ნესტლე-ნესტოჟენი 1 1050გ

ნესტლე-ნესტოჟენი 1 1050გ

61.60 ლარი 43.12 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
კატეგორია: რძის ნაზავი
კოდი: 92553
გააზიარე:

მნიშვნელოვანი შენიშვნა! ყურადღება!ადრეული ასაკის ბავშვების კვებისთვის უპირატესობა ენიჭება ძუძუთი კვებას. ჩვილისთვის იდეალურ საკვებს წარმოადგენს დედის რძე. ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს. სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით საბავშვო ნარევის გამოყენებით, რჩევისთვის მიმართეთ მედიცინის მუშაკს. ზუსტად დაიცავით ყველა ინსტრუქცია საკვების მიღებასა და მომზადებასთან დაკავშირებით.

ბავშვთა კვების პროდუქტი ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. მშრალი ადაპტირებული რძიანი ნარევი მომენტალური მომზადებისთვის „ნესტოჟენ 1“, ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებითა და ლაქტობაქტერიებით, ბავშვებისთვის დაბადებიდან 12 თვემდე. ინგრედიენტები: ცხიმგაცლილი რძე, დემინერალიზებული რძის შრატი, ლაქტოზა, მალტოდექსტრინი, მცენარეული ზეთების ნარევი (რაფსის დაბალერუკული, მზესუმზირის, მზესუმზირის მაღალოლეინური, ქოქოსის), რძის ცხიმი, პრებიოტიკები (გალაქტოოლიგოსაქარიდები (GOS) და ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS)), კალციუმის ციტრატი, ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), კალიუმის ციტრატი, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ფოსფატი, მაგნიუმის ქლორიდი, ვიტამინების კომპლექსი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, თევზის ცხიმი, ლაქტობაქტერიების კულტურა L. reuteri, ტაურინი, ინოზიტი, რკინის სულფატი, თუთიის სულფატი, ნუკლეოტიდები, L-კარნიტინი, სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი, კალიუმის იოდიდი, ლუტეინი, ნატრიუმის სელენატი. შეფუთულია მოდიფიცირებულ ატმოსფეროში აზოტით.არ შეიცავს პალმის ზეთს. კვებითი ღირებულება 100 მლ გამოსაყენებლად მზა ნარევზე: ენერგეტიკული ღირებულება — 67 კკალ / 281 კჯ; ცილები (კაზეინი / რძის შრატის ცილები 40/60) — 1,34 გ; ტაურინი — 4,4 მგ; ცხიმები — 3,3 გ; ლინოლის მჟავა — 547 მგ (ცხიმოვანი მჟავების ჯამის 16,5%);α-ლინოლენის მჟავა — 65 მგ; დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) — 3,0 მგ; მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები — 1,3 გ; ნახშირწყლები — 7,8 გ; ლაქტოზა — 5,66 გ (ნახშირწყლების საერთო რაოდენობის 72,5%); მალტოდექსტრინი — 2,19 გ; მათ შორის შაქრები — 5,84 გ; პრებიოტიკები (GOS, FOS) — 0,253 გ; მათ შორის: გალაქტოოლიგოსაქარიდები — 0,228 გ; ფრუქტოოლიგოსაქარიდები — 0,025 გ. მინერალური ნივთიერებები: ნაცარი — 0,35 გ; მარილი — 0,070 გ; ნატრიუმი — 28 მგ; კალიუმი — 78 მგ; ქლორიდები — 44 მგ; კალციუმი — 52,7 მგ; ფოსფორი — 32 მგ;მაგნიუმი — 5,4 მგ;რკინა — 0,67 მგ;სპილენძი — 0,05 მგ;თუთია — 0,75 მგ;იოდი — 14,0 მკგ;მანგანუმი — 18 მკგ; სელენი — 2,0 მკგ;ფტორი — <8 მკგ. ვიტამინები:ვიტამინი A — 78,7 მკგ რეტინოლის ექვ.;ვიტამინი D — 0,93 მკგ;ვიტამინი E — 0,93 მგ ტოკოფეროლის ექვ.;ვიტამინი K — 5,5 მკგ;ვიტამინი C — 13,3 მგ;ვიტამინი B1 — 0,07 მგ;ვიტამინი B2 — 0,1 მგ;ნიაცინი — 0,56 მგ;ვიტამინი B6 — 0,04 მგ;ფოლიუმის მჟავა — 10 მკგ;პანტოთენის მჟავა — 0,47 მგ;ვიტამინი B12 — 0,17 მკგ;ბიოტინი — 1,9 მკგ;ქოლინი — 8,7 მგ;ინოზიტი — 8,0 მგ;L-კარნიტინი — 1,2 მგ;ლუტეინი — 0,01 მგ;ნუკლეოტიდები — 2,0 მგ;ოსმოლალობა — 247 მოსმ/კგ;ლაქტობაქტერიები Lactobacillus reuteri — არანაკლებ 1,0 × 10⁶ კწე/გ.

კვების ცხრილი:საზომი კოვზის მოცულობა — 4,45 გ; 100 მლ = 13,35 გ ფხვნილი (3 საზომი კოვზი) + 90 მლ წყალი. ცხრილში მითითებული მოხმარებული ნარევის მოცულობები და კვებათა სიხშირე შესაძლოა განსხვავდებოდეს ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად. გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან. ცოცხალი ბაქტერიების შესანარჩუნებლად ანადუღარი წყალი უნდა გააგრილოთ დაახლოებით სხეულის ტემპერატურამდე (37°C) და ამის შემდეგ დაამატოთ მშრალი ფხვნილი.

შენიშვნა :ნარევის მოსამზადებლად აუცილებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ თანდართული, არაგადავსებული საზომი კოვზი. ფხვნილის არასწორი რაოდენობის გახსნამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გაუწყლოება ან კვების დარღვევა. პროპორციების შეცვლა დაუშვებელია მედიცინის მუშაკის რჩევის გარეშე. ამ ასაკში ბავშვის კვება ხდება უფრო მრავალფეროვანი (თანდათან ემატება ფაფები, ბოსტნეული, ხილი, ხორცი და თევზი). ბავშვის მოთხოვნილებების ინდივიდუალური განსხვავებების გამო, რჩევისთვის მიმართეთ მედიცინის მუშაკს. გაფრთხილება : ნარევი უნდა მომზადდეს უშუალოდ ყოველი კვების წინ. კვების შემდეგ დარჩენილი ნარევი არ ექვემდებარება შენახვას ან შემდგომ მოხმარებას. აუდუღარი წყლისა და გამოუხარშავი ბოთლების გამოყენებამ, ასევე არასწორმა შენახვამ, ტრანსპორტირებამ, მომზადებამ და კვებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობაზე. ლაქტობაქტერიები როიტერი — Lactobacillus reuteri (DSM 17938), BIOGAIA A.B.-ის ლიცენზიით, პატენტი №2435844.

მომზადების წესი : 1 სანამ შეუდგებოდეთ ბავშვისთვის ნარევის მომზადებას, დაიბანეთ ხელები.2 გულდასმით გარეცხეთ ბოთლი, საწოვარა და სახურავი, რათა მათზე არ დარჩეს რძის კვალი.3 ადუღეთ ისინი 5 წუთის განმავლობაში. დააფარეთ გამოყენებამდე.4 გადაადუღეთ სასმელი წყალი 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გააგრილეთ 37°C-მდე. 5კვების ცხრილის მიხედვით ჩაასხით ბოთლში თბილი წყლის ზუსტი რაოდენობა.6 საზომი კოვზის გამოყენებამდე, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში, აუცილებლად გულდასმით გარეცხეთ და შემდეგ გააშრეთ იგი. ნარევის მოსამზადებლად გამოიყენეთ მხოლოდ არაგადავსებული საზომი კოვზი.7კვების ცხრილის მიხედვით დაამატეთ საზომი კოვზით მშრალი ფხვნილის ზუსტი რაოდენობა, ბავშვის ასაკის შესაბამისად.8 დახურეთ ბოთლი და ანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე.9 საკვების მომზადების შემდეგ შეფუთვა მჭიდროდ დახურეთ. გახსნის შემდეგ სურსათი გამოიყენეთ 3 კვირის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული მაცივარში შენახვა.გახსნამდე და გახსნის შემდეგ კოლოფი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის არაუმეტეს 75% პირობებში.დამზადების თარიღი (MAN), უმჯობესია გამოყენებული იქნას -მდე (EXP) და პარტიის ნომერი მითითებულია შეფუთვის ძირზე.

მწარმოებელი : შპს „ნესტლე რუსია“, 115054, რუსეთი, ქ. მოსკოვი, პაველეცკის მოედანი, სახლი 2, შენობა 1 (ფილიალი ქ. ვოლოგდაში: 160010, რუსეთი, ქ. ვოლოგდა, მიხაილ პოპოვიჩის ქუჩა, სახლი 4 ). იმპორტიორი საქართველოში : შპს „ნესტლე საქართველო“, ჭავჭავაძის გამზ. 34, მე-8 სართ., თბილისი.® SOCIÉTÉ DES PRODUITS NESTLÉ S.A. (შვეიცარია) — სავაჭრო ნიშნის (ნიშნების) მფლობელი.