ფლუქსოგარდი 150მგ #1კაფს

ფლუქსოგარდი 150მგ #1კაფს

7.77 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: სლავია ფარმა რუმინეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფლუკონაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 93388
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ფლუქსოგარდი   /Fluxogard/ 150მგ კაფსულები

ფლუკონაზოლი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ ინსქტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ  ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
  • აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს.  შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი,  თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის  შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ  ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.  იხილეთ პუნქტი  4 .

შინაარსი:

1)        რა არის ფლუქსოგარდი  და რა დროს გამოიყენება

2)        რა უნდა იცოდეთ ფლუქსოგარდის  მიღებამდე

3)        ფლუქსოგარდის  მიღების წესი

4)        მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5)        ფლუქსოგარდის  შენახვის პირობები

6)        შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  1. 1.    რა არის ფლუქსოგარდი  და რა დროს გამოიყენება

ფლუკონაზოლი მიეკუთვნება ანტიფუნგალური მედიკამენტების ჯგუფს. აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი.

ფლუკონაზოლი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციებისგან დასაცავად. სოკოვანი ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია Candida-ს ტიპის საფუარი სოკო.

მოზრდილები

აღნიშნული მედიკამენტი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით შემდეგი ტიპის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

  • კრიპტოკოკური მენინგიტი - თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია;
  • კოკციდიოდომიკოზი -ბრონქოპულმონალური სისტემის სოკოვანი დაავადება;
  • კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომელიც შესაძლოა აღმოჩენილი იქნას სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (გული, ფილტვები) და ურინარულ  ტრაქტში;
  •  სოკოვანი სტომატიტი -პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსების, კბილის პროთეზის ტარებით განპირობებული ინფექციები;
  • გენიტალური კანდიდოზი - ვაგინის ან პენისის სოკოვანი ინფექცია;
  • კანის სოკოვანი დაავადებები - მაგ. ათლეტური ტერფი, ლიქენა, მუნი, ფრჩხილის ინფექცია.

ფლუქსოგარდის მიღება ასევე შესაძლებელია

  • კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით;
  • სოკოვანი სტომატიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით;
  • ვაგინალური  კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით; 
  • დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში Candida-თი გამოწვეული  სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.

ბავშვები და მოზარდები (0-დან 17 წლამდე):

ბავშვებსა და მოზარდებში აღნიშნული მედიკამენტი შეიძლება დაინიშნოს შემდეგი სახის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

  • სოკოვანი სტომატიტი - პირის ღრუსა და ყელის სოკოვანი ინფექცია ;
  • კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომელიც შესაძლოა აღმოჩენილი იქნას სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (გული, ფილტვები) და ურინარულ ტრაქტში;
  • კრიპტოკოკული მენინგიტი - თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია;

ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება :

  • კანდიდური წარმოშობის ინფექციების პროფილაქტიკისთვის (როცა იმუნური სისტემა დაქვეითებულია);
  • კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით.
  1. 2.    რა უნდა იცოდეთ ფლუქსოგარდის  მიღებამდე

ფლუქსოგარდის  კაფსულებისმიღებამდე  გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.

არ მიიღოთ ფლუქსოგარდი:

  • თუ ხართ ალერგიული ფლუქსოგარდისრომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია ინსტრუქციის მე-6 პუნქტში).
  • თუ ხართ ალერგიული სოკოვანი ინფექციის სამკურნალო სხვა პრეპარატების მიმართ. სიმპტომებია: ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გაძნელება;
  • თუ ღებულობთ ტერფენადინს ან ასტემიზოლს ( ანტიჰისტამინური პრეპარატებს);
  • თუ ღებულობთ ცისაპრიდს (საფაღარათო საშუალება);
  • თუ ღებულობთ ქუინიდინს (გულის დაავადებების სამკურნალო საშუალება)  ;
  • თუ ღებულობთ პიმოზიდის (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო საშუალება);
  • თუ ღებულობთ ერითრომიცინს (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი);
  • თუ ღებულობთ ამიოდარონს (არითმიის სამკურნალო საშუალება). 

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ფლუქსოგარდის  მიღებამდე  შეატყობინეთ  ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

  • გაწუხებთ ღვიძლის ან  თირკმლის პრობლემები;
  • გაწუხებთ გულის დაავადებები, მათ შორის გულის რითმის დარღვევები;
  •  სისხლში დარღვეული გაქვთ კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის შემცველობა;
  •  გაწუხებთ კანის დაავადები (გამოხატული ქავილით, სიწითლით ან სუნთქვის გაძნელებით);
  • განვითარდა თირკმლის უკმარისობის ნიშნები, როცა თირკმელზედა ჯირკვლები ვერ გამოიმუშავებენ შესაბამისი რაოდენობის სტეროიდულ ჰორმონებს, როგორიცაა კორტიზოლი (ქრონიკული ან ხანგრძლივი დაღლილობა, კუნთების სისუსტე,მადის დაკარგვა, წონის დაკლება, მუცლის ტკივილი)

ფლუქსოგარდის  გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

დაუყონებლივაცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ ტერფენადინს, ასტემიზოლს (ანტიჰისტამინური პრეპარატები) ან ცისაპრიდს (საფაღარათო საშუალება) ან პიმოზიდის (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო საშუალება) ან ქუინიდინს (არითმიის სამკურნალო საშუალება) ან ერითრომიცინს (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი), რადგანაც მათი მიღება ფლუქსოგარდთან ერთად არ შეიძლება. (იხილეთ პუნქტი „არ მიიღოთ ფლუქსოგარდი“ ).

არსებობს გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც  ურთიერთქმედებენ ფლუკონაზოლთან. შესაბამისად, აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

  • რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები);
  • ალფენტანილი, ფენტანილი (ანესთეზიური საშუალება);
  • ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტი);
  • ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (ანტი-ფუნგალური);
  • ვარფარინი და მისი ჯგუფის მედიკამენტები (სისხლის  გამათხელებელი საშუალებები);
  • ბენზოდიაზეპინის ჯგუფი (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი) - საძილე საშუალებები;
  • კარბამაზებინი, ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები);
  • ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ფელოდიპინი და ლოსარტანი (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები);
  • ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტანტის მიუღებლობის პრევენციის სამკურნალოდ);
  • ციკლოსფოსფამიდი, ვინკა ალკალოიდი (ვინკრისტინი, ვინბლასტინი და სხვა მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ;
  • ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალოდ), სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი, ფლუვასტატინი ან სხვა მსგავსი ჯგუფი), რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად;
  • მეტადონი (ტკივილის შესამცირებლად);
  • ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (NSAID));
  • პერორალური კონტრაცეპტივები;
  • პრედნიზოლონი (სტეროიდი);
  • ზიდოვუდინი (AZT); საქუინავირი (HIV-ინფექციის სამკურნალოდ);
  • დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა: ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გილპიზიდი ან ტოლბუტამიდი ;
  • თეოფილინი (ასთმის საწინააღმდეგო);
  • ვიტამინი A (საკვები დანამატი);
  • ივაკაფტორი (კისტური ფიბროზის სამკურნალო საშუალება);
  • ამიოდარინი  (ანტიარითმიული პრეპარატი)
  • ჰიდროქლოროთიაზიდი (დიურეზული საშუალება)

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ახლა ღებულობთ ან ახლო წარსულში იღებდით  სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტო მედიკამენტებს.

ფლუქსოგარდის  მიღება საკვებთან და სასმელთან  ერთად

ფლუქსოგარდის  მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე. ფლუქსოგარდის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ძუძუთი კვება. ფლუქსოგარდის განმეორებითი დოზის მიღების შემთხვევაში შეწყვიტეთ ძუძუთი კვება. პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ზოგჯერ ფლუქსოგარდი იწვევს თავბრუსხვევას ან შეძლება განვითარდეს ეპილეპტიური შეტევა, რაც გავლენას იქონიებს სტრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.  

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ფლუქსოგარდის შემადგენლობაში შედის: მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი (E216). შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ფლუქსოგარდის შემადგენლობაში შედის: Ponceau 4R (E 124) და  ყვითელი „მზის ჩასვლა“ (E110). შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ფლუკონაზოლი სლავია /Fluconazol Slavia/ 50მგ-ს შემადგენლობაში შედის: Ponceau 4R (E 124) და  ყვითელი „მზის ჩასვლა“ (E110). შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  1. 3.    ფლუქსოგარდის 150მგ კაფსულების მიღების  წესი

აღნიშნული მედიკამენტი გამოიყენეთ ზუსტად ექიმის
დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს. კაფსულა მიიღეთ ჭიქა წყალთან ერთად. სასურველია, კაფსულები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

მოზრდილები:

მდგომარეობა 

დოზა

კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ

400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200მგ- 400მგ დღეში ერთხელ 6- 8 კვირის ან, საჭიროების შემთხვევაში, მეტი ხნის განმავლობაში. დოზის გაზრდა შესაძლებელია 800მგ-მდე.

კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით

200 მგ  დღეში დღეში ერთხელ, სანამ ექიმი არ გეტყვით რომ შეწყვიტოთ მკურნალობა

კოკციდიოდომიკოზის სამკურნალოდ

200მგ-400მგ დღეში ერთხელ 11-24 თვის ან, საჭიროების შემთხვევაში, მეტი ხნის განმავლობაში. შესაძლებელია დოზის გაზრდა 800მგ-მდე.

Candida-თი გამოწვეული შიდა სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

800 მგ მკურნალობის პირველ დღეს, შემდეგ 400 მგ ერთხელ დღე-ღამეში, სანამ ექიმი არ გეტყვით რომ შეწყვიტოთ მკურნალობა

პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსების, კბილის პროთეზის ტარებით განპირობებული ინფექციების სამკურნალოდ

200მგ-400მგ დეში პირველ დღეს, შემდეგ  100-200 მგ, სანამ ექიმი არ გეტყვით რომ შეწყვიტოთ მკურნალობა

ლორწოვანი გარსების  კანდიდოზის დროს- დოზა დამოკიდებულია ინფექციის მდებარეობაზე

50მგ-400 მგ დღეში ერთხელ 7-30 დღის განმავლობაში, სანამ ექიმი არ გეტყვით რომ შეწყვიტოთ მკურნალობა

პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსების ინფექციების სამკურნალოდ

100მგ-200 მგ დღეში ერთხელ, ან 200მგ 3-ჯერ კვირაში ერთხელ,  ვიდრე არსებობს დაინფიცირების რისკი.

გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ

150მგ ერთჯერადი დოზა 

ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით 

150მგ  სამ დღეში ერთხელ, სულ 3 დოზა (პირველ, მეოთხე და მეშვიდე დღეს) და შემდეგ კვირაში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, ვიდრე არსებობს დაინფიცირების რისკი.

კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

დამოკიდებულია დაზიანების ადგილზე,   50 მგ დღეში ერთხელ, 150მგ კვირაში ერთხელ, 300-400 მგ კვირაში ერთხელ 1-4 კვირის განმავლობაში (ათლეტის ტერფის შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირას, ფრჩხილის ინფექციის  დროს კი- ჯანსაღი ფრჩხილის გაზრდამდე)

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში Candida-თი გამოწვეული  სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით

200მგ-400მგ  დღეში ერთხელ ვიდრე არსებობს დაინფიცირების რისკი.

 

12-17 წლამდე მოზარდები

ექიმის მიერ დანიშნული დოზის შესაბამისად (მოზრდილები და ბავშვები, პოზოლოგია).

11 წლამდე ასაკის ბავშვები

ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400მგ-ს .

დოზა დამოკიდებულია ბავშვის სხეულის წონაზე.

მდგომარეობა 

დღიური დოზა

Candida-თი გამოწვეული ლორწოვანი გარსების და ხახის სოკოვანი ინფექციების დროს - მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ადგილმდებარეობაზე.

3მგ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე (6მგ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე  მკურნალობის პირველ დღეს).

კრიპტოკოკული მენინგიტის  ან Candida-თი გამოწვეული შიდა სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

6მგ-12მგ  სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში Candida-თი გამოწვეული  სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით

3მგ-12მგ  სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე

 

0-4 კვირის ასაკის ბავშვებში

3-4 კვირის  ასაკის ბავშვებში:

გამოიყენება იგივე დოზა, მაგრამ ორ  დღეში ერთხელ.  მაქსიმალური დოზა არის  12მგ  სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 48 საათში ერთხელ.

2 კვირამდე ასაკის ბავშვებში

გამოიყენება იგივე დოზა, მაგრამ სამ  დღეში ერთხელ.  მაქსიმალური დოზა არის  12მგ  სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 72 საათში ერთხელ.

ხანდაზმულები

ინიშნება მოზრდილების დოზა, თუ პაციენტს არ აღენიშნება თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები.

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები

ექიმი განსაზღვრავს დოზას თირკმლის ფუნქციის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. ზედოზირებისას გამოხატული სიმპტომებია: სმენითი, მხედველობითი და შეგრძნებითი ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევები. ამ დროს მიმართავენ სიმპტომურ მკურნალობას (კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში).

დოზის გამოტოვება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას კომპენსაციის მიზნით. მიიღეთ გახსენებისთანავე, თუმცა თუ  შემდეგ მიღებამდე მცირე დროა დარჩენილი, არ მიიღოთ.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. 4.    მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში.

  • სუნთქვის გაძნელება ან შებოჭილობა გულ-მკერდის არეში
  • ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება
  • ქავილის შეგრძნება მთელ სხეულზე, კანის სიწითლე ან წითელი ლაქები
  • გამონაყარი კანზე - კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ბუშტუკების წარმოქმნა (პირის ღუში, ენაზე).

ფლუქსოგარდმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ღვიძლზე, მასთან დაკავშირებული სიმპტომებია:

  • დაღლილობა;
  •  მადის დაქვეითება;
  • ღებინების შეგრძნება;
  •  კანის და თვალის სკლერების  ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე).

ფლუქსოგარდმა შესაძლოა გავლენა იქონიოს თირკმელზედა ჯირკვლებზე და გამომუშავებულ სტეროიდულ  ჰორმონებზე.  თირკმელთან  დაკავშირებული პრობლემების სიმპტომებია:

  • დაღლილობა;
  • კუნთების სისუსტე;
  • მადის დაქვეითება;
  • წონის კლება;
  • მუცლის ტკივილი.

 აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ შეწყვიტეთ ფლუქსოგარდის მიღება და მიმართეთ ექიმს.

სხვა  გვერდითი ეფექტებია

გარდა ამისა, გვერდითი ეფექტების გართულების შემთხვევაში ან თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

  • თავის ტკივილი
  • დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება;
  •  ღვიძლის ენზიმების მომატება;
  • გამონაყარი.

არახშირი  ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):

  • სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლოა გამოწვიოს კანის სიფერმკრთალე, სისუსტე,დისპნოე ;
  • მადის დაქვეითება;
  • უძილობა, ძილიანობა;
  • კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის დაკარგვა, გემოვნების დარღვევა;
  • კონსიპაცია, გართულებული მონელების პროცესი, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე;
  •  კუნთების ტკივილი;
  • ღვიძლის დაზიანება, კანის და თვალის სკლერების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე);
  • ბუშტუკების წარმოქმნა (ჭინჭრის გამონაყარი), ქავილი, მომატებული ოფლიანობა;
  • დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ცხელება.

იშვიათი ( ვლინდება 1.000- დან 1 პაციენტში ):

  • სისხლის თეთრი უჯრედების კონცენტრაციის შემცირება, რაც იწვევს ინფექციების მიმართ ორგანიზმის დაცვის უნარის დასუსტებას;
  •  კანის წითელი ან იასამნისფერი შეფერილობა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს თრობოციტების რაოდენობის შემცირებით ან სხვა ცვლილებებით სისხლის ფორმულაში;
  •  სისხლის  ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები (ქოლესტერინის, ცხიმების დონე);
  •  კალიუმის  დაბალი დონე;
  • კანკალი;
  •  ელექტროკოაგოლაციური ცვლილებები, გულის მუშაობის რიტმის დარღვევები;
  •  ღვიძლის უკმარისობა;
  •  ალერგიული  რეაქციები (ზოჯერ მძიმე ფორმით), მათ შორის კანზე გამონაყარი და აქერცვლა, სერიოზული კანის რეაქციები, ტუჩებისა და სახის შეშუპება;
  •  თმის  ცვენა.

შეტყობინება  გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ მედიკამენტებისა და სამედიცინო აპარატურის ეროვნული სააგენტოს  ვებგვერდის მეშვეობით:  htpp://www.anm.ro. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით,თქვენ ხელს უწყობთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდეაბას.

  1. 5.    ფლუქსოგარდის   შენახვის პირობები

შეინახეთ  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს  250C ტემპერატურის პირობებში, თავდაპირველ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.  აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  1. 6.    შეფუთვის შემცველობა  და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ფლუქსოგარდი : 

აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი.

სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსი:

თავსახური: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ბრილიანტის  ლურჯი (E133), მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი (E216), ერითროზინი (E127).

კორპუსი:ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), Ponceau 4R (E 124) და  ყვითელი „მზის ჩასვლა“ (E110), მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი (E216).

ფლუქსოგარდის   გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

კაფსულა ნარინჯისფერი  კორპუსითა / ლურჯი ფერის თავსახურით, რომლშიც მოთავსებულია თეთრი კრისტალური ფხვნილი.

1 კაფსულა  PVC/Al (პოლივინილქლორიდი / ალუმინი) ბლისტერზე.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს „ნექსტრა გრუპი“

მისამართი: საქართველო, თბილისი 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18, სართული 2, ოფისი #3

მწარმოებელი

S.C. Slavia Pharm S.R.L

რუმინეთი, ბუქარესტი, მე-3 რაიონი,  თეოდორ პალადის  ბულვარი # 44C

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (95 აფთიაქი)

ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2028-08-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-03-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-11-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-11-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-11-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-11-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2028-08-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-11-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-11-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-03-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-11-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-11-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2028-08-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2028-08-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-11-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2028-08-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-11-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-11-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-11-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-11-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-11-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-11-01

რეგიონი (77 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2026-11-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2026-11-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2028-08-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2026-11-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2026-11-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2026-11-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2028-08-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2026-11-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2028-08-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2026-11-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-03-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2026-11-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2025-03-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2026-11-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2028-08-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2025-03-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2026-11-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2026-11-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2026-11-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2028-08-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2028-08-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2028-08-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2028-08-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2028-08-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2025-03-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2028-08-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2028-08-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2028-08-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2026-11-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2028-08-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2028-08-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2028-08-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2028-08-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-11-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2028-08-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2025-03-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-03-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2026-11-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-11-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-11-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-11-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2028-08-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-11-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2026-11-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2026-11-01