მაქსიპულმონი 3მგ/მლ120მლ სიროფ
გააზიარე:
მაქსიპულმონი,
3 მგ/მლ, სიროფი
ბუტამირატის ციტრატი
ყურადღებით წაიკითხეთ ყველაფერი ამ ფურცელ–ჩანართში, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ თქვენ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა დაუკავშირდით ფარმაცევტს.
- თუ რაიმე გვერდითი ეფექტი გამოგივლინდათ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
- თქვენ უნდა გაესაუბროთ ექიმს, თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად, ან თუ 7 დღის შემდეგ უფრო ცუდად გრძნობთ.
რა არის მოცემული ამფურცელ-ჩანართში:
1.რა არის მაქსიპულმონი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ მაქსიპულმონის გამოყენების წინ
3. როგორ მიიღოთ მაქსიპულმონი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება მაქსიპულმონი
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
1. რაარის მაქსიპულმონი დარისთვისგამოიყენება
მაქსიპულომონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ბუტამირატის ციტრატს, რომელიც არის არაოპიოიდური ხველის საწინააღმდეგო საშუალება.
თერაპიული ჩვენებები
სხვადასხვა წარმოშობის არაპროდუქტიული (მშრალი) ხველის სიმპტომური მკურნალობა.
თქვენ უნდა გაესაუბროთ ექიმს, თუ ვერ გრძნობთ თავს უკეთესად ან 7 დღის შემდეგ უფრო ცუდად გრძნობთ.
2. რა უნდა იცოდეთ მაქსიპულმონის გამოყენების წინ
არ მიიღოთ მაქსიპულმონი:
- თუ თქვენ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხილეთ ნაწილი ”ორსულობა და ლაქტაცია”).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ბუტამირატის ციტრატი აინჰიბირებს ხველის რეფლექსს, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ამოსახველებელი საშუალებების ერთდროული მიღება (იხილეთ ნაწილი „მაქსიპულმონი და სხვა მედიკამენტები“).
ბავშვები
მაქსიპულმონის გამოყენება არ შეიძლება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მაქსიპულმონი და სხვა მედიკამენტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
თავიდან უნდა იქნას აცილებული ამოსახველებელი საშუალებების ერთდროული მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ლორწოს დაგროვება სასუნთქ გზებში, რაც ზრდის ბრონქოსპაზმის და სასუნთქი გზების ინფექციების რისკს.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე სთხოვეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
არ მიიღოთ მაქსიპულონი ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.
ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის დროს.
ავტომობილების მართვა და გამოყენება
მაქსიპულმონმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე ავტომობილის მართვის ანგამოყენების დროს. ბავშვები მედიკამენტის გამოყენებისას უნდა მოერიდონ ველოსიპედს ან სკუტერს.
მაქსიპულმონი შეიცავს პროპილენგლიკოლს, სორბიტოლს, ნატრიუმს და ბენზოის მჟავას
პროპილენგლიკოლი
1 მლ სიროფი შეიცავს 2.18 მგ პროპილენგლიკოლს.
სორბიტოლი
1 მლ სიროფი შეიცავს 406 მგ სორბიტოლს. სორბიტოლის კალორიული ღირებულება - 2.6 კკალ / გ.
სორბიტოლი არის ფრუქტოზის წყარო. თუ თქვენ ან თქვენს შვილს ადრე გქონდათ დადგენილი ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ან დაგიდგინეს ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტის სხეული არ შლის ფრუქტოზას, მიმართეთ ექიმს, სანამ თქვენ ან თქვენი შვილი მიიღებთ ამ მედიკამენტს.
ნატრიუმი
1 მლ სიროფი შეიცავს 6.21 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს მარილის მთავარი კომპონენტი), რაც მოზრდილებისთვის რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 0.31% -ს შეადგენს.
ბენზოისმჟავა
1 მლ სიროფი შეიცავს 0.58 მგ ბენზოის მჟავას.
ბენზოის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება.
3.როგორ მიიღოთ მაქსიპულმონი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
წამალი მიიღება პერორალურად.
რეკომენდებული დღიური დოზა
- 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ სიროფი 3 ჯერ დღეში.
- 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ სიროფი 3 ჯერ დღეში.
- 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 7.5 მლ სიროფი დღეში 3-ჯერ.
- მოზრდილები: 7.5 მლ სიროფი 4-ჯერ დღეში.
მაქსიპულმონი არ უნდა გამოიყენოთ 7 დღეზე დიდხანს ექიმის კონსულტაციის გარეშე.
შეფუთვა შეიცავს საზომ ჭიქას ან პერორალურ შპრიცს ადაპტერით, რაც აადვილებს ზუსტი დოზის გაზომვას.
დისპენსერის შპრიცის ადაპტერთან ერთად ფორმით გამოყენების ინსტრუქცია
- მოხსენით ბოთლს თავსახური.
- მოათავსეთ არსებული ადაპტერი გახსნილი ბოთლის ყელში.
- შპრიცი მჭიდროდ უნდა იყოს ჩარჭობილი ადაპტერის ჩაღრმავებაში.
- შპრიცის შესავსებად ბოთლი ამოატრიალეთ ფსკერით ზევით და შემდეგ ფრთხილად ჩამოსწიეთ ქვევით შპრიცის დგუში, სიროფის გამოყვანით გრადუირების სასურველ წერტილამდე.
- დააბრუნეთ ბოთლი საწყის მდგომარეობაში და ფრთხილად ამოიღეთ შპრიცი ბოთლიდან.
- შპრიცის წვერი მოათავსეთ პირში და დგუშზე ნელა დაჭერით ფრთხილად გამოუშვით სიროფი, რომ თავიდან აიცილოთ დახრჩობა.
- მედიკამენტის გამოყენების შემდეგ დახურეთ ბოთლი და გარეცხეთ და გააშრეთ შპრიცი.
თუ თქვენ მიიღებთ მაქსიპულმონი მეტი, ვიდრე საჭიროა
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, თავბრუსხვევა და დაბალი არტერიული წნევა.
თუ დაგავიწყდათ მაქსიპულმონის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ მედიკამენტთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები გაქვთ, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველასთან ისინი არ ვლინდება.
მაქსიპულმონის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
იშვიათად (ვლინდება 10 000-დან 1–დან 10-მდე ადამიანთან):
- ძილიანობა;
- გულისრევა;
- დიარეა;
- ჭინჭრის ციება (ღია ვარდისფერი ბუშტუკები კანზე ქავილით).
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში ესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ–ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ:
სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტების არასასურველი ეფექტების მონიტორინგის განყოფილება
Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ელ.ფოსტა: [email protected]
გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს რეგისტრაციის მოწმობის მფლობელს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა მედიკამენტის უსაფრთხოების თაობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
5. როგორ ინახება მაქსიპულმონი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25°C- ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაო კოლოფზე. ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე.
ნუ გადააგდებთ მედიკამენტებს ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მაქსიპულმონი
- აქტიური ნივთიერება არის ბუტამირატის ციტრატი.
- 1 მლ სიროფი შეიცავს ბუტამირატის ციტრატის 3 მგ.
- სხვა ინგრედიენტებია: თხევადი არაკრისტალიზებელი სორბიტოლი (E 420), სუკრალოზა (E 955), ნატრიუმის ქლორიდი, ბენზოინის მჟავა (E 210), გლიცეროლი (E 422), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჟოლოს არომატი AR 0320 (Himbeere fl. (არომატული ნივთიერებების და გამხსნელის ნარევი), 3-ცის-ჰექსენოლი, 1,2-პროპილენგლიკოლი, ვანილინი), ვანილის არომატი AR 0345 (დიაცეტილი, ეთილის ბუირატი, ვანილინი, 1,2-პროპილენგლიკოლი, წყალი), გაწმენდილი წყალი.
როგორ გამოიყურება მაქსიპულმონი და შეფუთვის შემცველობა
მაქსიპულმონს აქვს სიროფის ფორმა. სიროფი არის უფეროდან ყვითელ ფერამდე, ჟოლო-ვანილის არომატით.
III ტიპის ყავისფერი მინის ბოთლი ალუმინის ხრახნიანი თავსახურით, ქაფიანი დსპე შუასადებით და 5 მლ მოცულობის პირის ღრუს შპრიცით, 0.1 მლ გრადუირებული (ცილინდრი და დგუშის წვერი დსპე პოლისტირენის დგუშით) დსპე ადაპტერით ან პპ საზომი ჭიქით 15 მლ, გრადუირებული ყოველი 2.5 მლ-ზე, მუყაოს კოლოფში.
შეფუთვა შეიცავს 120 მლ სიროფს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o.
ul. Partyzancka 133/151
95-200 Pabianice
ტელ. (42) 22-53-100