ფაფა „ბაია“, 5 მარცვლეული ვაშლით და ბანანით. - შტრიხკოდი: 4860100950331 5 ტიპის მარცვლეული: წიწიბურა, ბრინჯი, შვრია, სიმინდი, ქერი გამდიდრებული ვაშლით და ბანანით, წარმოადგენს გემრიელ მარცვლეულის ფაფას. პროდუქტი მიიღება მთლიანი მარცვლის გადამუშავების შედეგად, ამიტომ ის ძალიან მდიდარია ვიტამინებით შეიცავს ვაშლისა და ბანანის დაქუცმაცებულ გამომშრალ ჩირებს, რომლებიც აუმჯობესებენ პროდუქტის გემოს და ზრდის მის კვებით ღირებულებას. ნარევი მდიდარია საკვებ ბოჭკოებით (ცელულოზით), რომელიც დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე. ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ასუფთავებს ნაწლავებს „შლაკებისგან“, არის მსუბუქი ანტიოქსიდანტი, ბუნებრივად ხსნადი ბოჭკო, შეიცავს ბეტა-გლუკანს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას და აუმჯობესებს იმუნიტეტს. ის შეიცავს თითოეული მარცვლეულისთვის დამახასიათებელ დადებითი თვისებების კომპლექსს, რომლებიც ასე აუცილებელია ორგანიზმის დაბალანსებული კვებისთვის. მას აქვს ორიგინალური და სასიამოვნო გემო, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს. ფაფა არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს და ქიმიურ დანამატებს.










