სინკუმარი 2მგ #50ტ

სინკუმარი 2მგ #50ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აცენოკუმაროლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 923
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სინკუმარი
(Acenocoumarol)

ჩვენება:
პრეპარატი ავლენს შედედების საწინააღმდეგო მოქმედებას. იგი გამოიყენება თრომბოზის, ემბოლიის, თრომბოემბოლიის, თრომბოფლებიტის, თრომბოემბოლიური გართულებისას, მიოკარდიუმის ინფარქტის, ემბოლური ინსულტის და სხვა ორგანოების დაზიანების დროს. ქირურგიაში იყენებენ პოსტოპერაციული თრომბოემბოლური გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ფარმაკოლოგიური თვისება:

პრეპარატი წარმოადგენს ვიტამინ ”K”-ს ანტაგონისტს. იგი არღვევს ღვიძლში პროთრომბინის (II ფაქტორი), პროკორვერტინის (VII ფაქტორი) და შედედების IX და X ფაქტორების სინთეზს. მოქმედების პიკი აღინიშნება მიღებიდან 24-48 სთ-ის შემდეგ. მისი მიღების შეწყვეტიდან პროთრომბინის საწყისი დონე აღდგება 2-4 დღე-ში.

დოზირება და მიღების წესი:

დოზას ადგენენ ინდივიდუალურად. პირველ დღეს ინიშნება 8-12 მგ, ხოლო მეორე დღეს 4-8 მგ. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1-8 მგ-ს დღეში. მიღების ჯერადობაა ერთხელ დღეში, ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღებისას აღინიშნება შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები: სისხლდენა, იშვიათად კანის ნეკროზი, ალერგიული რეაქციები, თმის ცვენა, გამონაყარი, ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სისხლში ტრანსამინაზების დონის მომატება.

უკუჩვენება:

პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია სისხლდენის (მწვავე ცერებროვასკულური სისხლდენა, დიაბეტური რეტინოპათია, K და C ჰიპოვიტამინოზი, წყლულოვანი დაავადება, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა, აგრეთვე სისხლდენა კუჭ-ნაწლავისა და უროგენიტალური ტრაქტიდან), ავთვისებიანი ჰიპერტონიის, სხვადასხვა ფორმის მძიმე ტრავმების დროს, აგრეთვე ორსულობის დროს. აცეკუმაროლის გამოყენება თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე დაავადებებისას, თირეოტოქსიკოზის მკურნალობისას რადიაქტიური იოდით, ანტითრომბოზული პრეპარატების (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავას ან ციკლოპიდინის) მიღებისას, ვასკულიტის არსებობისას, გულის სარქვლების დაზიანებისას ინფექციური ენდოკარდიტით, პერიკარდიტის დროს შესაძლოა მხოლოდ ყველა პოტენციური არასასურველი შედეგის გამორიცხვის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული. ქალებმა, რომლებიც იმყოფებიან რეპროდუქციულ ასაკში პრეპარატის მიღებისას საჭიროა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (არა ჰორმონული).

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ რეგულარული ლაბორატორიული კონტროლის ქვეშ. მკურნალობის დროს, შესაბამისი დოზის შერჩევისას აუცილებელია ლაბორატორიული შემოწმება. აცეკუმაროლის მოქმედება შესაძლოა შეცვალოს ადრე მიღებულმა სხვა პრეპარატებმა, ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, რომელიც ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე შეარჩევს აცეკუმაროლის შესაბამის დოზას. შარდში სისხლის ან მუქი განავალის აღმოჩენისას, აგრეთვე ღრძილებიდან ან ცხვირიდან სუსტი სისხლდენისას, კანიდან ან სხვა სისხლდენის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია გამონაყარი, თმის დროებითი ცვენა, ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ფაღარათი. პრეპარატის მიღების დროს საჭიროა თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ აცეკუმაროლის მოქმედებას: ალოპურინოლი, ამიოდარონი, ანილინის წარმოებულები, ანდროგენული და ანაბოლური ჰორმონები, აზაპროპაზონი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, ბეზაფიბრატი, ცეფამანდოლი, ქლოროქინი,ციმეტიდინი, კოლხიცინი, ქლორპრომაზინი, დანაზოლი, დექსტრანი, დისულფირამი, ერითრომიცინი, ეტაკრინის მჟავას წარმოებულები, გლუკაგონი, ვიტამინი E-ს დიდი დოზები, ინდომეტაცინი, იზონიაზიდი, კეტოკონაზოლი, ქინინი, ქინიდინი, ქლორამფენიკოლი, მეტრონიდაზოლი, მიკონაზოლი, ნაპროქსენი, ნალიდიქსის-მჟავა, პარაცეტამოლი და ინტრავენური პენიცილინ “G”-ს დიდი დოზები, პირაზოლონის წარმოებულები, პიროქსიკამი, სალიცილატები, სულფანილამიდები, სულფინპირაზონი, თიროქსინი, ტამოქსიფენი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.
პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ აცეკუმაროლის მოქმედებას: ბარბიტურატები, დიქლორალფენაზოლი, ფენიტოინი, გლუკოკორტიკოიდები, გლუთეტიმიდის წარმოებულები, ჰალოპერიდოლი, კარბამაზეპინი, ქოლესტირამინი, მერკაპტოპურინი, ორალური კონტრაცეპტივები, რიფამპიცინი, სპირონოლაქტონი, ვიტამინი K. აცეკუმაროლი აძლიერებს ორალური სულფანილ-შარდოვანას ანტიდიაბეტური პრეპარატების მოქმედებას (გლიბენკლამიდი, გლიკვიდონი, გლიკლაზიდი, ქლორპრომაზინი), რის გამოც საჭიროა ანტიდიაბეტური საშუალების დოზის შემცირება.