ტრიო ქიდსი 20მლ წვეთები
გააზიარე:
ტრიო ქიდსი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, რომელიც რეკომენდებულია ახალშობილებისთვის დაბადებიდან. გამოიყენება პერორალურად.
15 წვეთი (0.5 მლ) შეიცავს
ვიტამინი D - 10 მკგ (400 IU)
ვიტამინი C - 35 მგ
ვიტამინი A - 300 მკგ (1000 IU)
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, შაქრის სიროფი, ფორთოხლის ნატურალური კონცენტრატი, წყალი. ვიტამინი C – 7.00%, ვიტამინი A – 0.20%, ვიტამინი D – 0.08%.
A ვიტამინი ( რეტინოლი ):
• მიეკუთვნება ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსების აღდგენით პროცესებზე;
• ხელს უშლის თვალის კონიუქტივის ზედაპირის გამოშრობას; იგი მონაწილეობას იღებს მხედველობითი პიგმენტის – როდოფსინის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ადაპტაციას დაბალი შუქის მიმართ;
• ასტიმულირებს სასქესო ჰორმონებისა და კორტიკოსტეროიდების სინთეზს;
• ხელს უწყობს ჩონჩხის ფორმირებას;
• ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხეულის მცირე ტემპერატურის და ინფექციური დაავადებების მიმართ;
• რეტინოლი და მისი მეტაბოლიტები აუცილებელია იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის, ასევე ნერვული ღეროს, კიდურების , გულის, თვალებისა და ყურების ემბრიოგენეზისთვის. A ვიტამინის დეფიციტის დროს მაღალია ბავშვთა ავადობა და სიკვდილიანობა;
• ხელს უწყობს ეპიდერმისის დიფერენციაციას, თრგუნავს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას, მისი დეფიციტის დროს კანი არის გამომშრალი და აქერცლილი;
C ვიტამინი ( ასკორბინის მჟავა ):
• წყალში ხსნადი ვიტამინია, ის ერთერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან;
• ხელს უწყობს A ვიტამინის და რკინის შეწოვას ორგანიზმში;
• მონაწილეობს კოლაგენის, ელასტინის და პროტეოგლიკანის სინთეზში;
• უზრუნველყოფს იმუნიტეტის სწორ ფუნქციონირებას;
• მონაწილეობს გლუკოზისა და ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში და ბევრი მნიშვნელოვანი ჰორმონებისა და მედიატორების სინთეზში;
D ვიტამინი ( ქოლეკალციფეროლი ):
• გამოიყენება რაქიტის პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის, არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას, ძვლების მინერალიზაციას და ორგანიზმის ზრდის პროცესს;
• ფიზიკური განვითარების შეფერხების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• ზრდაში ჩამორჩენა;
• ხელოვნური კვება და უმადობა;
• დაავადების შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდი;
D ვიტამინის ნაკლებობა ჩვილებში იწვევს ემალის წარმოქმნის დარღვევას, შედარებით მოზრდილ ასაკში ოსტეომალაციას.
დოზირება და მიღების წესი :
15 წვეთი დღეში ერთხელ
გვერდითი მოვლენები : ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰიპერვიტამინოზი, თირკმლის უკმარისობა.
გამოშვების ფორმა : 20 მლ მინის ბოთლი/წვეთები
წარმოებულია : IMUN UG(HRB 35243P) კომპანიისთვის.










