გერპებლოკი 250მგ ფხვ.ი/ვ#1ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათება
1. სამკურნალო პროდუქტის დასახელება
გერპებლოკი
250 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარისთვის
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს 250 მგ აციკლოვირს, ყინვით გამომშრალი სტერილური ფხვნილის სახით.
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერება(ები): ნატრიუმი
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი საინფუზიო ხსნარისთვის (IV)
თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1 თერაპიული ჩვენებები
გერპებლოკი 250 მგ ნაჩვენებია მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ (იხილეთ ნაწილები 4.4 და 5.1):
იმუნოკომპრომისულ პაციენტებში:
- · Varicella Zoster ვირუსის (VZV) ინფექციები
- · Herpes Simplex ვირუსის (HSV) ინფექციები
იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში:
VZV ინფექციები:
- · მძიმე სარტყლისებრი ლიქენი დაზიანების გაფართოების ან მასშტაბურობის გამო,
- · ვარიცელა ორსულ ქალებში, რომლის გამონაყარი ვლინდება მშობიარობამდე 8-10 დღის განმავლობაში,
- · ახალშობილის ვარიცელა,
- · ახალშობილი გამონაყარამდე, როდესაც დედას დაეწყო ვარიცელა მშობიარობამდე 5 დღით ადრე და 2 დღის შემდეგ,
- · ვარიცელას მძიმე ფორმა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში,
- · გართულებული ვარიცელა, განსაკუთრებით ვარიცელა პნევმონია.
HSV ინფექცია:
- · მძიმე გენიტალური ჰერპესის პირველადი ინფექცია,
- · მწვავე ჰერპეტული გინგივო-სტომატიტის მკურნალობა, როდესაც ფუნქციური დარღვევები შეუძლებელს ხდის პერორალური მიღების გზას,
- · კაპოსი-ჯულიუსბერგის სინდრომის მკურნალობა,
- · ჰერპეტული მენინგო-ენცეფალიტის მკურნალობა.
4.2 დოზირება და მიღების წესი
დოზირება
დოზები თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის ჩამოთვლილია ქვემოთ, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზის კორექცია აუცილებელია თირკმლის უკმარისობის ხარისხის შესაბამისად (იხილეთ ნაწილი დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში).
რაც შეეხება რეკომენდაციებს მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, იხილეთ ნაწილი „მკურნალობის ხანგრძლივობა“.
დოზირება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში
მოზრდილები და მოზარდები (> 12 წელი)
- · Varicella zoster ვირუსის (VZV) ინფექციები: 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 8 საათში ერთხელ, 15 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 8 საათში ერთხელ ორსულ ქალებში;
- · Herpes simplex ვირუსის (HSV) ინფექციები (მენინგო-ენცეფალიტის გარდა): 5 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 8 საათში ერთხელ;
- · ჰერპეტული მენინგო-ენცეფალიტი: 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 8 საათში ერთხელ.
სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც აციკლოვირს ინტრავენურად იღებენ მათი სხეულის რეალური წონის მიხედვით, შეიძლება მიღწეული იქნას პლაზმაში კონცენტრაციის მომატება (იხ. 5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები). ამიტომ, სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან ხანდაზმულ პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვები (3 თვეზე მეტი ასაკის)
გერპებლოკის 250 მგ დოზა 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ჩვილებსა და ბავშვებში გამოითვლება სხეულის ზედაპირის ფართობის საფუძველზე.
– Herpes simplex ვირუსით (HSV) (გარდა მენინგო-ენცეფალიტისა) ან Varicella zoster ვირუსით (VZV) გამოწვეული ინფექცია: 250 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ყოველ 8 საათში ერთხელ (დაახლოებით 10 მგ/კგ ყოველ 8 საათში ერთხელ);
– Herpes simplex ვირუსის (HSV) ან Varicella zoster ვირუსის (VZV) მძიმე ინფექციებით გამოწვეული მენინგო-ენცეფალიტი იმუნოკომპრომისულ ბავშვებში: 500 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ყოველ 8 საათში ერთხელ (დაახლოებით 20 მგ/კგ ყოველ 8 საათში ერთხელ).
ახალშობილები და ჩვილები (3 თვემდე)
გერპებლოკის 250 მგ დოზა ახალშობილებსა და ჩვილებში 3 თვემდე გამოითვლება სხეულის წონის საფუძველზე.
- ცნობილი ან საეჭვო ნეონატალური ჰერპესი: 20 მგ/კგ სხეულის წონაზე ინტრავენური (ი.ვ.) გზით ყოველ 8 საათში ერთხელ 21 დღის განმავლობაში დისემინირებული და ცნს დაავადებების დროს, ან 14 დღის განმავლობაში კანისა და ლორწოვანი გარსით შემოფარგლული დაავადებების დროს.
ხანდაზმული მოსახლეობა
გასათვალისწინებელია ხანდაზმულებში თირკმლის უკმარისობის შესაძლებლობა და დოზირება შესაბამისად უნდა კორექტირდებოდეს (იხ. ნაწილი დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში).
უნდა შენარჩუნდეს ადექვატური ჰიდრატაცია.
დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
დოზის კორექცია მოზრდილებისა და მოზარდებისათვის (> 12 წელი)
სიფრთხილეა საჭირო გერპებლოკის 250 მგ ინფუზიის სახით ინტრავენურად შეყვანისას თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. საჭიროა შენარჩუნდეს ადეკვატური ჰიდრატაცია.
ინტერვალი ორი შეყვანას შორის და დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ადაპტირდება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად, ერთეულებში მლ/წთ მოზრდილებსა და მოზარდებში და მლ/წთ/1.73 მ2 ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
შემოთავაზებულია დოზირების შემდეგი კორექტირებები:
ცხრილი 1: დოზის კორექტირებები მოზრდილებსა და მოზარდებში თირკმლის უკმარისობით
|
კრეატინინის კლირენსი |
ჩვენებით რეკომენდებული ერთეული დოზა და მიღების სიხშირე |
|
|
Herpes Simplex ვირუსით გამოწვეული ინფექციები (მემინგოენცეფალიტის გარდა) |
Varicella zoster ვირუსით გამოწვეული ინფექციები ჰერპეტული მენინგოენცეფალიტი |
|
|
25–დან 50–მდე მლ/წთ |
5 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 12 საათში ერთხელ. |
10 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 12 საათში ერთხელ. |
|
10–დან 25–მდე მლ/წთ |
5 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ. |
10 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ. |
|
0(ანურიული)–დან 10–მდე მლ/წთ |
2.5 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ. |
5 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ. |
|
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები |
2.5 ან 5 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ და დიალიზის შემდეგ. |
2.5 ან 5 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ და დიალიზის შემდეგ. |
ცხრილი 2: დოზის კორექტირებები ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში თირკმლის უკმარისობით
|
კრეატინინის კლირენსი |
ასაკით და ჩვენებით რეკომენდებული ერთეული დოზა და მიღების სიხშირე |
||
|
ჩვილები და ბავშვები ≥3 თვე |
Herpes Simplex ვირუსის ნეონატალური ინფექციები |
||
|
Herpes Simplex ვირუსის ინფექციები (მემინგოენცეფალიტის გარდა) Varicella zoster ვირუსის ინფექციები |
ჰერპეტული მენინგოენცეფალიტი Varicella zoster ვირუსის მძიმე ინფექციები |
||
|
25–დან 50–მდე მლ/წთ/1.73მ2 |
250 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ან* 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 12 საათში ერთხელ. |
500 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ან* 20 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 12 საათში ერთხელ. |
20 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 12 საათში ერთხელ. |
|
10–დან 25–მდე მლ/წთ/1.73მ2 |
250 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ან* 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ. |
500 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ან* 20 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ. |
20 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ. |
|
0(ანურიული)–დან 10–მდე მლ/წთ/1.73მ2 |
125 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ან* 5 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ. |
250 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ან* 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 12 საათში ერთხელ. |
10 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ. |
|
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები |
125 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ან* 5 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ და დიალიზის შემდეგ. |
250 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ან* 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ და დიალიზის შემდეგ. |
10 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ 24 საათში ერთხელ და დიალიზის შემდეგ. |
* შეგახსენებთ, რომ დოზა უნდა გამოითვალოს სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით ჩვილებსა და ბავშვებში 3 თვიდან 12 წლამდე და სხეულის წონის მიხედვით ახალშობილებსა და ჩვილებში 3 თვემდე.
მიღების მეთოდი:
მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისათვის.
საჭირო დოზა უნდა იქნას შეყვანილი ნელა ინტრავენურად (ტუმბოთი ან ინფუზიის სახით) მინიმუმ ერთ საათში.
შეყვანის დაწყებამდე სამკურნალო პროდუქტის აღდგენის და განზავების შესახებ ინსტრუქციებისთვის იხილეთ ნაწილი „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 5 დღეა, მაგრამ მისი რეგულირება შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობაზე რეაგირების შესაბამისად.
ხანგრძლივობა არის:
- 8-10 დღე Varicella Zosterვირუსით გამოწვეული ინფექციებისთვის,
- 10 დღე ჰერპეტული მენინგო-ენცეფალიტის სამკურნალოდ; ეს უნდა იყოს ადაპტირებული პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობაზე რეაგირების შესაბამისად,
- 5-10 დღე Herpes simplex ვირუსით გამოწვეული სხვა ვირუსული ინფექციების დროს,
- 14 დღე ნეონატალური ჰერპესის სამკურნალოდ ლორწოვანი გარსის ინფექციების დროს (კანი, თვალები და პირი),
- 21 დღე ნეონატალური ჰერპესის სამკურნალოდ დისემინაციის ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების დროს.
გერპებლოკი 250 მგ (ი.ვ.) პროფილაქტიკური მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება რისკის პერიოდის ხანგრძლივობით.
4.3 უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების - აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან განყოფილებაში 6.1 ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
4.4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
სპეციალური გაფრთხილებები
ეს სამედიცინო პროდუქტი არ არის განკუთვნილი ზოსტერის შემდგომი ტკივილის მკურნალობისთვის ან პრევენციისთვის.
თირკმლის უკმარისობის რისკი იზრდება სხვა ნეფროტოქსიკურ წამლებთან ერთად გამოყენებისას. საჭიროა სიფრთხილე აციკლოვირის ინტრავენური შეყვანისას სხვა ნეფროტოქსიკურ საშუალებებთან ერთად.
თირკმლის ტკივილის გაჩენის შემთხვევაში გასათვალისწინებელია თირკმლის უკმარისობა და მკურნალობის შეწყვეტა.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პაციენტის ჰიდრატაციის სტატუსი
დეჰიდრატაციის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, მნიშვნელოვანია სითხის ადექვატური მიღება, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აციკლოვირს ინტრავენურად ან აციკლოვირის მაღალ დოზებს პერორალურად.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები და ხანდაზმულები
ვინაიდან აციკლოვირი გამოიყოფა თირკმლისმიერი კლირენსით, ამიტომ დოზა უნდა იქნეს კორექტირებული კრეატინინის კლირენსის შესაბამისად (იხილეთ ნაწილი 4.2).
ხანდაზმულ პაციენტებს, სავარაუდოდ, აქვთ თირკმლის ფუნქციის შემცირება და ამიტომ ამ პაციენტებში უნდა იქნას გათვალისწინებული აციკლოვირის დოზის კორექციის საჭიროება.
ნევროლოგიური დარღვევები (იხილეთ ნაწილი 4.8), სავარაუდოდ, უფრო ხშირად გვხვდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის პოტენციურად შემცირებული ფუნქციით.
ხანდაზმულ პაციენტებსა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებზე საჭიროა დაკვირვება ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების გამოსავლენად, რაც ზოგადად შექცევადია მკურნალობის შეწყვეტისას (იხილეთ ნაწილი 4.8).
სიფრთხილის ზომები ინტრავენური გამოყენებისას
თირკმლებში აციკლოვირის დალექვის თავიდან ასაცილებლად ინტრავენური შეყვანა უნდა მოხდეს ინფუზიით, არანაკლებ 1 საათის განმავლობაში. თავიდან უნდა იქნას აცილებული სწრაფი ან ბოლუსური ინექცია.
შეყვანისას აციკლოვირის აღდგენილი ხსნარი საინფუზიო ტომარაში უნდა განზავდეს იმ მცდელობით, რომ აციკლოვირის მაქსიმალური კონცენტრაცია არ აღემატებოდეს 5 მგ/მლ თითო ტომარაზე (იხილეთ ნაწილები 4.8 და 6.6).
პაციენტებში, რომლებიც იღებენ აციკლოვირს ინტრავენური ინფუზიით უფრო მაღალი დოზებით (მაგალითად, ჰერპეტული ენცეფალიტის დროს), განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თირკმლების ფუნქციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტები დეჰიდრატირებულნი არიან ან აქვთ თირკმლის ფუნქციის რაიმე დარღვევა.
აციკლოვირის აღდგენილი ხსნარს აქვს pH დაახლოებით 11.1 და ის განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური ინფუზიისთვის და არ უნდა იქნას გამოყენებული პერორალური გზით.
დაფიქსირებულია განზავების შეცდომები ინექციური გზით აციკლოვირის დანიშვნისას. საინფუზიო ტომარაში აციკლოვირის შეყვანისას მნიშვნელოვანია მკაცრად დაიცვან აღდგენისა და განზავების პროცედურები (იხ. განყოფილება 6.6).
ხანგრძლივი მკურნალობა
აციკლოვირის ხანგრძლივად ან განმეორებით მიღებამ მძიმე იმუნოკომპრომისულ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის შტამების შერჩევა აციკლოვირის მიმართ მგრძნობელობის შემცირებით, რომლებიც შეიძლება არ რეაგირებდნენ აციკლოვირით მკურნალობის გაგრძელებაზე (იხილეთ ნაწილი 5.1).
დამხმარე ნივთიერება (ები) ცნობილი ეფექტით:
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს დაახლოებით 26 მგ ნატრიუმს თითო ფლაკონში, რომელიც 1.3%-ით ეკვივალენტურია ჯანმოს მიერ მოზრდილთათვის რეკომენდებული 2 გ ნატრიუმის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის.
10 მლ საინექციო წყალში აღდგენის შემდეგ ნატრიუმის რაოდენობაა დაახლოებით 2.55 მგ / მლ.
10 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში აღდგენის შემდეგ ნატრიუმის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 6.10 მგ / მლ.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
გასათვალისწინებელი ასოციაციები
- სხვა ნეფროტოქსიკური წამლები
ნეფროტოქსიკურობის გაზრდის რისკი.
სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება თირკმლის საკუთარ ტოქსიკურობასთან ერთად ზრდის ნეფროტოქსიკურობის რისკს. თუ ასეთი კომბინაცია აუცილებელია, უნდა გაძლიერდეს თირკმლის ფუნქციის ლაბორატორიული მონიტორინგი.
აციკლოვირი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით შარდით აქტიური მილაკოვანი სეკრეციის გზით. ამ მექანიზმთან პარალელურად მიღებულმა ნებისმიერმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს აციკლოვირის კონცენტრაცია პლაზმაში.
პრობენეციდი და ციმეტიდინი ზრდის აციკლოვირის AUC-ს ამ მექანიზმის გამო და ამცირებს აციკლოვირის თირკმლისმიერ კლირენსს. ამასთან, დოზის კორექცია არ არის საჭირო აციკლოვირის ფართო სამკურნალო ინდექსის გამო.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ აციკლოვირს ინტრავენურად, საჭიროა სიფრთხილე ერთდროული მიღებისას მედიკამენტებთან, რომლებიც კონკურენციას უწევენ აციკლოვირს ელიმინაციაში, ერთი ან ორივე პრეპარატის ან მათი მეტაბოლიტების პლაზმური დონის მომატების გამო.
სისხლის პლაზმაში აციკლოვირის და მიკოფენოლატ მოფეტილის არააქტიური მეტაბოლიტის AUC-ს მომატება, იმუნოდეპრესანტული აგენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციურ პაციენტებში, ნაჩვენებია პრეპარატების ერთდროული მიღებისას.
ასევე საჭიროა სიფრთხილე (თირკმლის ფუნქციის ცვლილების მონიტორინგით), თუ ინტრავენურად იყენებენ აციკლოვირს მედიკამენტებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმლის ფიზიოლოგიის სხვა ასპექტებზე (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი).
- ლითიუმი
თუ ლითიუმი გამოიყენება ინტრავენურ აციკლოვირთან ერთად დიდი დოზით, ლითიუმის შრატის კონცენტრაციებზე უნდა იყოს სათანადო მონიტორინგი ლითიუმის ტოქსიკურობის რისკის გამო და შეიძლება საჭირო გახდეს ლითიუმის შემცირებული დოზა.
- თეოფილინი
კლინიკურ კვლევაში 5 მამრობითი სქესის სუბიექტზე გამოვლინდა მთლიანი შეყვანილი თეოფილინის AUC-ს დაახლოებით 50% ზრდა აციკლოვირთან ერთდროული მიღებისას. რეკომენდებულია თეოფილინის კონცენტრაციის კონტროლი აციკლოვირთან ერთდროულად მიღებისას.
4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობა
იხილეთ კლინიკური კვლევები განყოფილებაში 5.1.
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა ტერატოგენული ეფექტი ერთ სახეობაში და ძალიან მაღალი დოზით.
აციკლოვირის მიმღები ორსულების პოსტ-მარკეტინგულ რეესტრში დაფიქსირებულია ორსულობის შედეგები ქალებში, რომლებიც ექვემდებარებოდნენ აციკლოვირის ნებისმიერი ფორმის ზემოქმედებას. რეესტრის მონაცემებმა აჩვენა, რომ აციკლოვირით დაქვემდებარებულ სუბიექტებს შორის თანდაყოლილი დეფექტების რიცხვი არ არის გაზრდილი ზოგად პოპულაციასთან შედარებით და ნებისმიერი თანდაყოლილი დეფექტი არ გამოხატავს უნიკალურობას ან თანმიმდევრულ კანონზომიერებას სავარაუდო საერთო მიზეზის დასადგენად.
ამასთან, მხოლოდ ეპიდემიოლოგიურ კვლევებშია შესაძლებელი რისკის არარსებობის შემოწმება.
გერპებლოკი 250 მგ გამოყენება ორსულობის განმავლობაში უნდა იქნას განხილული მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება უცნობი რისკების შესაძლებლობას.
ლაქტაცია
200 მგ აციკლოვირის დღეში ხუთჯერ პერორალურად მიღების შემდეგ, აციკლოვირი გამოვლინდა დედის რძეში კონცენტრაციებით, რომლებიც 0.6-დან 4.1-ჯერ აღემატება შესაბამის პლაზმურ დონეს. ეს დონე პოტენციურად ახდენს ზეგავლენას მეძუძურ ჩვილებზე აციკლოვირის დოზებით 0.3 მგ/კგ-მდე სხეულის წონაზე დღეში. ზემოაღნიშნულისა და მდგომარეობების სერიოზულობის გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროებენ ინექციური გერპებლოკი 250 მგ-ით მკურნალობას, თავიდან უნდა იქნას აცილებული ძუძუთი კვება.
4.7 გავლენა ავტომობილის მართვისა და გამოყენების უნარზე
გერპებლოკი 250 მგ ზოგადად გამოიყენება სტაციონარული პაციენტების პოპულაციაში და ინფორმაცია ავტომობილის მართვისა და მუშაობის უნარის შესახებ, როგორც წესი, არ არის მნიშვნელოვანი. გამოკვლევები აციკლოვირის გავლენის შესახებ მანქანების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა.
4.8 გვერდითი ეფექტები
ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენებთან ასოცირებული სიხშირის კატეგორიები დადგენილია გვერდითი ეფექტების კლასიფიცირების კლინიკური კვლევის მონაცემების საფუძველზე, იმის ცოდნით, რომ ეს სიხშირე შეიძლება ვარირებდეს ჩვენების მიხედვით.
სხვა გვერდითი რეაქციების სიხშირე ვერ შეფასდა სპონტანური შეტყობინებებიდან, მათი სიხშირის გამოსათვლელად შესაფერისი მონაცემების არარსებობის გამო.
გვერდითი ეფექტების კლასიფიკაციისთვის სიხშირის თვალსაზრისით გამოყენებულია შემდეგი კონვენცია: ძალიან ხშირი >1/10, ხშირი >1/100 და <1/10, არახშირი >1/1,000 და <1/100, იშვიათი >1/10,000 და <1/1,000, ძალიან იშვიათი <1/10,000, უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
არ არის ცნობილი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები
ნერვული სისტემის დარღვევები
უცნობია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
წონასწორობის დარღვევა, რომელიც ასოცირებულია ან იზოლირებულია განვითარებულ ატაქსიასა და დიზართრიასთან მიმართებაში, ასახავს ნათხემის სინდრომს.
ზოგჯერ შესაძლებელია მძიმე ნევროლოგიური დარღვევები, რომლებმაც შეიძლება შექმნან ენცეფალოპათიის სურათი და მოიცავს დაბნეულობას, აგზნებას, ტრემორს, მიოკლონუსს, კრუნჩხვას, ჰალუცინაციებს, ფსიქოზს, ძილიანობას, კომას.
მკურნალობის შეწყვეტისას ჩვეულებრივ ხდება სრული რეგრესი.
ეს ნევროლოგიური ნიშნები ჩვეულებრივ ვლინდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს რეკომენდებულ დოზაზე მაღალი დოზები ან ხანდაზმულ პაციენტებში (იხილეთ ნაწილი „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“). ამასთან, ისინი შეიძლება გამოვლინდეს ამ რისკ ფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც. ჭარბი დოზირება უნდა იქნას გამოკვლეული ამ სიმპტომების გამოვლენისას (იხილეთ ნაწილი 4.9).
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
უცნობია: დისპნოე
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი: ღვიძლის ფერმენტების შექცევადი მომატება
უცნობია: ღვიძლის მწვავე დაზიანება
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ხშირი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება
ანგიონევროზული შეშუპების იზოლირებული შემთხვევები
თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების დარღვევები
ხშირი: სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება
ითვლება, რომ სისხლში შარდოვანას და კრეატინინის დონის სწრაფი ზრდა დაკავშირებულია პლაზმაში პიკურ დონეებთან და პაციენტის ჰიდრატაციის მდგომარეობასთან. ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს როგორც ინტრავენური ბოლუსური ინექცია, არამედ ნელი ინფუზიით 1 საათის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი 4.2).
სიხშირე არ არის დადგენილი: თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში ან თირკმლის უკმარისობა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თირკმლის ტკივილი.
თირკმლის ტკივილი შეიძლება ასოცირებული იყოს თირკმლის უკმარისობასთან (იხილეთ ნაწილი 4.4).
თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკს ხელს უწყობს დოზის გადაჭარბების და/ან დეჰიდრატაციის ნებისმიერი სიტუაცია, ან კომბინაცია ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან. ამ რისკ-ფაქტორების მოძიება აუცილებელია, პაციენტის ასაკის მიუხედავად.
თირკმლის უკმარისობის რისკის თავიდან აცილება შესაძლებელია დოზირების, გამოყენების სიფრთხილის ზომების დაცვით (განსაკუთრებით ადექვატური ჰიდრატაციის შენარჩუნებით) და შეყვანის ნელი სიჩქარით (იხილეთ ნაწილები 4.2 და 4.4).
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე
ხშირი: კანის ანთებითი დაზიანება ან ფლებიტი ინექციის ადგილას, რომლებმაც განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ნეკროზი ექსტრავაზაციის ან ხსნარის არასაკმარისი განზავების შემთხვევაში.
ეს ანთებითი დაზიანებები უკავშირდება ამ პრეპარატის ტუტე pH-ს.
უცნობია: დაღლილობა, სიცხე.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს სამედიცინო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგი. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის საშუალებით.
4.9 ჭარბი დოზირება
სიმპტომები და ნიშნები
ინტრავენური აციკლოვირის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია შრატის კრეატინინის, სისხლში შარდოვანა აზოტის მომატება და შემდგომი თირკმლის უკმარისობა. ნევროლოგიური ეფექტები, მათ შორის დაბნეულობა, ჰალუცინაციები, აგზნება, კრუნჩხვები და კომა, აღწერილია დოზის გადაჭარბებასთან ერთად.
მკურნალობა
პაციენტებს გულდასმით უნდა დააკვირდნენ ტოქსიკურობის ნიშნების გამოსავლენად.
ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად აძლიერებს აციკლოვირის გამოდევნას სისხლიდან და, შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს ამ პრეპარატით დოზის გადაჭარბების მართვის ვარიანტად.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებები, ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები, უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გამოკლებით. ათქ კოდი: J05AB01
მოქმედების მექანიზმი
აციკლოვირი წარმოადგენს ჰერპესის ვირუსების სპეციფიკურ ინჰიბიტორს, in vitro აქტივობით Herpes simplex (HSV) 1 და 2 ტიპის ვირუსის, Varicella zoster (VZV) ვირუსის წინააღმდეგ.
აციკლოვირი, სინთეზური პურინის ნუკლეოზიდის ანალოგი, არის ანტივირუსული საშუალება in vitro და in vivo მაღალი შერჩევითი ინჰიბიტორული მოქმედებით ადამიანის ჰერპესის ვირუსების წინააღმდეგ, მათ შორის Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსის და Varicella zoster ვირუსის (VZV) ჩათვლით.
აციკლოვირის ტრიფოსფატამდე ფოსფორილირების შემდეგ აციკლოვირი აფერხებს ვირუსული დნმ-ის სინთეზს. ფოსფორილირების პირველი ეტაპი ხორციელდება მხოლოდ სპეციფიკური ვირუსული ფერმენტის მიერ.
HSV და VZV ვირუსებისთვის ეს არის ვირუსული თიმიდინკინაზა, რომელიც მხოლოდ ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებშია წარმოდგენილი.
შემდეგ ის უჯრედული ფერმენტების მიერ გარდაიქმნება აციკლოვირის დი– და ტრიფოსფატად. აციკლოვირის ტრიფოსფატი მოქმედებს როგორც ინჰიბიტორი და სუბსტრატი ჰერპესისთვის განსაზღვრული დნმ პოლიმერაზასთვის, რაც ხელს უშლის ვირუსული დნმ-ის შემდგომ სინთეზს უჯრედულ ნორმალურ პროცესებზე ზემოქმედების გარეშე. აციკლოვირის ტრიფოსფატი გავლენას ახდენს ვირუსულ დნმ პოლიმერაზაზე და აფერხებს ვირუსული დნმ–ის რეპლიკაციას, რაც იწვევს ჯაჭვის შეწყვეტას ვირუსულ დნმ–ში მისი ჩართვის შემდეგ.
ორმაგი შერჩევითობის გამო, აციკლოვირი არ ერევა ჯანმრთელი უჯრედების მეტაბოლიზმში.
აციკლოვირით მკურნალობის ან პროფილაქტიკური მკურნალობის დროს დიდი რაოდენობით კლინიკური იზოლატების შესწავლამ აჩვენა, რომ იმუნოკომპეტენტურ სუბიექტებში აციკლოვირის მიმართ მგრძნობელობის შემცირება ძალიან იშვიათია.
იმუნოკომპრომისულ სუბიექტებში (მაგალითად, ორგანოს ან ძვლის ტვინის გადანერგვა, კიბოს ქიმიოთერაპიის მიმღები სუბიექტები და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (HIV) ინფიცირებული სუბიექტები) ზოგჯერ ვითარდება მგრძნობელობის დაქვეითება.
იშვიათად დაფიქსირებული რეზისტენტობა ზოგადად განპირობებულია ვირუსული თიმიდინაკინაზის დეფიციტით და იწვევს ნაკლებ ვირულენტობას. აციკლოვირისადმი მგრძნობელობის დაქვეითების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ან თიმიდინკინაზას ან ვირუსული დნმ პოლიმერაზას მოდიფიკაციის შემდეგ. ამ ვირუსების ვირულენტობამ არ გამოავლინა მოდიფიცირება.
კლინიკური კვლევები
არ არსებობს ინფორმაცია აციკლოვირის პერორალური ან საინექციო (ი.ვ.) ფორმების გავლენის შესახებ ფერტილობაზე ქალებში. მამრობითი სქესის 20 პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აციკლოვირის პერორალური მიღება დღეში 1 გ-მდე დოზით მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას სპერმის რაოდენობაზე, მოძრაობასა ან მორფოლოგიაზე.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ინტრავენურად (ი.ვ.) შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მაღალი და ნეფროტოქსიკური კონცენტრაციები. აციკლოვირის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა (მინიმუმ ერთი საათი).
მოზრდილებში, საშუალო წონასწორული პიკური პლაზმური კონცენტრაცია (Css max) ერთსაათიანი ინფუზიის შემდეგ და მინიმალური დონეები (Css min) 7 საათის შემდეგ იყო:
|
დოზა |
2.5 მგ/კგ |
5 მგ/კგ |
10 მგ/კგ |
|
Css max მიკრომოლში (მკგ/მლ) |
22.7 (5.1) |
43.6 (9.8) |
92 (20.7) |
|
Css min 7 საათის შემდეგ, მიკრომოლში (მკგ/მლ) |
2.2 (0.5) |
3.1 (0.7) |
10.2 (2.3) |
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოვლინდა მსგავსი საშუალო პიკის (Css max) და მინიმალური (Css min) დონეები, როდესაც დოზა 250 მგ/მ2 ჩანაცვლდა 5 მგ/კგ და დოზა 500 მგ/მ2 ჩანაცვლდა 10 მგ/კგ.
ახალშობილებში (0-დან 3 თვემდე ასაკის), 10 მგ/კგ დოზით მკურნალობისას, რომელიც შეჰყავთ ინფუზიის სახით ერთი საათის განმავლობაში ყოველ 8 საათში ერთხელ, აღმოჩნდა, რომ Css max იყო 61.2 მკმოლი (13.8 მკგ/მლ) და Css min 10.1 მკმოლი (2.3მკგ/მლ). ახალშობილთა ცალკეულ ჯგუფს, რომლებიც მკურნალობდნენ 15 მგ/კგ-ით ყოველ 8 საათში ერთხელ, აღინიშნა სავარაუდო დოზის პროპორციული ზრდა, Cmax- ით 83.5 მკმოლი (18.8 მკგ/მლ) და Cmin–ით 14.1 მკმოლი (3.2 მკგ/მლ).
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ აციკლოვირი ვლინდება ქსოვილებში, მათ შორის თავის ტვინში, თირკმელებში, ფილტვებში, ღვიძლში, კუნთებში, სათესლე სითხეში, საშოს სეკრეტებში და ჰერპეტულ ბუშტუკოვან სითხეში.
ცერებროსპინალური სითხის დონეები შეადგენს პლაზმის შესაბამისი დონის დაახლოებით 50%-ს.
პლაზმის ცილებთან კავშირი შედარებით დაბალია (9-დან 33%) და წამლის ურთიერთქმედება დაკავშირების ადგილის გადანაცვლებით არ არის მოსალოდნელი.
ბიოტრანსფორმაცია
აციკლოვირი ცუდად მეტაბოლიზდება. ერთადერთი მთავარი მეტაბოლიტი არის 9- (კარბოქსიმეთოქსიმეთილ) გუანინი, დაბალი ანტივირუსული თვისებებით.
გამოყოფა
მოზრდილებში აციკლოვირის ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი პლაზმაში აციკლოვირის ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 2.9 საათს.
პრეპარატის უმეტესობა გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით. აციკლოვირის თირკმლისმიერი კლირენსი არსებითად აღემატება კრეატინინის კლირენსს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მილაკოვანი სეკრეცია, გლომერულურ ფილტრაციასთან ერთად, ხელს უწყობს პრეპარატის თირკმლისმიერ ელიმინაციას. 9-(კარბოქსიმეთოქსიმეთილ)გუანინი არის აციკლოვირის ერთადერთი მნიშვნელოვანი მეტაბოლიტი და წარმოადგენს შარდში გამოყოფილი დოზის 10-15%-ს. როდესაც აციკლოვირი შეჰყავთ 1 გრამი პრობენეციდის შეყვანიდან ერთი საათის შემდეგ, ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი და პლაზმური კონცენტრაციის დროზე დამოკიდებულების მრუდის ქვეშ ფართობი იზრდება 18% და 40%-ით შესაბამისად. შარდში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი აციკლოვირისა და მეტაბოლიტების რაოდენობა შეადგენს შეყვანილი დოზის 70–დან 99%–მდე.
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი ახალშობილებში (0-დან 3 თვემდე), რომლებიც მკურნალობდნენ ყოველ 8 საათში ერთხელ ინფუზიის გზით შეყვანილი დოზებით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე, შეადგენდა 3.8 საათს.
ხანდაზმულებში სხეულის საერთო კლირენსი ეცემა ასაკის მატებასთან ერთად და ასოცირდება კრეატინინის კლირენსის შემცირებასთან, თუმცა პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი იცვლება მცირედ.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალური პერიოდი შეადგენდა 19.5 საათს. აციკლოვირის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი ჰემოდიალიზის დროს იყო 5.7 საათი. პლაზმაში აციკლოვირის დონე შემცირდა დაახლოებით 60% დიალიზის დროს.
კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მდედრობითი სქესის პაციენტებში პათოლოგიური სიმსუქნით (n=7) ინტრავენურად შეჰყავდათ აციკლოვირი მათი სხეულის ფაქტობრივი წონის გათვალისწინებით, პლაზმური კონცენტრაციები დაახლოებით ორჯერ აღემატებაოდა ნორმალური წონის პაციენტების (n=5) მონაცემებს, რაც შეესაბამება სხვაობას სხეულის წონაში ორ ჯგუფს შორის.
5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ტერატოგენურობა
აციკლოვირის სისტემურმა მიღებამ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტულ ტესტებში არ გამოიწვია ემბრიოტოქსიური ან ტერატოგენული ეფექტები ბოცვრებში, ვირთაგვებში და თაგვებში. ვირთაგვებზე ჩატარებული არასტანდარტული ტესტის დროს დაფიქსირდა ნაყოფის ანომალიები, მაგრამ მხოლოდ კანქვეშა დოზების მაღალი მიღების შემდეგ, რამაც გამოიწვია დედის ტოქსიკურობა. ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია.
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1 დამხმარე ნივთიერებების სია
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (გამოიყენება pH-ის რეგულირებისთვის).
6.2 შეუთავსებლობა
კრისტალიზაციის საშიშროების გამო ეს მედიკამენტი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან, გარდა ჩამოთვლილისა ნაწილში 6.6.
6.3 ვარგისობის ვადა
3 წელი.
აღდგენილი და განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენებისას წარმოდგენილი იყო 12 საათის განმავლობაში 15°C-25°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღდგენის/განზავების მეთოდი გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, აღდგენა და განზავება უნდა მოხდეს უშუალოდ ინტრავენური ინფუზიის დაწყების წინ. თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
აღდგენილი ან განზავებული ხსნარები არ ინახება მაცივარში.
6.4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს
აღდგენილი პროდუქტი / განზავებული პროდუქტი: გამოიყენეთ დაუყოვნებლივ.
6.5 კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა
გამჭვირვალე, უფერო, ტიპი I მინის ფლაკონი ბრომბუტილის რეზინის საცობით და ალუმინის საკეტით, თეთრი გადასაფარებელი თავსახურით.
შეფუთვის ზომა: 1 ფლაკონი
6.6 სპეციალური სიფრთხილის ზომები განადგურებისთვის და სხვა მოხმარების დროს
აღდგენილი და განზავებული აციკლოვირი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ ინტრავენური ინფუზიისთვის.
აღდგენილი ხსნარი გამოიყენება ერთჯერადი მიღებისთვის და არ გამოიყენება განმეორებითი ინექციებისთვის.
ხსნარი არ გამოიყენება დაბინდვის ან კრისტალების აღმოჩენის შემთხვევაში.
არ შეიძლება ხსნარის შენახვა მაცივარში.
აღდგენის/განზავების მიზნით გამოყენებული აღდგენის გამხსნელი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის (15°C-25°C).
როგორ გამოვიყენოთ
აღადგინეთ თითოეული ფლაკონის შიგთავსი (ექვივალენტური 250 მგ აციკლოვირის) 10 მლ საინექციო წყლით ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% იზოტონური საინექციო ხსნარით. საინექციო წყლით აღდგენის შემდეგ ხსნარის pH არის 10.6 -11.6.
აღდგენის შემდეგ ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ინტრავენური გზით, არანაკლებ 1 საათის განმავლობაში, ინფუზიის საშუალებით საინფუზიო ტომარაში განზავების შემდეგ ან ტუმბოს მუდმივი ნაკადის საშუალებით.
საინფუზიო ტომრის გამოყენების წესი
|
საინფუზიო ტომრით შეყვანისას, აღდგენილი ხსნარი უნდა განზავდეს საინფუზიო გამხსნელის საკმარისი მოცულობით, რომ აციკლოვირის მაქსიმალური კონცენტრაცია მივიღოთ 5 მგ / მლ საინფუზიო სითხეში (იხილეთ ნაწილი 4.4 და 4.8). |
|
|
1) გერპებლოკის 250 მგ შემცველობის ფლაკონის აღდგენა |
|
|
აღდგენის გამხსნელი |
საინექციო წყალი ან იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის 0.9% საინექციო ხსნარი |
|
აღდგენის მოცულობა |
10 მლ |
|
კონცენტრაცია აღდგენის შემდეგ |
25 მგ / მლ |
|
2) გახსნა საინფუზიო ტომარაში * |
|
|
აციკლოვირის მაქსიმალური კონცენტრაცია გახსნის შემდეგ NB: ტომრების რაოდენობა დამოკიდებულია დოზაზე (იხილეთ მაგალითები ქვემოთ) |
5 მგ / მლ |
|
3) საინფუზიო ტომრით შეყვანა |
|
|
ინფუზიის ხანგრძლივობა |
მინიმუმ 1 საათი |
* მოზრდილებისთვის რეკომენდებულია 100 მლ საინფუზიო ტომრების გამოყენება, მაშინაც კი, თუ აციკლოვირის მიღებული კონცენტრაცია 5 მგ/მლ-ზე გაცილებით ნაკლებია. ამრიგად, 100 მლ საინფუზიო ტომარა შეიძლება გამოყენებულ იქნას 250 და 500 მგ გერპებლოკი 250 მგ დოზისთვის, ფხვნილი საინფუზიო ხსნარისთვის (ი.ვ.). მეორე ტომარა უნდა იქნას გამოყენებული 500 მგ-დან 1000 მგ-ზე და მეტი დოზებისთვის.
ბავშვებსა და ახალშობილებში, ინფუზიის მინიმალური მოცულობის მისაღწევად, რეკომენდებულია 4 მლ აღდგენილი ხსნარის გამოყოფა (რაც შეესაბამება აციკლოვირის 100 მგ დოზას) და დამატება 20 მლ საინფუზიო სითხეში.
რეკომენდაციების მაგალითი:
მოზრდილების შემთხვევაში:
|
აციკლოვირის დოზა |
ფლაკონების აუცილებელი რაოდენობა აღდგენისთვის |
100 მლ საინფუზიო ტომრების რაოდენობა გამოყენებისთვის |
აუცილებელი მოცულობის რაოდენობა აღდგენილი ხსნარიდან |
საინფუზიო ტომარაში მიღებული აციკლოვირის კონცენტრაცია |
|
ერთი 100 მგ დოზის მაგალითი |
1 ფლაკონი 250 მგ აციკლოვირით |
1 |
4 მლ |
1 მგ/მლ |
|
ერთი 250 მგ დოზის მაგალითი |
1 ფლაკონი 250 მგ აციკლოვირით |
1 |
10 მლ |
2,5 მგ/მლ |
≥ 500 მგ დოზებისთვის, ასევე უპირატესობა ენიჭება 500 მგ ფლაკონების გამოყენებას დამატებით 250 მგ ფლაკონებთან, ფლაკონების საჭირო რაოდენობის ადაპტაციის მიზნით.
ახალშობილთა და ჩვილების შემთხვევაში (3 თვემდე)
|
აციკლოვირის დოზა |
ფლაკონების აუცილებელი რაოდენობა აღდგენისთვის |
20 მლ საინფუზიო ტომრების რაოდენობა გამოყენებისთვის |
აუცილებელი მოცულობის რაოდენობა აღდგენილი ხსნარიდან |
საინფუზიო ტომარაში მიღებული აციკლოვირის კონცენტრაცია |
|
ერთი 50 მგ დოზის მაგალითი |
1 ფლაკონი 250მგ აციკლოვირით |
1 |
2 მლ |
2.5 მგ/მლ |
|
ერთი 100 მგ დოზის მაგალითი |
1 ფლაკონი 250 მგ აციკლოვირით |
1 |
4 მლ |
5 მგ/მლ |
|
ერთი 250 მგ დოზის მაგალითი |
1 ფლაკონი 250 მგ აციკლოვირით |
3 |
მაგალითად: 4 მლ ინექცია პირველ საინფუზიო ჩანთაში 4 მლ ინექცია მეორე საინფუზიო ჩანთაში 2 მლ ინექცია მესამე საინფუზიო ჩანთაში |
5 მგ/მლ 5 მგ/მლ 2.5 მგ/მლ |
ეს ცხრილები მოცემულია ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ მაგალითის სახით. მართლაც, საინფუზიო ტომარის მოცულობის დოზა, აგრეთვე აღდგენილი ხსნარის ამოსაღები მოცულობის დოზა განისაზღვრება და ადაპტირდება ინდივიდუალურად დადგენილი გერპებლოკი 250 მგ, ფხვნილი საინფუზიო ხსნარისთვის (ივ), დოზის შესაბამისად, მცდელობით, რომ არ გადააჭარბოს აციკლოვირის მაქსიმალურ კონცენტრაციას 5 მგ / მლ ტომარაში.
შეყვანის მეთოდები მუდმივი ნაკადის ტუმბოთი
|
1) გერპებლოკის 250 მგ ფლაკონის შემცველობა |
|
|
აღდგენის გამხსნელი |
საინექციო წყალი ან იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის 0.9% საინექციო ხსნარი |
|
აღდგენის მოცულობა |
10 მლ |
|
კონცენტრაცია აღდგენის შემდეგ |
25 მგ/მლ |
|
2) მუდმივი ტუმბოს ნაკადით შეყვანა |
|
|
ინფუზიის ხანგრ ძლივობა |
მინიმუმ 1 საათი |
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „რომფარმ კომპანი ჯორჯია“, საქართველო
თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7ა
8. რეგისტრაციის ნომერი(ები)
9. პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი
10. ტექსტის გადახედვის თარიღი
2025 წლის დეკემბერი










