომლებიც აუცილებელია დეჰიდრატაციის პრობლემის მოსაგვარებლად.

მარილის კამერა:

დექსტროზა, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, არომატიზატორი (ფორთოხლის გემო), მაგნიუმის ჰიდროქსიდი, მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა (E 330), პერისტალტიკის საწინააღმდეგო საშუალება: სილიციუმის დიოქსიდი (E 551), დამატკბობელი: სუკრალოზა (E 955)

პრობიოტიკის კამერა:

ლაქტობაცილუს რამნოსუსი GG (DSM 21 690), მალტოდექსტრინი.

Lactobacillus Rhamnosus GG (DSM 21 690) - უპირატესობა სხვა პრობიოტიკების შტამებთან შედარებით:

  • მსოფლიოში ყველაზე კარგად შესწავლილი და დასაბუთებული შტამი. გამოიყენება მთელ მსოფლიოში 1990 წლიდან.
  • არსებობს 250-ზე მეტი პუბლიკაცია კლინიკური კვლევების შესახებ. ფართოდ იქნა შესწავლილი ახალშობილებში, დღენაკლულ ბავშვებში, ბავშვებში, ორსულებში, ხანდაზმულ ასაკში და დამკვიდრდა, როგორც სრულიად უსაფრთხო შტამი.
  • პრობიოტიკები უფრო სწრაფად მოქმედებენ, ვიდრე ბაქტერიები. ეფექტურად ახდენენ ნაწლავის კოლონიზაციას 5-7 დღის განმავლობაში, რითაც რიცხობრივად აჭარბებს პათოგენურ სახეობებს.
  • პრობიოტიკები უფრო გამძლეა და დიდხანს ცოცხლობენ (ვიდრე ბაქტერიები) როგორც ანტიბიოტიკების გარემოში, ასევე კუჭის მჟავასთან ერთად.
  • კარგად ეკვრიან კუჭ-ნაწლავის უჯრედებს (განსხვავებით სხვა პრობიოტიკებისგან), როგორც დანამატი სტრუქტურები (ცნობილი როგორც პილი), რითაც ამცირებენ დიარეის გამომწვევი პათოგენური ბაქტერიების ადჰეზიას, შეწოვას და მათი რაოდენობის შემცირებას.
  • ნარჩუნდება უფრო მაღალი კონცენტრაციით,  განსხვავებით სხვა პრობიოტიკებისგან, რომლებიც შესაძლებელია ფეკალიებთან ერთად გამოიყოს  ერთი კვირის შემდეგ.
  • გამოიმუშავებს ბაქტერიოცინებს, რომლებიც ეხმარება იმუნურ სისტემას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენების აღმოფხვრაში.
  • იწვევს უჯრედულ-დამცავ ეფექტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებითი ციტოკინების და TNF ალფა-ს შემცირებით.
  • კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც იღებენ Lactobacillus Rhamnosus GG-ს, დაცულნი არიან ბაქტერიული ინფექციებისგან.

Lactobacillus Rhamnosus GG - დამატებითი კლინიკური ინფორმაცია:

  • უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის იმუნურ მხარდაჭერას.
  • გვეხმარება იმუნური პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც დაკავშირებულია რესპირატორულ დაავადებებთან.
  • იწვევს ანტისხეულების (იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ბუნებრივი ცილების რაოდენობის) მნიშვნელოვან ზრდას, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
  • აღადგენს ნაწლავის ბუნებრივ ბაქტერიებს და კუჭის ნორმალურ pH-ს მჟავას.
  • ისინი წარმოქმნიან რძემჟავას, რომელიც აღწევს დიარეის გამომწვევი ბაქტერიის უჯრედის კედლებში და იწვევს მათ სიკვდილს.
  • აღნიშნული თვისებებიდან გამომდინარე ლაქტობაცილუს რამნოსუსი GG (Lactobacillus Rhamnosus GG-DSM 21 690) ეფექტურია როგორც დიარეის მკურნალობისთვის, ასევე პროფილაქტიკისთვის.

გამოყენების წესი და დოზირება:

ერთი პორციის მოსამზადებლად გახსენით ერთი ორკამერიანი პაკეტის მთელი შიგთავსი 200 მლ წყალში.

1 პაკეტი თითო პორციაზე.

მიღების წესი:

პერორალურად. მომზადებული ხსნარის გამოყენება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.

ბავშვები (3-6 წელი)

1 პორცია დღეში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

მცირეწლოვან ბავშვებში გამოსაყენებლად გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

არ არის შესაფერისი 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ბავშვები (6-12 წელი)

1-2 პორცია დღეში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

ზრდასრული (12 წელზემეტი)

დღეში 4-მდე პორცია.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

სიფრთხილისზომები:

საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული კარგად დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლებისთვის.

პროდუქტის ფორმა:

DiaCare დიაქეარი - უსუნო, თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად. კარგად იხსნება წყალში. დიაქეარის შეფუთვა შედგება 12 ორკამერიანი პაკეტისგან (12 პორცია x 6.5 გრ), რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 25ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.

შენახვის დროს მოარიდეთ წყალთან კონტაქტს.

შენახვის ვადა:

მითითებულია კოლოფზე და ეხება გაუხსნელ პროდუქტს ორიგინალ შეფუთვაში, რომელიც ინახება სათანადო პირობების მიხედვით.

პრობიოტიკი

ინგრედიენტები

ფუნქცია

1 პაკეტი

%

ლაქტობაცილუს რამნოსუსი GG (DSM 21 690)

პრობიოტიკი

1965.00 მგ

98.75

მალტოდექსტრინი

ენერგიის წყარო

35,00 მგ

1.25

ჯამი:

2000,00 მგ

100.00

Lactobacillus Rhamnosus GG (DSM 21 690) - 1,00 მილიარდი / 7,0 მილიარდი UFC ერთ პაკეტში

მარილი

ინგრედიენტები

ფუნქცია

1 პაკეტი

%

დექსტროზა

ენერგიის წყარო

2662,01 მგ

59.16

ნატრიუმის ციტრატი

ელექტროლიტი

840,13 მგ

18.67

კალიუმის ქლორიდი

ელექტროლიტი

303,01 მგ

6.73

ნატრიუმის ქლორიდი

ელექტროლიტი

200,20 მგ

4.45

არომატიზატორი (ფორთოხლის გემო)

არომატი

194,96 მგ

4.33

მაგნიუმის ჰიდროქსიდი

ელექტროლიტი

142,01 მგ

3.16

ლიმონმჟავა (E 330)

მჟავიანობის რეგულატორი

100,00 მგ

2.22

სილიციუმის დიოქსიდი (E 551)

პერისტალტიკური საშუალება

51,68 მგ

1.15

სუკრალოზა (E 955)

დამატკბობელი

6,00 მგ

0.13

ჯამი:

4500,00 მგ

100.00

მწარმოებელი კომპანია:

CF Pharma - ირლანდია.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

ZEON Healthcare LID - ირლანდია.