ოკულუსი 2%+0.5%/მლ 5მლ თვ/წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ოკულუსი
OCULUS
2%+0.5% თვალის წვეთები, სტერილური ხსნარი ოკულარული გამოყენებისთვის.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება:
თითოეული მლ შეიცავს: 22.26 მგ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს (20 მგ დორზოლამიდის ექვივალენტი) და 6.83 მგ თიმოლოლის მალეატს (5 მგ თიმოლოლის ექვივალენტი).
- დამხმარე ნივთიერებები:
მანიტოლი (E421), ჰიდროქსითილის ცელულოზა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (10%-იანი ხსნარი) და საინექციო წყალი.
აღწერა
ოკულუსი არის უფერო, გამჭირვალე, ოდნავ ბლანტი ხსნარი. თვალის წვეთების ხსნარი მოცემულია 5 მლ პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ოკულუსი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს და თიმოლოლის მალეატს.
- დორზოლამიდი მიეკუთვნება კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებს.
- თიმოლოლი მიეკუთვნება ბეტა ბლოკერები.
ეს მედიკამენტები, სხვადასხვა გზით ამცირებენ თვალშიგა წნევას. ოკულუსის მოქმედება მიმართულია გლაუკომის მკუნალობისას მომატებული თვალშიგა წნევის დასაქვეითებლად, როდესაც მხოლოდ ბეტა-ბლოკერის შემცველი თვალის წვეთებით მკურნალობა ეფექტური არ არის.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ოკულუსი შემდეგ შემთხვევებში
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის, თიმოლოლის მალეატის ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
- თუ გაქვთ ან გქონიათ რესპირატორული პრობლემები, როგორიც არის ასთმა ან მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვის მძიმე დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხიხინი, სუნთქვის გართულება და/ან ხანგრძლივი ხველა);
- თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, გულის უკმარისობა ან გულის რითმის დარღვევა (არარეგულარული გულისცემა);
- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება ან პრობლემა ან გქონდათ კენჭები თირკმელებში;
- თუ გაქვთ სისხლის მომატებული მჟავიანობა, რომელიც გამოწვეულია სისხლში ქლორიდის დაგროვებით (ჰიპერქლორემიული აციდოზი).
გამოიყენეთ ოკულუსი განსაკუთრებული სიფრთხილით, თუ გაქვთ:
- გულის კორონარული დაავადება (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს ან მოჭერით ტკივილს გულმკერდის არეში, ქოშინს ან სულხუთვის შეგრძნებას), გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა;
- გულისცემის სიხშირის დარღვევა, როგორიცაა შენელებული გულისცემა;
- სუნთქვის პრობლემები, ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- ცუდი სისხლის მიმოქცევა (როგორიცაა რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი);
- დიაბეტი, ვინაიდან თიმოლოლს შეუძლია შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი დონის მაჩვენებელი ნიშნები და სიმპტომები.
ნებისმიერი ალერგიის ან ალერგიული რეაქციების შესახებ, მათ შორის ისეთის, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გართულება, აცნობეთ ექიმს.
კუნთების სისუსტის ან მიასთენია გრავის დიაგნოზის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაგიღიზიანდათ თვალი ან გამოგივლინდათ რაიმე თვალის ახალი პრობლემა, როგორიცაა თვალის სიწითლე ან ქუთუთოების შეშუპება.
თუ ეჭვობთ რომ, ოკულუსმა გამოიწვია ალერგიული რეაქცია ან გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (მაგალითად, გამონაყარი კანზე, მწვავე კანისმიერი რეაქცია, ან თვალის სიწითლე და ქავილი) შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
აცნობეთექიმს თუ გაქვთ თვალის ინფექცია, დაგიზიანდათ თვალი, გაიკეთეთ ოპერაცია თვალზე ან გამოგივლინდათ ისეთი რეაქციები, როგორიცაა ახალი ან გაუარესებული სიმპტომები.
აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ან გქონდათრაიმე ჯანმრთელობის ან თვალის პრობლემა.
ოკულუსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ოკულარული გამოყენების გამო, აღნიშნულ პრეპარატს კავშირიარ აქვს საკვებისა და სასმელის მიღებასთან.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ ოკულუსიორსულობის დროს. პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად.
სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ოკულუსით მკურნალობის დროს ლაქტაცია არ არის რეკომენდირებული. ლაქტაციის დროს ან თუ აპირებთ ლაქტაციის დაწყებას, არ გამოიყენოთ ოკულუსი.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ კვლევები არ არის ჩატარებული. ოკულუსს ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენები როგორიცაა, ბუნდოვანი მხედველობა, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან არ იმუშაოთ მექანიზმებთან, სანამ უკეთ არ გახდებით და არ გაგიუმჯობესდებათ მხედველობა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოკულუსის დამხმარე ინგრედიენტების შესახებ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი - მიღება არ საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი - მიღება არ საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
მანიტოლი - მიღება არ საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
ბენზალკონიუმის ქლორიდი - შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა კონტაქტური ლინზები მოიხსნათ, მათი ხელახლა ჩასმა შესაძლებელია 15 წუთის შემდეგ. ოკულუსი შეიცავს კონსერვანტს (ბენზალკონიუმის ქლორიდს), რაც იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულებას.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ოკულუსს შეუძლია იმოქმედოს ან მასზე იმოქმედოს სხვა პრეპარატებმა, რომელსაც იყენებთ, მათ შორის გლაუკომის საწინააღმდეგო თვალის სხვა წვეთებმა. აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ან აპირებთ მიიღოთ არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, საგულე პრეპარატები ან დიაბეტის სამკურნალო საშუალებები. მეტად მნიშვნელოვანია, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები:
- იღებთ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად ან
გულის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა კალციუმის არხების ბლოკერები, ბეტა ბლოკერები ან დიგოქსინი;
- იღებთ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევის დროს, როგორიცაა კალციუმის არხების ბლოკერები, ბეტა ბლოკერები ან დიგოქსინი;
- იყენებთ სხვა თვალის წვეთებს, რომელიც შეიცავს ბეტა-ბლოკერს;
- იღებთ კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორ სხვა პრეპარატებს, როგრიცაა აცეტაზოლამიდი;
- იღებთ დეპრესიის სამკურნალო მონო ამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი);
- იღებთ სიმპატომიმეტიკებს, რომელიც შეიძლება დანიშნული გაქვთ შარდვის პროცესის ან ნაწლავთა მოძრაობის ნორმალიზების მიზნით;
- იღებთ ზომიერი და ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ ნარკოტიკულ საშუალებას, როგორიცაა მორფინი;
- იღებთ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს;
- იღებთ ანტიდეპრესანტებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი;
- იღებთ ასპირინის და სულფა ჯგუფის მედიკამენტების მაღალ დოზებს;
- იღებთ ქინიდინს (გულის პრობლემების და მალარიის ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ).
აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით, მათ შორის ურეცეპტო პრეპრატების შესახებაც.
გამოყენების წესი
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ დარწმუნებული არ ხართ გამოყენების წესის შესახეებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზას და მისი გამოყენების ხანგრძლივობას.
გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება
რეკომენდებული დოზაა ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში (ებში) დილას და საღამოს). თუ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს თვალის სხვა წვეთებთან ერთად, მათი გამოყენება უნდა მოხდეს 10 წუთიანი შუალედებით.
დაუშვებელია პრეპარატის დოზის შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ შეახოთ თვალს ან თვალის არეს კონტეინერის წვერი. იგი შეიძლება დაბინძურებული იყოს ბაქტერიებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ინფექციები, რომელსაც თან სდევს თვალის სერიოზული დაზიანება, შესაძლოა მხედველობის დაკარგვაც კი. კონტეინერის შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები და კონტეინერის წვერი მოარიდეთ ნებისმიერ ზედაპირთან შეხებას. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პრეპარატი დაბინძურებულია ან გაქვთ თვალის ინფექცია, აღნიშნული ბოთლით სარგებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეით თქვენს ექიმს.
ოკულუსის გამოყენება ხდება თვალში ჩაწვეთებით.
ოკულუსის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები.
მიყევით ქვემოთ მოცემულ გამოყენების ინსტრუქციას:
- მოხსენით თავსახური (ნახ. 1).
- პირველი გამოყენებისას მოხსენით დამღა (ბეჭედი) (ნახ. 2). მჭიდროდ მოაბრუნეთ და დაატრიალეთ თავსახური, ისე რომ საწვეთურის გარსი მოძვრეს და საწვეთურიდან წამოვიდეს წვეთები.
- დაიჭირეთ ბოთლი ცერა და შუა თითებს შორის და გადმოაბრუნეთ.
- იმისათვის, რომ ოკულუსის ერთი წვეთი ჩაიწვეთოთ, გადმობრუნებულ ბოთლს დააწექით ერთხელ მსუბუქად საჩვენებელი თითით (ნახ. 4).
- გადაწიეთ თავი უკან და თვალის ქვედა ქუთუთო ოდნავ ჩამოწიეთ ისე, რომ შექმნათ პატარა ჯიბე ქუთუთოსა და თვალს შორის. წვეთი უნდა მოხვდეს ჯიბეში (ნახ. 5).
- მიიტანეთ საწვეთურის წვერი თვალთან. თუ გჭრდებათ დახმარება, გამოიყენეთ სარკე.
- არ შეახოთ საწვეთური ქუთუთოს, თვალის გარშემო ზედაპირს ან სხვა ზედაპირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საწვეთური შეიძლება დაბინძურდეს მიკროორგანიზმებით.
- ოკულუსის გამოყენების შემდეგ ნელა გაითავისუფლეთ ქუთუთო, დახუჭეთ თვალები და დააჭირეთ თითი თვალის კუთხეს ცხვირის მიმართულებით. ეს დაგეხმარებათ შეაჩეროთ პრეპარატის მოხვედრა სხეულის სხვა ნაწილებში.
- თუ ორივე თვალში გჭირდებათ ჩაწვეთება, გაიმეორეთ ზემოთ ხსენებული პროცედურა მეორე თვალზეც.
- თუ წვეთი თვალში ვერ მოხვდა, პროცედურა გაიმეორეთ ხელახლა.
- გამოყენების შემდეგ, ბოთლს მჭიდროთ დაახურეთ თავსახური.
- საწვეთურის წვერი გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი წვეთისთვის, არ სცადოთ საწვეთურის წვერის გაფართოება.
თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებსაც, მათი გამოყენება უნდა მოხდეს 10-15 წუთიანი შუალედებით.
ნახატი 1 |
ნახატი 2 |
ნახატი 3 |
ნახატი 4 |
ნახატი 5 |
ნახატი 6 |
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
ჩვილებში და ბავშვებში გამოყენება შეზღუდულია.
გამოყენება ხანდაზმულებში
ოკულუსის კვლევისას, მისი მოქმედება ხანდაზმულებშიც და ახალგაზრდა პაციენტებშიც ერთნაირი იყო.
განსაკუთრებული პირობები
გამოყენების განსაკუთრებული პირობები არ არის მოცემული.
გამოყენება ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის დროს
აცნობეთ ექიმს ღვიძლის არსებული პრობლემების შესახებ ან თუ მსგავსი პრობლემა გქონიათ წარსულში.
გამოყენება კონტაქტური ლინზების ხმარების დროს:
აუცილებელია ლინზების მოხსნა პრეპარატის გამოყენებამდე და მათი ხელახლა ჩასმა ჩაწვეთებიდან 15 წთ-ის შემდეგ.
თუ თქვენ თვლით, რომ ოკულუსის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბება
თუ ოკულუსი ჭარბი დოზით გამოიყენეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ პრეპარატის დიდი დოზა ჩაიწვეთეთ თვალში ან გადაყლაპეთ, სხვა მოვლენებთან ერთად, შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა, სუნთქვის გართულება, ან გულისცემის შესუსტება.
თუ დაგავიწდათ ოკულუსის გამოყენება
მნიშვნელოვანია პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ იგი რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა, თუ თითქმის დამდგარია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და დაუბრუნდით დოზირების რეგულარულ განრიგს.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ოკულუსის გამოყენების შეწყვეტა
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებს შეწყვიტამდე აცნობეთ თქვენს ექიმს. პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც ოკულუსის შემადგენელ ნივთიერებებზე ჰიპერმგრძნობელობა აქვთ. სასწრაფოდ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან მიმართოთ უახლოეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი:
გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის შეშუპება, რომელიც შესაძლოა განვითარდეს სახეზე და კიდურებზე და შესაძლოა, მოახდინოს სასუნთქი გზების გაუვალობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება ან გამონაყარი ქავილით, გენერალიზებული და ლოკალური გამონაყარი, ქავილი, მწვავე, უეცარი, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.
შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე ჩამოთვლილია ქვემოთ:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არც ისე ხშირი: შეიძლება1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა.
კლინიკური კვლევების ან პოსტ-მარკეტინგული კვლევების თანახმად, ოკულუსს ან მის შემადგენელ ინგრედიენტებს თან სდევს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი:
თვალების წვის და ჩხვლეტის შეგრძნება, პირში უჩვეულო გემო.
ხშირი:
თვალების და თვალების გარშემო სიწითლე, თვალების ქავილი ან ცრემლდენა, რქოვანას ეროზია (თვალის გუგის წინა შრის დაზიანება), შეშუპება და/ან გაღიზიანება თვალის გარშემო, თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება, რქოვანას მგრძნობელობის შესუსტება (ვერ აცნობიერებთ თვალში რაღაცის ჩავარდნას და ვერ გრძნობთ ტკივილს), თვალების ტკივილი, თვალის სიმშრალე, ბუნდოვანი მხედველობა, თავის ტკივილი, სინუსიტი (ცხვირში მოჭერის ან დახშობის შეგძნება), შეუძლოდ ყოფნა, ასევე, გულისრევის შეგრძნება, სისუსტე/დაქანცულობა და დაღლილობა.
არც ისე ხშირი:
თავბრუსხვევა, დეპრესია, ირისის ანთება, მხედველობის პრობლემები, მათ შორის რეფრაქციული დარღვევები (ზოგიერთ შემთხვევაში იმ მედიკამენტების ამოღების გამო, რომელიც განკუთვნილის თვალის გუგის ზედმეტად დავიწროების სამკურნალოდ), გულის ცემის შენელება, გულის წასვლა, დისპეპსია (მოუნელებლობა), ქვები თირკმელებში (ხშირად გამოხატულია ზურგის ქვედა და/ან გვერდით მხარეს, საზარდულის ან მუცლის მიდამოებში მოულოდნელი ძლიერი, მწვავე ტკივილის დაწყებით).
იშვიათი:
სისტემური წითელი მგლურა (იმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ანთება), ხელების ან ფეხების გაშეშება ან გაბუჟება, ძილის პრობლემები, კოშმარები, მხედვლობის, მეხსიერების დაკარგვა, მიასთენია გრავის (კუნთების დაავადება) ნიშნების და სიმპტომების მომატება, დაქვეითებული სექსუალური მოთხოვნილებები, ინსულტი, დროებითი ახლომხედველობა, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტისას, სისხლძარღვთა ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ ბადურის ქვემოთ არსებული ფენის გაშორიშორება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები, ჩამოშვებული ქუთუთოები (თვალი ნახევრად დახუჭულ მდგომარეობაში), მხედველობის გაორება, ქუთუთოს კიდის ქერქით დაფარვა, რქოვანას შეშუპება (მხედველობის პრობლემების სიმპტომებით), დაბალი თვალშიგა წნევა, ხმაური/წუილი ყურებში, დაბალი არტერიული წნევა, გულისცემის რიტმის ან სიჩქარის ცვლილება, გულის ქრონიკული უკმარისობა (გულის დაავადება ქშინვით და ფეხების და ტერფების შეშუპებით,
რაც გამოწვეულია სითხის დაგროვებით), შეშუპება, ცერებრალური იშემია (მცირდება ტვინში სისხლის მიწოდება), ტკივილი გულმკერდის არეში, პალპიტაციები (აჩქარებული და/ან არარეგულარული გულისცემა), გულის შეტევა, რეინოს სინდრომი, ხელების და ტერფების შეშუპება ან გაციება და კიდურებში ცირკულაციის შემცირება, ფეხის კრუნჩხვა (გაკავება) და/ან ფეხის ტკივილი სიარულის დროს (კოჭლობა), ქშინვა, ქოშინი, სურდო და ცხვირის დახშობა, ცხვირიდან სისხლდენა, ფილტვების საჰაერო გზების შეკუმშვა, რაც იწვევს სუნთქვის გართულებას, ხველას, ყელის გაღიზიანებას, პირის სიმშრალეს, დიარეას, კონტაქტურ დერმატიტს, თმის ცვენას, კანზე მოვერცხლისფრო თეთრი ფერის გამონაყარს (ფსორიაზოფორმული გამონაყარი), პეირონის დაავადება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ასოს გამრუდება), ალერგიული ტიპის რეაქციები, როგორიცაა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია ტუჩების, თვალების და პირის ღრუს შეშუპება, ხიხინი ან კანისმიერი მძიმე რექციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
თვალში ჩასაწვეთებელი სხვა მედიკამენტების მსგავსად, თიმოლოლი შეიწოვება სისხლში. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს, იგივე გვერდითი მოვლენები, როგორსაც იწვევს პერორალურად მისაღები ბეტა-ბლოკერი აგენტები. გვერდითი მოვლენის ტიპიური შემთხვევები ოფთალმოლოგიური გამოყენების დროს ნაკლებია, ვიდრე მედიკამენტის პერორალურად მიღების ან ინექციის დროს. თვალის დაავადებების მკურნალობისას, ჩამოთვლილი დამატებითი გვერდითი მოვლენები შეიცავს იმ რეაცქიებსაც, რომელსაც იწვევენ ბეტა-ბლოკერის კლასის პრეპარატები.
უცნობი:
გლუკოზის დაბალი დონე სისხლში, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, კუნთების ტკივილი, რომელიც არ არის დაკავშირებული ვარჯიშთან, სექსუალური დისფუნქცია.
შენახვის წესი
შეინახეთ ოკულუსიბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალი შეფუთვით.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბოთლი თავის მუყაოს ყუთში.
ოკულუსის გამოყენება ხდება გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
გამოიყენეთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად
ნუ გამოიყენებთ ოკულუსსშეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ არ იყენებთ პრეპარატს, ბოთლს მჭიდროთ დაახურეთ თავსახური.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი ოკულუსი.
გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მარკეტინგულიავტორიზაციისმფლობელი:
BİLİM İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
სტამბული/თურქეთი
მწარმოებელი
მეფარ İLAÇ SAN. A.Ş.
34906 ფენდიკი-სტამბული.