ამტასი 5მგ #14ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ამტასი 5
ტაბლეტები
სავაჭრო სახელწოდება: ამტასი-5
გენერიკული სახელწოდება: ამლოდიპინი ტაბლეტები 5მგ
ზოგადი ინფორმაცია
ამტასი-5 არის დიჰიდროპირიდინის კლასის კალციუმის არხის ნელი ბლოკატორი. ამტასი ნაჩვენებია საშუალო და ზომიერი ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების პირველი თერაპიისთვის. ამტასი მოქმედებს 24 საათის განმავლობაში და მიიღება დღეში ერთხელ.
შემადგენლობა:
ყოველი შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ამლოდიპინის ბეზილატი ბფ, რაც 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია
კლინიკური ფარმაკოლოგია:
ამტასი აინჰიბირებს კალციუმის იონების ტარნსმემბრანულ სითხეს უფრო მეტად ვასკულარული გლუვი კუნთებისათვის, ვიდრე მიოკარდიული ქსოვილისათვის. ეს იწვევს ვაზოდილაციას და არტერიული წნევის შემცირებას. მიოკარდიული ჟანგბადის საჭიროების შემცირება კორონარულ ვაზოდილაციასთან ერთად იწვევს სასურველ ეფექტებს მიოკარდიული იშემიის დროს. ამტასს გააჩნია მოქმედების თანდათანობითი დაწყებისა და შენარჩუნების თვისება, ხოლო არტერიული წნევის დაწევა არ არის დაკავშირებული რეფლუქსურ ტაქიკარდიასთან. ამტასს არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი სინუსური კვანძის ფუნქციაზე ან გულის მუშაობაზე. ამტასი ნელა და სრულად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ. შრატში უმაღლესი კონცენტრაციები მიიღწევა 6-12 საათის შემდეგ. პერორალური ბიოხელმისაწვდომობა შეადგენს 64%, რაზედაც გავლენას არ ახდენს საკვები. ამტასს გააჩნია ხანგრძლივი დროებითი ნახევარგამოყოფის პერიოდი 35-50 საათი, ხოლო მყარი კონცენტრაციები მიიღწევა მიღებიდან 7-8 საათის შემდეგ. ამტასი ფართოდ მეტაბოლიზდება. მეტაბოლიტები უმეტესად გამოიყოფა შარდში დოზის 10%-ზე ნაკლები უცვლელი პრეპარატის სახით. ამტასის 97% უკავშირდება პროტეინებს.
ჩვენებები:
1. ზომიერი და საშუალო ჰიპერტენზიის პირველი თერაპია;
2. სტენოკარდია: ა) ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია, ბ) ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის ან ვარიანტული) სტენოკარდია.
დოზირება და მიღების წესი:
ჰიპერტენზია: თავდაპირველად 5მგ დღეში ერთხელ, შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ საჭიროების შემთხვევაში.
სტენოკარდია: 5-10 მგ დღეში ერთხელ. მცირეწლოვან ან ხანდაზმულ პაციენტებში ან ღვიძლის უკმარისობის მქონე ადამიანებში საწყისი დოზა შეიძლება იყოს 2.5 მგ. ეს დოზა შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით თერაპიისას.
უკუჩვენებები, გაფრთხილებები:
ამტასი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც ჰიპერმგრძნობიარენი არიან დიჰიდროპირიდინის წარმოებულების მიმართ. ხანდაზმულ და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ელიმინაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია, ხოლო ნახევარპერიოდი გახანგრძლივებულია. ასეთ პაციენტებში ამტასი გამოიყენება სიფრთხილით დოზის შესაბამისად შემცირებით. ყველა კალციუმის არხის ბლოკატორი, მათ შორის ამტასიც, სიფრთხილით გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. ამტასის უსფრთხოება და ეფექტურობა ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის დადგენილი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ამტასის უსფრთხოება და ეფექტურობა ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
არ არის ცნობილი სხვა პრეპარატებთან რაიმე მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ.
უარყოფითი ეფექტები:
ამტასი კარგად გადაიტანება. ჩვეულებრივი გვერდითი ეფექტებია: თავისტკივილი, თავბრუსხვევა, ჰიპერემია, გახშირებული გულისცემა, პერიფერიული შეშუპება, ძილიანობა და ტკივილი მუცლის არეში. ნაკლებად ხშირად ვლინდება დისპნეა, დისპეფსია, გამონაყარი და ქავილი.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას ვლინდება ჰიპოტენზია. ამ დროს გამოიყენება კუჭის ამორეცხვა, ასევე სიმპტომატური ღონისძიებები არტერიული წნევის შესანარჩუნებლად. ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური სისხლის მიმოქცევიდან ამლოდიპინის გამოდევნისათვის, ვინაიდან მისი კავშირი პროტეინთან მაღალია.
შეფუთვა:
10 კომბინირებული შუფუთვა მოცემულია ნაბეჭდ მუყაოს კოლოფში. ყოველი კომბინირებული შეფუთვა შეიცავს 2 ბლისტერს თითოეულში 7 ტაბლეტით (10X2X7ტ).
ადმინისტრაციული ოფისი:
ჩინუბაის ცენტრი, ოფ. ნერუ ბრიჯი, აშრამ როუდი, აჰმედაბადი: 380 009, ინდოეთი
ტელ: 91-79-26576655, 26576747, ფაქსი: 91-79-26578862, ვებ-გვერდი: www.intaspharma.com