გააზიარე:
ვინის რძე, (0-12 თვე), 300გრ. 4600490621424
ვინის რძე - ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, სრულფასოვანი შემადგენლობის საკვები 0-დან 12 თვემდე პატარებისთვის. განკუთვნილია ბავშვის ძირითადი კვებისთვის დედის რძის არ არსებობის ან ნაკლებობის შემთხვევაში, მისგან ასევე შესაძლებელია მაწვნის ან ხაჭოს დამზადება.
ვინის მშრალი რძიანი ადაპტირებული ნარევი დაბადებიდან 12 თვემდე შერეულ და ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის.
ყურადღება! დედის რძე თქვენი ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია! ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ინგრედიენტები: მშრალი დემინერალიზებული რძის შრატი, მცენ. ცხიმები (პალმა, ქოქოსი, სოიო, მაღალოლეინური მზესუმზირა), მშრალი ცხიმგაცლილი რძე, მალტოდექსტრინი, მინერ. ნივთიერებები (კალიუმის ციტრატი, კალციუმის კარბონატი, კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის, კალიუმის და მანგანუმის ქლორიდი, რკინის (II), თუთიის და სპილენძის სულფატი, კალიუმის იოდიდი, ნატრიუმის სელენიტი), ვიტამინები (C, E, PP, B5, B2, A, B6, B1, B9, K1, D-ბიოტინი, D3, B12), ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), ტაურინი, ინოზიტი, L-კარნიტინი, ანტიდამჟანგავი (L-ასკორბილპალმიტატი). არ შეიცავს გმო-ს!
კვებითი ღირებულება 100 გ პროდუქტში: ცილა 10.0 გ, ცხიმი 26.5 გ, მ.შ. ნაჯერი ცხიმები 13.1 გ, ნახშირწყლები 56.6 გ, მ.შ. შაქრები 44.5 გ, დამატებული შაქარი 0, მარილი 0.18 გ. ენერგ. ღირებულება 505 კალ. დეტალური ინფორმაცია იხ. შეფუთვაზე.
მომზადების და გამოყენების ინსტრუქცია: ადუღებულ და 40-45°C-მდე გაგრილებულ წყლიან ბოთლში ჩაყარეთ ნარევი საზომი კოვზით ( ყოველ 30 გრ. წყალზე 1 მზომი კოვზი ვინის რძე) და შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე. მოამზადეთ კვების წინ. ნუ გამოიყენებთ ნარჩენს შემდეგი კვებისთვის.
ნარევის მოცულობას და რაოდენობას განსაზღვრავს ექიმი ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
შენახვის პირობები: კოლოფი გახსნამდე შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას 0-25°C და არაუმეტეს 75% ჰაერის ტენ. პირობებში. გახსნილი კოლოფი გამოიყენეთ 3 კვირა.
დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
წონა: 300 გ.
მწარმოებელი დსს “ინფაპრიმი”
იმპორტიორი საქართველოში შპს “ ნატურლენდი”. თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ.N3










