დაზოლაქსი 500მგ+500მგ#10ტ
გააზიარე:
დაზოლაქსი
DAZOLAX
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ციპროფლოქსაცინი ჰიდროქლორიდი BP
ექვივალენტური ციპროფლოქსაცინის 500 მგ
ორნიდაზოლი 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები q.s.
ფერი : ტიტანის დიოქსიდი BP
დამხმარე ნივთიერებები:
PVP K 30, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზის ფხვნილი, იზოპროპილ ალკოჰოლი, ტალკი, აეროზილი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ფუძე გრანულები გარსიანი საფარისთვის, ჰიდროქსი პროპილ მეთილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მეთილენის დიქლორიდი.
აღწერილობა
დაზოლაქსი კომბინირებული პრეპარატიa, რომელიც შეიცავს ციპროფლოქსაცინს (მე 2 თაობის ფტორქინოლონის წარმოებული) და ორნიდაზოლს (5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებული) და მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ციპროფლოქსაცინი
მოქმედების მექანიზმი
ფტორქინოლონების მოქმედების მექანიზმი, მათ შორის ციპროფლოქსაცინის, განსხვავდება პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების და ტეტრაციკლინებისგან; ამიტომ, წამლების ამ კლასებისადმი რეზისტენტული მიკროორგანიზმები, შეიძლება მგრძნობიარე იყოს ციპროფლოქსაცინის მიმართ. ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობა უპირატესად ხდება დნმ-ს გირაზებში მუტაციებით, გარე მემბრანის გამტარიანობის დაქვეითებით ან წამლის ეფექტურობის შემცირებით.
ჯვარედინი რეზისტენტობა
ციპროფლოქსაცინსა და სხვა კლასის ანტიმიკრობულ საშუალებებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობის შესახებ ცნობები არ არსებობს.
ციპროფლოქსაცინი აქტიურია შემდეგი ბაქტერიების შტამების მიმართ, როგორც ინ ვიტრო ასევე კლინიკურ ინფექციებში.
გრამ-დადებითი ბაქტერია
Bacillus anthracis, Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus ( მეთიცილინ-მგრძნობიარე შტამები მხოლოდ), Staphylococcus epidermidis მეთიცილინ-მგრძნობიარე შტამები მხოლოდ), Staphylococcus saprofyticus, Streptococcus pneonia, Streptococcus pyogenes.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიები
Campylobacter jejuni, Citrobacterkoseri, Citrobacterfreundii, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Haemophilus infuenza, Haemophilusparainfuenzae, Klebsiella, Moraxella catarrhalis, Morganellamorganii, Neisseria gonorrhoeae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providenciarettgeri, Providenciastuartii, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhi, Serratiamarcescens, Shigelllloydii Shigellafexneri, Shigellasonnei, Yersinia pestis.
ორნიდაზოლი
ორნიდაზოლი 5-ნიტრომიდაზოლის წარმოებულია, ახასიათებს პროტოზოული და ანაერობული ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება. ორგანიზმში იგი გარდაიქმნება პროდუქტად, რომელიც ურთიერთქმედებს მგრძნობიარე მიკრორგანიზმების დნმ-თან, იწვევს მისი სტრუქტურის დაშლას, ცილების სინთეზის ინჰიბირებას და უჯრედების სიკვდილს.
ორნიდაზოლი ეფექტურია Trichomonas vaginalis, Entamoebahistolytica და Giardia lamblia (Giardia intestinalis) წინააღმდეგ, აგრეთვე გარკვეული ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა Bacteroides და Clostridium spp., Fusobacterium spp., და ანაერობული კოქსი.
ფარმაკოკინეტიკა
ციპროფლოქსაცინი
250 მგ, 500 მგ და 750 მგ ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზების პერორალური მიღების შემდეგ იგი სწრაფად და ინტენსიურად შეიწოვება, ძირითადად წვრილი ნაწლავიდან, შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70-80%-ს შეადგენს. ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა უცვლელისახით მეტწილად თირკმელებით, უმნიშვნელო ნაწილი კი ფეკალური გზით.
ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დაახლოებით 4 - 7 საათს შეადგენს.
ორნიდაზოლი
პერორალური მიღების შემდეგ ორნიდაზოლი სწრაფად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა საშუალოდ 90%-ია. პლაზმური კონცენტრაციის პიკი 3 საათში მიიღწევა. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 13 საათია. ერთჯერადი დოზის 85% პირველი 5 დღის განმავლობაში გამოიყოფა. მიღებული დოზის უმეტესი ნაწილი მეტაბოლიზდება, ხოლო 4% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით.
გამოყენების ჩვენებები
დაზოლაქსი განკუთვნილია ციპროფლოქსაცინ/ორნიდაზოლის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ასევე შერეული ინფექციები;
- თირკმელებისა და/ან შარდგამომყოფი გზების ინფექციები;
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- ლორ-ორგანოების ქრონიკული ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები;
შეიძლება გამოყენებული იქნას ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების დროს და გინეკოლოგიური ჩარევებისას, აბორტების ჩათვლით.
დოზირება
მიიღება პერორალურად, ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 2 საათში.
მწვავე ინფექციებისას მკურნალობის კურსი 5-7 დღეს შეადგენს, ხოლო ქრონიკული მორეციდივე ინფექციებისას – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, 10-14 დღის განმავლობაში; ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
დაავადების სიმპტომების ალაგების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 2 დღის განმავლობაში.
ავადმყოფებში, რომელთაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20 მლ/წთ ან უფრო ნაკლები, ასევე ხანდაზმულ და სხეულის მცირე მასის მქონე პაციენტებში, ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის, ორნიდაზოლის, იმიდაზოლის წარმოებულების, ქინოლონების ან პრეპარატში შემავალი .რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ფტორქინოლონების და თიზანიდინის ერთდროულად გამოყენება;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;
- სისხლწარმოქმნის დარღვევები
გვერდითი მოქმედება
ფტორქინოლონების სამკურნალო საშუალებებმა, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მყესების, კუნთების, სახსრების და ნერვული სისტემის მხრივ. დამახასიათებელია მყესების ანთება და დაჭიმულობა, კუნთების ტკივილი ან შეშუპება, სიარულის გაძნელება, დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება, ძლიერი ტკივილი, დაღლილობა, დეპრესია, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, ძილის, მხედველობისა და სმენის დარღვვები, გემოსა და ყნოსვის შეცვლა.
მყესების შეშუპება და დაზიანება შეიძლება მოხდეს ფტორქინოლინით მკურნალობის დაწყებიდან 2 დღის განმავლობაში, ან მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
დაუკავშირდეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
- მყესების დაზიანების პირველივე ნიშნის დროს, როგორიცაა მყესების ტკივილი ან შეშუპება. დაასვენეთ მტკივნეული ადგილი;
- თუ იგრძნობთ ტკივილს, დაბუჟებას ან ჩხვლეტას, ქავილს, წვას, სისუსტეს განსაკუთრებით ფეხებსა თუ ხელებში;
- თუ გაქვთ მხრის, ხელების ან ფეხების შეშუპება, სიარულის გაძნელება , გრძნობთ დაღლილობას ან დეპრესიას, ან პრობლემები გაქვთ მეხსიერებასთან, ძილთან დაკავშირებით ან ამჩნევთ სმენის, მხედველობის ან ყნოსვის ცვლილებებს.
სერიოზული გვერდითი მოვლენებია მყესის ანთება, მყესის დაჭიმვა, სახსრების ტკივილი, ტკივილი კიდურებში, ტკივილი სიარულის დროს, ნეიროპათიები, რომლებიც დაკავშირებულია პარესთეზიასთან, დეპრესიასთან, დაღლილობასთან, მეხსიერების უკმარისობასთან, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევასთან. მყესების დაჭიმვას (განსაკუთრებით აქილევსის მყესის და ასევე სხვა მყესების) შესაძლებელია ადგილი ქონდეს ფტორქინოლონების მკურნალობის დაწყებიდან 48 საათში, ან მოგვიანებით, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში.
60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა ან გადანერგილი აქვთ შინაგანი ორგანო და მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით (სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი და პრედნიზოლონი), მყესების დაზიანების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამიტომ საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ფტორქინოლონების კორტიკოსტეროიდთან ერთდროულად გამოყენება.
პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად, მყესების ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ფტორქინოლონების გამოყენება აღარ უნდა გაგრძელდეს, ნეიროპათიის სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, საჭიროა ფტორქინოლონის მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
ფტორქინოლონები ზოგადად არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ქინოლონის ან ფტორქინოლონების სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას განუვითრდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥≥1/10); ხშირი (≥≥1/100, მაგრამ ˂1/10); არახშირი (≥≥1/1000, მაგრამ ˂1/100); იშვიათი (≥≥1/10000, მაგრამ ˂1/1000); ძალიან იშვიათი (˂1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით).
ციპროფლოქსაცინი
ციპროფლოქსაცინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა გულისრევა და დიარეა.
ქვემოთ მოყვანილია კლინიკური კვლევებით დადგენილი ციპროფლოქსაცინის გვერდითი რეაქციები სიხშირის კატეგორიის მიხედვით. სიხშირის ანალიზის დროს გათვალისწინებულია მონაცემები ციპროფლოქსაცინის როგორც პერორალური, ასევე ინტრავენური გამოყენებისათვის.
- ინფექციურიდაპარაზიტულიდაავადებები:
არახშირი - მიკოზური სუპერინფექციები.
- სისხლისადალიმფურისისტემისმხრივ:
არახშირი - ეოზინოფილია;
იშვიათი - ლეიკოპენია, ანემია, ნეიტროპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია;
ძალიან იშვიათი - ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია (სიკვდილის რისკით), ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა (სიკვდილის რისკით).
- იმუნურისისტემისმხრივ:
იშვიათი - ალერგიული რეაქცია, შეშუპება/ალერგიული ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათი - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (სიკვდილის რისკით), რეაქცია შრატისმიერი დაავადების ტიპით.
- ენდოკრინულისისტემისმხრივ:
სიხშირე უცნობია - ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი.
- მეტაბოლიზმისადაკვებისდარღვევები:
არახშირი - მადის დაქვეითება; იშვიათი - ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია;
სიხშირე უცნობია – ჰიპოგლიკემიური კომა.
- ფსიქიკისდარღვევები:
არახშირი - ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აგზნება;
იშვიათად - ცნობიერების დარღვევა და დეზორიენტაცია, შფოთვის რეაქცია, კოშმარული სიზმრები;
- დეპრესია (პოტენციურად პროგრესირებადი სიუციდურ იდეებამდე/აზროვნებამდე ან სუიციდის მცდელობამდე და სუიციდის ჩადენამდე), ჰალუცინაციები;
ძალიან იშვიათი - ფსიქოზური რეაქციები (პოტენციურად პროგრესირებადი სიუციდურ იდეებამდე/აზროვნებამდე ან სუიციდის მცდელობამდე და სუიციდის ჩადენამდე); სიხშირე უცნობია - მანია, ჰიპომანიის ჩათვლით.
- ნერვულისისტემისმხრივ:
არახშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, გემოს დარღვევა; იშვიათი - პარესთეზია და დიზესთეზია, ჰიპესთეზია, ტრემორი, კრუნჩხვები (ეპილეფსიური მდგომარეობის ჩათვლით), ვერტიგო;
ძალიან იშვიათი - შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დარღვევა, დარღვევები ყნოსვის ნერვის მხრივ, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია და თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე;
სიხშირე უცნობია - პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია.
- მხედველობისორგანოებისმხრივ:
იშვიათი - მხედველობის დარღვევა (მაგალითად დიპლოპია);
ძალიან იშვიათი - ფერების აღქმის დარღვევები.
- სმენისორგანოსდაწინასწორობისმხრივ:
იშვიათი - ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა/ცვლილება.
- გულისმხრივ:
იშვიათი - ტაქიკარდია;
სიხშირე უცნობია - პარკუჭოვანი არითმია და ,,პირუეტი”-ს ტიპის ტაქიკარდია (რომელიც ძირითადად აღინიშნებოდა პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორებით), QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე.
- სისხლძარღვებისმხრივ:
იშვიათი - სისხლძარღვების გაფართოება, ჰიპოტენზია, სინკოპე;
ძალიან იშვიათად - ვასკულიტი.
- სასუნთქისისტემის, გულმკერდისადაშუასაყრისორგანოებისმხრივ:
იშვიათი - ქოშინი (ასთმური დაავადებების ჩათვლით).
- კუჭ-ნაწლავისტრაქტისმხრივ:
ხშირი - გულისრევა, დიარეა;
არახშირი - ღებინება, ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და მუცელში, დისპეფსია, მეტეორიზმი;
იშვიათი - კოლიტი, დაკავშირებული ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლო ლეტალური გამოსავლით);
ძალიან იშვიათი - პანკრეატიტი.
- ღვიძლისდასანაღვლეგზებისმხრივ:
არახშირი - ტრანსამინაზების დონის მომატება, ბილირუბინის დონის მომატება; იშვიათი - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი; ძალიან იშვიათი - ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა პროგრესირდეს ღვიძლის უკმარისობამდე, სიკვდილის რისკით).
- კანისადაკანქვეშაქსოვილისმხრივ:
არახშირი - ეკზანთემა, ქავილი, ჭინჭრის ციება;
იშვიათი - ფოტომგრძნობელობის რეაქციები;
ძალიან იშვიათი - პეტექიები, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სიკვდილის რისკით), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სიკვდილის რისკით);
სიხშირე უცნობია - მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულოზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DS).
- ჩონჩხ-კუნთოვანისისტემისდაშემაერთებელიქსოვილისმხრივ:
არახშირი - ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი (მაგალითად, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში), ართრალგია;
იშვიათი - მიალგია, ართრიტი, კუნთების ტონუსის მომატება, სპაზმები;
ძალიან იშვიათი - კუნთების სისუსტე, ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა (უპირატესად აქილევსის მყესის), მძიმე მიასთენიის სიმპტომების გამწვავება.
- თირკმელებისადაშარდგამომყოფიგზებისმხრივ:
არახშირი - თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
იშვიათი - თირკმლის უკმარისობა, ჰემატურია, კრისტალურია, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი.
- ზოგადიდარღვევებიდარეაქციებიშეყვანისადგილას:
არახშირი - ასთენია, ცხელება; იშვიათი - შეშუპება, ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).
დამატებითიკვლევები:
არახშირი - ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება სისხლში;
იშვიათი - ამილაზების დონის მომატება;
ორნიდაზოლი
გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ დამოკიდებულია დოზაზე.
- სისხლისდალიმფურისისტემისმხრივ:
არახშირი - ძვლის ტვინის დათრგუნვა და ნეიტროპენია.
- იმუნურისისტემისმხრივ:
არახშირი - ალერგიული რეაქციები.
- ნერვულისისტემისმხრივ:
იშვიათი - ტრემორი, რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები, ცნობიერების დარღვევა და სენსორული ან შერეული პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები. შეიძლება აღინიშნოს მსუბუქი სიმძიმის გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა.
- კუჭ-ნაწლავისტრაქტისმხრივ:
ხშირი - გულისრევა, ღებინება, უსიამოვნო ლითონის გემო.
განსაკუთრებული მითითებები
არ უნდა იქნას გამოყენებული:
- ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც შეიძლება გაუმჯობესდეს მკურნალობის გარეშე ან არ იყოს მძიმე (მაგალითად, ყელის ინფექციები);
- არაბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, მაგალითად, არაბაქტერიული (ქრონიკული) პროსტატიტი;
- მოგზაურობის დროს დიარეის თავიდან ასაცილებლად ან ქვედა საშარდე გზების განმეორებადი ინფექციების (საშარდე ინფექციები, რომლებიც შარდის ბუშტს არ სცილდება);
- მსუბუქი ან ზომიერი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ინფექციებისათვის ჩვეულებრივ რეკომენდებულია სხვა ანტიბაქტერიული მედიკამენტები.
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ ასაკში, თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში და ორგანოგადანერგილ პაციენტებში, მყესის დაზიანების უფრო მაღალი რისკის გამო.
სიფრთხილით გამოიყენება ცერებროვასკულური სისტემის ათეროსკლეროზით, ცერებრალური სისხლის მიმოქცევის დარღვევით, ეპილეფსიით და კრუნჩხვითი სინდრომის გაურკვეველი ეტიოლოგიით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში.
მკურნალობის დროს რეკომენდებულია ალკოჰოლი მიღებისგან თავის შეკავება.
ციპროფლოქსაცინი
ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას თავშეკავებაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატებზე სერიოზული არასასურველი რეაქციები ჰქონდათ. ასეთი პაციენტების ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაიწყოს ალტერნატიული ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკის შეფარდების ჯეროვნად შეფასების შემდეგ.
გრამდადებითი და ანაერობული პათოგენებით გამოწვეული მძიმე და შერეული ინფექციები
ციპროფლოქსაცინით მონოთერაპია არ გამოიყენება მძიმე ინფექციების ან იმ ინფექციების სამკურნალოდ, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს გრამდადებითი ან ანაერობული პათოგენებით. ასეთი ინფექციების დროს ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა მოხდეს შესაბამის სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.
სტრეპტოკოკური ინფექციები (Streptococcus pneumoniae-ის ჩათვლით)
ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული სტრეპტოკოკური ინფექციებისსამკურნალოდ არასაკმარისი ეფექტურობის გამო.
სასქესო გზების ინფექციები
გონოკოკური ურეთრიტი, ცერვიციტი, ეპიდიდიმოორქიტი და მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები შესაძლებელია გამოწვეული იქნას Neisseria gonorrhoeae-ის ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტული შტამებით. ამ მიზეზით ციპროფლოქსაცინის გამოყენება შეიძლება გონოკოკური ურეთრიტის ან ცერვიციტის მკურნალობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გამოირიცხება ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ის მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექცია. ეპიდიდიმოორქიტის და მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს ციპროფლოქსაცინის ემპირიული გამოყენება შეიძლება იქნას განხილული მხოლოდ სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში (მაგალითად, ცეფალოსპორინთან), თუკი ვერ გამოირიცხება ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ის მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექცია. თუ კლინიკური გაუმჯობესება არ მიიღწევა 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ, მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
შარდგამომყოფი გზების ინფექციები
მდგრადობა, პათოგენისა, რომელიც შარდგამომყოფი გზების ინფექციების ყველაზე ხშირად გამომწვევი პათოგენის - Escherichia coli -ს ფტორქინოლონების მიმართ მდგრადობა ევროკავშირის ფარგლებში ცვალებადობს. რეკომენდებულია, ექიმმა მკურნალობის დანიშვნამდე შეისწავლოს ფტორქინოლონების მიმართ Escherichia coli ის რეზისტენტობის ლოკალური გავრცელება.
მოსალოდნელია, რომ პრემენოპაუზის პერიოდის ქალებში გაურთულებელის ცისტიტის სამკურნალოდ ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობასთან შედარებით. საჭიროა ქინოლონებისადმი Escherichia coli -ის მდგრადობის ზრდის გათვალისწინება.
ინტრააბდომინური ინფექციები
ოპერაციის შემდგომი ინტრააბდომინალური ინფექციების მკურნალობაში ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ. მონაცემები შეზღუდულია
მოგზაურთა დიარეა
ციპროფლოქსაცინის არჩევისას აუცილებელია მის მიმართ პათოგენების რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინება.
ძვლებისა და სახსრების ინფექციები
ციპროფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნას მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე, სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.
ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმა
ადამიანებში გამოყენების საფუძველია შემდეგი მონაცემები: ინ ვიტრო მგრძნობელობის შესწავლის, ცხოველებზე ექსპერიმენტების და ადამიანებში გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები. ციმბირული წყლულის მკურნალობის ექიმის დანიშნულება აღიარებულ ეროვნული და/ან საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი უნდა იყოს.
ჰიპერმგრძნობელობა
ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიისა და ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის სიცოცხლეს. ასეთი ტიპის რეაქციის გამოვლინებისას, ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციები
არსებობს ცნობები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომელიც გრძელდება რამდენიმე თვე ან წელი), დამაინვალიდებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ხანდახან რამდენიმე, სისტემაზე (ჩონჩხ-კუნთოვანი, ნერვული, გრძნობათა ორგანოები) პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, ასაკისა და წინმსწრები რისკ-ფაქტორების მიუხედავად. ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველივე ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა ციპროფლოქსაცინის მიღების დაუყონებლივ შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა
ზოგადად, რეკომენდებული არ არის ციპროფლოქსაცინის გამოყენება პაციენტებში, რომელთა ანამნეზში აღნიშნულია ქინოლონებით მკურნალობისას მყესებთან დაკავშირებით დაავადება ან დარღვევა. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მიკროორგანიზმ-გამომწვევის მიკრობიოლოგიური განსაზღვრისა და სარგებელისა და რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ, ციპროფლოქსაცინი შეიძლება დანიშნული იქნას პაციენტებისთვის დადგენილი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით სტანდარტული მკურნალობის წარუმატებლობის ან ბაქტერიული რეზისტენტობის შემთხვევებში, როდესაც მიკრობიოლოგიური მონაცემებით შესაძლებელია ციპროფლოქსაცინის გამოყენების დასაბუთება.
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ხანდახან ორმხრივი, შესაძლოა განვითარდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან პირველივე 48 საათის განმავლობაში, აგრეთვე რამდენიმე თვის მანძილზე მკურნალობის დასრულების შემდგომ. ტენდინიტისა და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი გაზრდილია ხანდაზმულებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პარენქიმული ორგანოების ტრანსპლანტაციით, აგრეთვე კორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპიისას.
ტენდინიტის რომელიმე ნიშნის (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება) გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შეწყვეტა და ალტერნატიული მკურნალობის განხილვა. საჭიროა ჩატარდეს დაზიანებული კიდურის (-ების) სათანადო მკურნალობა (მაგალითად, კიდურის იმობილიზაცია). ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამყენებული.
პაციენტები მძიმე მიასთენიით (myasthenia gravis)
სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო მძიმე მიასთენიის მქონე პაციენტებში ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას, რადგანაც სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს.
ანევრიზმა და აორტის განშრევება
ეპიდემიოლოგიური კვლევების საფუძველზე არსებობს ცნობები ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ანევრიზმის განვითარებისა და აორტის განშრევების მომატებული რისკის შესახებ.
პაციენტებში ანამნეზში ანევრიზმით, ან რომლებსაც გააჩნიათ ანევრიზმა და/ან აორტის განშრევება, ასევე სხვა რისკ-ფაქტორები ან მდგომარეობები, რომლებიც განაწყობენ ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარებისადმი (მაგალითად, მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოს სინდრომი სისხლძარღვოვანი ტიპის, ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურ უჯრედოვანი არტერიიტი, ბეხჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი), ფტორქინოლონების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებელი/რისკის შეფარდების სათანადო შეფასების და თერაპიის სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ.
მუცლის, გულმკერდისა ან ზურგის უეცარი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სასწრაფო დახმარების განყოფილების ექიმს.
მხედველობის ცვლილებები
მხედველობის დარღვევების ან თვალების მხრივ რაიმე ეფექტების აღნიშვნის შემთხვევაში, რეკომენდებულია დაუყოვნებლივ მიმართვა.
ფოტომგრძნობელობა
დადგენილი იქნა, რომ ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტომგრძნობელობის რეაქციები. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, აუცილებელია რეკომენდაციის მიცემა, რომ მკურნალობის დროს მოერიდონ მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას ან ულტრაიისფერ დასხივებას.
ცენტრალური ნერვული სისტემა
ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინი, სხვა ქინოლონების მსგავსად, იწვევს კრუნჩხვებს ან აქვეითებს კრუნჩხვით ზღურბლს. იყო შეტყობინებები ეპილეფსიური მდგომარეობის შემთხვევების შესახებ.
ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით, რომლებიც შესაძლებელია განწყობილნი იყვნენ კრუნჩხვებისადმი. კრუნჩხვების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შეჩერება. შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური რეაქციები ციპროფლოქსაცინის პირველივე გამოყენების შემდეგაც კი. იშვიათ შემთხვევებში დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება პროგრესირდეს სუიციდურ აზრებამდე/აზროვნებამდე, სუიციდის მცდელობამდე ან სუიციდის განხორციელებამდე. გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შეჩერება.
პერიფერიული ნეიროპათია
არსებობს ცნობები პაციენტებში ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღების ფონზე, სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შესახებ, რომელმაც გამოიწვია პარესთეზია, ჰიპესთეზია (დაქვეითებული მგრძნობელობა), დიზესთეზია ან სისუსტე. პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდებულია, მკურნალობის შემდგომ გაგრძელებამდე ნეიროპათიის სიმპტომების (როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტის, დაბუჟების ან სისუსტის შეგრძნება) განვითარების შესახებ, პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ ექიმს,.
დარღვევები გულის მხრივ
ფტორქინოლონების მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. მაგალითად,
- QT ინტერვალის გახანგრძლივების თანდაყოლილი სინდრომი;
- ერთდროულად გამოყენება იმ სამკურნალო პრეპარატებთან, რომ იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას (მაგალითად, IA კლასის და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები და ანტიფსიქოზური პრეპარატები);
-ელექტროლიტური ბალანსის დაუკორექტირებელი დარღვევა (მაგალითად, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია);
-გულის დაავადებები (მაგალითად, გულის გაჩერება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სამკურნალო პრეპარატების მიმართ. მაშასადამე, პაციენტთა ამ ჯგუფში ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.
დისგლიკემია
ყველა ქინოლონების მსგავსად, არსებობს ცნობები სისხლში გლუკოზის დონის მაჩვენებლის ცვლილების შესახებ (როგორც ჰიპერგლიკემიის, ასევე ჰიპოგლიკემიის ჩათვლით) დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით (მაგალითად, გლიბენკლამიდით) ან ინსულინით. არსებობს ცნობები ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევების შესახებაც. დიაბეტიან პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულების შემდეგ (მკურნალობის ჩატარებიდან რამდენიმე კვირის ვადის ჩათვლით) მძიმე ფორმის მწვავე დიარეა (გამოსავალი შესაძლოა იყოს ლეტალური), შესაძლებელია მიუთითებდეს კოლიტზე. რომელიც დაკავშირებულია ანტიმიკრობული თერაპიის გამოყენებასთან, რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შესაბამისი მკურნალობა იქნას დაწყებული. მსგავს სიტუაციაში უკუნაჩვენებია პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატების გამოყენება.
თირკმელები და შარდგამომყოფი გზები
აღწერილია ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან დაკავშირებული კრისტალურიის შემთხვევები. ციპროფლოქსაცინით მკურნალობისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ასევე თავიდან უნდა იქნას იცილებული
შარდის ზედმეტად გატუტიანება.
თირკმელების ფუნქციის დარღვევები
ვინაიდან ციპროფლოქსაცინი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში,ციპროფლოქსაცინის დაგროვების შედეგად მძიმე გვერდითი რეაქციების გაძლიერების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დოზის კორექცია, რომელიც ხორციელდება ისე, როგორც აღწერილია ნაწილში „გამოყენების წესი და დოზირება“.
ღვიძლი და სანაღვლე გზები
ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილია ღვიძლის ნეკროზისა და ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები სიკვდილის რისკით. ჰეპატოპათიის რაიმე ნიშნის ან სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში (მაგალითად, ანორექსია, სიყვითლე, შარდში ყვითელი პიგმენტების არსებობა, ქავილი და ტკივილი მუცლის პალპაციის დროს), აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტის მქონე პაციენტებში ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნებოდა ჰემოლიზური რეაქციები. ასეთ პაციენტებში ციპროფლოქსაცინი მხოლოდ მაშინ უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს. მსგავს შემთხვევაში საჭიროა დაკვირვება ჰემოლიზის შესაძლო გამოვლენაზე.
რეზისტენტობა
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან შემდგომ შეიძლება განვითარდეს ბაქტერიები, რომლებიც ავლენენ რეზისტენტობას ციპროფლოქსაცინის მიმართ, სუპერინფექციის კლინიკური ნიშნების არსებობით ან მათ გარეშე. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების განსაკუთრებულ რისკს მკურნალობის გახანგრძლივებისას და ასევე ნოზოკომიური ინფექციების და/ან იმ ინფექციების მკურნალობისას, რაც გამოწვეულია Staphylococcus და ფსეუდომონას სახეობებით.
ციტოქრომი Р450
ციპროფლოქსაცინი აინჰიბირებს CYP1A2-ს, რის გამოც ისეთ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ამ გზით მეტაბოლიზდება (მაგალითად, თეოფილინი, კლოზაპინი, ოლანზაპინი, როპინიროლი, თიზანიდინი, დულოქსეტინი, აგომელატინი) შეიძლება გაიზარდოს შრატში სამკურნალწამლო საშუალებების კონცენტრაციები. ამ მიზეზით აუცილებელია მსგავსი პრეპარატების ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღებისას პაციენტების მდგომარეობის სათანადო კონტროლი. ჭარბი დოზირების კლინიკური ნიშნების გამოსავლენად, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს შრატისმიერი კონცენტრაციების განსაზღვრა (მაგალითად, თეოფილინის). ციპროფლოქსაცინის და თიზანიდინის ერთად დანიშვნა უკუნაჩვენებია.
მეთოტრექსატი
არ არის რეკომენდებული ციპროფლოქსაცინისა და მეთოტრექსატის ერთდროული მიღება.
გავლენა ანალიზებზე
ციპროფლოქსაცინის ინ ვიტრო აქტივობამ Mycobacterium tuberculosis-ს მიმართ შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიოლოგიური ანალიზების ცრუ უარყოფითი შედეგების მიღება იმ პაციენტებიდან აღებულ ნიმუშებზე, რომლებიც ციპროფლოქსაცინს იღებენ.
ორნიდაზოლი
მაღალი დოზებით ან 10 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მკურნალობისას აუცილებელია რეგულარული ლაბორატორიული კლინიკური კონტროლი.
ანამნეზში სისხლის დისკრაზიის მქონე პაციენტთათვის მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ, განსაკუთრებით განმეორებითი თერაპიის დროს, აუცილებელია ლეიკოციტების რაოდენობის კონტროლის ჩატარება.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მძიმე დაავადებები შეიძლება გამწვავდეს პრეპარატით თერაპიის დროს. თუ აღინიშნება პერიფერიული ნევროპათია, ატაქსია, თავბრუსხვევა ან ცნობიერების არევა, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.
ორნიდაზოლით მკურნალობამ შეიძლება გაამწვავოს არსებული კანდიდოზი. საჭიროების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, საჭიროა გათვალისწინებული იქნას ნახევარგამოყოფის შემცირებული პერიოდი. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი დოზა ჰემოდიალიზამდე ან მის შემდეგ.
პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ლითიუმის პრეპარატებით მკურნალობა, იმიდაზოლების დანიშვნისას აუცილებელია პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის, კრეატინინის და ელექტროლიტების მაჩვენებლებზე მონიტორინგის ჩატარება.
ზემოქმედება დიაგნოსტიკური მეთოდების შედეგებზე
ორნიდაზოლი გავლენას ახდენს შრატის გლუტამინური ოქსალოაცეტატის ტრანსამინაზის და ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრაზე სისხლის შრატში. მნიშვნელობები, როგორც წესი, ძალიან დაბალია.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
დაზოლაქსის მიღებისას შესაძლოა დაქვეითდეს ყურადღების კონცენტრაციის უნარი და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფე, რაც გასათვალისწინებელია პრეპარატის იმ პირებში გამოყენებისას, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ავტოტრანსპორტის მართვასთან, მანქანებისა და მექანიზმების მომსახურებასთან.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი არ გამოიყენება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი არ გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციპროფლოქსაცინი
სხვა პრეპარატების ეფექტები ციპროფლოქსაცინის მიმართ:
პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს
ციპროფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონები, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (მაგალითად, I და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური პრეპარატები).
ხელატური კომპლექსების წარმოქმნა ციპროფლოქსაცინის (პერორალურად) ერთდროულად გამოყენებისას სამკურნალო საშუალებებთან და მინერალურ დანამატებთან, რომლებიც შეიცავენ პოლივალენტურ კათიონებს (მაგალითად, კალციუმი, მაგნიუმი, ალუმინი, რკინა), პოლიმერული ფოსფატის ფიქსატორებს (მაგალითად, სეველამერი ან ლანტანის კარბონატი), სუკრალფატს ან ანტაციდურ პრეპარატებს, აგრეთვე იმ პრეპარატებთან, რომლებიც დაფარულია ძალიან მყარი გარსით (მაგალითად, დიდანოზინის ტაბლეტები), რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს, ალუმინს ან კალციუმს, ამცირებს ციპროფლოქსაცინის აბსორბციას. ამ მიზეზის გამო ციპროფლოქსაცინის მიღება რეკომენდებულია ასეთი პრეპარატების მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან მიღებიდან არანაკლებ 4 საათის შემდეგ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება H2 რეცეპტორების აგონისტების კლასის ანტაციდებზე.
საკვები პროდუქტები და რძის პროდუქტები
კალციუმი, რომელიც არის რაციონის ნაწილი, არსებით ზეგალენას არ ახდენს აბსორბციაზე. მაგრამ რეკომენდებული არ არის მინერალებით გაჯერებული რძის პროდუქცების ან სასმელების (მაგალითად, რძე, იოგურტი, კალციუმით მდიდარი ფორთოხლის წვენი) და ციპროფლოქსაცინის ერთდროულად გამოყენება, რადგანაც ციპროფლოქსაცინის აბსორბცია ამ დროს მცირდება.
პრობენეციდი
პრობენეციდი არღვევს ციპროფლოქსაცინის თირკმლისმიერ გამოყოფას. პრობენეციდის და ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღება ზრდის ციპროფლოქსაცინის შრატისმიერ კონცენტრაციებს.
მეტოკლოპრამიდი
მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის (პერორალურად გამოიყენებისას) აბსორბციას, რის შედეგადაც მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციების მისაღწევად უფრო ნაკლები დროა საჭირო. ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობის მიმართ ეფექტები აღინიშნული არ არის.
ომეპრაზოლი
ომეპრაზოლის და ციპროფლოქსაცინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს ციპროფლოქსაცინის Cmax და AUC მნიშვნელობების მცირე დაქვეითებას.
ციპროფლოქსაცინის ზეგავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატებზე:
თიზანიდინი
რეკომენდებული არ არის თიზანიდინის ციპროფლოქსაცინთან კომბინირებული გამოყენება.
ჯანმრთელ მოხალისეებში კლინიკურ კვლევებში აღინიშნებოდა თიზანიდინის კონცენტრაციის ზრდა სისხლის შრატში (Cmax ზრდა: 7-ჯერ, დიაპაზონი: 4-21- ჯერ; AUC ზრდა: 10-ჯერ, დიაპაზონი: 6-24-ჯერ) ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენებისას. თიზანიდინის შრატისმიერი კონცენტრაციის მომატებას ახლავს ჰიპოტენზიური და სედაციური ეფექტების გაძლიერება.
მეთოტრექსატი
მეთოტრექსატის მილაკოვანი ტრანსპორტი შეიძლება დაითრგუნოს ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაციების მომატება და გაზარდოს მეთოტრექსატთან დაკავშირებული ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
თეოფილინი
ციპროფლოქსაცინის და თეოფილინის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თეოფილინის შრატისმიერი კონცენტრაციის არასასურველი ზრდა. ამან შესაძლოა განაპირობოს თეოფილინით პროვოცირებული არასასურველი რეაქციები, რომლებიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს პაციენტის სიცოცხლისათვის სახიფათო ან ლეტალური გამოსავლით დასრულდეს. ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია თეოფილინის შრატისმიერი კონცენტრაციის კონტროლი და საჭიროებისამებრ დოზის შემცირება.
ქსანტინის სხვა წარმოებულები
ციპროფლოქსაცინის და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსიპენტიფილინი) ერთდროული მიღებისას აღინიშნებოდა ქსანტინის წარმოებულების შრატისმიერი კონცენტრაციების მომატება.
ფენიტოინი
ციპროფლოქსაცინის და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფენიტოინის დონის მომატება ან შემცირება სისხლის შრატში, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის დონის კონტროლი.
ციკლოსპორინი
ციპროფლოქსაცინის და ციკლოსპორინის შემცველი სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა კრეატინინის კონცენტრაციის გარდამავალი ზრდა სისხლის შრატში. ამის გამო, ასეთ პაციენტებში აუცილებელია კრეატინინის კონცენტრაციის ხშირი კონტროლი (კვირაში ორჯერ) სისხლის შრატში.
K ვიტამინის ანტაგონისტები
ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა გამოყენებამ K ვიტამინის ანტაგონისტთან შეიძლება გააძლიეროს მისი ანტიკოაგულაციური ეფექტები. რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი ინფექციის, ასაკის და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ამიტომ რთულია ციპროფლოქსაცინის გავლენის ხარისხის შეფასება საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ზრდის თვალსაზრისით.
ციპროფლოქსაცინის და K ვიტამინის ანტაგონისტების (მაგალითად, ვარფარინის, აცენოკუმაროლის, ფენპროკუმონის ან ფლუინდიონის) ერთდროული გამოყენების დროს ან გამოყენებისთანავე, რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ხშირი კონტროლი.
დულოქსეტინი
კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ დულოქსეტინის ერთდროულმა გამოყენებამ CYP450 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის AUC და Cmax მნიშვნელობების ზრდა. არსებობს აგრეთვე პრეკლინიკური მონაცემები ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, ამიტომ ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა მოსალოდნელი იყოს მსგავსი ეფექტები.
როპინიროლი
კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ როპინიროლის ციპროფლოქსაცინთან, CYP450 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, ერთდროულად გამოყენება იწვევს როპინიროლის AUC და Cmax მნიშვნელობების ზრდას 60%-ით და 84%-ით შესაბამისად. ციპროფლოქსაცინის ერთდროულად გამოყენების დროს ან გამოყენებისთანავე რეკომენდებულია მკურნალობასთან დაკავშირებულ გვერდით რეაქციებზე კლინიკური დაკვირვების განხორციელება და შესაბამისად დოზირების კორექტირება.
ლიდოკაინი
ჯანმრთელ მოხალისეებში სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ლიდოკაინს და ციპროფლოქსაცინს, CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორს, ამცირებს ინტრავენურად შეყვანილი ლიდოკაინის კლირენსს 22%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდოკაინით მკურნალობა კარგად გადაიტანებოდა, გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ურთიერთქმედება ციპროფლოქსაცინთან, რასაც თან ახლავს არასასურველი ეფექტები.
კლოზაპინი
250 მგ ციპროფლოქსაცინის კლოზაპინთან ერთდროულად გამოყენების შემდეგ 7 დღის განმავლობაში კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის შრატისმიერი კონცენტრაციები იზრდებოდა 29% და 31%-ით. შესაბამისად, ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენების დროს და გამოყენებისთანავე რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვების განხორციელება და კლოზაპინის დოზირების კორექტირება
სილდენაფილი
სილდენაფილის 50 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის 500 მგ ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენების შემდეგ Cmax -ის და AUC -ის მნიშვნელობები ჯანმრთელ მოხალისეებში იზრდებოდა დაახლოებით ორჯერ. ამ მიზეზით, ციპროფლოქსაცინის სილდენაფილთან ერთდროულად დანიშვნისას, სიფრთხილე უნდა იქნას დაცული რისკისა და სასარგებლო ეფექტების გათვალისწინებით.
აგომელატინი
კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის მძლავრი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად აინჰიბირებს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის ექსპოზიციის 60-ჯერ ზრდას. ციპროფლოქსაცინთან, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერ ინჰიბიტორთან, შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის მიუხედავად, ერთდროულად გამოყენების შემდეგ, შესაძლოა მოსალოდნელი იყოს ანალოგიური ეფექტები.
ზოლპიდემი
ციპროფლოქსაცინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლენა გაზარდოს ზოლპიდემის დონე სისხლში; ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ორნიდაზოლი
სხვა ნიტროიმიდაზოლებისგან განსხვავებით, ორნიდაზოლი არ აინჰიბირებს ალდეჰიდდეჰიდროგენაზას, ამიტომ არ არის შეუთავსებელი ალკოჰოლთან. მეორეს მხრივ, ორნიდაზოლი აძლიერებს კუმარინული რიგის პერორალური ანტიკოაგულანტების ანტიკოაგულაციურ ეფექტს. ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იქნას განსახილველი ანტიკოაგულანტის დოზირების კორექტირებისას.
გარდა ამისა, ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის კუნთების მომადუნებელ ეფექტს.
ფენობარბიტალის და ფერმენტების სხვა ინდუქტორების ერთდროულად გამოყენება ამცირებს შრატიდან ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს.
ფერმენტების ინჰიბიტორები (მაგალითად, ციმეტიდინი) ზრდიან ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს.
ლითიუმის თერაპიასთან ურთიერთქმედების განსაზღვრისთვის იხ. „განსაკუთრებული მითითებები“.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, ღებინება, ლორწოვანი გარსების დაზიანება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С-ზე, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
ბლისტერი 1X10 ტაბლეტები.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
წარმოებულია
ადნოვა ჰელსქეარ პვტ.ლიმითედ,
156/157A, სიდჰი ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურული პარკი,
ვაგოდია, ვადოდარა, გუჯარათ- 391760, ინდოეთი.
წარმოებულია
მედეორ ლაიფ ქეარ ლლპ -სთვის,
172, კედარ კრესტ, ნირვანა ქანთრი I,
სექტორი 50, გურგაონ- -122 018, ინდოეთი.