გლუკოფაჟი 1000მგ#100ტ(თურქ)
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გლუკოფაჟი 1000 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
მიიღება ორალური (პირის) გზით.
- მოქმედი ნივთიერება: თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 780 მგ მეტფორმინის ბაზის ექვივალენტური რაოდენობით 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონK 30, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 400, მაკროგოლ 8000, სუფთა წყალი.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
- რა არის და რისთვის გამოიყენება გლუკოფაჟი?
- გლუკოფაჟის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- როგორ გამოიყენება გლუკოფაჟი?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
- გლუკოფაჟის შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება გლუკოფაჟის?
- გლუკოფაჟი, ორალური ანტიდიაბეტური (ბიგუანიდების ჯგუფის) წამლების სახელით წოდებული წამლის ჯგუფში შედის, ამ ტიპის წამლები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება.
- თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს შეიცავს და წარმოდგენილია 30, 60, 90 და 100 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის შეფუთვებში.
- გლუკოფაჟი, თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივ ამობურცული, ორივე მხარეს გაყოფის ხაზის, ერთ ზედაპირზე =1000= წარწერის მქონე აპკით შემოგარსული ტაბლეტებია. ტაბლეტების ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა შესაძლებელია.
- ინსულინი, პანკრეასში წარმოებული და სისხლის მიმოქცევაში გადასული ჰორმონია, რომელიც სისხლში გლუკოზის (შაქრის) რაოდენობის შემცირებას იწვევს. ორგანიზმი, გლუკოზას ენერგიის წარმოებისთვის იყენებს ანდა მომავალში გამოყენების მიზნით დეპოს სახით ინახავს.
თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, პანკრეასი საკმარისი რაოდენობით ინსულინს ვერ გამოიმუშავებს ანდა სხეული წარმოებულ ინსულინს რეგულარულად ვერ იყენებს. აღნიშული მდგომარეობა, სისხლში გლუკოზის დონის მომატებას გამოიწვევს. გლუკოფაჟი, სისხლში გლუკოზის დონის ნორმალურ მაჩვენებლამდე დაქვეითებას უზრუნველყოფს.
- გლუკოფაჟი, გამოიყენება მაშინ, როცა მხოლოდ დიეტა და ვარჯიში სისხლში შაქრის დონის რეგულაციისთვის საკმარისი არ არის, განსაკუთრებით კი ჭარბი წონის მქონე, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის (ინსულინ დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი) სამკრუნალოდ.
- გლუკოფაჟი, ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ზრდასრულებში შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა წამლებთან (წამლები, რომლებიც პირის გზით მიიღება ანდა ინსულინი) ერთად.
- გლუკოფაჟის გამოყენება შესაძლებელია 10 წლის და მეტის ასაკის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ინსულინთან ერთად.
- ისეთ შემთხვევებში, როცა მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილება საკმარისი არ არის სისხლში შაქრის დონის რეგულაციისთვის, გლუკოფაჟი გამოიყენება. პრედიაბეტური მდგომარეობის დროს გლუკოფაჟის მიღება, შაქრიანი დიაბეტის განვითრების რისკს ამცირებს.
2. გლუკოფაჟის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
გლუკოფაჟი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,
თუ:
- მეტფორმინის ანდა გლუკოფაჟის შემადგენლობაში არსებული მოქმედი ნივთიერებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) ალერგია აგქვთ.
- ღვიძლის პრობლემები გაქვთ,
- თირკმლის ფუნქციები მნიშვნელოვან დონეზე დაქვეითებული გაქვთ,
- მძიმე ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფი დაკლება, რძემჟავა აციდოზი ( რძემჟავა აციდოზის რისკფაქტორები ქვემოთაა მოცემული) ანდა კეტოაციდოზის მსგავსი მდგომარეობები, რომელსაც თან ახლავს უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, თუ, კეტოაციდოზის ,,კეტონური სხეულების’’ სახელით წოდებული ნივთიერებების სისხლში დაგროვება და დიაბეტური კომის გამომწვევი მდგომარეობა გაქვთ. ნიშნები შეიძლება იყოს: კუჭის ტკივილი, სწრაფი და ხშირი სუნთქვა, ძილიანობა ანდა უჩვეულო ხილის მსგავსი სუნი ამოსუნთქულ ჰაერში.
- თირკმლების მიერ გამოყოფილი მჟავა იონების დაგროვება და ან ბიკარბონატების იონების ჭარბი რაოდენობით დაკარგვა ხდება (მეტაბოლური აციდოზი).
მეტაბოლური აციდოზის ნიშნები: ცნობიერების გაფატვა, გაბრუება, ძილის დარღვევები, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი. აღნიშნული ნიშნების თქვენთან გამოვლენის შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
- გახანგრძლივებული ანდა ძლიერი დიარეა ანდა ზედიზედ ძლიერი ღებინების გამო სხეულის მიერ დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია) გაქვთ,
დეჰიდრატაციამ, შეიძლება თირკმლების უკმარისობა გამოიწვიოს, ეს თქვენთან რძემჟავა აციდოზის განვითარების რისკს გაზრდის (გთხოვთ, იხილეთ ნაწილი-,,ფრთხილად გამოიყენეთ’’)
- ფილტვების ანდა ბრონქული სისტემის ანდა თირკმლებზე მოქმედი სერიოზული ინფექციის რისკი გაქვთ,
სერიოზულმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების პრობლემების განვითარება, ამ მდგომარეობამ კი შეიძლება რძემჟავა აციდოზის განვითარების რისკი გაზარდოს (გთხოვთ, იხილეთ ნაწილი-,, ფრთხილად გამოიყენეთ’’).
- გულის მწვავე უკმარისობის გამო მკურნალობას გადიხართ ანდა ახლო პერიოდში მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეთ, თუ, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გაქვთ (შოკის მსგავსი) ანდა სუნთქვის გაძნელება გაქვთ, თუ სისხლსა და ქსოვილებში მიკროორგანიზმების ანდა პათოგენების არსებობის რიკსთან დაკავშირებული სისტემური დაავადება (სეპტიცემია) გაქვთ,
ეს მდგომარეობა, ქსოვილებში ჟანგბადის დეფიციტს გამოიწვევს, ეს კი თქვენთან რძემჟავა აციდოზის განვითარების რისკს გაზრდის. (გთხოვთ, იხილეთ ნაწილი-,,ფრთხილად გამოიყენეთ’’).
- დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მომხმარებელი ხართ,
- ძუძუთი კვებავთ.
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს ექიმს აცნობეთ, რომ გლუკოფაგს იყენებთ:
თუ:
- რენტგენოლოგიური ანდა სხვა რადიოლოგიური გამოკვლევისთვის საჭიროა იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების სისხლში შეყვანა
- სერიოზული ქირურგიული ჩარევა იგეგემება, ქირურგიულ ჩარევამდე ანდა ჩარევის შემდეგ განსაზღვრული დროით გლუკოფაჟის მიღება უნდა შეწყვიტოთ.
ექიმი, განსაზღვრული დროით სხვა მკურნალობის მეთოდის საჭიროების საკითხს გადაწყვეტს. ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულეთ, ეს ძალიან მნიშვნელოანია.
ზემოთ აღნიშნული მდგომარეობების თქვენთან გამოვლინების შემთხვევაში, ექიმს აცნობეთ. ექიმმა, შეიძლება წამლის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღოს.
გლუკოფაჟი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ;
გთხოვთ, განსაკუთრებული რისკის სახით რძემჟავა აციდოზის განვითარებას გაუფრთხილდით. გლუკოფაგმა, შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი რძემჟავა აციდოზი, განსაკუთრებით მაშინ, თუ თირკმლების ფუნქცია დარღვეულია. რძემჟავა აციდოზის რისკი მატულობს: უკონტროლო შაქრიანი დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ანდა ალკოჰოლის მოხმარების დროს, სხეულის მიერ დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვისას(დეჰიდრატაცია, უფრო მეტი ინფორმაცია ქვემოთაა მოცემული), ღვიძლის პრობლემების, ჟანგბადის დეფიციტის გამომწვევი მდგომარეობების (მაგ. მწვავე გულის დაავადებები) დროს. აღნიშნული მიზეზების გამო, თუ, ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. სერიოზული ღებინების, ცხელების ანდა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრის შემთხვევაში ანდა ნორმაზე უფრო ნაკლები რაოდენობით წყლის მიღებისას, შეიძლება სხეულის მიერ სითხის დაკარგვის მდგომარეობა(დეჰიდრატაცია) განვითარდეს. ასეთ მდგომარეობაში, დროებით გლუკოფაჟის მიღება უნდა შეწყვიტოთ და თქვენს ექიმს გაესაუბროთ. ქვემოთ მოცეულია რძემჟავა აციდოზის ნიშნები, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს კომურ მდგომარეობაში, რაც გასათვალისწინებელია. ამ დროს გლუკოფაჟის მიღება უნდა შეაჩეროთ და სასწრაფოდ ექიმს დაუკაშირდეთ. რძემჟავა აციდოზის ნიშნები: - ღებინება - მუცლის ტკივილი - კუნთების კრუნჩხვები - სერიოზულ დაღლილობასთან ერთად ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება - სუნთქვის გაძნელება - სხეულის ტემპერატურის შემცირება - გულის ცემის შემცირება თუ, ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. რძემჟავა აციდოზი სერიოზული მდგომარეობაა და მისი მკურნალობა საავადმყოფო პირობებში უნდა მოხდეს. |
ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევამდე ანდა ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გარკვეული პერიოდით გლუკოფაჟის გამოყენება უნდა შეაჩეროთ. გლუკოფაჟით მკურნალობის განახლების დროს ექიმი გადაწყვეტს.
მხოლოდ გლუკოფაჟის მიღება ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის დონის დაცემას) არ გამოიწვევს, მაგრამ თუ გლუკოფაგს შაქრიანი დიაბეტის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად (სულფანილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი, მეგლიტინიდების მსგავსი) იყენებთ, ამ დროს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი არსებობს. თუ, თქვენთან გამოვლინდება სისუსტე, გაბრუება, ოფლიანობის მატება, გულის ცემის გახშირება, მხედველობს დარღვევის მსგავსი ჰიპოგლიკემიის ნიშნები, ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით შაქრის შემცველი საკვები ანდა სასმელი მიიღეთ.
გლუკოფაჟით მკურნალობის დროს, ექიმი თირკმლის ფუნქციებს სულ ცოტა წელიწადში ერთხელ გადაამოწმებს. თუ, ხანდაზმული ავადმყოფი ხართ ანდა თირკმლის ფუნქციების დარღვევა მატულობს, საკონტორლო ანალიზების ინტერვალი უფრო მოკლე იქნება.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში გქონდათ ანდა ეხლა გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.
გლუკოფაჟის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
გლუკოფაჟის მიღება შეიძლება როგორც კვების დროს, ასევე საკვების მიღების შემდეგად.
გლუკოფაჟის მიღების დროს ალკოჰილის ჭარბი რაოდენობით მიღებისგან თავი შეიკავეთ, რადგანაც ამ დროს რძემჟავა აციდოზის განვითარების რისკი მატულობს (იხილეთ ნაწილი 2- გლუკოფაჟი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ).
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ორსულობის დროს, შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის დროს შეიძლება საჭიროა გახდეს ინსულინის გამოყენება. თუ, ორსულად ხართ, ან ფიქრობთ, რომ ორსულობის ალბათობა არსებობს ანდა ორსულობას გეგემავთ, გლუკოფაჟის გამოყენებამდე ექიმს აცნობეთ. ამ დროს ექიმმა შეიძლება მკურნალობის გეგმა შეცვალოს.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ ანდა ძუძუთი კვებას გეგმავთ, გლუკოფაჟი არ გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
მხოლოდ გლუკოფაჟის გამოყენება, ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის დონის დაცემა) არ გამოიწვევს, ამიტომ გლუკოფაჟი, ავტომობილის ანდა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.
მაგრამ, თუ გლუკოფაგს, შაქრიანი დიაბეტის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად (სულფანილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი, მეგლიტინიდების მსგავსი) გამოიყენებთ, ფრთხილად უნდა იყოთ. ჰიპოგლიკემიის ნიშნები: სისუსტე, გაბრუება, ოფლიანობის მატება, გულის ცემის გახშირება, მხედველობს დარღვევა ან კონცენტრაციის დარღვევა, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
გლუკოფაჟის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
თუ, გლუკოფაჟის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა არ გაქვთ, ამ ნივთიერებებთან დაკაშირებით უარყოფითი ეფექტი არ არის მოსალოდნელი.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
რენტგენოლოგიური ანდა სხვა რადიოლოგიური გამოკვლევისთვის საჭიროა იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების სისხლში შეყვანა. თუ, ქირურგიული ჩარევა იგეგემება, ქირურგიულ ჩარევამდე ანდა ჩარევის შემდეგ განსაზღვრული დროით გლუკოფაჟის მიღება უნდა შეწყვიტოთ. გლუკოფაჟით მკურნალობის განახლების დროს ექიმი გადაწყვეტს.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში შაქრის დონის და თირკმლის ფუნქციების უფრო ხშირი კონტროლი ანდა ექიმის მიერ გლუკოფაჟის დოზის რეგულირება. განსაკუთრებული სიფრთილეა საჭირო ქვემოთ მოცემული წამლის მიღების დროს:
- შარდის წარმოების გამაძლიერებელი წამლები (დიურეტიკები),
- ტკივილის და ანთებითი პროცესების სამკრუნალოდ გამოყენებული წმალები (იბუპროფენი და ცელეკოქსიბინის მსგავსი აას წამლები და cox-2 ინჰიბიტორები),
- მაღალი არტერიული წნევის სამკრუნალოდ გამოყენებული ზოგიერთი წამალი (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები),
- ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-2 აგონისტები (სალბუტამოლი ანდა ტერბუტალინის სახელით ცნობილი წამლები)
- ასთმის ანდა ძლიერი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ გამოყენებული კორტიკოსტეროიდების ჯგუფის წამლები,
- თირკმლის ფუნქციების დაქვეითების დროს სისხლში გლუკოფაჟის რაოდენობის ცვლილების გამომწვევი წამლები (ვერაპამილი, რიფამპიცინი, ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვანდეტანიბი, იზავუკონაზოლი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი და მსგავსი წამლები),
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა წამლები.
თუ, რეცეპტით ანდა რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორგამოიყენებაგლუკოფაჟი?
გლუკოფაჟი, ჯანსაღი ცხოვრების წესის სარგებელს ვერ შეცვლის. წამლის გამოყენების დროს ექიმის მიერ რეკომენდირებული დიეტა და რეგულარული ვარჯიში უნდა გააგრძელოთ.
- სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები:
- თუ, ექიმი სხვა მითითებებს არ მოგცემთ, ზრდასრულებში სტანდარტული საწყისი დოზაა: გლუკოფაჟი 500 მგ დღეში ორჯერ ანდა სამჯერ ანდა 850 მგ. ან დღიური მაქსიმალური მისაღები დოზა 3000 მგ სამ ნაწილად დაყოფილი.
- თუ, ინსულინსაც იყენებთ, ექიმი გლუკოფაჟის გამოყენების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.
- დიაბეტის განვითარების თავიდან აცილების მიზნით გამოყენება: სტანდარტული საწყისი დოზაა საკვებთან ერთად ანდა კვების შემდეგ მიღებული მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 1000-დან 1700 მგ-მდე, ორად დაყოფილი დოზის სახით. ავადმყოფის მკურნალობის გაგრძელების საკითხის შეფასებისთვის საჭიროა რისკ ფაქტორების რეგულარული ინტერვალებით კონტროლი.
დაკვირვება:
თქვენი ექიმი, სისხლში შაქრის დონეს რეგულარულად გადაამოწმებს და სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით გლუკოფაჟის დოზას განსაზღვრავს.
მკურნალობის პერიოდში, ექიმი სულ ცოტა წელიწადში ერთხელ თირკმლის ფუნქციებს გადაამოწმებს. თუ, თიკრმლების ფუნქციის დარღევა გაქვთ, ამ დროს ექიმი თირკმლის ფუნქციებს უფრო ხანმოკლე ინტერვალებით გადაამოწმებს.
- მიცემის გზა და მეთოდი:
გლუკოფაჟის მიღება შესაძლებელია, როგორც კვების დროს, ასევე საკვების მიღების შემდეგ. გლუკოფაჟის საკვებთან ერთად ანდა კვების შემდეგ მიღება, კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლინებებს ამცირებს.
ტაბლეტები არ დაღეჭოთ ანდა არ დაფხვნათ.
გლუკოფაჟის ტაბლეტები საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად გადაყლაპეთ.
- თუ, გლუკოფაჟის დოზას დღეში ერთხელ ღებულობთ, დილით (საუზმეზე) მიიღეთ.
- თუ, გლუკოფაჟის დოზას დღეში ორჯერ ღებულობთ, დილით (საუზმეზე) და საღამოს (ვახშამზე) მიიღეთ.
- თუ, გლუკოფაჟის დოზას დღეში სამჯერ ღებულობთ, დილით (საუზმეზე), შუადღეზე (სადილზე) და საღამოს(ვახშამზე) მიიღეთ.
- სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
10 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებში და მოზარდებში გლუკოფაჟის სტანდარტული საწყისი დოზაა: 500 მგ ანდა 850 მგ დღეში ერთხელ. მაქსიმალური მისაღები დოზაა 2000 მგ ორ ან სამ დოზად დაყოფილი. 10-12 წლის ასაკობრივ კგუფში გლუკოფაჟის გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი კვლევები არ არის ჩატარებული, ამიტომ აღნიშნულოი ასაკის ბავშვებში გლუკოფაჟი მხოლოდ ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაციის დროს მიიცემა.
დაკვირვება:
ბავშვებსა და მოზარდებში გლუკოფაჟის დოზა შეირჩევა სისხლში შაქრის დონის მიხედვით, რომელსაც ექიმი განსზღვრავს. ექიმთან რეგულარული კონტაქტი იქონიეთ.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ასაკის მომატებასთან ერთად, თირკმლების ფუნქციები შეიძლება დაირღვას. ექიმი, გლუკოფაჟის საჭირო დოზას თირკმლის ფუნქციების შესაბამისად შეგირჩევთ. ექიმთან რეგულარული კონტაქტი იქონიეთ.
- კონტროლი
ექიმი, გლუკოფაჟის საჭირო დოზას სისხლის შაქრის დონის შესაბამისად შეგირჩევთ. ექიმთან რეგულარული კონტაქტი იქონიეთ.
ექიმი, სულ ცოტა წელიწადში ერთხელ, თირკმლების ფუნქციებს გადაამოწმებს.
- გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
თირკმლების ფუნქციების დარღვევის დროს, ექიმი გლუკოფაჟის უფრო დაბალ დოზას დაგინიშნავთ.
ხანდაზმულებში, თირკმლის ფუნქციების დარღვევის პოტენციალის არსებობის გამო, გლუკოფაჟის დოზა თირკმლის ფუნქციების შესაბამისად რეგულირდება. ამ დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციების რეგულარული კონტროლი.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, გლუკოფაჟი არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ ფიქრობთ, რომ გლუკოფაჟის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, გლუკოფაჟის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ
თუ, გლუკოფაჟის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ამ დროს შეიძლება რძემჟავა აციდოზი განვითარდეს. რძემჟავა აციდოზის ნიშნებია: ღებინება, კუნთების კრუნჩხვები, მუცლის ტკივილი (აბდომინალური ტკივილი), ძლიერი დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება და ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება. სხვა ნიშნები შეიძლება იყოს: სხეულის ტემპერატურის დაცემა, გულის ცემის შენელება. აღნიშნული რძემჟავა აციდოზის ნიშნების თქვენთან გამოვლინების შემთხვევაში, გლუკოფაჟის გამოყენება მაშინვე უნდა შეაჩეროთ და ექიმს უნდა დაუკავშირდეთ. რადგანაც, რძემჟავა აციდოზმა შეიძლება კომის განვითრება განაპირობოს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
თუ, გლუკოფაჟის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, გლუკოფაჟის მიღება დაგავიწყდათ
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ, წამლის მიღება დაგავიწყდებათ, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და შემდეგი დოზა ჩვეულ დროზე მიიღეთ.
მოვლენები, რომელიც გლუკოფაჟით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის მითითების გარეშე, გლუკოფაჟით მკურნალობა არ შეწყვიტოთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალის შემთვევაში, გლუკოფაჟის შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
გვერდით ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთა მოცემული:
ძალიან გავრცელებული : 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული : 100 ავადმყოფიდან < 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეძლება გამოვლინდეს.
უცნობი სიხშირის მქონე : ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული:
- გულისრევა
- ღებინება
- დიარეა
- მუცლის ტკივილი
- მადის დაკარგვა
ეს არასასურველი ეფექტები, ძირითადად მკურნალობის დასაწყისში ვლინდება. გვერდითი ეფექტების გამოვლენის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მეტფორმინის დღიური დოზის დაყოფილი სახით გამოყენება, ასევე წამლის კვების დროს ანდა საკვების მიღების შემდეგ მიღება. თუ, აღნიშნული სიმპტომები გაგრძელდება, გლუკოფაჟის მიღება მაშინვე უნდა შეწყვიტოთ და თქვეთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს მიმართოთ.
გავრცელებული:
- გემოს შეგრძნების ცვლილებები (პირში მეტალის გემო)
- ასთენია
- თავბრუსხვევა და გაბრუების შეგრძნება
- თავის ტკივილი
ძალიან იშვიათი:
- რძემჟავა აციდოზი
რძემჟავა აციდოზი, ეს არის ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული დარღვევა. თუ, აღნიშნული მდგომარეობა თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფო მკურნალობა შეიძლება დაგჭირდეთ. რძემჟავა აციდოზის ნიშნებია: ღენინება, კუნთების კრუნჩხვები, მუცლის ტკივილი (აბდომინალური ტკივილი), ძლიერი დაღლილობა და ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: სხეულის ტემპერატურის შემცირება, გულის ცემის შენელება. ამ სიმპტომების გამოვლინების შემთვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარება შეიძლება დაგჭირდეთ, რადგანაც რძემჟავა აციდოზმა შეიძლება კომის განვითარება გამოიწვიოს. ასეთ დროს, გლუკოფაჟის მიღება მაშინვე უნდა შეწყვიტოთ და თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს უნდა მიმართოთ.
- მეტაბოლური აციდოზი (გონების არევა, გაბრუება, ძილის დარღვევები, ღებინება, გულისრევა და თავის ტკივილი)
- ღვიძლის ფუნქციური სინჯების ანორმალობა
- ჰეპატიტი (ღვიძლის ჩირქოვანი ანთების დროს აღინიშნება: დაღლილობა, მადის დაკარგვა, წონის დაკლება, კანის და თვალების გაყვითლება). ასეთი მდგომარეობის განვითარებისას, გლუკოფაჟის მიღება შეწყვიტეთ და ექიმს აცნობეთ.
- ქოლესტაზური ჰეპატიტი (სიყვითლე, ღია ფერის განავალი, ქავილი, სისუსტე, უმადობა)
- ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
- სისხლის შედედების დარღვევა, ანემია(ჰემოლიზური ანემია)
- სისხლში ვიტ.B12 დაბალი დონე
- ჰიპოგლიკემია(კანკალი, ტუჩებისა და ენის დაბუჟება, სიფერმკრთალე, გულის ფრიალი, მოუსვენრობა, სისხლში შაქრის დაბალი დონე)
- კანზე სიწითლე (ერითემა), ქავილი, ურტიკარიის მსგავსი კანის რეაქციები.
- პრიალა, ლურჯი ფერის პაპულარული გამონაყარით გამოწვეული კანის დაზიანება
- წონის დაკლება და დასუსტება (კახექსია), მადის შემცირება (ანორექსია)
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები და მოზარდები:
ბავშვებსა და მოზადებში მიღებული ინფორმაცია მწირია, შეზღუდულია, რაც შეეხება გვერდით ეფექტებს და გვერდითი ეფექტების გამოვლინების სიმძიმეს, გამოვლენილი სიმპტომები ზრდასრულებში გამოვლენილი სიმპტომების მგავსია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. გლუკოფაჟის შენახვა
გლუკოფაჟი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ გლუკოფაჟი არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა, იმ თვის ბოლო დღეა.
თუ, პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, გლუკოფაჟი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. Merck ილაჩ ეჯზა ვე ქიმია თიჯ
ათაშეჰირი/სტამბული
წარმოების ადგილი:
ს.ს. PharmaVizion სან ვე თიჯ\
თოფქაფი/ზეითინბურნუ/სტამბული/თურქეთი