კაპტოპრილი 25მგ #20ტ GMP
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
კაპტოპრილი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 9317
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კაპტოპრილი
Captopril
Captopril
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: აგე ინჰიბიტორები
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კაპტოპრილის 12.5 მგ-ს ან 25 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კაპტოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინ - მაკონვერტირებელი ფერმენტის მაღალეფექტურ ინჰიბიტორს.
იგი თრგუნავს ანგიოტენზინ-I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ-II-ად, რითაც ხელს უშლის არტერიებისა და ვენების ვაზოკონსტრიქციას, ამცირებს მარჯვენა წინაგულსა და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში წნევას, საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და აქვს მკვეთრად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტი. აფერხებს თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას.
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ეფექტურია მიღებიდან 30 წთ-ში და მოქმედებს 4-8 სთ-ის განმავლობაში. ვერ გადის ჰეპატოენცეფალურ ბარიერს, მაგრამ აღწევს პლაცენტაში. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.
ჩვენება
- არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში);
კაპტოპრილის გამოყენება ნაჩვენებია შარდმდენებთან და აუცილებლობის შემთხვევაში სათითურას პრეპარატებთან ერთად.
უკუჩვენება
თირკმლის ფუნქციის დარღვევები, აზოტემია, ჰიპერკალიემია, თირკმლების არტერიების ორმხრივი სტენოზი, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, აორტის რკალის სტენოზი, ორსულობა, ლაქტაცია, ბავშვთა ასაკი, კაპტოპრილისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში კაპტოპრილით მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის.
სიფრთხილით ინიშნება აუტოიმუნური დაავადებებისა და სალურეტიკებთან, ანტიდეპრესანტებთან, ინსულინთან კომბინაციაში. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დაკარგული სითხისა და მარილების კომპენსირება.
კაპტოპრილის მოქმედებას აძლიერებენ - კალციუმის ანტაგონისტები, ნიტრატები, ალფა-ბლოკატორები, ვაზოდილატატორები, შარდმდენები და ალკოჰოლი. ხოლო მის მოქმედებას ასუსტებენ - არასტეროიდული
ანალგეტიკები, კორტიკოსტეროიდები, ესტროგენები, პერორალური კომბინირებული კონტრაცეპტივები.
კაპტოპრილი ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი ინიშნება უზმოზე, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე უნდა მოიხსნას უმარილო დიეტა.
მსუბუქი ფორმის ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა კი - 25 მგ ორჯერ დღეში. შესაძლებელია მისი გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე 50 მგ ორჯერ დღეში.
მძიმე ფორმის ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში, საშუალო შემანარჩუნებელი დოზა - 25 მგ 2-3-ჯერ დღეში, მაქსიმალური დღიური დოზა - 150 მგ. დოზის მომატება ხდება თანდათანობით.
გულის უკმარისობის დროს კაპტოპრილის დანიშვნამდე საჭიროა დიურეტიკის მოხსნა ან დოზის შემცირება, ხოლო კაპტოპრილის შემანარჩუნებელი დოზა უნდა განისაზღვროს 25 მგ-ით 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 0.3 მგ/კგ, (მაქსიმალური - 6 მგ/კგ), განაწილებული ორ-სამ მიღებაზე.
ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, მადის დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტონია, ასთენია, ალერგიული გენეზის კანის გამონაყარი, მშრალი ხველა. იშვიათად _ ტაქიკარდია, მუცლის ტკივილი,
დიარეა, პროტეინურია, ჰიპერკალიემია, ბილირუბინემია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 12.5 მგ ან 25 მგ, შეფუთვაში 20 ტაბლეტი.
დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით