სოლანტრა 10მგ/გ 30გ კრემი
გააზიარე:
სარეკომენდაციო
სოლანტრა 10 მგ/გ, კრემი
ივერმექტინი
|
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ინსტრუქციის შინაარსი
1. რას წარმოადგენს სოლანტრა და რისთვის გამოიყენება?
2. ინფორმაცია სოლანტრას გამოყენებამდე
3. სოლანტრას გამოყენების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. სოლანტრას შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცები
1. რას წარმოადგენს სოლანტრა 10 მგ/გ კრემი და რისთვის გამოიყენება?
სოლანტრა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ივერმექტინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება ავერმექტინები.
კრემი განკუთვნილია კანზე წასასმელად როზაცეასთან დაკავშირებული გამონაყარის (პაპულების და პუსტულების) სამკურნალოდ.
სოლანტრა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მოზრდილებში (18 წლის და უფროსი ასაკის პირებში).
2. ინფორმაცია სოლანტრა 10 მგ/გ კრემის გამოყენებამდე
არ შეიძლება სოლანტრას გამოყენება:
- • თუ გაქვთ ალერგია ივერმექტინის ან ამ წამლის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც აღწერილია პუნქტში 6.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომებ ი
სოლანტრას გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. მკურნალობის დაწყებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს როზაცეას სიმპტომების გაუარესება. თუმცა, ეს ეფექტები იშვიათია და ჩვეულებრივ ქრება ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობის გაგრძელებით. თუ გამოვლინდება ეს ეფექტი მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტები და სოლანტრ ა
სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ სოლანტრაზე, ამიტომ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იყენებთ სხვა მედიკამენტებს, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
სოლანტრას გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
თუ ჩვილს კვებავთ ძუძუთი, არ უნდა გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება სოლანტრათი მკურნალობის დაწყებამდე. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის, რომელიც მოგცემთ რჩევას სოლანტრას მიღების ან ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ, მკურნალობისა და ძუძუთი კვების სარგებელის გათვალისწინებით.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
სოლანტრა არ ახდენს რაიმე სახის ზეგავლენას ან ახდენს მხოლოდ უმნიშვნელო ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
სოლანტრა შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს:
- ცეტილის სპირტი და სტეარილის სპირტი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი),
- მეთილის პარჰიდროქსიბენზოატი (E218) და პროპილ პარჰიდროქსიბენზოატი (E216) , რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული ტიპის),
- პროპილენ გლიკოლი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
3. სოლანტრა 10 მგ/გ კრემის გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
მნიშვნელოვანია: სოლანტრა განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის და მხოლოდ სახის კანზე გამოსაყენებლად. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი თქვენი სხეულის სხვა ნაწილებზე, განსაკუთრებით სხეულის ტენიან ზედაპირებზე, მაგალითად: თვალებზე, პირში ან ლორწოვან გარსებზე. არ გადაყლაპოთ. რეკომენდირებული დოზაა დღეში ერთი წასმა სახის კანზე. დაიტანეთ ბარდის მარცვლის ზომის კრემი სახის ხუთი ნაწილიდან თითოეულზე (შუბლზე, ნიკაპზე, ცხვირზე და ორივე ლოყაზე). შემდეგ წაისვით კრემი თხელ ფენად მთელ სახეზე. იყავით ფრთხილად, რომ მოერიდოთ ქუთუთოებზე, ტუჩებზე და ლორწოვან გარსებზე, როგორიცაა ცხვირის, პირის ღრუს და თვალების შიგნით წასმას. თუ შემთხვევით კრემი მოხვდება თვალებში, ქუთუთოებში, ტუჩებზე, პირის ღრუში ან ლორწოვან გარსებში ან მის მახლობლად, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ ეს ადგილი დიდი რაოდენობით წყლით.
არ შეიძლება სოლანტრას ყოველდღიური გამოყენების წინ კოსმეტიკის გამოყენება (როგორიცაა სახის კრემები ან მაკიაჟი). კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება შესაძლებელია სოლანტრას კრემის გაშრობის შემდეგ. სოლანტრას კრემის წასმის შემდეგ დაუყონებლივ დაიბანეთ ხელები.
სოლანტრა უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურად მთელი მკურნალობის განმავლობაში, მკურნალობა შეიძლება განმეორდეს. თქვენი ექიმი გაცნობებთ, თუ რამდენი ხანი უნდა გამოიყენოთ სოლანტრა. მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად და დამოკიდებულია კანის მდგომარეობის სიმძიმეზე.
თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ გაუმჯობესება მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. თუ 3 თვის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, უნდა შეწყვიტოთ სოლანტრას გამოყენება და მიმართოთ ექიმს.
ღვიძლის უკმარისობა
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, გთხოვთ მიმართოთ ექიმს სოლანტრას გამოყენებამდე.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
სოლანტრას გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში და მოზარდებში.
როგორ გავხსნათ ტუბი ბავშვებისათვის უსაფრთხოების თავსახურით:
შემთხვევითი დაღვრის თავიდან ასაცილებლად, არ დააწვეთ ტუბს გახსნისას ან დახურვისას.
დააწექით თავსახურს და დაატრიალეთ ის საათის ისრის საწინააღმდეგოდ (მარცხნივ). შემდეგ ამოიღეთ ხუფი.
როგორ დავხუროთ ტუბი ბავშვებისათვის უსაფრთხოების თავსახურით:
დააცვეთ თავსახური და მოაბრუნეთ ის საათის ისრის მიმართულებით (მარჯვნივ).
თუ გამოიყენეთ სოლანტრას ზედმეტი დოზირება
თუ თქვენ გამოიყენებთ რეკომენდებულ დღიურ დოზაზე მეტს, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოთ.
თუ დაგავიწყდათ სოლანტრას გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ გსურთ სოლანტრას გამოყენების შეწყვეტა
გამონაყარი იკლებს ამ პრეპარატის მხოლოდ რამდენიმე გამოყენების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ სოლანტრას გამოყენება ექიმის მიერ დანიშნულების ხანგრძლივობით.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):
- წვის შეგრძნება კანზე
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):
- კანის გაღიზიანება
- კანის ქავილი
- მშრალი კანი
- როზაცეას გაუარესება (გთხოვთ მიმართოთ ექიმს)
სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
- კანის სიწითლე
- კანის ანთება
- სახის შეშუპება
- ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALT/AST)
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ არასასურველ ეფექტს, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ უშუალოდ ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (ANSM) და რეგიონალური ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრების ქსელი - ვებ-გვერდი: www.signalement-sante.gouv.fr. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. სოლანტრა 10 მგ/გ კრემის შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ტუბზე EXP აღნიშვნით. ვადის გასვლის თარიღი ვრცელდება ამ თვის ბოლო დღემდე.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ტუბის პირველად გახსნის შემდეგ გამოიყენეთ ეს პროდუქტი 6 თვის განმავლობაში.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს სოლანტრა 10მგ/გ კრემი
- • აქტიური ნივთიერებაა: ივერმექტინი, 1 გ კრემი შეიცავს 10მგ ივერმექტინს.
- • დამხმარე ნივთერებებია: გლიცეროლი, იზოპროპილის პალმიტატი, კარბომერი, დიმეტიკონი, დინატრიუმის ედეტატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, სორბიტანის სტეარატი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ფენოქსიეთანოლი, პროპილენგლიკოლი, ოლეინის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
სოლანტრა 10 მგ/გ კრემის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
სოლანტრა არის თეთრი ან ღია ყვითელი კრემი, ხელმისაწვდომია კრემი 30 გრამიან ტუბში, ბავშვებისათვის უსაფრთხოების საკეტით. მუყაოს კოლოფი შეიცავს 1 ტუბს.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელ ი
|
ნებართვის მფლობელი / ოპერატორი |
მწარმოებელი |
|
GALDERMA INTERNATIONAL ევროპლაზას შენობა 20, ანდრე პროთინის გამზირი ლა დეფენს 4 92927 პარიზი ლა დეფენს ცედექსი |
L ABORATOIRES GALDERMA ზი მონტდესირი 74540 ალბი-სურ-შერან |
ეს პრეპარატი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებით:
იტალია: EFACTI 10 მგ/გ, კრემი.
ავსტრია, დანია, გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიტვა, მალტა, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი: SOOLANTRA 10 mg/g, crème.
ამ ინსტრუქციის გადახედვის ბოლო თარიღია 2019 წლის 22 აგვისტო.
დეტალური ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ANSM (საფრანგეთი) ვებსაიტზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით









