დე-პანთენოლ ნიჟფარმ პლ.30გ კრ

დე-პანთენოლ ნიჟფარმ პლ.30გ კრ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსპანთენოლი+ქლორჰექსიდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 92284
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დ-პანტენოლი-ნიჟფარმა-პლუსი

სავაჭრო დასახელება: დ-პანტენოლი-ნიჟფარმა-პლუსი.

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება:

დექსპანტენოლი + ქლორჰექსიდინი.

სამკურნალო ფორმა: კრემი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა

1 გ კრემი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები: დექსპანტენოლი 52,5 მგ, ქლორჰექსიდინის ბიკლუკონატის ხსნარი 20% - 42,7 მგ (ქლორჰექსიდინის ბიკლუკონატზე გაანგარიშებით - 8,02 მგ);

დამხმარე ინგრედიენტები: პროპილენგლიკოლი, მაკროგოლის ცეტოსტეარატი, ცეტოსტეარილის სპირტი [ცეტილის სპირტი არაუმეტეს 60%, სტერილის სპირტი არანაკლებ 40%], თხევადი პარაფინი, ვაზელინი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატ დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, გასუფთავებული წყალი. 

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის კრემი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქსოვილების რეპარაციის სტიმულატორი.

ათქ კოდი: D08AC52.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

კომბინირებული პრეპარატია.

დექსპანთენოლი კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც წარმოადგენს A კოფერმენტის შემადგენელ ნაწილს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაზიანებული კანის საფარის როგორც ფორმირებაში, ასევე შეხორცებაში; ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ახდენს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზებას. ქლორჰექსიდინი - ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური საშუალებაა; ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, მათ შორის Staphylococcus spp., Enterococcus spp., Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Streptococcus spp., ასევე საფუარა სოკოების და დერმატოფიტების   მიმართ. აქტივობას ინარჩუნებს სისხლის, ჩირქის, სხვადასხვა სეკრეტების და ორგანული ნივთიერების არსებობისას.  

კრემი დ-პანტენოლი-ნიჟფარმა-პლუსი იცავს ჭრილობებს ინფექციებისაგან, თრგუნავს ინფექციური პროცესის მიმდინარეობას და აჩქარებს შეხორცებას.

გამოყენების ჩვენებები

მცირე დაზიანებების სამკურნალოდ, როდესაც არსებობს ინფიცირების რისკი, როგორიცაა დაბეჟილობები, ნაკაწრები, მცირე ჭრილობები და განაფხაჭნი, მსუბუქი დამწვრობები; კანის ინფიცირებული ზედაპირული დაზიანებების; ძუძუთი კვების პერიოდში ძუძუს თავის ნახეთქების დამუშავება და მკურნალობა.   

ქრონიკული ჭრილობების, მაგალითად, წვივის ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, ასევე ოპერაციის შემდგომი ჭრილობების დროს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; არ შეიძლება დაზიანებულ დაფის აპკზე დატანება; მძიმე, ღრმა და ძალიან დაბინძურებული ჭრილობების შემთხვევაში (ასეთი დაზიანებები საჭიროებს ექიმის ჩარევას).

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

დ-პანტენოლი-ნიჟფარმა-პლუსი ნებადართულია ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში გამოსაყენებლად. მაგრამ თავი უნდა ავარიდოთ კრემის გამოყენებას კანის ფართო მონაკვეთებზე. თუ პრეპარატი გამოიყენება ძუძუს თავების ნახეთქების დასამუშავებლად ლაქტაციის დროს, ძუძუთი კვების წინ ის უნდა ჩამოირეცხოს. 

გამოყენების წესი და დოზირება

გამოიყენება გარეგანად. კრემის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ ჩვენებების მიხედვით. მეძუძურმა დედებმა უნდა დაიტანონ კრემი ძუძუს თავების ინფიცირებულ ზედაპირზე ძუძუთი კვების შემდეგ. მეძუძურ ბავშვებში კრემი დატანებული უნდა იქნას ინფიცირებულ ადგილებზე თეთრეულის გამოცვლის ან წყლის პროცედურის შემდეგ.

თუ მკურნალობის შემდეგ არ ხდება გაუმჯობესება ან სიმპტომები მწვავდება, ან ვლინდება ახალი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება. გამოიყენეთ პრეპარატი მხოლოდ იმ ჩვენებების, გამოყენების იმ ხერხის მიხედვით და იმ დოზებით, რომლებიც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში. 

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ანაფილაქსიური რეაქცია და ანაფილაქსიური შოკი.

თუ ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან შენიშნავთ სხვა გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.    

ჭარბი დოზირება

არ არსებობს შეტყობინებები პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნივთიერებებთან. არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან, შესაძლო ურთიერთქმედებასთან (ანტაგონიზმი ან ინაქტივაცია) მიმართებაში სიფრთხილის ზომის სახით.

განსაკუთრებული მითითებები

არ დაუშვათ თვალებში, ყურებსა და ლორწოვან გარსებში მოხვედრა. რეკომენდირებული არ არის დ-პანტენოლი-ნიჟფარმა-პლუსის გამოყენება გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ, როდესაც დაინფიცირება ნაკლებად სავარაუდოა (მაგალითად, მზის დამწვრობის დროს). ხშირმა დატანებამ კანის ერთსა და იმავე უბანზე შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. პრეპარატი განკუთვნილია მცირე ჭრილობების დასამუშავებლად და სამკურნალოდ, უნდა მოვერიდოთ დიდი რაოდენობით დატანებას.

დიდი ფართობის მქონე, ძალიან დაბინძურებული და ღრმა ჭრილობები, ასევე ნაკბენი და ნაჩხვლეტი ჭრილობები საჭიროებს ექიმის ჩარევას (ტეტანუსის საშიშროება). თუ ჭრილობის ზომები გარკვეული დროის განმავლობაში რჩება უცვლელად დიდი, ან თუ ჭრილობა არ ხორცდება 10-14 დღის განმავლობაში, ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა. ეს აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ჭრილობის კიდეები არის ძალიან ჰიპერემიული, ჭრილობა შუპდება, აღინიშნება ძლიერი ტკივილი ან დაზიანებას ახლავს ცხელება (სეფსისის საშიშროება).

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატის გამოყენება არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის უნარზე და საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობების შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს. 

გამოშვების ფორმა

კრემი გარეგანი გამოყენებისათვის 5,25% +0,802%.

25, 30 ან 50 გ ალუმინის ტუბებში ან ლამინირებულ პოლიეთილენის ტუბებში. თითოეული ტუბი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის -III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია

სს “ნიჟფარმი”, რუსეთი

603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქ., სახლი 7

ტელ.: (831) 278-80-88; ფაქსი: (831) 430-72-28

E-mail: [email protected]