რეჰიდრონი ნეო ლიმონი#10პაკ
გააზიარე:
რეჰიდრონი ნეო
დეტალური აღწერა :
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ორგანიზმის დეჰიდრატაციის კომპენსაციისთვის. წამლის ფორმა : ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.
ათქ კოდი : A07CA.
შემადგენლობა : გლუკოზა – 5გ; ნატრიუმის ქლორიდი – 1,75გ; ნატრიუმის ციტრატი – 1,45გ; კალიუმის ქლორიდი – 1,25გ.
დამხმარე ნივთიერებები : ალუბლის ან ლიმონის არომატიზატორი, სახარინ ნატრიუმი, კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი.
|
შემადგენლობა |
რაოდენობა ერთ პაკეტში (500მლ-სთვის) |
რაოდენობა 1 ჩაის კოვზ ფხვნილში (250მლ-სთვის) |
|
გლუკოზა |
5000 მგ |
2500 მგ |
|
ნატრიუმი |
1075 მგ |
537,5 მგ |
|
კალიუმი |
654 მგ |
327 მგ |
|
ქლორიდი |
1657 მგ |
828,5 მგ |
ფარმაკოლოგიური მოქმედება : პრეპარატის გამოყენების მთავარი დანიშნულებაა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენა, რომელიც ირღვევა ღებინებისა და დიარეის დროს ელექტროლიტების დაკარგვით.,,რეჰიდრონი ნეო’’-ს შემადგენლობაში შემავალი გლუკოზა ახდეს მარილებისა და ციტრატების აბსორბციას და ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას.
ფარმაკოკინეტიკა - T1/2 შეადგენს 1 სთ-ს. გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენება : გაუწყლოვნების პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება: 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება 0,5ლ ახლად ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში.
ბავშვებისთვის 1 ჩაის კოვზი ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ფხვნილი უნდა გაიხსნას 250მლ ახლად ადუღებულ და ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში.
გულისრევისა და ღებინებისას ხსნარი სასურველია მიღებული იქნას გაციებული სახით, მცირე ულუფობით.
ახალშობილებში და ბავშვებში ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი ხსნარი 5-10 წთ-იანი ინტერვალებით 4-6 საათის განმავლობაში.
მოზრდილებში ხსნარი მიიღება ულუფობით (50-100მლ) 3-5წთ-იანი ინტერვალებით 3-5 საათის განმავლობაში.
რეჰიდრატაციისთვის ,,რეჰიდრონი ნეო’’ პირველ 6-10 სთ-ის განმავლობაში მიიღება სხეულის მიერ დაკარგულ წონასთან მიმართებაში ორმაგი რაოდენობით. მაგალითად, თუ წონაში დანაკარგია 400გ, საჭიროა 800მლ ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ხსნარის მიღება.
დიარეის გაგრძელების შემთხვევაში 24სთ-ის განმავლობაში ,,რეჰიდრონი ნეო’’, წყალი და სხვა სითხეები მიღებული უნდა იყოს შემდეგი სქემის მიხედვით:
|
სხეულის წონა - კგ |
საჭირო სითხის საერთო რაოდენობა ( ლ ) |
რეჰიდრონი ნეო საბავშვო |
წყალი ( ლ ) |
სხვა სითხეები ( ლ ) |
|
5 |
0,83 |
0,35 |
0,21 |
0,27 |
|
6 |
1 |
0,42 |
0,25 |
0,33 |
|
7 |
1,05 |
0,44 |
0,26 |
0,35 |
|
8 |
1,1 |
0,46 |
0,28 |
0,36 |
|
9 |
1,15 |
0,48 |
0,29 |
0,38 |
|
10 |
1,2 |
0,5 |
0,3 |
0,4 |
|
12 |
1,3 |
0,54 |
0,32 |
0,44 |
|
14 |
1,4 |
0,58 |
0,35 |
0,47 |
|
16 |
1,5 |
0,62 |
0,37 |
0,51 |
|
18 |
1,6 |
0,66 |
0,4 |
0,54 |
|
20 |
1,7 |
0,7 |
0,42 |
0,58 |
|
25 |
1,8 |
0,75 |
0,45 |
0,6 |
|
30 |
1,9 |
0,8 |
0,48 |
0,62 |
|
40 |
2,1 |
0,9 |
0,54 |
0,66 |
|
50 |
2,3 |
1,0 |
0,6 |
0,7 |
|
70 |
2,7 |
1,2 |
0,72 |
0,78 |
დეჰიდრატაციის მოვლენების შემცირების შემდეგ ,,რეჰიდრონი ნეო”-ს დოზა შეიძლება შემცირდეს 5-10მლ/კგ-მდე, რომელიც მიიღება ყოველი შემდგომი კუჭში თხლად გასვლის შემდეგ, ასევე, ყოველი ღებინების შემდეგ დამატებით აძლევენ ,,რეჰიდრონი ნეო”-ს 10მლ/კგ-ზე დოზით.
ჩვეულებრივ, პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში.
უკუჩვენება : თირკმელების ფუნქციის დარღვევები; შაქრიანი დიაბეტი; გონების დაკარგვა; გაუვალობა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი;
გვერდითი მოვლენები : რეკომენდირებული დოზებით მიღებისას არ იწვევს გვერდით ეფექტებს. არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების პოტენციური შესაძლებლობა.
დოზის გადაჭარბება : სიმპტომები: ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს ხსნარის დიდი მოცულობით ან ძალიან მაღალი კონცენტრაციით მიღებისას შესაძლებელია ჰიპერნატრიემიის განვითარება (სისუსტე, ძილიანობა, გონების დაბინდვა, კომა, ზოგჯერ შესაძლოა სუნთქვის გაჩერებაც); პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით შეიძლება მეტაბოლური ალკალოზის განვითარება, რაც ვლინდება ფილტვების ვენტილაციის დაქვეითებაში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი : ,,რეჰიდრონი ნეო’’ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება რეკომენდირებულ დოზებში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
სიფრთხილე : ღებინებისა და დიარეის დროს ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს გამოყენებით მკურნალობა დაწყებული უნდა იქნეს რაც შეიძლება დროულად და პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დიარეის შეწყვეტამდე (ჩვეულებრივ, არა უმეტეს 3-4 დღის განმავლობაში). ხსნარში არ შეიძლება სხვა კომპონენტების დამატება, რათა არ შეიცვალოს პრეპარატის მოქმედება.
თუ ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს მიღებისას განვითარდება ძილიანობა, დეზორიენტაცია, მაღალი ტემპერატურა, ანურია (შარდის გამოყოფის შეფერხება), სისხლის გამოვლენა ექსკრემენტში, ან დიარეა გახანგრძლივდება 5 დღეზე დიდხანს, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან : ,,რეჰიდრონი ნეო’’-ს აქვს ტუტე რეაქცია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ერთდროული დანიშვნისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელთა აბსორბცია ხორციელდება pH–ის განსაზღვრული მნიშვნელობისას.
შეფუთვა : 10გ ფხვნილი პაკეტში. 10 პაკეტი თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვა : პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºc ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8 ºc ტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში.
გაცემის წესი : გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა : 3 წელი.
მწარმოებელი : შპს ,,ნეოფარმი''.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.










