ლევიციტამი 500მგ #60ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გამოყენების ინსტრუქცია
ლევიციტამი
(LEVICITAM)
ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო არა-პატენტირებული დასახელება: Levetiracetam;
სამკურნალწამლო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ტაბლეტები 250მგ ან 500მგ - მრგვალი ფორმის ტაბლეტები ორმხრივამოზნექილი ზედაპირით, დაფარული თეთრი ფერის აპკიანი გარსით.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა.
მოქმედი ნივთიერება: ლევეტირაცეტამი;
1 ტაბლეტი შეიცავს ლევეტირაცეტამს 250 მგ ან 500 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოპოვიდონი, კროსპოვიდონი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, გარსის დასატანი საფარი Opadry II White (პოლიეთილენგლიკოლი, პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)).
გამოშვების ფორმა.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი.
ანტიეპილეფსიური საშუალებები. ლევეტირაცეტამი. ათქ კოდი N03A X14.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა
ლევეტირაცეტამი არის პიროლიდონის წარმოებული (ალფა-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინ-აცეტამიდის S-ენანტიომერი) - ქიმიური სტრუქტურის მიხედვით განსხვავდება ცნობილი ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებებისგან.
მოქმედების მექანიზმი
ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი საკმარისად შესწავლილი არ არის. ჩატარებული in vitro და in vivo კვლევების საფუძველზე დასაშვებია, რომ ლევეტირაცეტამი არ ცვლის ნერვული უჯრედის ძირითად მახასიათებლებს და ნორმალურ ნეიროტრანსმისიას. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ლევეტირაცეტამი გავლენას ახდენს ნეირონის-შიდა Ca2+ დონეზე, N ტიპის Ca2+ არხებში დენის ნაწილობრივი დათრგუნვისა და ინტრანეირონული დეპოებიდან Ca2+ -ის გამოთავისუფლების შემცირების გზით. ის ასევე ნაწილობრივ აწონასწორებს გამა-ამინოერბოს მჟავას დათრგუნვას და გლიცინით რეგულირებადი დენის ინჰიბირებას, რომელიც გამოწვეულია თუთიისა და β – კარბოლინების მოქმედებით. გარდა ამისა, in vitro კვლევების პროცესში ლევეტირაცეტამი უკავშირდებოდა მღრღნელების ტვინის ქსოვილის სპეციფიკურ უბნებს. ბმის ადგილს წარმოადგენს 2A სინაფსური ვეზიკულების ცილა, რომელიც მონაწილეობს ვეზიკულების შერწყმაში და ნეიროტრანსმიტერების გამონთავისუფლებაში. ლევეტირაცეტამისა და შესაბამისი ანალოგების 2A სინაფსური ვეზიკულების ცილასთან მსგავსება კორელაციაში იყო მათ კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებასთან თაგვებში აუდიოგენური ეპილეფსიის მოდელებში. ეს შედეგები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ლევეტირაცეტამსა და 2A სინაფსური ვეზიკულების ცილას შორის ურთიერთქმედებით შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას პრეპარატის ანტიეპილეფსიური მოქმედების მექანიზმი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ლევეტირაცეტამი ხელს უშლის კრუნჩხვების განვითარებას ცხოველების პარციალური და პირველადი გენერალიზებული შეტევების ფართო სპექტრის მოდელებში, პრო-კრუნჩხვითი ეფექტის გამოწვევის გარეშე. ძირითადი მეტაბოლიტი არააქტიურია.
პრეპარატის აქტივობა დადასტურებულია როგორც პარციალური, ასევე გენერალიზებული ეპილეფსიური შეტევების მიმართ (ეპილეფტიფორმული მანიფესტაციები/ფოტოპაროქსიზმული რეაქცია), რაც ადასტურებს ლევეტირაცეტამის ფარმაკოლოგიური პროფილის ფართო სპექტრს.
ფარმაკოკინეტიკა.
ლევეტირაცეტამი ხასიათდება მაღალი ხსნადობითა და შეღწევადობით. ფარმაკოკინეტიკას აქვს წრფივი ხასიათი, არ არის დამოკიდებული დროზე და ხასიათდება დაბალი სუბიექტებს -შორის და სუბიექტის- შიდა ცვალებადობით. პრეპარატის განმეორებითი გამოყენების შემდეგ, კლირენსი არ იცვლება. სქესის, რასის ან ცირკადული რიტმის გავლენის ნიშნები ფარმაკოკინეტიკაზე არ გამოვლენილა. ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ჯანმრთელ მოხალისეებსა და ეპილეფსიით დაავადებულებს შორის.
სრული და წრფივი შეწოვის გამო, პრეპარატის პლაზმური დონის პროგნოზირება შესაძლებელია ლევეტირაცეტამის პერორალური დოზის საფუძველზე, რომელიც გამოიხატება სხეულის მასის მგ/კგ-ში. ამიტომ, ლევეტირაცეტამის პლაზმური დონის კონტროლი აუცილებელი არ არის.
მოზრდილებსა და ბავშვებში აღინიშნა მნიშვნელოვანი კორელაცია ნერწყვში და პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციას შორის (კონცენტრაციების თანაფარდობა ნერწყვში/პლაზმაში ცვალებადობდა 1-დან 1,7-მდე ტაბლეტებისთვის, და პერორალური ხსნარის მიღებიდან 4 საათის შემდეგ).
ბავშვები და მოზარდები
შეწოვა. პერორალური მიღების შემდეგ ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება. აბსოლუტური პერორალური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ლევეტირაცეტამის პერორალური მიღებიდან 1,3 საათის შემდეგ 1000 მგ დოზით და ერთჯერადი დოზით შეადგენს 31 მკგ/მლ, განმეორებითი მიღების შემდეგ (2-ჯერ დღეში) - 43 მკგ/მლ. შეწოვის ხარისხი არ არის დამოკიდებული დოზაზე და არ იცვლება საკვების გავლენის ქვეშ.
განაწილება. ადამიანის ქსოვილებში პრეპარატის განაწილების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ლევეტირაცეტამისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტის დაკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 10%-ზე ნაკლებს. განაწილების მოცულობა (Vd) შეადგენს დაახლოებით 0,5-0,7 ლ/კგ-ს, რაც დაახლოებით უდრის ორგანიზმში წყლის საერთო მოცულობას.
მეტაბოლიზმი. ლევეტირაცეტამის მეტაბოლიზმი ადამიანის ორგანიზმში უმნიშვნელოა. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა (დოზის 24 %) აცეტამიდური ჯგუფის ფერმენტული ჰიდროლიზი. ძირითადი ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტის (ucb L057) წარმოქმნა ხდება ღვიძლის ციტოქრომის P450-ის მონაწილეობის გარეშე. აცეტამიდური ჯგუფის ჰიდროლიზი აღინიშნება უჯრედების დიდ რაოდენობაში, სისხლის უჯრედების ჩათვლით. მეტაბოლიტი ucb L057 ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
ასევე გამოვლენილია ორი მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტი. ერთი წარმოიქმნება პიროლიდონის რგოლის ჰიდროქსილირების შედეგად (დოზის 1,6 %), მეორე - პიროლიდონის რგოლის გახსნის შედეგად (დოზის 0,9 %). სხვა განუსაზღვრელი კომპონენტები შეადგენდნენ დოზის მხოლოდ 0,6 %-ს. ლევეტირაცეტამის ან მისი ძირითადი მეტაბოლიტის ენანტიომერების ურთიერთგარდაქმნა in vivo პირობებში არ გამოვლენილა.
In vitro კვლევების პროცესში ლევეტირაცეტამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი არ აინჰიბირებდნენ ციტოქრომ P450– ის ძირითადი იზოფორმების (CYP3A4, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 1A2), გლუკურონილტრანსფერაზას (UGT1A1 და UGT1A6) და ეპოქსიდჰიდროქსილაზას აქტივობას. ასევე, ლევეტირაცეტამი არ თრგუნავს in vitro ვალპროის მჟავას გლუკურონიზაციას.
ადამიანის ჰეპატოციტების კულტურაში ლევეტირაცეტამი მცირედ ან საერთოდ არ ზემოქმედებდა ან CYP1A1/2, SULTIE1 UGT1A1 კონიუგაციაზე.
ლევეტირაცეტამმა გამოიწვია CYP2B6 და CYP3A4 სუსტი ინდუქცია in vitro და in vivo მონაცემები პერორალურ კონტრაცეპტივებთან, დიგოქსინთან და ვარფარინთან ურთიერთქმედების შესახებ მიუთითებს, რომ ფერმენტების მნიშვნელოვანი ინდუქცია არ არის მოსალოდნელი in vivo პირობებში. ამიტომ, ლევეტირაცეტამის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან ან პირიქით ნაკლებად სავარაუდოა.
გამოყოფა. პრეპარატის მოზრდილი ადამიანის სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 7±1 საათს, და არ არის დამოკიდებული შეყვანის მეთოდზე და დოზირების რეჟიმზე. საერთო კლირენსის საშუალო დონე შეადგენს 0,96 მლ/წთ/კგ-ს. პრეპარატის 95% გამოიყოფა თირკმელებით (დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში). განავლით გამოიყოფა დოზის მხოლოდ 0,3%. ლევეტირაცეტამისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტის შარდით კუმულაციური გამოყოფა შეადგენს შესაბამისად დოზის 66% და 24% -ს პირველი 48 საათის განმავლობაში. ლევეტირაცეტამისა და არააქტიური ძირითადი მეტაბოლიტის (ucb L057) თირკმელის კლირენსი შეადგენს 0,6 და 4,2 მლ/წთ/კგ-ს, რაც ადასტურებს ლევეტირაცეტამის გამოყოფას გლომერულური ფილტრაციის გზით, შემდგომი რეაბსორბციით მილაკებში, და რომ ძირითადი მეტაბოლიტი ასევე გამოიყოფა აქტიური მილაკოვანი სეკრეციის გზით გლომერულურ ფილტრაციაზე დამატებით. ლევეტირაცეტამის გამოყოფა კორელაციაშია კრეატინინის კლირენსთან.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 40%-ით და შეადგენს 10-11 საათს, რაც დაკავშირებულია ამ კატეგორიის პაციენტებში თირკმლის ფუნქციის გაუარესებასთან (იხ. პუნქტი ”გამოყენების მეთოდი და დოზები“).
თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
ლევეტირაცეტამის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის ხილული საერთო კლირენსი კორელაციაშია კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევით რეკომენდებულია ლევეტირაცეტამის შემანარჩუნებელი დოზის კორექცია კრეატინინის კლირენსის შესაბამისად (იხ. პუნქტი ”გამოყენების მეთოდი და დოზები“).
თირკმელების დაავადების ტერმინალურ სტადიაზე ანურიის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 25 და 3,1 საათს შესაბამისად დიალიზის სეანსებს შორის პერიოდში და დიალიზის ჩატარების დროს. დიალიზის ფრაქციული 4-საათიანი სეანსის დროს გამოიყოფა ლევეტირაცეტამის 51%-მდე.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ლევეტირაცეტამის კლირენსის შესაბამისი ცვლილებები არ აღინიშნებოდა. უმრავლესობა პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით ლევეტირაცეტამის კლირენსი მცირდებოდა 50%-ით, თანმხლები თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამო (იხ. პუნქტი ”გამოყენების მეთოდი და დოზები“).
ბავშვთა პოპულაცია
4-12 წლის ასაკის ბავშვები.
ეპილეფსიის მქონე ბავშვებში (6-დან 12 წლამდე) ერთჯერადი დოზის (20 მგ/კგ) გამოყენების შემდეგ ლევეტირაცეტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. თვალსაჩინო კლირენსი, კორექტირებული სხეულის მასის მიხედვით, იყო დაახლოებით 30%-ით უფრო მაღალი ვიდრე ეპილეფსიის მქონე მოზრდილებში. განმეორებითი პერორალური მიღების შემდეგ (20-60 მგ/კგ/დღეში) ეპილეფსიის მქონე ბავშვებში (4-12 წლის), ლევეტირაცეტამი სწრაფად შეიწოვება. პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან 0,5-1 საათის შემდეგ. პიკური კონცენტრაციები და კონცენტრაცია დროზე დამოკიდებულების მრუდქვეშა ზონის ფართობი, გაიზარდა ხაზოვნად და დამოკიდებული იყო დოზაზე. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 საათს. ხილული საერთო კლირენსი არის 1,1 მლ/წთ/კგ.
გამოყენების ჩვენებები.
მონოთერაპია (პირველი არჩევის პრეპარატი) შემდეგის სამკურნალოდ:
- პარციალური შეტევები მეორადი გენერალიზებით ან მის გარეშე მოზრდილებში და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც პირველად დაუსვეს ეპილეფსიის დიაგნოზი.
დამატებითი თერაპიის სახით შემდეგის სამკურნალოდ:
- პარციალური შეტევები მეორადი გენერალიზებით ან მის გარეშე ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში;
- მიოკლონური კრუნჩხვები იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში;
- პირველადი გენერალიზებული კრუნჩხვითი (ტონურ-კლონური) შეტევები იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
გამოყენების მეთოდი და დოზები.
ტაბლეტები მიიღება პერორალურად საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს ორ თანაბარ მიღებაზე.
პარციალური შეტევები
რეკომენდებული დოზა მონოთერაპიისთვის (16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები) და დამხმარე თერაპიისთვის არის იგივე და ჩამოთვლილია ქვემოთ.
ყველა ჩვენება
მოზრდილები (≥ 18 წელი) და მოზარდები (12-დან 17 წლამდე) სხეულის მასით 50 კგ ან მეტი.
საწყისი თერაპიული დოზა შეადგენს 500 მგ 2-ჯერ დღეში. ეს არის საწყისი დოზა, რომელიც ინიშნება მკურნალობის პირველ დღეს. თუმცა, ექიმის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფრო დაბალი საწყისი დოზა 250 მგ დღეში ორჯერ, კრუნჩხვების სიხშირის შემცირების შეფასების საფუძველზე პოტენციურ გვერდით ეფექტებთან შედარებით. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე დღეში ორჯერ, 2 კვირის შემდეგ.
კლინიკური სურათიდან და პრეპარატის ტოლერანტობიდან გამომდინარე, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 1500 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. შეგიძლიათ შეცვალოთ დოზა 250 ან 500 მგ 2-ჯერ დღეში ყოველ 2-4 კვირაში.
ბავშვები 6 წლიდან და მოზარდები (12-დან 17 წლამდე) სხეულის მასით 50 კგ-ზე ნაკლები.
ექიმმა უნდა დანიშნოს ყველაზე შესაფერისი სამკურნალო ფორმა, დოზირება და გამოშვების ფორმა, სხეულის წონის, ასაკისა და დოზის მიხედვით. სხეულის წონის მიხედვით დოზის კორექციის შესახებ ინფორმაცია, იხილეთ პუნქტში „ბავშვები“.
მკურნალობის შეწყვეტა.
პრეპარატის მიღების შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია თანდათანობით მოხსნა (მაგალითად, 50 კგ და მეტი წონის მქონე მოზრდილებში და მოზარდებში დოზა უნდა შემცირდეს 500 მგ დღეში 2-ჯერ ყოველ 2-4 კვირაში, 50 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში - ერთჯერადი დოზა უნდა შემცირდეს არაუმეტეს 10 მგ/კგ-ით 2-ჯერ დღეში, ყოველ 2 კვირაში).
პაციენტების სპეციალური ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის).
დოზის კორექცია რეკომენდებულია ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის თირკმლის ფუნქციის დარღვევებით (იხ. პუნქტი „თირკმლის უკმარისობა“).
თირკმლის უკმარისობა
სადღეღამისო დოზა ინდივიდუალურად უნდა იქნეს კორეგირებული თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის შესაბამისად.
მოზრდილებისთვის დოზის კორექციისათვის გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი.
ცხრილის შესაბამისად დოზის კორექციისათვის საჭიროა კრეატინინის კლირენსის (კკ) დონის განსაზღვრა მლ/წთ-ში.
50კგ-ზე მეტი წონის მოზრდილებისა და მოზარდების კკ შეიძლება გამოითვალოს შრატში კრეატინინის კონცენტრაციის საფუძველზე, ფორმულის მიხედვით:
[140 - ასაკი (წლებში)] × სხეულის წონა (კგ)
კკ (მლ/წთ) = ------------------------------------------------------ x 0,85 (ქალებში)
72 × შრატის კრეატინინი სისხლში (მგ/დლ)
შემდეგ ხდება კკ-ის კორექცია სხეულის ზედაპირის ფართობის (სზფ) შესაბამისად, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ:
კკ (მლ/წთ)
კკ (მლ/წთ/1,73 მ2) = ------------------------------------------------------ × 1,73
სზფ პაციენტის (მ2)
ცხრილი 1
დოზირების რეჟიმი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე მოზრდილ და მოზარდ პაციენტებში 50 კგ-ზე მეტი სხეულის წონით.
|
თირკმლის უკმარისობის სიმძიმის ხარისხი |
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ /1,73 მ2) |
დოზირების რეჟიმი |
|
თირკმელების ნორმალური ფუნქცია |
≥ 80 |
500 – დან 1500 მგ – მდე 2 – ჯერ დღეში. |
|
მსუბუქი ხარისხი |
50-79 |
500 – დან 1000 მგ – მდე 2 – ჯერ დღეში. |
|
საშუალო ხარისხი |
30-49 |
250 – დან 750 მგ – მდე 2 – ჯერ დღეში |
|
მძიმე ხარისხი |
<30 |
250 – დან 500 მგ – მდე 2 – ჯერ დღეში |
|
ტერმინალური სტადია (დიალიზზე მყოფი პაციენტები*) |
- |
500-დან 1000 მგ-მდე ერთჯერ დღეში** |
* მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია გამაჯერებელი დოზა 750 მგ.
** დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია 250–500 მგ დამატებითი დოზის მიღება.
თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია ლევეტირაცეტამის დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის შესაბამისად, რადგანაც ლევეტირაცეტამის კლირენსი დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციასთან. ეს რეკომენდაცია დამყარებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაზე.
მოზარდებში, ბავშვებსა და ჩვილებში კკ მლ/წთ/1,73 მ2-შიშეიძლება გამოითვალოს შრატში კრეატინინის კონცენტრაციის (მგ/დლ) საფუძველზე შემდეგი ფორმულის გამოყენებით (შვარცის ფორმულა):
სიმაღლე (სმ) × ks
კკ (მლ/წთ/1,73 მ2) = ------------------------------------------------------
სისხლის შრატში კრეატინინი (მგ/დლ)
13 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდ გოგონებში ks = 0,55; მოზარდ ბიჭებში ks = 0,7.
ცხრილი 2
რეკომენდაციები დოზის კორექციისთვის თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით.
|
თირკმლის უკმარისობის სიმძიმის ხარისხი |
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1,73 მ2) |
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით (1) |
|
თირკმელების ნორმალური ფუნქცია |
≥ 80 |
10-30 მგ/კგ (0,10-0,30 მლ/კგ) დღეში 2-ჯერ |
|
მსუბუქი ხარისხი |
50-79 |
10-20 მგ/კგ (0,10-0,20 მლ/კგ) დღეში 2-ჯერ |
|
საშუალო ხარისხი |
30-49 |
5-15 მგ/კგ (0,05-0,15 მლ/კგ) დღეში 2-ჯერ |
|
მძიმე ხარისხი |
<30 |
5-10 მგ/კგ (0,05-0,10 მლ/კგ) დღეში 2-ჯერ |
|
ტერმინალური სტადია (დიალიზზე მყოფი პაციენტები) |
- |
10-20 მგ/კგ (0,10-0,20 მლ/კგ) დღეში 1-ჯერ (2,3) |
(1) 250 მგ-მდე დოზირებისთვის, დოზებისთვის, რომლებიც არ არის 250 მგ-ის ჯერადი, როდესაც რეკომენდებული დოზის მიღება შეუძლებელია რამდენიმე ტაბლეტის მიღებით, და ასევე პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა, უნდა იქნას გამოყენებული ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარი.
(2) მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია ლევეტირაცეტამის გამაჯერებელი დოზის 15 მგ/კგ (0,15 მლ/კგ) გამოყენება.
(3) დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია 5-10 მგ/კგ (0,05 – 0,10 მლ/კგ) დამატებითი დოზის გამოყენება.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, კრეატინინის კლირენსი შესაძლოა სრულად არ ასახავდეს თირკმლის უკმარისობის ხარისხს. ამიტომ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 2 რეკომენდებულია ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზის 50%-ით შემცირება.
ბავშვები
ექიმმა უნდა დანიშნოს ყველაზე შესაფერისი სამკურნალწამლო ფორმა, დოზა და გამოშვების ფორმა, ასაკის, სხეულის წონისა და დოზის მიხედვით.
პრეპარატი ტაბლეტების ფორმით არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისათვის. პაციენტების ამ ჯგუფისთვის სასურველია პრეპარატ ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარის ფორმის გამოყენება. გარდა ამისა, ტაბლეტების არსებული დოზირებები არ არის შესაფერისი 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვების საწყისი მკურნალობისთვის, და იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა, ან 250 მგ-მდე დოზების გამოყენებისათვის. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარით.
მონოთერაპია.
პრეპარატ ლევიციტამის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში მონოთერაპიის სახით დადგენილი არ არის.
მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
მოზარდები (16-17 წელი) სხეულის მასით 50კგ ან მეტი პარციალური შეტევებით მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე, რომლებსაც პირველად დაუდგინდათ ეპილეფსია
იხ. ზემოთ პუნქტი „მოზრდილები (≥ 18 წელი) და მოზარდები (12-17 წელი) სხეულის მასით 50 კგ ან მეტი“.
დამატებითი თერაპია ბავშვებისთვის 6 წლიდან და მოზარდებისთვის (12-დან 17 წლამდე) 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით.
ჩვილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მიზანშეწონილია ლევეტირაცეტამის გამოყენება პერორალური ხსნარის სახით.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის 250 მგ-მდე დოზებისთვის, 250 მგ-ის არა ჯერადი დოზებისთვის, როდესაც რეკომენდებული დოზის მიღება შეუძლებელია რამოდენომე ტაბლეტის მიღებით და ასევე პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა.
ყველა ჩვენებისთვის, გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. საწყისი დოზა 25 კგ წონის მქონე ბავშვის ან მოზარდისთვის უნდა იყოს 250 მგ 2-ჯერ დღეში, მაქსიმალური დოზაა 750 მგ 2-ჯერ დღეში.
50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში დოზირება უნდა დაინიშნოს მოზრდილებისთვის მოცემული სქემის მიხედვით.
იხილეთ პუნქტი „მოზრდილები (≥ 18 წელი) და მოზარდები (12-17 წელი) სხეულის მასით 50 კგ ან მეტი“.
დამხმარე თერაპია ჩვილებისთვის 1-დან 6 თვემდე.
ჩვილებისთვის გამოიყენეთ პრეპარატი პერორალური ხსნარის სახით.
ბავშვები
პრეპარატი ტაბლეტების ფორმით არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისათვის. 1 თვიდან ასაკის ჩვილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა იქნას გამოყენებული ლევეტირაცეტამის პერორალური ხსნარი.
გვერდითი რეაქციები.
ლევეტირაცეტამის მიღებისას შედარებით ხშირი გვერდითი რეაქციებია ნაზოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა და თავბრუსხვევა. მოყვანილი გვერდითი მოვლენების პროფილი, ეფუძნება პლაცებო-კონროლირებადი კლინიკური კვლევების განზოგარებული ანალიზის მონაცემებს, სადაც მონაწილეობა მიიღო სულ 3416 პაციენტმა, რომლებიც იღებდენენ ლევეტირაცეტამს. ამ მონაცემებს ემატება ლევეტირაცეტამის გამოყენება შესაბამის გაფართოებულ ღია კვლევებში, ასევე პოსტმარკეტინგული გამოცდილება. ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების პროფილი, როგორც წესი, მსგავსია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში (მოზრდილები და ბავშვები), სხვადასხვა დადგენილი ჩვენებების დროს გამოყენებისას.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში (მოზრდილებში, მოზარდებში, 1 თვეზე უფროსი ასაკის ჩვილებში და ბავშვებში) და პოსტ-მარკეტინგული პერიოდის განმავლობაში, მითითებულია ქვემომოყვანილ ცხრილში ორგანოებისა და სისტემების კლასიფიკაციის შესაბამისად მათი სიხშირის განსაზღვრით: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100 - <1/10-მდე); არა-ხშირად (≥1/ 1000 - <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000 - <1/000-მდე) და ძალიან იშვიათად (<1/10000).
ცხრილი 3
|
ორგანოთა სისტემების კლასები MedDRA-ს მიხედვით |
ჯგუფები სიხშირის მიხედვით |
|||
|
ძალიან ხშირად |
ხშირად |
არა-ხშირად |
იშვიათად |
|
|
ინფექციები და ინვაზიები |
ნაზოფარინგიტი |
|
|
ინფექცია |
|
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ |
|
|
თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია |
პანციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი |
|
იმუნური სისტემის მხრივ |
|
|
|
რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით (DRESS), ჰიპერმგრძნობელობა (ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიის ჩათვლით) |
|
მეტაბოლიზმის მხრივ |
|
ანორექსია |
სხეულის წონის შემცირება, სხეულის წონის მომატება |
ჰიპონატრიემია |
|
ფსიქიკური დარღვევები |
|
დეპრესია, მტრულობა/ აგრესია, შფოთვა, უძილობა, ნევროზულობა/ გაღიზიანებადობა |
თვითმკვლელობის მცდელობები, სუიციდური აზრები, ფსიქოზური დარღვევები, ანომალური ქცევა, ჰალუცინაციები, მრისხანება, ცნობიერების არევა, პანიკური შეტევები, აფექტური ლაბილობა/ განწყობის ცვლილებები, აგზნება |
სუიციდი, პიროვნების დარღვევები, აზროვნების დარღვევები, დელირიუმი |
|
ნერვული სისტემის მხრივ |
ძილიანობა, თავის ტკივილი |
კრუნჩხვები, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ლეთარგია, ტრემორი |
ამნეზია, მეხსიერების დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა/ ატაქსია, პარესთეზიები, ყურადღების დარღვევები |
ქორეოათეტოზი, დისკინეზია, ჰიპერკინეზია, სიარულის დარღვევები, ენცეფალოპათია, კრუნჩხვების გაძლიერება, ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი |
|
მხედველობის ორგანოების მხრივ |
|
|
დიპლოპია, არამკვეთრი მხედველობა |
|
|
სმენისა და წონასწორობის ორგანოების მხრივ |
|
ვერტიგო |
|
|
|
გულის მხრივ |
|
|
|
ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება. |
|
სასუნთქი ორგანოების, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივ |
|
ხველა |
|
|
|
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
|
მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება |
|
პანკრეატიტი |
|
ჰეპატობილიარული დარღვევები |
|
|
ღვიძლის სინჯების შედეგების ნორმიდან გადახრა |
ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი |
|
თირკმელებისა და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ |
|
|
|
თირკმელების მწვავე დაზიანება |
|
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
|
გამონაყარი |
ალოპეცია, ეგზემა, ქავილი |
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა |
|
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
|
|
კუნთების სისუსტე, მიალგია |
რაბდომიოლიოზი და კრეატინინფოსფოკინაზას დონის მომატება სისხლში* |
|
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე |
|
ასთენია/ მომატებული დაღლილობა |
|
|
|
ტრავმები, მოწამვლები და პროცედურების გართულებები |
|
|
ტრავმები |
|
* გავრცელება მნიშვნელოვნად უფრო მაღალია იაპონელებში არა-იაპონური წარმოშობის პაციენტებთან შედარებით.
** პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის დროს, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში OCD ან ფსიქიკური აშლილობით ანამნეზში.
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა.
ანორექსიის რისკი იზრდება ლევეტირაცეტამის ტოპირამატთან ერთდროულად გამოყენებისას. ალოპეციის გამოვლინებისას ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა თმიანი საფარის აღდგენა ლევეტირაცეტამის მოხსნის შემდეგ.
პანციტოპენიის გამოვლინებისას ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნებოდა ძვლის ტვინის დათრგუნვა.
ენცეფალოპათიის შემთხვევები, ჩვეულებრივ, აღინიშნებოდა მკურნალობის დასაწყისში (რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე) და შექცევადი იყო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ბავშვები
ცნობილია, რომ 1 თვიდან 4 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის, საერთო ჯამში 190 პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა ლევეტირაცეტამით პლაცებოთი კონტროლირებად და ღია დამატებით კვლევებში. ამ პაციენტებიდან 60-ს ჩაუტარდა ლევეტირაცეტამით მკურნალობა პლაცებოთი კონტროლირებად კვლევებში. 4-16 წლის ასაკის პაციენტებს შორის, საერთო ჯამში 645 პაციენტი მკურნალობდა ლევეტირაცეტამით პლაცებოთი კონტროლირებად და ღია დამატებით კვლევებში. ამ პაციენტებიდან 233-ს ჩაუტარდა ლევეტირაცეტამით მკურნალობა პლაცებოთი კონტროლირებად კვლევებში. ორივე აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ამ მონაცემებს დაემატა მონაცემები ლევეტირაცეტამის გამოყენების შესახებ პოსტ-რეგისტრაციულ პერიოდში.
გარდა ამისა, მკურნალობის უსაფრთხოების პოსტ-რეგისტრაციული კვლევის პროცესში 12 თვემდე ასაკის 101 ჩვილს ჩაუტარდა მკურნალობა ლევეტირაცეტამით. 12 თვემდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებულ ჩვილებში ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების შესახებ ახალი მონაცემები მიღებული არ არის. ლევეტირაცეტამის გვერდითი რეაქციების პროფილი, ძირითადად, მსგავსია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და ეპილეფსიის ყველა დადგენილ ჩვენებაში. პლაცებოთი კონტროლირებადი კლინიკური კვლევების პროცესში ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების მიღებული შედეგები შეესაბამება ლევეტირაცეტამის უსაფრთხოების პროფილს მოზრდილებში, ქცევისა და ფსიქიკის მხრივი გვერდითი რეაქციების გარდა, რომლებიც ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ღებინება (ძალიან ხშირად, 11,2%), აგზნება (ხშირად, 3,4%), განწყობის ცვლილებები (ხშირად, 2,1%), აფექტური ლაბილობა (ხშირად, 1,7%), აგრესია (ხშირად, 8,2%), ანომალური ქცევა (ხშირად, 5,6%) და ლეთარგია (ხშირად, 3,9%) დაფიქსირდა უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ან უსაფრთხოების ზოგად პროფილში. ჩვილებში და 1 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გაღიზიანებადობა (ძალიან ხშირად, 11,7%) და კოორდინაციის დარღვევა (ხშირად, 3,3%) დაფიქსირდა უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ან უსაფრთხოების ზოგად პროფილში.
ცნობილია, რომ ბავშვებში უსაფრთხოების კვლევაში, რომელიც ჩატარდა პრეპარატის არანაკლები ეფექტურობის დასამტკიცებლად აქტიურ კონტროლთან შედარებით, შეფასდა ლევეტირაცეტამის ზემოქმედება კოგნიტიურ და ნეიროფსიქოლოგიურ მაჩვენებლებზე 4-დან 16 წლამდე ასაკის პარციალური შეტევების მქონე ბავშვებში. ლევეტირაცეტამი არ განსხვავდებოდა (არ იყო ნაკლებად ეფექტური) პლაცებოსგან ყურადღებისა და მეხსიერების საწყისი დონის ცვლილების მხრივ Leiter-R შკალის მიხედვით, მეხსიერების შემოწმების ჯამური მაჩვენებლების მხრივ პოპულაციაში პროტოკოლის შესაბამისად. ქცევით და ემოციურ ფუნქციებთან დაკავშირებული შედეგები მიუთითებდა აგრესიული ქცევის მომატებაზე ლევეტირაცეტამით ნამკურნალებ პაციენტებში, რაც განისაზღვრებოდა სტანდარტიზებულად და სისტემატურად, ვალიდირებული საშუალებების გამოყენებით (CBCL - Achenbach Chi1d Behavior Checklist - ახენბახის ბავშვის ქცევის საკონტროლო სია). დაფიქსირებულია, რომ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლევეტირაცეტამს კვლევის შემდგომი დაკვირვების პროცესში, საშუალოდ არ აღინიშნებოდა ქცევითი და ემოციური ფუნქციების გაუარესება; კერძოდ, აგრესიული ქცევის მაჩვენებლები არ იყო საწყის დონეზე უარესი.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა ლევეტირაცეტამის ან პიროლიდონის სხვა წარმოებულების მიმართ, და ასევე პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნა ძილიანობა, აგზნება, აგრესია, სუნთქვის დათრგუნვა, ცნობიერების აბნევა, კომა.
მკურნალობა
დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა ან ღებინების გამოწვევა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება სიმპტომური მკურნალობა სტაციონარის პირობებში, მათ შორის ჰემოდიალიზის გამოყენებით (გამოიყოფა 60%-მდე ლევეტირაცეტამი და 74 % პირველადი მეტაბოლიტი).
სიფრთხილის ზომები.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ლევეტირაცეტამის დოზის კორექცია. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის შეფასება პრეპარატის დოზის განსაზღვრის წინ (იხ. პუნქტი „გამოყენების მეთოდი და დოზები“).
თირკმელების მწვავე დაზიანება
ლევეტირაცეტამის გამოყენებას ძალიან იშვიათად ახლავს თირკმელების მწვავე დაზიანება, რომლის განვითარებამდეც დრო ცვალებადობდა რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე.
სისხლის საერთო ანალიზი.
აღწერილია სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების იშვიათი შემთხვევები (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და პანციტოპენია) ლევეტირაცეტამის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, მკურნალობის დასაწყისში. რეკომენდებულია სისხლის სრული ანალიზის ჩატარება პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება მნიშვნელოვანი სისუსტე, ცხელება, მორეციდივე ინფექციები ან სისხლის შედედების დარღვევები (იხ. პუნქტი „გვერდითი რეაქციები“).
სუიციდი.
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა ანტიეპილეფსიური პრეპარატებით (ლევეტირაცეტამის ჩათვლით), აღინიშნებოდა სუიციდის შემთხვევები, სუიციდის მცდელობები, სუიციდური აზრები და ქცევა. ანტიეპილეფსიური საშუალებების რანდომიზებული პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევების შედეგების მეტა-ანალიზმა აჩვენა სუიციდური აზრებისა და ქცევის რისკის უმნიშვნელო მომატება. ამ რისკის განვითარების მექანიზმი შესწავლილი არ არის. ამგვარი რისკის არსებობის გამო, პაციენტების მდგომარეობა უნდა კონტროლდებოდეს დეპრესიის, სუიციდური აზრებისა და ქცევის ნიშნების გამოვლენის მიზნით და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მკურნალობის კორექცია. პაციენტები (ან მათი მეურვეები) უნდა გააფრთხილონ, რომ დეპრესიის, სუიციდური აზრებისა და ქცევის ნებისმიერი სიმპტომების შესახებ აუცილებლად უნდა აცნობონ თავის ექიმს.
არანორმალური და აგრესიული ქცევა.
ლევეტირაცეტამს შეუძლია გამოიწვიოს ფსიქოზური სიმპტომები და ქცევის დარღვევა, გაღიზიანებადობისა და აგრესიულობის ჩათვლით. პაციენტები რომლებიც მკურნალობენ ლევეტირაცეტამით უნდა აკონტროლონ ფსიქიკური გამოვლინებების განვითარება, რომლებიც ვლინდება ხასიათის და/ან პიროვნების მნიშვნელოვან ცვლილებებში. თუ ასეთი ქცევა შეინიშნება, საჭიროა გადახედილ იქნეს მკურნალობა ან ეტაპობრივად შეწყდეს პრეპარატის მიღება. თუ განიხილება მკურნალობის შეწყვეტის საკითხი, იხილეთ ქვეთავი „გამოყენების მეთოდი და დოზები“.
გაძლიერებული კრუნჩხვები.
ისევე, როგორც ნებისმიერი ანტიეპილეფსიური პრეპარატების გამოყენებამ, ლევეტირაცეტამმაც შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების სიხშირე და სიმძიმე. ეს პარადოქსული ეფექტი ძირითადად დაფიქსირდა ლევეტირაცეტამის მიღებისა ან დოზის გაზრდის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში და შექცევადი იყო პრეპარატის მოხსნის ან დოზის შემცირების შემდეგ. პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ კრუნჩხვები გაძლიერდება. მაგალითად, არსებობს ინფროამცია მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობის ან კრუნჩხვების გაუარესების შესახებ ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, ასოცირებული პოტენციალდამოკიდებული ნატრიუმის არხის ალფა სუბერთეულის მუტაციებთან.
ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება.
ცნობილია, რომ QT გახანგრძლივების იშვიათი შემთხვევები ეკგ-ზე დაფიქსირდა პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის დროს. ლევეტირაცეტამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ QTc ინტერვალის გახანგრძლივება, პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ QTc ინტერვალის გახანგრძლივებაზე, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ადრე არსებული გულის დაავადება ან ელექტროლიტური დარღვევები.
ბავშვები
პრეპარატი ტაბლეტების ფორმით არ არის შესაფერისი გამოყენებისთვის ჩვილებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ბავშვების შესახებ არსებული მონაცემები არ მიუთითებს განვითარებაზე და სქესობრივ მომწიფებაზე ზემოქმედებაზე. თუმცა, ბავშვებში გრძელვადიანი გავლენა სწავლის უნარზე, ინტელექტზე, განვითარებაზე, ენდოკრინულ ფუნქციაზე, სქესობრივი მომწიფებასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე კვლავაც უცნობია.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთ კვების დროს.
რეპროდუქციული ასაკის ქალები.
რეპროდუქციული ასაკის ქალებს უნდა მიეცეთ სპეციალური რეკომენდაციები. ლევეტირაცეტამით მკურნალობა უნდა გადაიხედოს, თუ ქალი გეგმავს ორსულობას. ისევე, როგორც ყველა ანტიეპილეფსიური საშუალების გამოყენების დროს, თავიდან უნდა იქნას აცილებული ლევეტირაცეტამის უეცარი მოხსნა, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვის შეტევა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სერიოზული შედეგები ქალისა და ნაყოფისათვის. შეძლებისდაგვარად უპირატესობა უნდა მიეცეს მონოთერაპიას, რადგანაც რამდენიმე ანტიეპილეფსიური საშუალებით მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს თანდაყოლილი მანკების უფრო მაღალ რისკთან, ვიდრე მონოთერაპიის დროს, პრეპარატების კომბინაციის შესაბამისად.
ორსულობა
ცნობილია, რომ დიდი რაოდენობით პოსტ-მარკეტინგული მონაცემები, რომლებიც მიღებულია ლევეტირაცეტამის მიმღები ორსული ქალებიდან (1800-ზე მეტი ქალი, რომლებს შორისაც 1500 ქალი იყენებდა პრეპარატს 1 ტრიმესტრის განმავლობაში), არ ადასტურებენ მნიშვნელოვანი თანდაყოლილი მანკების მომატებულ რისკს. არსებობს მონაცემების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა ნერვული სისტემის განვითარების შესახებ ბავშვებში, რომლებმაც განიცადეს პრეპარატ ლევიციტამით in utero მონოთერაპიის ზემოქმედება. თუმცა, არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევები (დაახლოებით 100 ბავშვი) არ მიუთითებენ ნერვული სისტემის დარღვევების ან განვითარების შეფერხების მომატებულ რისკზე. ლევეტირაცეტამის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, თუ საგულდაგულო შეფასების შემდეგ კლინიკურად ითვლება აუცილებლად. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება. ორსულობის პერიოდში ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა შეიძლება შეცვალონ ლევეტირაცეტამის კონცენტრაცია. ორსულობის დროს დაფიქსირდა ლევეტირაცეტამის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება. ასეთი შემცირება ყველაზე მეტად გამოხატულია მესამე ტრიმესტრში (ორსულობამდე საწყისი კონცენტრაციის 60%-მდე). საჭიროა სათანადო კლინიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა ორსულ ქალებზე, რომლებიც იღებენ ლევეტირაცეტამს.
ძუძუთი კვება.
ლევეტირაცეტამი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული. თუ ლევეტირაცეტამის გამოყენება აუცილებელია ძუძუთი კვების პერიოდში, აუცილებელია მკურნალობის სარგებელისა და რისკის, და ასევე ძუძუთი კვების მნიშვნელობის შეფასება.
გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა არ გამოვლენილა. პოტენციური რისკი ადამიანისთვის ცნობილი არ არის, რადგანაც კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
ავტოტრანსპორტის მართვისა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სიწრაფეზე ზემოქმედების უნარი
ლევეტირაცეტამი ახდენს უმნიშვნელო ან ზომიერ გავლენას ავტოტრანსპორტის მართვისა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. შესაძლო ინდივიდუალური მგრძნობელობის გამო, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა და სხვა სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებასთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის პროცესში. ამიტომ, ასეთი პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრირებას, მაგალითად, ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს. რეკომენდებულია პაციენტებმა თავი შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან, სანამ არ დადგინდება რომ მათი ამ საქმიანობებით დაკავების უნარი დარღვეული არ არის.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალებები
მოზრდილებზე ჩატარებული პრე-რეგისტრაციული კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ ლევეტირაცეტამი არ ახდენს გავლენას სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების შრატისმიერ კონცენტრაციებზე (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ვალპროის მჟავა, ფენობარბიტალი, ლამოტრიჯინი, გაბაპენტინი და პრიმიდონი), და ისინიც, თავის მხრივ, გავლენას არ ახდენენ ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.
არ არსებობს მონაცემები კლინიკურად მნიშვნელოვან წამლებს შორის ურთიერთქმედების შესახებ ბავშვთა ასაკის პაციენტებში, ისევე როგორც მოზრდილებში, რომლებიც იღებენ ლევეტირაცეტმს 60 მგ/კგ/დღეში დოზით. ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებში (4-დან 17 წლამდე ასაკის) ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რეტროსპექტულმა შეფასებამ დაადასტურა, რომ პერორალურად მიღებული ლევეტირაცეტამით დამატებითი მკურნალობა გავლენას არ ახდენდა ერთდროულად მიღებული კარბამაზეპინისა და ვალპროატის სტაბილურ მდგომარეობაში კონცენტრაციაზე შრატში. თუმცა, მონაცემები ადასტურებენ, რომ ლევეტირაცეტამის კლირენსი 20 %-ია ბავშვებში, რომლებიც ღებულობენ ფერმენტების მაინდუცირებელ ანტიეპილეფსიურ სამკურნალო საშუალებებს. დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პრობენეციდი
პრობენეციდი (500 მგ დღეში ოთხჯერ), საშუალება, რომელიც ბლოკავს მილაკოვან სეკრეციას, ანელებს ძირითადი მეტაბოლიტის, მაგრამ არა თვით ლევეტირაცეტამის, თირკმლით კლირენსს. თუმცა, ამ მეტაბოლიტის კონცენტრაციები რჩება დაბალი.
მეტოტრექსატი
მოწოდებულია ინფორმაცია, რომ ლევეტირაცეტამისა და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენებისას ამ უკანასკნელის კლირენსი ქვეითდება, რაც იწვევს მეტოტრექსატის სისხლის პლაზმაში მომატებას, ტოქსიკური დონის შესაძლო მიღწევით. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლევეტირაცეტამსა და მეტოტრექსატს, საჭიროა სისხლში ლევეტირაცეტამისა და მეტოტრექსატის კონცენტრაციის საფუძვლიანი კონტროლი.
პერორალური კონტრაცეპტივები და ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან
ლევეტირაცეტამი სადღეღამისო დოზით 1000მგ არ ახდენს ზემოქმედებას პერორალური კონტრაცეპტივების (ეთინილესტრადიოლი და ლევონორგესტელი) ფარმაკოკინეტიკაზე; ენდოკრინული პარამეტრები (მალუთეინიზირებელი ჰორმონი და პროგესტერონი) არ შეცვლილა.
ლევეტირაცეტამი სადღეღამისო დოზით 2000 მგ დღეში არ ახდენდა ზემოქმედებას დიგოქსინისა და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე; პროთრომბინის დროის მნიშვნელობები რჩება უცვლელი. დიგოქსინის, პერორალური კონტრაცეპტივებისა და ვარფარინის ერთდროული მიღება არ ახდენდა გავლენას ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინტიკაზე.
საფაღარათო საშუალებები
არსებობს ცალკეული ცნობები ლევეტირაცეტამის ეფექტურობის შემცირების შესახებ ოსმოსური საფაღარათო საშუალება მაკროგოლის პერორალურად მისაღებ ლევეტირაცეტამთან ერთდროულად გამოყენების დროს. ამიტომ მაკროგოლის პერორალურად მიღება არ შეიძლება 1 საათის განმავლობაში ლევეტირაცეტამის მიღებამდე ან მიღების შემდეგ.
საკვები და ალკოჰოლი
საკვების მიღება არ იწვევდა ლევეტირაცეტამის შეწოვის ხარისხის ცვლილებას, მაგრამ შეწოვის სიჩქარე ოდნავ მცირდებოდა.
ლევეტირაცეტამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე,
გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შეფუთვა.
10 ტაბლეტი ბლისტერში; 3 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ.
შპს “ფარმა სტარტი“
ვ. ჰაველის ბულვარი # 8. ქ. კიევი, 03124, უკრაინა.
ორგანიზაციის მისამართი, რომელიც ღებულობს პრეტენზიებს სამკურნალო საშუალებების ხარისხზე მომხმარებლებისგან და პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციული დაკვირვების განხორციელებაზე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე
Acino Pharma AG -ის (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა
სომხეთის რესპუბლიკა, 0014, ერევანი, ადონცის ქ. 6/1-54.
ტელეფონი: +374 60 67 01 70
ელ-ფოსტა: [email protected]
ორგანიზაციის მისამართი, რომელიც ღებულობს პრეტენზიებს სამკურნალო საშუალებების ხარისხზე მომხმარებლებისგან და პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციული დაკვირვების განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიაზე
Acino Pharma AG -ის (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში.
თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. 5 / დ. უზნაძის ქ. 16-18, 0102, საქართველო
ტელეფონი: +995 32 220 69 42
ელ-ფოსტა: [email protected]










