გენისავი #30ტ

გენისავი #30ტ

192.30 ლარი 138.46 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: პორტუგალია
მწარმოებელი: ატისავ ფარმა უნიპესოალ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 93262
გააზიარე:

გენისავი

შემადგენლობა

ჯუჯა პალმა, ჟენშენი, მუირა პუამა, L- კარნიტინი, L- არგინინი, თუთია, ვიტამინი C.

ლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები

ფარმაკოლოგიური მოქმედება

გენისავი მასში შემავალი ნივთიერებების საშუალებით დადებითად მოქმედებს და აწესრიგებს ცხოვრების არაჯანსაღი წესის, გარემო ფაქტორების, ზედმეტი სტრესის, ცუდი ძილით გამოწვეულ სექსუალურ დისფუნქციას, რომელიც იწვევს ერექციის შემციერებას ან არარსებობას.

გენისავი ხელს უწყობს ზემოთ აღნიშნული ფაქტორებით გამოწვეულ კავერნოზული სხეულების დარღვეული სისხლმომარაგების და შეზღუდული ერექციის ნორმალიზებას. შესაბამისად, გენისავი ხელს უწყობს ამ პრობლემის ბუნებრივი გზით მოგვარებას.

გენისავი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აუცილებელია ნორმალური მეტაბოლიზმისთვის და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

გენისავი მდიდარია თუთიით, რომელიც აუცილებელი მინერალია სისხლში  ტესტოსტერონის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად.

პრეპარატი მდიდარია  L-კარნიტინით და L-არგინინით, რომლებიც მოქმედებენ როგორც მატონიზირებელი საშუალება ფიზიკური და ფსიქიკური დაღლილობის საწინააღმდეგოდ.

ჯუჯა პალმას გააჩნია რელაქსაციის ეფექტი, ხელს უწყობს პროსტატის გამართულად მუშაობას, რაც მნიშვნელოვანია სპერმის წარმოქნისთვის.

ჟენშენი გამოირჩევა მატონიზირებელი ეფექტით, რაც ნიშნავს მეტ ენერგიას. იგი ორგანიზმს ეხმარება სტრესის დაძლევაში.

მუირა პუამა (Ptychopetalum olacoides)  გამოიყენება სექსუალური დისფუნქციის თავიდან ასაცილებლად და სექსუალური აქტივობისადმი ლტოლვის გასაზრდელად (როგორც აფროდიზიაკი). იგი ასევე გამოიყენება როგორც ზოგადი მატონიზებელი და მადის მასტიმულირებელი საშუალება.

გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტების წყალობით გენისავი  ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის გამოყოფას, რომელიც იწვევს ვაზოდილატაციას და შესაბამისად, უკეთეს ერექციას.

დოზირება

1 შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერადად სექსუალურ აქტამდე 2 საათით ადრე.

მკურნალობის მიზნით: 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის დანიშნულების მიხედვით!

სიფრთხილის ღონისძიებები

პროდუქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული დიეტის დროს!

პრეპერატის მიღების პერიოდში მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი!

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მოარიდეთ ბავშვებს.

შენახვის წესი და პირობები

ინახება გრილ მშრალ მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 15-25°C გრადუს  ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი

III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი

ATISAV PHARMA UNIPESSOAL LDA. პორტუგალია.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (11 აფთიაქი)

რეგიონი (19 აფთიაქი)