ქსალაკომი 2.5მლ თვ.წვ(თურქ)

ქსალაკომი 2.5მლ თვ.წვ(თურქ)

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიგლაუკომატოზური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლატანოპროსტი+თიმოლოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 94236
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

Pfizer პფაიზერქსალაკომიR      

0,005%+0,5% თვალის წვეთი, ხსნარი

განკუთვნილია თვალის შიგნით ჩაწვეთებისთვის

  • მოქმედი ნივთიერება: თითოეული 1 მლ 50 მიკროგრამ ლატანოპროსტს და 5 მგ თიმოლოლის ექვივალენტ 6,83 მგ თიმოლოლის მალეატს შეიცავს.
  • დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი,  ph რეგულაციისთვის  10% მარილმჟავას და 10% ნატრიუმის ჰიდროქსიდს შეიცავს.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე  გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად  თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის  გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ.  თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა  მაღალი და ან დაბალიდოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

  1. რა არის და რისთვის გამოიყენება ქსალაკომი?
  2. ქსალაკომის გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  3. როგორ გამოიყენება ქსალაკომი?
  4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
  5. ქსალაკომის შენახვა
  1. რა არის და რისთვის გამოიყენება ქსალაკომი?

ქსალაკომი- 1 მლ-ში  50 მიკროგრამ ლატანოპროსტის და 5 მგ თიმოლოლის ექვივალენტი 6,83 მგ თიმოლოლის მალეატის შემცველი თვალის წვეთია. მოხმარებისთვის წარმოდგენილია 2,5 მლ ხსნარის შემცველი პლატიკური ბოთლით (ფლაკონით).

ქსალაკომი  ფიქსირებული კომბინაციების ჯგუფში შემავალი წამალია, რომელიც გამოიყენება ღია კუთხოვანი გლაუკომის და თვალშიგა წნევის მომატების სამკურნალოდ, ქსალაკომი განკუთვნილია თვალის შიგნით ჩაწვეთებისთვის.

ქსალაკომის თვალის წვეთი ორი განსხვავებულ  წამლის ნაერთია, ეს აღნიშნული ორი წამალი თვალის შიგა მომატებულ წნევას სხვავდასხვა გზით  ამცირებს. თიმოლოლი, ბეტა-ბლოკერების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის და თვალის შიგა წნევის დაქვეითებას თვალში  არსებული სითხის თვალის შიგნით ჩადინების შემცირებით უზრუნველყოფს. ლატანოპროსტი თვალის შიგნით არსებული სითხის ბუნებრივი გზით გარეთ გამოდენის მომატებით უზრუნველოფს.

ქსალაკომი გამოიყენება თვალის ღია კუთხოვანი გლაუკომის და თვალის შიგა წნევის მომატების(ოკულაური ჰიპერტენზია)დროს, მაშინ როცა ბეტა-ბლოკერებით, პროსტაგლანდინებით და თვალის შიგა წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატებით მკურნალობით   საკმარისი შედეგი არ მიიღება.

  1. 2.    ქსალაკომის  გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ქსალაკომი  არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

  • ასთმა, მძიმე ქრონიკული ობსქტუქციული ბრონქიტი (ხიხინი, სუნთქვის გაძნელება და ან ხანგრძლივი ხველის განმაპირობებელი ფილტვის დაავადება) და მსგავსი სასუნთქი გზების დაავადება გაქვთ და ან  წარსულში გადაიტანეთ.
  • გულთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები და ან  გულის რითმის დარღვევები გაქვთ.
  • მოქმედ ნივთიერება ლატანოპროსტის და თიმოლოლის და ან ქსალაკომის შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი ნივთიერების მიმართ მანამდე ალერგიული რეაქცია გქონდათ.

ქსალაკომი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ: თუ,

  • გულის კორონარული დაავადება (ტკივილი მკერდში და ან გულში მოჭერის შეგრძნება,სუნთქვის შეჩერება და ან მოხრჩობის მსგავსი სიმპტომები)გაქვთ, გულის უკმარისობა და ან დაბალი არტერიული წნევა გაქვთ,
  • დაბალი გულის ცემა და ან არარეგულარული გულის ცემა გქვთ,
  • სუნთქვის პრობლემები, ასთმა და ან  ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გაქვთ,
  • რეინოს დაავადება და ან რეინოს სინდრომის მსგავსი სისხლის დინების შენელების განმაპირობებელი დაავადება გაქვთ,
  • შაქრიანი დიაბეტის გაქვთ, აღსანიშნავია, რომ თიმოლოლი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს და შეიძლება  დიაბეტის ნიშნების მასკირება განაპირობოს,
  • თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მკვეთრად მომატებული გაქვთ, თიმოლოლმა შეიძლება კლინიკური ნიშნების მასკირება განაპირობოს,
  • თვალზე ნებისმიერი სახის ოეპრაცია იგეგმება (კატარაქტის ოეპრაციის ჩათვლით) და ან  წარსულში თვალთან დაკავშირებული ნებისმერი სახის ოპერაცია გადაიტანეთ,
  •  თვალთან და ან მხედველობასთან დაკავშირებით ჩივილები გაქვთ (მაგ. თავლის სიმშრალე, ტკივილი, გაღიზიანება და ან დაჩირქება, მხედველობის შემღვრევა),
  • კონტაქტურ ლიზებს იყენებთ,
  • სტენოკარდია გაქვთ, (გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროებით განპირობებული ტკივილი),
  • იცით, რომ ზოგადად საავადმყოფოსთვის მიმართვის განმაპირობეებლი  ალერგიული რეაქციის რისკი გაქვთ,
  • მარტივი ჰერპესის სახელით ცნობილი ვირუსით განპირობებული თვალის ინფექცია გაქვთ და ან  მანამდე გადაიტანეთ.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში გქონდათ, გთხოვთ თქვენს მიმართეთ.

ქსალაკომის  გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ქსალაკომი განკუთვნილია თვალის შიგა გამოყენებისთვის,ამიტომ საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის ეფექტზე.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული სამედიცინო პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენების  შემთხვევაში უსაფრთხოება არ არის განსაზღვრული. ქსალაკომს ორსულობის მიმდინარეობის, ასევე მუცლად მყოფი ბავშვის და ან ახალშობილის მხრივ პოტენციური საშიში ეფექტები გააჩნია. ამიტომ, ქსალაკომი ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული.

ქსალაკომი არ გამოიყენოთ ორსულბის პერიოდში მანამ, სანამ  ექიმი მისი მოხმარების საჭიროების შესახებ არ გეტყვით. თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ და ან  ორსულობას გეგემავთ, სასწრაფოდ  თქვენ ექიმს აცნობეთ.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენი ექიმის და ან ფარმაცევტის  კონსულტაცია მიიღეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თიმოლოლი და ლატანოპროსტი  შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, ამიტომ ქსალაკომი ქალებში ლაქტაციის პერიოდში არ უნდა იქნას გამოყენებული და ან  თუ ქსალაკომის გამოყენება აუცილებელია,  ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ქსალაკომის თვალში ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება მხედველობის გარდამავალი შემღვრევა  გამოვლინდეს, აღნიშნული მდგომარეობის გადასვლამდე (ალაგებამდე) ავტომობილი და ან მექანიზმები არ მართოთ.

ქსალაკომის  შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

აღნიშნული წამლის თითოეული მლ-  0.2 მგ  ბენზალკონიუმის  ქლორიდს შეიცავს. ბენზალკონიუმის ქლორიდი რბილი ლინზების მხრივ შეიძლება შეიწოვოს და ლინზის ფერის ცვლილება გამოიწვიოს. წამლის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები მოიხსენით(ამოიღეთ) და 15 წთ-ის შემდეგ კვლავ ჩაისვით. ასევე, ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალში გაღიზიანების შეგრძნება იმ შემთხვევაში, თუ  თვალის სიმშრალე გაქვთ და ან  რქოვანაზე ( თვალის ფერადი ნაწილის წინ არსებული  გამჭვირვალე შრე)პრობლემები გაქვთ. თუ ქსალაკომის გამოყენების შემდეგ გექნებათ ადრე არ არსებული  წვის, ჩხვლეტის და ან ტკივილის შეგრზნება, თქვენს  ექიმს მიმართეთ.

ქსალაკომის თითოეული მლ 6.3 მგ  ფოსფატს შეიცავს(თითოეული წვეთი 0.2 მგ -ის ტოლფასია).

თუ თვალის წინა გამჭვირვალე შრეში, რქოვანაში სერიოზული დაზინაებაა, ფოსფატით მკურნალობის დროს ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს რქოვანაზე კალციუმის ჩალაგება და მასთან დაკავშირებული შემღვრეული, ბუნდოვანი ლაქების გაჩენა.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ქსალოკომმა, ისევე როგორც გლაუკომის სამკურნალო სხვა თვალის წვეთებმა, შეიძლება იმოქმედოს იმავე დროს გამოყენებული სხვა პრეპარატების ეფექტზე და პირიქით, სხვა პრეპარატებმა შეიძლება  იმოქმედოს ქსალაკომის ეფექტზე. თუ არტერიული წნევის, შაქრიანი დიაბეტის და ან  გულის პრობლემების გამო პრეპარატებს ღებულბთ და ან გეგმავთ  მათ მიღებას, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს აცნობეთ.

განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს, თუ მათგან რომელიმეს ღებულობთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

  • პროსტაგლანდინები, პროსტაგლანდინების ანალოგები და ან პროსტაგლანდინების წარმოებულები (გამოიყენება ანთებითი დაავადებების, საშარდე გზების დაავადებების და გულის დაავადებების დროს)
  • ბეტა-ბლოკერები (გამოიყენება გულის  დაავადებების დროს)
  • ეპინეფრინი (ადრენალინი) (გამოიყენება გლაუკომის, გულის დაავადებების, სასუნთქი სისტემის დაავადებების და ჰემატოლოგიური დაავადებების დროს)
  • მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ორალური კალციუმის არხების ბლოკერები, კლონიდინი, გუანიდინი, ანტიარითმული, საგულე გლიკოზიდები და ან პარასემპატომიმეტიკები)
  • ქინიდინი (არარეგულარული გულის ცემის მკურნალბისთვის გამოყენებული წამლები, ქინიდინის მსგავსი ანტიარითმული  პრეპარატები)
  • ფლუოქსეტინის და  პაროქსეტინის სახელით ცნობილი  პრეპარატები, რომელიც დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება
  • შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები
  •  შარდვის გაძნელების პრობლემების და ნაწლავთა აქტივობის ნორმალიზებისთვის გამოყენებული პრეპარატები
  • ცხვირის შიგნით შეშუპების/გაჭედვის შემცირებისთვის გამოყენებული წამლები

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან  ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

3.       როგორ გამოიყენება ქსალაკომი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ქსალაკომის პირველად გახსნისას, კოლოფზე არსებულ თავისუფალ ნაწილში  პლასტიკური ბოთლის(ფლაკონის) გახსნის თარიღი დაწერეთ,  ეს დაგეხმარებათ,რომ ფლაკონის გახსნიდან  4 კვირიანი გამოყენების ვადას არ გადააჭარბოთ.

ზრდასრულთათვის დოზა: 1  წვეთი ერთხელ  დღეში დაავადებულ თვალ(ებ)ში.  თუ უფრო ხშირად იყენებთ, აღნიშნულმა მკურნალობის ეფექტი შეიძლება შეამციროს, ამიტომ  დღეში ერთზე მეტი არ გამოიყენოთ.

თუ ქსალაკომი სხვა წამალთან ერთად უნდა მიიღოთ,  წვეთები სულ ცოტა 5 წთ -ის შუალედით ჩაიწვეთეთ.

ქსალაკომის  გამოყენებისას, ექიმმა შეიძლება გულის და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით დამატებითი ანალიზები და გამოკვლევები მოითხოვოს.

კონტაქტური ლიზების მომხმარებლები:

თუ კონტაქტური ლინზების მომხმარებელი ხართ, წამლის თვალში ჩაწვეთებამდე ლინზები მოიხსენით.  ქსალაკომის ჩაწვეთების შემდეგ კი  სულ ცოტა 15 წთ-ის შემდეგ კვლავ ჩაიდგით.

მიცემის გზა და მეთოდი:

ქსალაკომი თვალში ქვემოთ მოცემული მითითების სესაბამისად ჩაიწვეთეთ.

1. ხელები დაიბანეთ და კომფორტულად დაჯექით და ან ფეხზე დადექით.

2. ფლაკონის გარე სახურავი დაატრიალეთ და მოხადეთ (ეს სახურავი შეგიძლიათ გადააგდოთ.

ფოტო-1

3. ფლაკონის დამცავი შიგა სახურავი დაატრიალეთ და გახსენით. დამცავი სახურავი უნდა შეინახოთ.

ფოტო-2

4. თითის წვერის დახმარებით დაავადებული თვალის ქვემო ქუთუთო  ქვემოთ მოქაჩეთ.

ფოტო-3

5. ფლაკონის წვეთოვანის ბოლო თვალთან დაახლოვეთ, მაგრამ არ შეხოთ.

6. ფლაკონი ორ თითს შორის მოაქციეთ და ნელა მოუჭირეთ და თვალში მხოლოდ ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ. შემდეგ  თვალის ქუთუთოს ხელი გაუშვით.

7. ქსალაკომის გამოყენების შემდეგ თითი თვალის გარეთა კუთხიდან ცხირის მიმართულებით ზემო ქუთუთოზე გაატარეთ, ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული და ორი  წუთი ასე გქონდეთ. აღნიშნული მოქმედება ლატანოპროსტის და თიმოლოლის სხეულის სხვა ნაწილებში  გადასვლას უშლის ხელს.

ფოტო-4

8. თუ ექიმმა გითხრათ, რომ მეორე თვალშიც უნდა ჩაიწვეთოთ, იმ თვალშიც იგივე მოქმედებები განახორციელეთ.

9.  ფლაკონს დამცავი შიგა სახურავი დაახურეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებში უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ, ქსალაკომის ბავშვებში გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ ავადმყოფებში დოზა ზრდასრულთა დოზის იდენტურია.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

გამოყენების  განსაკუთრებული მითითება არ აქვს.

თუ ფიქრობთ, რომ ქსალაკომის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

თუ ქსალაკომის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ ქსალაკომის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ თვალში საჭიროზე მეტი წვეთი ჩაიწვეთეთ, თვალში შეიძლება მცირე წვის შეგრძნება, შეწითლება და ან მომატებული ცრემლიანობა გამოვლინდეს, ასევე შეიძლება გამოვლინდეს კუჭის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, შეხურება,შემცივნება და კანკალი.

თუ ქსალაკომის ჩაწვეთება დაგავიწყდათ

თუ ერთი წვეთის ჩაწვეთება დაგავიწყდათ, მომდევნო ჩაწვეთება დროულად განახორციელეთ. დავიწყებული წვეთის  აღდგენისთვის თვალში მეორე წვეთი დამატებით არ ჩაიწვეთოთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.

მოვლენები, რომელიც ქსალაკომის მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თუ გსურთ, რომ ქსალაკომით მკურნალობა დაასრულოთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ქსალაკომში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ძალიან სერიოზული გვედითი ეფექტების გამოვლენამდე ქსალაკომის გამოყენება შეგიძლიათ გააგრძლოთ. თუ გვედით ფექტებთან  დაკავშირებით რაიმე საკითხი გაშფოთებთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ. ქსალაკომის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ.

 ქვემოთ ჩამოთვლილი გვეფდითი ფექტები ქსალაკომის ცნობილი გვერდითი ეფექტებია. ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტია-თვალის ფერის ეტაპობრივი და მყარი შეცვლა.  ქსალაკომმა, ამავე დროს შეიძლება სეროზული ზემოქმედება მოახდინოს გულის მუშაობაზეც. თუ  გულის ცემის სიჩქარესა და ან გულის ფუნქციების ცვლილებას შეამჩნევთ, ექიმს მიმართეთ.

გვერდითი ეფექტები ქვემოთ მოცემული კატეგორიების მიხედვითაა აღწერილი:

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ  100 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან  შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე  ეფექტი გამოვლინდება, ქსალაკომის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან  თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას მიმართეთ.

უცნობი გვერდითი ეფექტები:

  • ზოგადი ალერგიული რეაქციები, სახის, ტუჩების და ენის შეშუპების მსგავსი მოვლენები. ენის შეშუპებამ სასუნთქი გზების დახშობით შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის  გაძნელება, ჰაერის უკმარისობა. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ჭინჭრის ციება და გამონაყარი ქავილით, გენერალიზებული  და ან ლოკალური გამონაყარი, ქავილი, სიცოცხლისთვის საშიში  ალერგიული რეაქციები.

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

  • ირისის სახელით ცნობილ, თვალის ფერად გარსში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის მატების გამო თვალის ფერის თანდათანობით შეცვლა. თუ თვალის ფერი რამდენი ფერის ერთობლიობითაა წარმოდგენილი (ცისფერი-ყავისფერი, ნაცრისფერი-ყავისფერი, მოყვითალო-ყავისფერი და ან  მწვანე-ყავისფერის მსგავსი), აღნიშნული გვერდითი ეფექტის გამოვლენის ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე  თვალის  მხოლოდ ერთი ფერის (ცისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და ან  ყავსიფერი თვალები) მქონე  ავადმყოფებში. თვალის ფერის ხილულ ცვლილებას შეიძლება წლები დასჭირდეს. ფერის ცვლილება შეიძლება მუდვივი იყოს და თუ ქსალაკომს მხოლოდ ერთ თვალში იწვეთებთ, ფერის ცვლილება ადვილად შესამჩნევი გახდება. თვალის ფერის ცვლილება სხვა დამატებით პრობლემას არ წარმოქმნის. ქსალაკომით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ თვალის ფერის ცვლილება აღარ გაგრძელდება.

გავრცელებული გვერდითი ეფეტები:

  • თვალის გაღიზიანება(ჩხვლეტის, წვის, თვალში თითქოს ქვიშის არსებობის შეგრძნება, თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება, ქავილი)
  • თვალის ტკივილი

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

  • თავის ტკივილი
  • თვალის შეწითლება/ვარდისფერი ელფერი
  • თვალის ჩირქოვანი ანთება(კონიუქტივიტი)
  • მხედველობის შემღვრევა
  • თვალის მომატებული ცრემლიანობა
  • ქუთუთოს კუთხეში ცხიმოვანი  ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება(ბლეფარიტი)
  • თვალის კაკლის და ფერადი გარსის წინ არსებული გამჭვირვალე შრის (რქოვანას) დაზიანება
  • კანზე გამონაყარი, ქავილი

სხვა გვერდითი ეფექტები:

თვალში გამოყენებული სხვა წამლების მსგავსად, ქსალაკომიც გადადის სისხლში. თვალის წვეთის გამოყენების შემდეგ გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესაძლებლობა უფრო დაბალია, ვიდრე ორალური(პირის) და ან ინექციის გზით მიღებული წამლის შემთხვევაში.

ქსალაკომის გამოყენებისას  არ გამოვლენილი რაიმე გვერდითი ეფექტი, შეიძლება ქსალაკომის შემადგენლობაში არსებული  ორი დამოუკიდებელი ნივთიერების (ლატანოპროსტის და თიმოლოლის მალეატის) მიღების შემდეგ გამოვლინდეს. ამიტომ ქსალაკომის გამოყენებისას  აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა არსებობს.  ჩამოთვლილი გვედითი ეფექტები თვალის დაავადების მკურნალობისას გამოყენებული ბეტა-ბლოკერების (თიმოლოლის მსგავსი) სახელით ცნობილი ჯგუფისთვის დამახაიათებელ რეაქციებს მოიცავს:

უცნობი:

  • მარტივი ჰერპესის სახელით ცნობილი ვირუსით განპირობებული თვალის ვირუსული ინფექციის განვითარება
  • სისხლში შაქრის დაბალი დონე
  • თავბრუსხვევა
  • ჩაძინების გაძნელება (ინსომნია), დეპრესია, კოშმარული სიზმრები, ქცევის ცვლილებები, მოჩვენებები, გონების დაბინდვა, მეხსიერების დაკარგვა, შფოთვა, ადგილმდებარეობის შეშლის მსგავსი სულიერი გაუწონასწორებლობა
  • გონების დაკარგვა, ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კუნთოვანი დაზიანებები (miastenia gravis),  გამოვლნილი ნიშნების მომატება, გაბრუბა, დაბუჟება, თავის ტკივილი
  • თვალის უკანა ნაწილში შეშუპება (მაკულარული შეშუპება), თვალის ფერად გარსში განვითარებული სითხით სავსე კისტა (ირისის კისტა), კაშკაშა სინათლის აუტანლობა (ფოტოფობია), ქუთუთოს და მისი ირგვლივი მიდამოს ცვლილება, თვალის ფოსოს ჩაღრმავებით
  • თვალის გაღიზიანება და  მისი ნიშნები (წვა, ჩხვლეტა, ქავილი, ცრემლიანობა, შეწითლება),  თვალის ქუთუთოს ჩირქოვანი ანთება, რქოვანას ჩირქოვანი ანთება, დაბინდული მხედველობა, მხედველობის  დარღვევის განამპირობებელი  ზოგიერი თვალის ოპერაცია, როცა ოპერაციის შემდეგ  თვალის უკანა კამერის დაზიანება ხდება, ეს ის ლოკაციაა, სადაც გადის ბადურას სისხლძარღვები, რქოვანას მგრძნობელობის შემცირება, თვალის სიმშრალე, რქოვანას  აბრაზია (თვალის კაკლის წინა საკნის დაზიანება), თვალის ზემო ქუთუთოს დაშვება (რაც იწვევს მსუბუქი ხარისხის  თვალის დახუჭვას), მხედველობის გაორება
  • თვალის ქუთუთუს ფერის გამუქება, წამწამებსა და თვალის ირგვლივ თმიანობის ცვლილება (რაოდენობის, სიგრძის, სისქის და გამუქების მატება), არასწორი მიმართულებით გაზრდილი წამწამები, თვალის ირგვლივ შეშუპება, თვალის ფერადი ნაწილის ჩირქოვანი ანთება(ირიტის/უვეიტი), თვალის ზედაპირზე ნაკაწრი
  • ყურებში ხმაური
  • ტკივილი მკერდში, გულის დაავადების მქონე პირებში ტკივილის გაძლიერება
  • გულის ცემის შენელება, ტკივილი მკერდში, გულის ფრიალი, შეშუპება, გულის რითმის და ან  გულის ცემის სიჩქარის ცვლილება, გულის შეგუბებითი დაავადება (ჰაერის უკმარისობა და ხელებსა და ფეხებში სითხის შეკავება, რაც შეშუპებით გამოვლენილი გულის დაავადების მაჩვენებელია), გულის რითმის დარღვევები, მოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა
  • დაბალი არტერიული წნევა, რეინოს ფენომენი (ხელების და თითების სიცივეში მგრძნობელობის მომატება და გათეთრება, მგრძნობელობის დაკარგვა), ცივი ხელები და ფეხები
  • ჰაერის უკმარისობა, ფილტვების სასუნთქი გზების დახშობა ( უფრო მეტად ვლინდება იმ ავადმყოფებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ფილტვების დაავადება), სუნთქვის გაძნელება, ხველა, ასთმა, ასთმის  გამწვავება
  • გემოს შეგრძნების დაკარგვა, გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, დიარეა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, ღებინება
  • თმის ცვენა, თეთრი, ვერცხლისფერი შესახედაობის კანის გამონაყარი (ფსორიაზური გამონაყარი) და ან  ფსორიზის გამწვავება, გამონაყარი კანზე
  • სახსრების ტკივილი, კუნთოვანი ტკივილი, რომლის მიზეზიც ვარჯიში არაა, კუნთოვანი სისუსტე, დაღლილობა
  • სქესობრივი აქტივობის დარღვევები, სქესობრივი მოთხოვნის შემცირება

ძალიან იშვიათად, თვალის წინა მონაკვეთში არსებულ გამჭვირვალე შრეზე (რქოვანა) სერიოზული დაზიანების მქონე ავამდყოფებში, მკურნალობის პროცესში კალციუმის დაგროვების გამო რქოვანაზე უვითარდებათ  შემღვრეული ლაქები.

თუ აღნიშნული გვერდითი ეფექტები თქვენთან ვლინდება და შეწუხებული ხართ, თქვენს ექიმს მიმართეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის და ან არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს  და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის და ან არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  და ან ფარმაცევტს.  ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ  აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr   ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში  დაკლიკებით და ან დარეკეთ  ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს  ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის  მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

5.   ქსალაკომის   შენახვა

ქსალაკომი  ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას   შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის გასვლის შემდეგ ქსალაკომი არ გამოიყენოთ.

თუ გამოყენების ბოლო ვადა გასულია და ან საერთოდ არ გამოგიყენებიათ, წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

თუ ქსალაკომი არ გაგიხსნიათ, 2-80 შორის ტემპერატურაზე  (მაცივარში)შეინახეთ. სინათლისგან დაიცავით.

ფლაკონის ერთხელ გახსნის შემდეგ 4 კვირის  განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. ამ დროის განმავლობაში   <250 ტემპერატურაზე საკუთარ კოლოფში მზისგან და დღის სინათლისგან დაცულ ადგილას შეინახეთ.

ლიცენზიის მფლობელი:შპს. პფაიზერის ილაჩლარი,  მუალიმ ნაჯის ქ. N55/34347.ორთაქოი-სტამბული

წარმოების ადგილი: Pfizer Manufacturing Belgium, N.V./S.A: Rijksweg 12 B-2870 Puurs- ბელგია

თარჯიმანი ნაილა იდნოევი