ვალერიანის ექს.ამვილაბი#30კაფს
გააზიარე:
ამვილაბი/ვალერიანის ექსტრაქტი
შემადგენლობა: ვალერიანის ექსტრაქტი 250 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები: ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვას, დაძაბულობას, აგზნებადობას, აქვს მსუბუქი საძილე, სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ მიმოქცევას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე საშუალებების მოქმედებას. ვალერიანის ექსტრაქტი ხსნის სტრესის სიმპტომებს, მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობას, გაღიზიანებას
ჩვენება:
- მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
- ძილის დარღვევები
- ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა
- ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი, შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში)
- კლიმაქტერული სინდრომი
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი)
- კუჭ- ნაწლავის ტრაქტის სპაზმი
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ბრინჯის ფხვნილი
დოზირება: 1 კაფსულა 1 - ჯერ დღეში
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე მიიღება ექიმის რეკომენდაციით
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ