ტეტრაციკლინი მალ 3% 15გ(ნიჟფ

ტეტრაციკლინი მალ 3% 15გ(ნიჟფ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 927
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტეტრაციკლინი



პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ტეტრაციკლინი
საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება: ტეტრაციკლინი
ქიმიური სახელწოდება: [4S-(4ალფა,4a ალფა, 5a ალფა, 6ბეტა, 12a ალფა)]-4-(დიმეთილამინო)-1,4,4a,5,5a,6,11,12a-ოქტაჰიდრო-3,6,10,12,12a-პენტაჰიდროქსი-6-მეთილ-1,11-დიოქსო-2-ნაფტაცენკარბოქსამიდი (ჰიდროქლორიდის სახით).
წამლის ფორმა: მალამო.

შემცველობა:
100 გ მალამო შეიცავს: ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს _ 3.0 გ (აქტივობით 1000 მკგ/მგ მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) და დამხმარე ნივთიერებები (ლანოლინი უწყლო, პარაფინი, ცერეზინი, გოგირდმჟავე ნატრიუმი პირო, ვაზელინი) _ 100 გ-მდე.

აღწერილობა: ყვითელი ფერის მალამო.

ფარმაკოთერაპიული
ჯგუფი:
ანტიბიოტიკი, ტეტრაციკლინი (კოდი ATC: D06AA04)

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტეტრაციკლინების ჯგუფის მოქმედების ფართო სპქტრის ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი. არღვევს კომპლექსის წარმოქმნას რნმ და რიბოსომს შორის, რაც იწვევს ცილის სინთეზის დარღვევას. აქტიურია Propionibacterium acnes (Corynebacterium acne), გრამდადებითი (Streptococcus spp., Staphylococcus spp., Haemophilus influenzae, Listeria spp., Bacillis anthracis)  და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (Neisseria gonorhoeae, Bordetella pertussis, Escherichia coli, Enterobacter spp., Klibsiella spp., Salmonella spp., Shigella spp.), და ასევე Rickettsia spp., Chlamidia spp., Mycoplasma spp., Treponema spp. მიმართ. მდგრადია: Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp. მიმართ, Bacteroides spp. და სოკოების შტამების უმრავლესობა, მცირე ვირუსები.

გამოყენების
ჩვენებები
რბილი ქსოვილების ჩირქიანი ინფექციები, ფურუნკულოზი, ინფიცირებული ეგზემები, ფერიჭამიები, ფოლიკულიტი.

უკუჩვენებები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა, კანის სოკოვანი დაავადებები, ბავშვთა ასაკი 11 წლამდე.

გამოყენების წესი და დოზები
გარეგანად. მალამო წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე 1-2-ჯერ დღე-რამეში.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, მსუბუქი წვა, კანის სიწითლე), ფოტოსენსიბილიზაცია.

გამოშვების ფორმა
ტეტრაციკლინი, მალამო 3% 10 ან 15 გ ტუბებში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის
პირობები
სია ბ.
მშრალ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 200C.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ

მწარმოებელი:
ღსს “ნიჟფარმი”, რუსეთი
603950, ნიჟნი ნოვგოროდი
გსპ-459, სალგანსკაიას ქ. 7
ფაქსი: (8312) 78-80-03
ტელ.: (8312) 78-80-88