მიროზოლი 150მგ #1კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მიროზოლი 150მგ კაფსულა
(1 კაფსულისთვის)
პერორალური გამოყენებისთვის
- აქტიური ნივთიერება: თითო კაფსულა შეიცავს 150მგ ფლუკონაზოლს;
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
პრეპარატის მიღებამდე მთლიანად და ყურადღებით გაეცანით ამ ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ ექიმს ჰოსპიტალში ვიზიტის დროს.
- მკაცრად მიყევით ამ ინსტრუქციებს. ნუ გამოიყენებთ დანიშნულზე მეტ ან ნაკლებ დოზას.
მოცემული ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რა არის მიროზოლი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ მიროზოლის გამოყენებამდე
3. როგორ მივიღოთ მიროზოლი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ შევინახოთ მიროზოლი
1. რა არის მიროზოლი და რისთვის გამოიყენება
მიროზოლი - 1 ზომის, ვარდისფერი/ვარდისფერი, მყარი ჟელატინის კაფსულა, რომელიც შეიცავს ფხვნილს.
მიროზოლი არის პრეპარატების ჯგუფის ერთერთი წარმომადგენელი, რომელთაც ეწოდებათ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები და გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. მისი აქტიური ნივთიერებაა ფლულკონაზოლი.
მიროზოლი გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების, რომელსაც ეწოდება კანდიდა.
ეს პრეპარატი შეიძლება დაგენიშნოთ თქვენი ექიმის მიერ საშოს რძიანას, საშოს და პენისის ინფექციების სამკურნალოდ.
2. რა უნდა ვიცოდეთ მიროზოლის გამოყენებამდე
არ მიიღოთ მიროზოლის კაფსულა თუ თქვენ:
• ხართ ალერგიული შემდეგი ნივთიერებების მიმართ:
ო მიროზოლის ნებისმიერი კომპონენტი;
ო ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც მიგიღიათ სოკოს სამკურნალოდ. სიმპტომი შეიზლება მოიცავდეს ქავილს, კანის გაწითლებას და სუნთქვის გაძნელებას;
• ღებულობთ ტერფენადინს ან ასტემიზოლს, ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
• ღებულობთ ცისაპრიდს კუჭის დარღვევების სამკურნალოდ;
• გაწუხებთ შიზოფრენია და ღებულობთ პიმოზიდს (როგორც ანტიფსიქოზურ საშუალებას) რომელიც გამოიყენება ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის შიზოფრენია, ფსიქოზური დეპრესია და ა.შ.
• ღებულობთ ქინიდინის შემცველ ნებისმიერ პრეპარატს არითმიის სამკურნალოდ.
მიროზოლი კაფსულა გამოიყენეთ სიფრთხილით:
თუ თქვენ:
• ხართ 16 წლამდე ასაკის;
• გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;
• გაქვთ კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის არანორმალური დონე სისხლში;
• გაწუხებთ სერიოზული დაავადება, განსაკუთრებით შიდსი, კიბო და ა.შ.
• ერთდროულად ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ დააზიანონ ან გააღიზიანონ ღვიძლი, ან გაქვთ თანმხლები დაავადება, რომლის დროსაც კვდება ღვიძლის უჯრედები (ღვიძლის ნეკროზი). ფლუკონაზოლის მიერ ღვიძლის დაზიანება ან გაღიზიანება შექცევადია. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს მდგომარეობას და საჭიროებისას, ღვიძლის სერიოზული დაზიანების შემთხვევაში შეწყვეტს მკურნალობას;
• გაგივითარდათ კანის ექსფოლიაციური რეაქცია, როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. თქვენი ექიმი შეგიწყვეტთ მკურნალობას თუ თქვენ გაგივითარდებათ ბუშტუკების მსგავსი დაავადება ან ჰიპერსენსიტიურობა, რომელიც ჩვეულებრივ გაივლის თავისით და რომელიც იწვევს მაქმანის მსგავს სიწითლის წარმოქმნას ხელებზე, სახეზე და ფეხებზე;
• ღებულობთ ალერგიის სამკურნალო პრეპარატს, რომელიც შეიცავს 400მგ ტერფენადინს დღეში;
• თუ თქვენ გაგივითარდათ ალერგენების მიმართ ძალიან ძლიერი რექცია, მოულოდნელი ჰიპერსენსიტიურობა;
• გაქვთ იონების და მინერალების დისბალანსი სისხლში (ელექტროლიტების დარღვევა);
• მიროზოლთან ერთად იტარებთ სხვა მკურნალობას;
• მიროზოლთან ერთად ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც არ განიცდიან მეტაბოლიზმს ჩY3A4 (ღვიძლის ფერმენტი) მიერ, მაგრამ ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ Qთ ინტერვალს, გულის ელექტრული აქტივობის შესწავლით (ეკგ). ეკგ-თი შეინიშნება, რომ ზოგიერთი აზოლი, მათ შორის ფლუკონაზოლი ზრდის Qთ ინტერვალს;
• გაწუხებთ გულის პრობლემები მათ შორის არითმია;
• გაქვთ თანდაყოლილი ან დოკუმენტირებული მდგომარეობა რომელიც იწევს სერიოზულ არითმიას და უცაბედ სიკვდილს;
• გაქვთ უეცარი ან მიმდინარე მიოკარდიუმის დაავადება, განსაკუთრებით იმ პირებს, რომელთაც აწუხებთ გულის უკმარისობა;
• გაქვთ გულის რითმი 60-ზე ნაკლები წუთში (სინუსური ბრადიკარდია);
• გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში ნებისმიერი პერიოდით.
მიროზოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არსებობს სპეციალური გაფრთხილებები.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თქვენ არ უნდა მიიღოთ მიროზოლი ორსულობის დროს, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ნუ გამოიყენებთ მიროზოლს ლაქტაციის დროს.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულყრა.
მნიშვნელოვან ინფორმაცია მიროზოლის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
რადგანაც ამ პრეპარატების მიღება არ შეიძლება მიროზოლთან ერთად, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ:
• ღებულობთ ასტემიზოლის ან ტერფენადინის შემცველ პრეპარატებს (ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინური პრეპარატები);
• ღებულობთ ცისაპრიდს კუჭის მოშლილობისთვის;
• გაქვთ შიზოფრენია და ღებულობთ პიმოზიდს, რომელიც არის ანტიფსიქოზური საშუალება;
• ღებულობთ ქინიდინის შემცველ პრეპარატებს გულის არითმიის სამკურნალოდ;
მიროზოლის ერთდროული გამოყენება ანტიბიოტიკ ერითრომიცინთან არ არის რეკომენდებული.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ექიმმა იცის რომ თქვენ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს. ზოგიერთი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია ურთიერთქმედება მიროზოლთან, მოცემულია ქვემოთ. ამ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს და დოზის კორექციას:
• ალფენტანილი, ფენტანილი, როგორც საანესთეზიო საშუალება;
• ამიტრიპტილინი და ნორტრიპტილინი, რომელიც გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტი;
• ამფოტერიცინი B, რომელიც გამოიყენება როგორც სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ზოგიერთი სოკოვანი ინფექციის დროს;
• პრეპარატები, რომლებიც ათხელებენ სისხლს, თრომბის საპრევენციოდ (ვარფარინი და მსგავსი პრეპარატები);
• აზიტრომიცინი (ანტიბიოტიკი);
• ბენზოდიაზეპინები, როგორიც არის მიდაზოლამი, ტრიაზოლამი ან მსგავსი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ძილობისთვის ან აგზნებისთვის;
• კალციუმის არხების ბლოკატორები, როგორიც არის ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი, ფელოდიპინი ჰიპერტენზიისთვის და ზოგიერთი გულის დაავადების სამკურნალო;
• ცელეკოქსიბი ართრიტის სამკურნალოდ;
• ციკლოფოსფამიდი კიბოს სამკურნალოდ;
• ჰალოფანტრინი მალარიის სამკურნალოდ;
• HMG-ჩო A რედუქტაზას ინჰიბიტორები, როგორიც არის ატორვასტატინი და სიმვასტატინი, რომლებიც მეტაბოლიზდება ჩYP3A4-ს მიერ ან ფლუვასტატინი, რომელიც მეტაბოლიზდება ჩYP2ჩ9-ს მიერ, რომელიც გამოიყენება ლიპიდური დაავადების სამკურნალოდ;
• ლოზარტანი არტერიული წნევის დასაქვეითებლად;
• მეტადონი, რომელიც გამოიყენება ჰეროინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ;
• ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიც არის ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი;
• პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები;
• ენდოგენური სტეროიდები;
• პრედნიზოლონი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა მწვავე მოშორების საწინააღმდეგოდ და ანთების სამკურნალოდ;
• საქვინავირი, რომელიც გამოიყენება შიდს-ის სამკურნალოდ;
• ვინკა ალკალოიდები, რომლებიც გმოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ;
• ვიტამინი A;
• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი;
• შარდმდენები, როგორიც არის ჰიდროქლორთიაზიდი, რომელიც გამოიყენება სითხის შეკავების და მაღალი არტერიული წნევის დროს;
• კარბამაზეპინი, ფენიტოინი (რომელიც გამოიყენება გულყრების სამკურნალოდ);
• რიფამპიცინი და რიფამბუტინი (ანტიბიოტიკები ინფექციის სამკუნრალოდ);
• ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი გადანერგილი ორგანოს მოშორების პრევენციისთვის;
• თეოფილინი ასთმის სამკურნალოდ;
• ზიდოვუდინი, ასევე ცნობილი როგორც Aძთ; რომელიც გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ)-ინფიცირებულ პაციენტებში;
• ვერიკონაზოლი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების საპრევენციოდ.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს.
3. როგორ მივიღოთ მიროზოლი
რეკომენდაციები ოპტიმალური გამოყენებისთვის და დოზირება/მიღების სიხშირე
გენიტალური სოკო: 150მგ ერთჯერადად.
ვაგინალური რძიანას განმეორების სიხშირის შესამცირებლად, 150მგ დოზა შეიძლება იქნას მიღებული ერთჯერად, თვეში ერთხელ. თუმცა მკურნალობის ხანგრძლივობა ვარირებს სხვადასხვა პაციენტში, ის უნდა გრძელდებოდეს 4-12 თვე. ზოგ პაციენტს შეიძლება დაჭირდეს უფრო ხშირი გამოყენება.
გასათვალისწინებელია წყვილების მკურნალობა, რომელთაც აქვთ სიმპტომური გენიტალული სოკო.
მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ნაცხის და სხვა ლაბორატორიული ანალიზების პასუხის მიღებამდე. თუმცა, როგორც კი შედეგი იქნება ხელმისაწვდომი, საჭიროა ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყება.
საჭიროა პარატნიორების მკურნალობა, ვისაც აქვს სიმპტომური გენიტალური კანდიდოზი.
მიღების გზა და მეთოდი
გამოიყენება პერორალურად.
ვაგინალური კანდიდოზის (კანდიდოზური ბალანიტი) სამკურნალოდ საჭიროა თითო კაფსულის მიღება პერორალურად.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით.
მიროზოლის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მისგან დამოუკიდებლად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
პედიატრიული პოპულაცია:
თუ ექიმი არ დანიშნავს სხვაგვარად, ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზა არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მოხუცები:
თუ თქვენ არ გაქვთ პრობლემები თირკმლის მხრივ, შესაძლებელია მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზის გამოყენება.
განსაკუთრებული სიტუაციები:
თირკმლის უკმარისობა:
ერთჯერადი დოზით მკურნალობისას დოზის კორექცია არ არის საჭირო. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა, თქვენი თირკმლის ფუნქციის შესაბამისად.
ღვიძლის უკმარისობა:
არ მიესადაგება.
თუ თქვენ თვლით, რომ მიროზოლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი მიროზოლი კაფსულა
მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული დოზირების დაცვა. ერთდროულად ერთზე მეტი კაფსულის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუძლოდ ყოფნა.
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი მიროზოლი კაფსულები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ მიროზოლის მიღება
ნუ მიიღებთ გამორმაგებულ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ეფექტები, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიროზოლით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:
ექიმის რჩევის გარეშე ნუ შეწყვეტთ მიროზოლით მკურნალობას. იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, თქვენი ექიმი შეგირჩევთ თქვენთვის საუკეთესო მეთოდს. მიროზოლის გამოყენებასთან დაკავშიებით პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, მიროზოლსაც შეუძლია გერდითი მოვლენების გამოწვევა მისი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.
რამოდენიმე პირს განუვითარდა ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია. თუ თქვენ გაგივითარდათ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
• მოულოდნელი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ან მკერდის შებოჭილობა;
• ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
• მთელი სხეულის ქავილი, კანის გაწითლება ან წითელი ლაქები ქავილით;
• გამონაყარი კანზე;
• კანის ძლიერი რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი, რომელიც იწვევს ბუშტუკების წარმოქმნას (რამაც შეიძლება დააზიანოს პირის ღრუ და ენა);
• თუ თქვენ გაქვთ შიდს-ი, მაშინ თქვენ ხართ კანის მხრივ ძლიერი რეაქციის გამოვლენის მაღალი რისკის ქვეშ ისეთი პრეპარატების საპასუხოდ, როგორიც არის მიროზოლი.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: გვხვდება 10-დან 1 პაციენტში
ხშირი: გვხვდება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: გვხვდება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: გვხვდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ძალიან იშვიათი: გვხვდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია
ძალიან ხშირი: გვხვდება 10-დან 1 პაციენტში
• შეუძლოდ ყოფნა
• დისკომფორტი კუჭის მიდამოში
• ფაღარათი
• შებერილობა
• გამონაყარი
• თავის ტკივილი
ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ არის მსუბუქი ხასიათის. თუმცა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარების, ამ მოვლენებისგან დისკომფორტის განვითარების ან მათი გახანგრძლივების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა გვერდითი მოვლენები:
• ქავილი
• შეუძლოდ ყოფნა
• გულყრა
• სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება
• სისხლში ქოლესტეროლის, ლიპიდების ან მარილის დონის მომატება
• ღვიძლის დაზიანება, ასევე კანის და თვალების გაყვითლება (სიყვითლე)
• თმის ცვენა
• გაბრუება
• გემოვნების შეცვლა
• გულის რითმის ცვლილება
• უძილობა
• ძილიანობა
• კუნთების ტკივილი
• დაღლილობა
• წონასწორობის დარღვევის გამო თავბრუსხვევა (ვერტიგო).
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევში, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ შევინახოთ მიროზოლი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში, არაუმეტეს 30*ჩ-ზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
ნუ გამოიყენებთ მიროზოლს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
ი.ე. ულაგაი ილაჯ სანაი თურქ. ა.ს. მასლაკ მაჰ. შუმერ სოკ. #4 მასლაკის ოფისის შენობა K:7-8 34485 მასლაკი, შარიერი/სტამბოლი
საწარმოო მოედანი:
ი.ე. ულაგაი ილაჯ სანაი თურქ. ა.ს. დავუთფაშა კად. #12 (34010) ტოპკაპი-სტამბოლი.
ინსტრუციის ბოლო დამტკიცების თარიღი: 05.2012
თარგმანი სწორია: