ვიტ C 0.05გ #160დრ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ასკორბინის მჟავა
გენერიული დასახელება:
Ascorbic Acid
შემადგენლობა:
1 დრაჟე შეიცავს 0,05 გ ასკორბინის მჟავას;
ფორმა:
დრაჟე
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ასკორბინის მჟავა წარმოადგენს შენაერთს მკვეთრად გამოხატული აღდგენითი თვისებებით, რომელიც ამჟღავნებს ანტიოქსიდანტურ თვისებებს, რის გამოც ძლიერდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი სხვადასხვა დაავადებების მიმართ. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ვიტამინი C წარმოადგენს არომატული მჟავის ცილოვანი ცვლის აქტივატორს. მონაწილეობს რკინის შეწოვის, ქსოვილთა რეგენერაციის, ჰემოგლობინის და ასევე უჯრედშორის სივრცეში კოლაგენის, პროკოლაგენის, კორტიკოსტეროიდების და სხვა ნივთიერებების სინთეზის პროცესებში, ამცირებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ვიტამინ B1, B2,A ,E, ფოლისა და პანთოთენის მჟავებზე, იგი წარმოადგენს დეტოქსიკატორს და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვან როლს თამაშობს დეტოქსიკაციის დროს მიმდინარე პროცესებში.
ასკორბინის მჟავა კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიერ. 25% უერთდება პლაზმის ცილებს. ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით. კარგად აღწევს დედის რძეში და პლაცენტის ბარიერში.
ჩვენება:
ასკორბინის მჟავას იყენებენ სურავანდის, ჰემორაგიული დიათეზის, ღვიძლისმიერი, საშვილოსნოს, ფილტვისმიერი და სხვა ეთიოლოგიის (მათ შორის სხივური დაავადებისას) სისხლდენის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს, ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირების, ინფექციური დაავადებების და ინტოქსიკაციების, ღვიძლის დაავადებების, ორსულთა ნეფროპათიის, ადისონის დაავადების, ჭრილობების დუნედ მიმდინარე შეხორცების, ძვლის მოტეხილობის, დისტროფიების და სხვა პათოლოგიური პროცესების, მძიმე ფიზიკური დატვირთვის, გონებრივი გადაძაბვის, ფეხმძიმობისა და ლაქტაციის დროს.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები:
ჰიპერვიტამინოზი, ალერგიული რეაქციები.
სიფრთხილე:
შარდ-კენჭოვანი დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფებში და შარდით ოქსალატების დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში სიფრთხილით ინიშნება ასკორბინის მჟავას დიდი დოზები (1გრ-ზე მეტი დღეში).
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ასკორბინის მჟავა ზრდის ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ამფეტამინის წარმოებულების ელიმინაციის სიჩქარეს. იგი ზრდის პენიცილინისა და რკინის შეწოვას, ამცირებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს, ზრდის კრისტალურიის წარმოქმნის რისკს სალიცილატებით მკურნალობის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 0.05-0.1გ დღეღამეში, სამკურნალოდ 0.05-0.1გ 3-5-ჯერ დღეში.
ბავშვებში პროფილაქტიკის მიზნით-0.025გ 2-3-ჯერ დღეში.
1გ-ზე მეტი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი (ფაღარათი, პირღებინება) და საშარდე სისტემის მხრიდან.
შენახვის ვადა:
1 წელი და 6 თვე
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა:
დრაჟე 0.05გ N160
მწარმოებელი:
“კიევის ვიტამინების ქარხანა”
უკრაინა