ვიტრუმი კალციუმი+D3 #30ტ

ვიტრუმი კალციუმი+D3 #30ტ

11.32 ლარი 8.15 ლარი
ქვეყანა: აშშ
მწარმოებელი: უნიფარმ ინკ
ჯენერიკი: Colecalciferolum+Calcium carbonate
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 9507
გააზიარე:
კალციუმი + ვიტამინი D3 ვიტრუმი®
(Calcium+ Vitamin D3 Vitrum®)
         


პრეპარატის სავაჭრო დასახელება
: კალციუმი + ვიტამინი D3 ვიტრუმი®

წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტი

შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატს (ხამანწკის ნიჟარის) - 1250 მგ (შეესაბამება 500 მგ ელემენტარულ კალციუმს)
ვიტამინი D3 (კოლეკალციფეროლი) - 200 სე1
1 – ექვივალენტურია 5მკგ კოლეკალციფეროლის

დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, ტიტანის დიოქსიდი, რიბოფლავინი, საღებავი მბრწყინავი ლურჯი FFCF (E133).

აღწერილობა:
ღია-მწვანე ფერის შემოგარსული ოვალური ფორმის ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კალციუმ-ფოსფორის ცვლის რეგულატორი.
ათქ კოდი: A12AX

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას. ავსებს რა ორგანიზმში კალციუმის და ვიტამინი D3-ის უკმარისობას, ამცირებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას (გაწოვა) და ზრდის მის სიმკვრივეს.

ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ვიტამინი D3 ზრდის კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მის შეკავშირებას ძვლის ქსოვილში.
კალციუმის და ვიტამინი D3-ის გამოყენება ეწინააღმდეგება პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების ზრდას, რომელიც არის მომატებული ძვლის რეზორბციის (კალციუმის გამორეცხვა ძვლებიდან) სტიმულატორი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში. აქტიური, D-ვიტამინზე დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის დახმარებით, კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.

გამოყენების ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება:
-    კალციუმისა და/ან ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად მოზარდებსა და ბავშვებში ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდში (ძვლოვანი მასის მაქსიმალური პიკის  მისაღწევად), ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
-    ოსტეოპოროზისა (მენოპაუზის, სენილური, სტეროიდული, იდიოპათური და სხვა) და მისი გართულებების (ძვლის მოტეხილობები) პროფილაქტიკისა და საბაზისო თერაპიისათვის;
-    ხანდაზმულებში კალციუმისა და ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად.

უკუჩვენება:
-    ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთერთი კომპონენტების მიმართ;
-    D ჰიპერვიტამინოზი;
-    თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
-    ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის შემადგენლობის მომატება – პარაფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის მქონე პაციენტებში);
-    ჰიპერკალციურია (კალციუმის მომატებული გამოყოფა შარდით);
-    შარდ-კენჭოვანი დაავადება (კალციუმის მარილების განვითარება);
-    დეკალცინირებული სიმსივნეები (მიელომა, ძვლოვანი მეტასტაზები, სარკოიდოზი);
-    იმობილიზაციით განპირობებული ოსტეოპოროზი;
-    ფილტვების ტუბერკულოზი (აქტიური ფორმა);
-    12 წლამდე ბავშვთა ასაკი;

გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შიგნით მისაღებად. პრეპარატი როგორც პროფილაქტიკური საშუალება მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში მიიღება პერორალურად დღეში 1-2 ტაბლეტი. კალციუმის შეწოვის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ტაბლეტის მიღება მჟავე სითხის მიყოლებით (ფორთოხლის ან ლიმონის წვენი).
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის პრეპარატი მიიღება დღეში 2 ტაბლეტი, ერთი დილით და ერთი საღამოს, მიზანშეწონილია კვების დროს.
ოსტეოპოროზის თერაპიისას კურსი და დოზა შეირჩევა ექიმი რეკომენდაციის შესაბამისად.
 
გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი).
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლსა და შარდში კალციუმის შემცველობის მომატება.

განსაკუთრებული მითითებები:
-    სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში;
-    მკურნალობის პერიოდში საჭიროა შარდით კალციუმის გამოყოფის და პლაზმაში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი (კალციურიის განვითარების შემთხვევაში, 7.5მმოლ/დღ (300მგ/დღ)-ზე მეტი), საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა;
-    12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;
-    ჭარბი დოზის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სხვა წყაროებიდან ვიტამინი D3-ის დამატებითი მიწოდების გათვალისწინება. არ გამოიყენება კალციუმისა და ვიტამინი D3-ის შემცველ სხვა ვიტამინურ კომპლექსებთან ერთად;
-    ხანდაზმულებში კალციუმის მოთხოვნილება შეადგენს 1,5გ/დღ., ვიტამინი D3-ის კი 500-1000 სე/დღ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება კალციუმზე და D ვიტამინზე იზრდება. პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სხვა წყაროებიდან კალციუმისა და D ვიტამინის ორგანიზმში დამატებითი მიწოდების გათვალისწინება და მუდმივი სამედიცინო კონტროლის განხორციელება.
ნაყოფზე ტოქსილური ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდებული 1500 მგ-ზე მეტი კალციუმისა და 600 სე-ზე მეტი ვიტამინი D3-ის გამოყენება. კალციუმი და D ვიტამინი აღწევს დედის რძეში.

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის მწვავე ან ქრონიკული სიმპტომი არის ჰიპერკალციემია და/ან ჰიპერკალციურია, რაც ვლინდება ანორექსიის, ღებინების, გულისრევის, თავბრუსხვევის, სისუსტის, თავის ტკივილის სახით. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. საჭიროა ორგანიზმში ჭარბი რაოდენობის სითხის შეყვანა და კალციუმის შეზღუდული რაოდენობით მიღების დიეტის დაცვა. ჭარბი დოზის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის რჩევის მიღება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
-    ვიტამინი D3-ის აქტიურობა შეიძლება შემცირდეს ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან ერთდროული გამოყენებისას;
-    გულის გლიკოზიდებთან ერთდროული მკურნალობისას საჭიროა ეკგ და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, ვინაიდან კალციუმი აძლიერებს გულის გლიკოზიდების მოქმედებას;
-    პრეპარატი ანელებს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა სალიცილატების, სულფანილამიდების, ბეტა-ადრენობლოკატორების და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების შეწოვას. ამას გამო, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ ან 2 საათით ადრე;
-    თიაზიდების ჯგუფის დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების საშიშროება;
-    კოლესტირამინი, საფაღარათო საშუალებები (პარაფინის ზეთი) ამცირებენ D ვიტამინის აბსორბციას.

გამოშვების ფორმა:
#30-60-100 შემოგარსული ტაბლეტი მოთავსებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის  ფლაკონში; ერთი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10-30ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა:
”უნიფარმ ინკ”  (აშშ)., 350 Fifth Avenue, Suite 6701, New York, NY 10118, USD