რეჰიდრონი ნეო საბ.ფორთ#10პაკ

რეჰიდრონი ნეო საბ.ფორთ#10პაკ

30.00 ლარი 27.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 93134
გააზიარე:


რეჰიდრონი ნეო საბ.ფორთ#10პაკ

გამოყენების ინსტრუქცია
რეჰიდრონი ნეო საბავშვო
REHYDRON NEO KIDS
წამლის ფორმა: ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.
ათქ კოდი : A07CA.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ორგანიზმის დეჰიდრატაციის კომპენსაციისთვის.
შემადგენლობა : გლუკოზა – 3,56გ; ნატრიუმი – 326მგ; ციტრატი – 388მგ; კალიუმი – 158მგ, ქლორიდი – 427მგ.
დამხმარე ნივთიერებები : ფორთოხლის არომატიზატორი, სახარინი, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება : პრეპარატის გამოყენების მთავარი დანიშნულებაა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც ირღვევა ღებინებისა და დიარეის დროს ელექტროლიტების დაკარგვით.
,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს შემადგენლობაში შემავალი გლუკოზა ახდენს მარილებისა და ციტრატების აბსორბციას და ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას.
ფარმაკოკინეტიკა - თ1/2 შეადგენს 1 სთ-ს. გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენება : გაუწყლოვნების პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება : 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება 250მლ ახლად ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში.
გულისრევისა და ღებინებისას ხსნარი სასურველია მიღებული იქნას გაციებული სახით, მცირე ულუფობით.
ახალშობილებში და ბავშვებში 2 წლამდე ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი ხსნარი 5-10 წთ-იანი ინტერვალებით 4-6 საათის განმავლობაში.
ბავშვებში 2 წლის ზემოთ და მოზრდილებში ხსნარის მიღება შეიძლება ულუფობით (50-100მლ) 3-5წთ-იანი ინტერვალებით 3-5 საათის განმავლობაში.
რეჰიდრატაციისთვის ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’ პირველ 6-10 სთ-ის განმავლობაში მიიღება სხეულის მიერ დაკარგულ წონასთან მიმართებაში ორმაგი რაოდენობით. მაგალითად, თუ წონაში დანაკარგია 400გ, საჭიროა 800მლ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს ხსნარის მიღება.
დიარეის გაგრძელების შემთხვევაში 24სთ-ის განმავლობაში ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’, წყალი და სხვა სითხეები მიღებული უნდა იყოს შემდეგი სქემის მიხედვით:

სხეულის წონა - კგ

საჭირო სითხის საერთო რაოდენობა ( ლ )

რეჰიდრონი ნეო საბავშვო

წყალი ( ლ )

სხვა სითხეები ( ლ )

5

0,83

0,35

0,21

0,27

6

1

0,42

0,25

0,33

7

1,05

0,44

0,26

0,35

8

1,1

0,46

0,28

0,36

9

1,15

0,48

0,29

0,38

10

1,2

0,5

0,3

0,4

12

1,3

0,54

0,32

0,44

14

1,4

0,58

0,35

0,47

16

1,5

0,62

0,37

0,51

18

1,6

0,66

0,4

0,54

20

1,7

0,7

0,42

0,58

25

1,8

0,75

0,45

0,6

30

1,9

0,8

0,48

0,62

40

2,1

0,9

0,54

0,66

50

2,3

1,0

0,6

0,7

70

2,7

1,2

0,72

0,78

დეჰიდრატაციის მოვლენების შემცირების შემდეგ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო”-ს დოზა შეიძლება შემცირდეს 5-10მლ/კგ-მდე, რომელიც მიიღება ყოველი შემდგომი კუჭში თხლად გასვლის შემდეგ, ასევე, ყოველი ღებინების შემდეგ დამატებით აძლევენ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო”-ს 10მლ/კგ-ზე დოზით.
ჩვეულებრივ, პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში.
უკუჩვენება : თირკმელების ფუნქციის დარღვევები; შაქრიანი დიაბეტი; გონების დაკარგვა; გაუვალობა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი;
გვერდითი მოვლენები: რეკომენდირებული დოზებით მიღებისას არ იწვევს გვერდით ეფექტებს. არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების პოტენციური შესაძლებლობა.
დოზის გადაჭარბება : სიმპტომები: ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს ხსნარის დიდი მოცულობით ან ძალიან მაღალი კონცენტრაციით მიღებისას შესაძლებელია ჰიპერნატრიემიის განვითარება (სისუსტე, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა, ზოგჯერ შესაძლოა სუნთქვის გაჩერებაც); პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეიძლება მეტაბოლური ალკალოზის განვითარება, რაც ვლინდება ფილტვების ვენტილაციის დაქვეითებაში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი : ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება რეკომენდირებულ დოზებში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე : არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
სიფრთხილე : ღებინებისა და დიარეის დროს ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს გამოყენებით მკურნალობა დაწყებული უნდა იქნეს რაც შეიძლება დროულად და პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დიარეის შეწყვეტამდე (ჩვეულებრივ, არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში). ხსნარში არ შეიძლება სხვა კომპონენტების დამატება, რათა არ შეიცვალოს პრეპარატის მოქმედება.
თუ ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს მიღებისას განვითარდება ძილიანობა, დეზორიენტაცია, მაღალი ტემპერატურა, ანურია (შარდის გამოყოფის შეფერხება), სისხლის გამოვლენა ექსკრემენტში, ან დიარეა გახანგრძლივდება 5 დღეზე დიდხანს, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან : ,,რეჰიდრონი ნეო საბავშვო’’-ს აქვს ტუტე რეაქცია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ერთდროული დანიშვნისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელთა აბსორბცია ხორციელდება pH–ის განსაზღვრული მნიშვნელობისას.
შეფუთვა : 5,185გ ფხვნილი პაკეტში. 10 პაკეტი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვა : პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8 ºCტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში.
გაცემის წესი : გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა : 3 წელი.