პიროქსიკამი 20მგ #20კაფს GMP

პიროქსიკამი 20მგ #20კაფს GMP

7.50 ლარი
საწყისი ფასი!
ისარგებლეთ მტრედი ბარათით და მიიღეთ მაქსიმალური ფასდაკლება.
ავერსში ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია!
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ჯი.ემ.პი
ჯენერიკი: Piroxicam
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
გააზიარე:
პიროქსიკამი
(PIROXICAM)


შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - პიროქსიკამის 20 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
პიროქსიკამი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიპირეტული თვისებები. მისი მოქმედება დამყარებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებაზე, რის შედეგადაც ითრგუნება პროსტაგლანდინების სინთეზი.
პიროქსიკამი ამცირებს ან მთლიანად აყუჩებს საშუალო ინტენსივობის ტკივილს, სახსროვანი სინდრომის დროს ამცირებს დილის შებოჭილობას, ხელს უწყობს მოძრაობათა სიფართის გაზრდას.
ჩვენება
-    რევმატოიდული ართრიტი;
-    ოსტეოართრიტი;
-    მაანკილოზირებელი სპონდილიტი;
-    ნიკრისის ქარი (პოდაგრა) გამწვავების ფაზაში;  
-    ხერხემლის ტკივილი;
-    ნევრალგიები;
-    მიალგიები;
-    საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და რბილი ქსოვილების ტრავმული ანთებითი პროცესები;
-    ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები.
უკუჩვენება
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ორსულობა, ლაქტაცია, პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენები და ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებანი, დისპეპსიური დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, ბრონქული ასთმა, სისხლის შემდედებელი ფუნქციის დარღვევა. ასევე-ხანდაზმულობის ასაკში და განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევისას. პიროქსიკამით მკურნალობის პროცესში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციონალური მდგომარეობისა და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.
არ არის რეკომენდებული პიროქსიკამისა და აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება. სიფრთხილეა საჭირო არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან კომბინაციის დროსაც, რადგან მოსალოდნელია სისხლის შედედების საწინააღმდეგო ეფექტის გაძლიერება.
დოზირება და მიღების წესი
რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზირებელი სპონდილიტის დროს, საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღეში ერთხელ. შემანარჩუნებელი დოზაა-ასევე 20 მგ დღეში, თუმცა საჭიროებისას შეიძლება მისი შემცირება 10 მგ-მდე ან გაზრდა 30 მგ-მდე დღეში, განაწილებული ერთ ან რამდენიმე მიღებაზე.
ნიკრისის ქარის გამწვავებისას საწყისი დოზაა 40 მგ დღეში ერთხელ, შემდეგი 4-6 დღე - 40 მგ განაწილებული ერთ ან რამდენიმე მიღებაზე.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა ეტიოლოგიის მწვავე დაავადებებისას პირველი 4-6 დღის განმავლობაში ინიშნება 40 მგ დღიური დოზა, განაწილებული ერთ ან რამდენიმე მიღებაზე. შემდეგი 7-14 დღე - 20 მგ დღეში.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, ანორექსია, მუცლის შებერვა, იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ძილიანობა, უძილობა, კანზე გამონაყარი, ქა-ვილი, სტივენს-ჯონსონისა და ლაილას სინდრომი, იშვიათად - თირკმლების ფუნქციის დარღვევა, სტომატიტი, პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
კაფსულა 20 მგ, შეფუთვაში 20 კაფსულა.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა:   
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

თბილისი (16 აფთიაქი)

რეგიონი (48 აფთიაქი)

ვანი
2-506-506 (3455)
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2020-10-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
(+995 492) 25-16-28
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2020-10-01
ზესტაფონი 3 (24სთ)
(+995 492) 25-28-61
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2020-10-01
ზესტაფონი 5
2-506-506 (3215)
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2020-10-01
სამტრედია 2
(+995 411) 22-10-26
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2020-10-01
ქუთაისი 1
(+995 431) 24-80-69
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2020-10-01
ქუთაისი 3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2020-10-01
ქუთაისი 6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2020-10-01
ქუთაისი 7 (24სთ)
(+995 431) 29-72-22
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2020-10-01
ქუთაისი 15 (24სთ)
(+995 431) 24 27 28
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №18ა
ვადა: 2020-10-01
ქუთაისი 16
(+995 431) 22-16-22
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2020-10-01
ქუთაისი 18
(+995 431) 25-21-41
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2020-10-01
ქუთაისი 21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2020-10-01
ზუგდიდი 1 (24სთ)
(+995 415) 22-11-42
კიტიას ქ. №7
ვადა: 2020-10-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
(+995 415) 22-24-66
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2020-10-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
(+995 415) 22-23-77
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2020-10-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
214-73-82
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2020-10-01
ზუგდიდი 6
2-506-506 (3306)
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2020-10-01
მარტვილი 1 (24სთ)
2-506-506 (3311)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2020-10-01
მარტვილი 2
(+995 418) 22-01-10
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2020-10-01
მარტვილი 3
(+995 418) 22–00–30
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2020-10-01
სენაკი 4
(+995 413) 27-87-23
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2020-10-01
ჩხოროწყუ (24სთ)
(+995 417) 22-01-05
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2020-10-01
წალენჯიხა 1
(+995 416) 22-00-51
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2020-10-01
წალენჯიხა 2
2-506-506 (3522)
სალიას ქუჩა
ვადა: 2020-10-01
ხობი
(+995 414) 22-21-64
ბერიას ქ. №3
ვადა: 2020-10-01
ჯვარი
(+995 416) 22-59-44
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2020-10-01