სტოპტუსინი #20ტ

სტოპტუსინი #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბუტამირატი+გუაფენაზინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 9275
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სტოპტუსინი
STOPTUSSIN
 
 
საერთაშორისო დასახელება - butamirate, guaifenesin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R05FB02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები; ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
4მგ/100მგ 20ც ტაბლეტი
10 მლ წვეთები ფლაკონში

1 ტაბ.
ბუტამირატის დიჰიდროგენციტრატი. . . . . . .4 მგ
გვაიფენეზინი . . . . . . . . . . . . . . . . . . 100 მგ
1 მლ 1 ფლ.
ბუტამირატის დიჰიდროგენციტრატი . . . . . . . 4 მგ 40 მგ
გვაიფენეზინი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 100 მგ 1 გ
დამხმარე ნივთიერებები:
კაჟბადის დიოქსიდი უწყლო, მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიცეროლის ტრიბეგენატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ამცირებს ხველას, რომელიც გამოწვეულია გაღიზიანებით, ცვლის ნახველის შემადგენლობას, რაც ხელს უწყობს მის მოშორებას.

ჩვენებები
პრეპარატი ნაჩვენებია მშრალი, გამაღიზიანებელი, შეტევითი ხველის სამკურნალოდ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს, ზედა სასუნთქი გზების კატარალური ინფექციების, ლარინგიტების, ფარინგიტების, ბრონქიტების, ტრაქეიტებისა და პნევმონიების დროს. სტოპტუსინის ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს, ზედა სასუნთქი გზების კატარალური ინფექციების, ლარინგიტების, ფარინგიტების, ბრონქიტების, ტრაქეიტებისა და პნევმონიების დროს, ხველის აღმოსაფხვრელად ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში. მკურნალი ექიმის რეკომენდაციით პრეპარატის გამოყენება შეიძლება ასთმის, ტუბერკულოზის, პნევმოკონიოზის დროს.

მიღების წესები და დოზები

ტაბლეტები
სტოპტუსინის ტაბლეტების დოზირება უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის წონას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალი ექიმის მიერ ინიშნება განსხვავებული დოზირების რეჟიმი:
- 50 კგ-მდე სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 1/2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში;
- 50-70 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში;
- 70-90 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 11/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში;
- 90 კგ-ზე ზევით სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 11/2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
პრეპარატი მიიღება 4-6 საათის ინტერვალით.
სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის შემდეგ. დაუშვებელია ტაბლეტების დაღეჭვა. ტაბლეტები მიიღება სითხესთან ერთად (წყალი, ჩაი, ხილის წვენი და ა.შ.).
დოზის დანიშნულ დროზე მიღების დავიწყების შემთხვევაში, პრეპარატი მიიღება დაუყოვნებლივ გახსენებისთანავე, ხოლო შემდეგი დოზა მიიღება დადგენილი ინტერვალის 4-6 საათის შემდეგ. დაუშვებელია ერთ მიღებაზე ორი დოზის გამოყენება.
წვეთები
- 7 კგ-მდე სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 8 წვეთის ოდენობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში;
- 7-12- კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 9 წვეთის ოდენობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში;
- 13-20 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 14 წვეთის ოდენობით 3-ჯერ დღე-ღამეში;
- 21-30 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 14 წვეთის ოდენობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში;
- 31-40 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 16 წვეთის ოდენობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში;
- 41-50 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 25 წვეთის ოდენობით 3-ჯერ დღე-ღამეში;
- 51—70 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 30 წვეთის ოდენობით 3-ჯერ დღე-ღამეში;
- 71-90 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 40 წვეთის ოდენობით 3-ჯერ დღე-ღამეში.
წვეთების შესაბამისი რაოდენობა უნდა გაიხსნას 100 მლ სითხეში (წყალი, ჩაი, ხილის წვენი). უმჯობესია ჭამის შემდეგ მიღება.

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზირების რეჟიმის დაცვის შემთხვევაში პრეპარატი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ჭინჭრის გამონაყარი და გამონაყარი კანზე.
ზემოთ აღწერილი სიმპტომების ან სხვა უჩვეულო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაციის მიღება.

უკუჩვენება

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი;
- მიასთენია.
სტოპტუსინის ტაბლეტები: 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები

თუ ამ პრეპარატის გამოყენებით მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში დაავადების ნიშნები არ შეიცვალა ან პირიქით, გაუარესდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაციის მიღება პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.
ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ 7 დღე.
აუცილებელია ექიმის რჩევის მიღება ამ პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენების შესახებ.
ექიმის მიერ სხვა პრეპარატის დანიშვნისას მას უნდა ეცნობოს სტოპტუსინის ტაბლეტების გამოყენების შესახებ.
პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გავლენა ისეთ საქმიანობაზე, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, მოძრაობის კოორდინაციას და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას (მაგ, ავტომობილის მართვა, მანქანათა მომსახურეობა და სიმაღლესთან დაკავშირებული სამუშაოები).
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ჭარბი დოზის ან ბავშვის მიერ ტაბლეტის შემთხვევით მიღებისას, მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

გვაიფენეზინის მოქმედება ძლიერდება ლითიუმისა და მაგნიუმის პრეპარატების გამოყენებისას. გვაიფენეზინი აძლიერებს პარაცეტამოლისა და აცეტილსაცილის მჟავის ანალგეზიურ მოქმედებას, ალკოჰოლის, დამამშვიდებელი საძილე საშუალებების, ზოგადი ანესთეტიკების მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე მიორელაქსანტების მოქმედებას. ამიტომ, ასეთი სახის პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმისაგან რეკომენდაციის მიღება ამ პრეპარატების ერთობლივი გამოყენების შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 4 წელი; წვეთები – 5 წელი.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
IVAX Pharmaceutocals s.r.o.
ჩეხეთი