დრეაჯინი 100მლ ვაგ.ხს#5

დრეაჯინი 100მლ ვაგ.ხს#5

60.00 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: შედირ ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 93744
გააზიარე:

დრეაჯინი 100მლ ვაგინალური ხსნარი #5

შემადგენლობა

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი (Chlorhexidine digluconate),
ბეტა გლიცირიზინის მჟავა (Beta-Glycyrrhetinic acid),
ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი (Hydrogenated Castor oil),
ჩაის ხის ზეთი (Tea Tree oil),
ალფა-კეტოგლუტარის მჟავა (Alpha-Ketoglutaric Acid),
ქსანტანის ფისი, (Xanthan Gum),
წყალი(water) 

 

თვისებები

ქლორჰექსიდინი-ანტისეპტიკური საშუალება ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური და 

ანტივირუსული  მოქმედებით.
ჩაის ხის ზეთიგააჩნია ფუნგიციდური აქტივობა კანდიდას 32 შტამის მიმართ, 

ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული მოქმედება ტრიქომონას მიმართ, გააჩნია 

ანტივირუსული მოქმედება, პაპილომებისა და მეჭების საწინააღმდეგო ეფექტი.
ბეტა გლიცირიზინის მჟავამ გამოავლინა ეფექტური ანტივირუსული და გამოხატული 

იმუნომოდულატორული მოქმედება; ხელს უშლის ვირუსის უჯრედში შეჭრას და 

გამრავლებას.
ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი ადგილობრივად გამოყენებისას წარმოქმნის 

დამცავ აპკს, ახდენს მიდამოს ტენიანობისა და ჯანსაღი ვაგინალური ლორწოს შენარჩუნებას. გამოიყენება ვაგინალური სიმშრალის დროს.
ჰიალურონისმჟავა წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც როგორც ლუბრიკანტი, ისე 

ახდენს ზემოქმედებას საშოს ლორწოვანზე, ატენიანებს და აღადგენს მის ფიზიოლოგიურ 

მდგომარეობას.
რძემჟავა- ხელს უწყობს ვაგინალური სეკრეტის ჭარბი მჟავიანობის ნეიტრალიზებას და 

აღადგენს ნორმალურ pH-ს.
ალფა კეტოგლუტარის მჟავა - ახდენს ადგილობრივ იმუნომოდულატორულ მოქმედებას. 

აბლოკირებს ამინორადიკალების მოქმედებას (ამიაკი და შარდოვანა), რაც ხელს უწყობს 

უსიამოვნო სუნის განეიტრალებას.
ქსანტანის ფისი - ანიჭებს სითხეს სიბლატეს და ახდენს მის ლორწოვანზე ფიქსაციას და 

აპლიკაციას.

 

ჩვენებები
- ყველანაირი წარმოშობის და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი (კომპლექსურ 

თერაპიაში);
- ვაგინალური კანდიდოზი;
- ბაქტერიული ვაგინოზი;
- გენიტალური ჰერპესი (კომპლექსურ თერაპიაში);
- სქესობრივი გზით გადამდები ვირუსული დაავადებები (კომპლექსური მკურნალობა);
- წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული მკურნალობა გინეკოლოგიური ქირურგიის დროს;
- მშობიარობის შემდგომ პერიოდში, როგორც ჰიგიენური საშუალება;
- პარტნიორთან კონტაქტის შემდგომ, როგორც ჰიგიენური საშუალება.

 

გამოყენების წესი და დოზირება

  1. პროდუქტის გამოყენებამდე რეკომენდებულია ხელების დაბანა.
  2. კარგად შეანჯღრიეთ. ბოთლის ფსკერზე შეიძლება იყოს ნალექი, გამომდინარე 

მცენარეული ექსტრაქტებიდან დრეაჯინის შემადგენლობაში.

  1. დაიჭირეთ ბოთლი ყელით და დამცავი თავსახური მოატეხეთ.
  2. კანულა ამოწიეთ ბოლომდე.
  3. ფრთხილად შეაცურეთ კანულა ვაგინაში ღრმად და ბოთლი ხელის მოჭერით 

ბოლომდე დაცალეთ.

  1. შეიმშრალეთ გარედან წყლით ჩამობანის გარეშე.

თითოეული ბოთლი გახსნისთანავე უნდა იქნას გამოყენებული.

 

სიფრთხილის ზომები

არ უნდა მოხდეს დრეაჯინის გამოყენება, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა 

პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შენახვის პირობები

ინახება გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს, სინათლის და ტენიანობისგან მოშორებით.

არ გამოიყენება პროდუქტი თუ ბოთლი გახსნილია ან დაზიანებული.

 

გამოშვების ფორმა

5 ცალი ერთჯერადი გამოყენების 100 მლ ფლაკონი, ამოსაწევი ვაგინალური კანულით.

 

ვარგისობის ვადა:   3 წელი.

 

მწარმოებელი

Shedir Pharma, 

იტალია.