ქლეარზალიCompl 30მლ+118მლ
გააზიარე:
ClearZal COMPLETE - ქლეარზალ კომპლექტი
30მლ + 118მლ + შუშის ქლიბი
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება:
ქლეარზალ კომპლექტი – ClearZal COMPLETE
რა არის ClearZal COMPLETE ქლეარზალ კომპლექტი?
ClearZal COMPLETE ქლეარზალ კომპლექტი უზრუნველყოფს კომლექსურ გადაწყვეტას ფრჩხილის ინფექციების სამკურნალოდ და სამართავად. ქლეარზალ კომპლექტში შემავალი პროდუქტები ფრჩხილებზე, ფეხებზე და ფეხსაცმელებზე ანადგურებენ არსებულ მიკრობებს, რომლებიც ავრცელებენ ინფექციას.
სრულ კომპლექტში შედის ანტიმიკრობული ხსნარი ფრჩხილებისთვის (ქლეარზალ BAC 30 მლ), ფეხის სადეზინფექციო და გამაჯანსაღებელი საშუალება 118 მლ (ClearZal Foot Sanitiser) და პრემიუმ ხარისხის ფრჩხილის ქლიბი.
1.
ClearZal Foot Sanitiser ქლეარზალ ფეხის სადეზინფექციო და გამაჯანსაღებელი საშუალება:
აქტიური ინგრედიენტი:
ბენზალკონიუმის ქლორიდი (0.1 % w/v).
შემადგენლობა:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ჩაის ხის ზეთი.
• შემდეგი ევოლუციური ნაბიჯი ფრჩხილის ინფექციის სამკურნალო პროდუქტების კატეგორიაში.
• უზრუნველყოფს დამატებით სარგებელს მომხმარებლისთვის.
• ეფუძნება ქლეარზალ BAC-ის წარმატებას.
• უნიკალური ფორმულა ფეხის ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
• ClearZal BAC ქლეარზალ BAC - ანტიმიკრობული ფრჩხილის ხსნარი - კლავს სოკოების, ბაქტერიების და ვირუსების 99,9%-ს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის ინფექცია;
• ClearZal Foot Sanitiser ქლეარზალ ფეხის სადეზინფექციო და გამაჯანსაღებელი საშუალება - შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას და კლავს ყველა მიკრობს (სოკო, ბაქტერიები და ვირუსები), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხის, ტერფის და ფრჩხილის ინფექცია.
აღნიშნული ინფექციები განსაკუთებით ადვილად ვრცელდება სპორტსმენებში.
• დამატებით შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო ბუნებრივ ანტისეპტიკურ საშუალებას ჩაის ხის ზეთს.
• აკონტროლებს და თრგუნავს ფეხის სუნს.
• დეზინფექციის მიზნით სასურველია დაისხუროთ წინდებზე და ფეხსაცმელში.
2.
ClearZal პრემიუმ ხარისხის შუშისფრჩხილისქლიბი.
• საჭიროების შემთხვევაში გეხმარებათ ფრჩხილის დაზიანებული ქსოვილის მოცილებაში, რაც აჩქარებს მკურნალობას და საშუალებას იძლევა მოხდეს ქლეარზალ BAC-ის სრული პენეტრაცია დაზიანებულ უბანში.
3.
ქლეარზალ BAC / ClearZal BAC
ადგილობრივი ანტიმიკრობული ხსნარი ინფიცირებული უბნების სამკურნალოდ.
• ფრჩხილის სამკურნალო ერთადერთი საშუალება, რომელიც კლავს სამივე ტიპის მიკრობს, სოკოების, ბაქტერიების და ვირუსების 99,9%-ს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის ინფექცია და ისეთი გართულებები, როგორიცაა ონიქომიკოზი ან პარონიქია.
ქლეარზალ BAC-ი სწრაფად უმიზნებს და კლავს სოკოსა და ბაქტერიას, რის შედეგადაც უკვე იზრდება ჯანმრთელი ფრჩხილი.
• უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ სოკოს საწინააღმდეგო ყველა სხვა აქტუალური პროდუქტი, რამდენადაც ფრჩხილის ინფექციების 50%-მდე შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიებითა და ვირუსებით.
• აქვს მოხმარების უნიკალური სისტემა ჰიგიენურ საწვეთის გამოყენებით, განსხვავებით კალმის ან ფუნჯისგან, რომელიც აქრობს ლორწოს და რამაც შეიძლება გამოიწვიოს უხეში დაბინძურებაც კი!
• თითოეულ ქლეარზალ BAC-ის პაკეტს მოყვება პრემიუმ კლასის ფრჩხილის ქლიბი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გეხმარებათ ფრჩხილის დაზიანებული ქსოვილის მოცილებაში, რაც აჩქარებს მკურნალობას და საშუალებას იძლევა მოხდეს ქლეარზალ BAC-ის სრული პენეტრაცია დაზიანებულ უბანში.
• შეიცავს ალოე ვერას, რომელსაც გააჩნია დამარბილებელი ეფექტი, ხელს უწყობს ფრჩხილის გარშემო დაზიანებული კანის აღდგენას, გაჯანსაღებას და ფრჩხილის სწრაფ ზრდას.
• არ შეიცავს არანაირ ლაქებს, აგრესიულ მჟავებს, ზეთებს ან ალკოჰოლს.
• არომატების და პარაბენების გარეშე.
სავაჭრო დასახელება:
ქლეარზალ BAC – ClearZal BAC
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ბენზალკონიუმის ქლორიდი (0.1 % w/v).
შემადგენლობა:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ალოე.
აღწრილობა:
უსუნო, თეთრი ფერის სითხე შუშის ქლიბთან ერთად.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პრეპარატი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიფუნგალური მოქმედებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც დამატებით გააჩნია ანტი-ვირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება. 0.1% იანი კონცენტრაციით ქლეარზალ BAC-ი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების, ობისა და ზოგიერთი დიმორფული სოკოების მიმართ.
- ქლეარზალ BAC-ი სოკოებში სტეროლის სინთეზს არღვევს ადრეულ სტადიებში. ამას მივყავართ ერგოსტეროლის დეფიციტსა და სკვალენის უჯრედის შიგნით დაგროვებამდე, რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს.
- ბენზალკონიუმის ქლორიდი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც 99,9% ით ანადგურებს ადგილობრივად ბაქტერიებს და ვირუსებს. აქვს კარგად გამოხატული ბაქტერიოციდული, ვირუციდული და ანტიფუნგალური მოქმედება. აქტიურია როგორც გრამ (+) ასევე გრამ (-) შტამების მიმართ.
- ქლეარზალ BAC-ი არ ახდენს გავლებას ადამიანში ციტოქრომ P 450 ფერმენტულ სისტემაზე შესაბამისად არ მოქმედებს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ქლეარზალ BAC-ი დამატებით შეიცავს ალოეს, რომელსაც გააჩნია დამარბილებელი ეფექტი, რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას და ფრჩხილის სწრაფ ზრდას.
ფამაკოკინეტიკა:
პრეპარატს აქვს ადგილობრივი მოქმედება, არ ხვდება სისტემურ მიმოქცევაში.
ჩვენება:
ონიქომიკოზი.
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
- 6 წლამდე ასაკი.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს სიწითლე და ქავილი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
გამოყენების წესი და დოზირება:
გამოიყენება დღეში ორჯერ მთელი ფრჩხილის გარშემო და ფრჩხილის თავისუფალი კიდის ქვეშ ინფექციის კერამდე. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია დაზიანებული მონაკვეთის გასუფთავება ქლიბით, დაბანა და გაშრობა.
დასაშვებია რეგულარული გამოყენებისთვის, ინფექციის გაჩენის ან განმეორების თავიდან ასაცილებლად.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
4-8 კვირა, დაავადების სირთულიდან გამომდინარე.
თერაპია განისაზღვრება ფრჩხილის ზრდით.
სიფრთხილის ზომები:
არ შეიძლება პრეპარატის მოხვედრა პირის, ცხვირის, თვალის მიდამოებში.
პროდუქტის ფორმა:
30 მლ (0.1 % w/v) გარეგანი გამოყენების ხსნარი, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში მინის ქლიბთან და პაციენტის ინფორმაციასთან ერთად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 250C-ზე.
შენახვის ვადა:
მითითებულია კოლოფზე და ეხება გაუხსნელ პროდუქტს ორიგინალ შეფუთვაში, რომელიც ინახება სათანადო პირობების მიხედვით.
მწარმოებელი კომპანია:
DiaDerm-ის ლაბორატორია აშშ.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ZEON Healthcare LID - ირლანდია.