ბაია-შვრიის ქატო 350გ

ბაია-შვრიის ქატო 350გ

9.65 ლარი
კატეგორია: ურძეო ფაფა
კოდი: 92969
გააზიარე:

ბაია“ შვრიის ქატო - შტრიხკოდი: 4860100950362 დღესდღეობით შვრიის ქატო სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება მომხმარებლებში. მისი მიღების დროს არ იგრძნობა სპეციფიური გემო ვიდრე ხორბლის ქატოს მიღების დროს შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ისიც ემსახურება კუჭნაწლავის ფუნქციონირების მოწესრიგებას და ყაბზობის პრევენციას. შვრიის ქატოს მოსამზადებლად მას დოზირებულად მოვათავსებთ ჭიქაში და დავასხავთ ცხელ წყალს, დავაყოვნებთ 15 წუთს, მოხდება მისი მომატება მოცულობაში და ის იძენს ჟელეს მსგავს კონსისტენციას, იგი აუმჯობესებს საკვების ნაწლავებში მოძრაობას, ასუფთავებს ნაწლავებს შიგნიდან ლორწოსა და შხამებისგან და უზრუნველყოფს ნაწლავის მიკროფლორის რეგულირებას. მისი დამატება ასევე შესაძლებელია ნებისმიერ კერძში. მაგალითად, თუ ღამით შვრიის ქატოს მოასხამთ რძეს, იოგურტს ან კეფირს, დილით ძალიან ჯანსაღ მიქსს მივიღებთ. მისი მიღებით, შეგიძლიათ საკვების რაოდენობის შემცირება (რეგულირება) და თუ სწორად კვებას გადაწყვეტთ (წონაში დაკლება თუ გსურთ), თქვენს რაციონში უნდა ჩართოთ მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი, ეს პროდუქტი. შვრიის ქატოს მიღებით ჭამამდე 15 წუთით ადრე ნაკლებს იკვებებით და არ განიცდით შიმშილით გამოწვეულ დისკომფორტს. აუცილებელია დღე-ღამის განმავლოაში ზრდასრულმა ადამიანმა მიიღოს 2 ლიტრამდე წყალი ქატოს მიღების პარალელურად. ასეთი დიეტა დაგეხმარებათ ჭარბი წონის პრობლემის მოგვარებაში